«Динамо» (Тбилиси) — «Левски» (София, Болгария) 1:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Левски» (София, Болгария) 1:0 (1:0)

Международный товарищеский матч.
13 сентября 1959 года. 17-00. Тбилиси. Стадион «Динамо».
Судья: Т.Бахрамов (Баку).
«Динамо»: Квачадзе, Чохели, Торадзе, Хочолава, А.Котрикадзе, Зейнклишвили, Мелашвили, Баркая, Жордания, Гогоберидзе (к), Датунашвили (К.Гагнидзе).
«Левски»: Дервентски, Василев, Филипов, Дончев (Стояров), Арсов, Георгиев, Пеев (Гайдаров), Соколов, Иорданов, Илиев, Костов.
Гол:
1:0 Жордания — 29

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 15 сентября 1959 года:

«Динамо» (Тбилиси) — «Левски» (София).
ТБИЛИСИ. Местные динамовцы 13 сентября встретились с футболистами софийской команды «Левски». Победу хозяевам принес единственный гол, забитый центральным нападающим Жордания, который впервые выступал за основной состав
команды.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 15 сентября 1959 года:

თამაში მიჰყავს ვეტერანს.
თბილისი. ”დინამოს” სტადიონი. 13 სექტემბერი.
”დინამო” (თბილისი) – ”ლევსკი” (სოფია, ბულგარეთი) – 1:0 (1:0).
”ლევსკი”: დერვენტსკი; ვასილევი, ფილიპოვი, დონჩევი (სტოიაროვი); არსოვი, გეორგიევი; პეევი (გაიდაროვი), სოკოლოვი, იორდანოვი, ილიევი, კოსტოვი.
”დინამო”: კვაჭაძე, ჩოხელი, თორაძე, ხოჭოლავა; კოტრიკაძე, ზეინკლიშვილი, მელაშვილი, ბარქაია, ჟორდანია, ღოღობერიძე, დათუნაშვილი (გაგნიძე).
მსაჯი: ტ. ბახრამოვი (ბაქო).
ჩვენს წინაშეა ”ლევსკის” შემადგენლობა რომელმაც ბულგარეთის პირველობაზე მესამე ტურში მოუგო ”სპარტაკს” (ვარნა) ანგარიშით 2:0. ამ შემადგენლობიდან თბილისში თამაშობდნენ ყველანი, გარდა აბაჯიევისა (№7), რომელიც თავისი ქვეყნის ოლიმპიურ ნაკრებში იყო ამ დღეს დაკავებული.
ეს მცირე ექსკურსი დაგვჭირდა იმის აღსანიშნავად, რომ 13 სექტემბრის მატჩში ჩვენი სტუმრების დანაკლისი მინიმუმს არ აღემატებოდა, ხოლო დინამოელებს აკლდათ ისეთი წამყვანი მოთამაშეები, როგორც ს. კოტრიკაძე, კავაზაშვილი, იამანიძე, კალოევი, მესხი. ასეთ ვითარებაში მეტად ძნელი იყო მატჩის ჩატარება საუკეთესო ფორმაში მყოფ გუნდთან, რომელიც ამჟამად პირველ ადგილზეა ბულგარეთის საფეხბურთო ჩემპიონატში.
ბულგარელებმა კარგად იცოდნენ თავიანთი ეს უპირატესობა და მიწდორზე გამოვიდნენ თავიანთ ძალებში ღრმად დარწმუნნებულნი. თამაშის დაწყების წინ გუნდის მწვრთწელმა ხ. მლადენოვმა განაცხადა: დღეს ჩვენი გუნდის წინაშე დგას №1 ამოცანა — როგორმე შევძლოთ ა.ღოღობერიძის ნეიტრალიზება. თუ ეს პრობლემა შევასრულეთ, ვფიქრობ, საქმე კარგად უნდა წავიდეს.
და მართლაც, ბულგარელები ყოველმხრივ ცდილობდნენ გამოეთიშათ თამაშიდან დინამოელთა კაპიტანი. ზოგჯერ საამისოდ საჭირო ხდებოდა დამატებითი ძალების გადაყვანა დაცვის მარჯვენა ფრთაზე უკან დაწეული შუამარბის ან მეორე ნახევარმცველის საშუალებით, მაგრამ მწვრთნელის მიერ დასახული ”პრობლემა №1” შეუსრულებელი დარჩა ღოღობერიშემ ამ დღეს ნამდვილი ახალგაზრდული ენერგიით და მონდომებით ითამაშა. ვეტერანმა თავიდანვე იკისრა გუნდის მაორგანიზებლისა და ლიდერის როლი და შესანიშნავად შეასრულა კიდეც იგი როგორც ინდივიდუალურ ბრმოლაში, ისე საერთო კოლექტიური ოპერაციების წარმოებისას.
საუკეთესოდ ჩაატარა მატჩი ”დინამოს” დაცვამ და ნახევარდაცვამ. ”ლევსკის” ფორვარდები ფიზიკურად კარგად მომზადებული, მაღალტექნიკური, სწრაფი ფეხბურთელების, რომლებიც განუწყვეტლივ მოძრაობენ, უაღრესად ზუსტი გადაცემები აქვთ და მუდამ ცდილობენ უმნიშვნელო, მეორეხარისხოვანი მდგომარეობიდან შექმნან ნამდვილი შეტევა და კარის აღების რეალური შესაძლებლობა. საჭირო იყო უკიდურესი ყურადღების გამოჩენა, მაქსიმალური დამაბულობით თამაში იორდაწოვის პეევის სოკოლოვის იერიშების უვნებელსაყოფად და დინამოელთა უკანა ხაზების მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს კარის უხიფათობისათვის.
ტერიტორიული უპირატესობა თამაშის მსვლელობაში ძირითადად თბილისელთა მხარეს იყო. ეს განსაკუთრებით ხელშესახები იყო მინდვრის შუაგულში, მაგრამ საჯარიმო მოედანთან მიახლოებისას ”დინამოს” თავდასხმა გაძლიერებული დაცვის შეუპოვარ წინააღმდეგობას აწყდებოდა, რის გამოც საერთო უპირატესობის რეალიზაცია მეტად ძალზე გამნელდა, ამასთან, დინამოელები ერთობ პასიურად იბრმოდნენ მაღალი ბურთებისათვის და მოწინააღმდეგეებს სისტემატურად უთმობდნენ ფლანგურ გადაცემებს.
90 წუთის განმავლობაში გატანილ იქნა ერთადერთი ბურთი. ეს იყო სწრაფი, ლამაზი კომბინაცია: ჟორდანია-მელაშვილი-ღოღობერიძე-ჟორდანია. ღოღობერიძეს შეეძლო თვითონ დაერტყა კარში, მაგრამ უკეთეს პოზიციაში შენიშნა ჟორდანია და გადასცა მას ბურთი, რომელიც ამ უკანასკნელმა ზუსტი დარტყმით გაგზავნა კარში — 1:0. ამ გოლმა გამარჯვება მოუტანა თბილისის ”დინამოს”.
რ. ქორიძე.