Турне в Алжир в 1988 году

Турне в Алжир в 1988 году

01. 14.02. Константина. Сборная восточных провинций Алжира • 2:0 (1:0)
02. 16.02. Гельма. «Эсперансе Спортив де Гельма» (Гельма, Алжир) • 0:0
03. 21.02. Аннаба. «Хамра Аннаба» (Анааба, Алжир) • 7:0 (3:0)
04. 23.02. Сетиф. «Энтанте Спортив де Сетиф» (Сетиф, Алжир) • 2:1 (2:0)
05. 25.02. Сетиф. «Энтанте Спортив де Сетиф» (Сетиф, Алжир) • 2:2 (0:2)

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 1 марта 1988 года:

თბილისის დინამოელები ემზადებიან.
ალჟირში დამთავრდა თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა ტურნე.
დინამოელებმა აქ ხუთი შეხვედრა ჩაატარეს. პირველ შეხვედრაში თბილისელებმა, როგორც ვიუწყებოდით, ალჟირის აღმოსავლეთ პროვინციების ნაკრებს სძლიეს — 2:0. ბურთები გაიტანეს ქეცბაიამ და შენგელიამ. თბილისელთა შემადგენლობა: გაბელია, მიქაბერიძე, ტყებუჩავა, სვანაძე, სულაქველიძე, ფანცულაია, გურული (შენგელია), ქეცბაია.
მეორე შეხვედრა „დინამომ“ მეორე ლიგის „ესპერანსასთან“ გამართა ქ. გელმაში. თამაში ფრედ — 0:0 დამთავრდა. ამ დღეს დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: გაბელია, ფიცხალავა, ცვეიბა, ჭედია, რევიშვილი, ტყებუჩავა, სვანაძე, სულაქველიძე, ქეცბაია, გურული (აჯოევი), შენგელია.
მესამე მატჩი დინამოელებმა კვლავ მეორე ლიგის გუნდთან „ხამრასთან“ გამართეს ქ. ანაბაძში და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს — 7:0. აქ თავი გამოიჩინა ქეცბაიამ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა (3). 2 გოლი შენგელიას ანგარიშზეა, თითო ბურთი გაიტანეს ფანცულაიამ და ტყებუჩავამ.
„დინამოში“ თამაშობდნენ: გაბელია (ჭანტურია), ფირცხალავა, ცვეიბა (მიქაბერიძე), ჭედია, ფანცულაია, ტყებუჩავა (ჯიშკარიანი), სვანაძე (რევიშვილი), სულაქველიძე, ქეცბაია, გურული, შენგელია.
ქ. სატიფში თბილისელები ალჟირის პირველ ლიგაში შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულ ადგილობრივ გუნდს შეხვდნენ. დინამოელებმა ეს მატჩიც კარგად ჩაატარეს და გაიმარჯვეს კიდეც — 2:1. გოლები გურულმა და ტყებუჩავამ გაიტანეს.
დინამოელთა რიგებში ამ დღეს თამაშობდნენ: გაბელია, მიქაბერიძე, ცვეიბა, ჭედია, ფანცულაია (რევიშვილი), ტყებუჩავა, სვანაძე, სულაქველიძე (ფირცხალავა), ქეცბაია, გურული (ჯიშკარიანი), შენგელია.
ბოლო შეხვედრა თბილისელებმა კვლავ ქ. სიტიფში იგივე გუნდთან გამართეს. მატჩი ფრედ დამთავრდა — 2:2. სტუმართაგან გოლები კორღალიძემ და ფანცულაიამ გაიტანეს. დინამოელთ შემადგენლობა: გაბელია, მიქაბერიძე, ცვეიბა, ჭედია, ტყებუჩავა, რევიშვილი (აჯოევი), სვანაძე, სულაქველიძე, ქეცბაია, კორღალიძე, შენგელია (ფანცულაია).
3 მარტს თბილისის დინამოელები ამხანაგურ საერთაშორისო მატჩზე თბილისის „დინამოს“ სტადიონზე შვეციის „გეტერბორგს“ უმასპინძლებენ.