Сборная Туниса — «Динамо» (Тбилиси) 1:2 (1:0)

7 февраля 1979 года. Тунис. Стадион ?
Судья: ?
Сб. Туниса: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, Бен Махмуд.
«Динамо»: Габелия, Костава, Кантеладзе, Чивадзе, Муджири, Дараселия, М.Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Челебадзе, Шенгелия (Чилая, 79).
Голы:
1:0 Бен Махмуд — 29
1:1 Гуцаев — 53
1:2 Челебадзе — 65

Пресса — «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 8 февраля 1979 года:

თბილისელთა მეორე გამარჯვება.
ტუნისი. 7 თებერვალი. სსრ კავშირის ჩემპიონმა ფეხბურთში — თბილისის ”დინამომ” აქ თავისი მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მისი მეტოქე იყო არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე — ტუნისის ნაკრები. თბილისის დინამოელებმა შეძლეს მეტოქის დამარცხება — 2:1 (0:1).
ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა მასპინძელთა თავდამსხმელმა ბენ მაჰმუდმა. შემდეგ ინიციატივა თბილისელმა ფეხბურთელებმა აიღეს ხელთ და როგორც კი განახლდა თამაში შესვენების შემდეგ, 53-ე წუთზე, გუცაევმა გაიტანა საპასუხო გოლი — 1:1. 65-ე წუთზე ტუნისელებს კიდევ ერთხელ მოუხდათ თამაშის დაწყება ცენტრიდან ჩელებაძის დარტყმის შემდეგ და ეს ანგარიში საბოლოოდ შემორჩა მატჩს.
ტუნისის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა 5 ფეხბურთელი, რომლებიც არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატში გამოდიოდნენ. მათ შორის მეკარე ნაილიც, რომელმაც საყოველთაო აღიარება ჰპოვა. დინამოელები ასეთი შემადგენლობით თამაშობდნენ: გაბელია, კოსტავა, კანთელაძე, ჩივაძე, მუჯირი, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ჩელებაძე, შენგელია (ჭილაია, 79).