«Динамо» (Тбилиси) — «Форвертс» (Берлин, ГДР) 4:1 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Форвертс» (Берлин, ГДР) 4:1 (2:0)

Международный товарищеский матч.
20 июня 1954 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Динамо». 40000 зрителей.
Судья: Ф.Нюберг (Финляндия).
«Динамо»: Маргания, Элошвили (Чкуасели), Русадзе, Сарджвеладзе, Махарадзе, Н.Гагнидзе, А.Котрикадзе (Гоглидзе), К.Гагнидзе, Гогоберидзе (к), Антадзе, Тодрия.
«Форвертс»: Шпикенагель, Мюклих, Шен, Маротцке (Эйлиц), Шербаум (к), Бауман, Эберт, Гайков (Прайлих), Райхельт, Вольф, Вайгель.
Голы:
1:0 Махарадзе — 07
2:0 Н.Гагнидзе — 13
2:1 Эберт — 65
3:1 Гогоберидзе — 68
4:1 Чкуасели — 74

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 22 июня 1954 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ФОРВЕРТС». Соревнование футболистов СССР и Германской Демократической Республики.
Вслед за футболистами французского клуба «Жиронда» в столицу Грузии для международной товарищеской встречи с местной командой «Динамо» прибыли спортсмены центрального спортивного клуба «Форвертс» из Германской Демократической Республики.
После обмена приветствиями и памятными вымпелами по свистку судьи международной категории Фольке Нюберга (Финляндия) команды вышли на воле. Центральный нападающий гостей Г. Нейхельт сделал первый удар по мячу. Вскоре комбинация, разыгранная на правом фланге командой «Форвертс», чуть не закончилась голом. Л. Гайков неожиданно сильно пробил по воротам, Маргания в прыжке отбил мяч прямо на Г. Эберта, последовал новый удар, но вратарь тбилисцев опять сумел отбить мяч.
Хотя встреча и началась атаками «Форвертса», мяч дважды — на 6-й и 13-й минутах — побывал в их воротах. В обоих случаях результат был достигнут после ударов полузащитников Махарадзе и Н. Гагнидзе, произведенных метров с двадцати пяти.
Проигрывая 0:2, гости продолжают настойчиво атаковать ворота «Динамо». Однако теперь их атаки не так остры. Все реже участвует в наступлении центральный нападающий команды, вынужденный оттягиваться на помощь защитникам. Правда, один из полузащитников X. Шербаум, следуя примеру тбилисцев, несколько раз пробует завершать комбинации ударами с дальних расстояний, но Маргания легко перехватывает мяч.
В свою очередь не приносят результата и комбинации, разыгрываемые нападающими «Динамо». Выступающий в роли левого полусреднего Г. Антадзе играет слабее обычного. Тщетными остаются и все попытки левого крайнего Н. Тодрия активно содействовать партнеру.
Начинается вторая половина встречи. Получив передачу справа, Эберт, оказавшийся свободным в штрафной площадке, сквитывает один мяч.
Игра по-прежнему идет в быстром темпе. Обе команды демонстрируют не только хорошую физическую подготовку, но и высокую технику владения мячом. Почти нет грубых просчетов в передачах, неточных ударов по воротам. Спокойно и уверенно действуют защитники гостей, среди которых выделяется Г. Шен.
Точная игра защитных линий облегчает действия нападающих. Мяч все чаще оказывается в непосредственной близости от штрафной площадки динамовцев. Нападающие гостей, среди которых следует отметить правого полусреднего Гайкова и левого крайнего Р. Ваятеля, получают несколько возможностей сравнять счет. Однако защитники динамовцев, в первую очередь Сарджвеладзе, и вратарь Маргания ликвидируют опасные моменты.
Игра выровнялась, и вскоре отличная комбинация Котрикадзе — К. Гагнидзе — Гогоберидзе закончилась третьим голом в ворота «Форвертса». Динамовцы производят замену. Место правого крайнего занимает Чкуасели, который, разыграв комбинацию совместно с Тодрия, ударом в нижний угол ворот увеличивает счет до 4:1.
Динамовцы продолжают атаковать, но большего добиться не могут. Несколько трудных мячей берет вратарь гостей Г. Шпикенагель.
Встреча, прошедшая в теплой, дружеской обстановке, закончилась победой динамовцев Тбилиси —4:1.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 23 июня 1954 года:

საერთაშორისო შეხვედრა. “ფორვერტსი” – “დინამო”.
“ფორვერტსი” (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) – შპიკენაგელი, მიუკლიჰი, სენი, მაროტცკე, შერბაუმი, ბაუმანი, ებერტი, გაიკოვი, რაიჰელტი, ვოლფი, ვაიგელი.
“დინამო” (თბილისი) – მარღანია, ელოშვილი, რუსაძე, სარჯველაძე, მახარაძე, ნ. გაგნიძე, კოტრიკაძე, კ. გაგნიძე, ღოღობერიძე, ანთაძე, თოდრია.
მსაჯი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ფოლკე ნიუბერგი (ფინეთი).
მეორე საერთაშორისო შეხვედრამ მიმდინარე სეზონში დასავლეთ გერმანიის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდს “ფორვერტსა” და თბილისის “დინამოს” შორის უდიდესი ინტერესი გამოიწვია ჩვენი რესპუბლიკის სპორტულ საზოგადოებრიობაში. მატჩზე დამსწრეთა შორის მრავლად იყვნენ ჩამოსულები სხვა რესპუბლიკების ქალაქებიდან, საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან.
თამაში სტუმრებმა დაიწყეს და მარღანია პირველივე წუთზე ჩაება თამაშში. სულ ცოტა ხანში ბურთმა ორივე საჯარიმო მოედანზე მოასწრო რამდენჯერმე გადანაცვლება. როგორც გერმანელი, ისე ქართველი ფეხბურთელები თავიდანვე მეტად მაღალი ტემპით მოქმედებდნენ. პირველი ურთიერთშეტევების შემდეგ ინიციატივა დინამოელებმა აიღეს ხელთ. მათ თავდამსხმელებს უფრო გეგმიანი და მოფიქრებული შეტევები ჰქონდათ. ერთ–ერთი შეტევისას სტუმრების მეკარემ შპიკენაგელმა უკანასკნელ წამს მოუსწრო ღოღობერიძეს და ფეხებიდან ააცალა ბურთი, ხოლო ცოტა ხანში კოტრიკაძის მიერ კართან ჩაწოდებული ბურთი შერბაუმმა თავით მოიგერია. თბილისელები მორიგეობით, ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ.
მე–6 წუთზე ღოღობერიძემ საჯარიმო მოედნის სიახლოვეს მიიღო ბურთი და უკან გადასცა მახარაძეს, რომელმაც დაახლოებით 28 მეტრის მანძილიდან მოულოდნელად და ძლიერად დაარტყა კარში. ბურთი ისე გაეხვია ბადეში, რომ მეკარე არც განძრეულა – 1:0.
მარცხს სტუმრებმა სწრაფი და ენერგიული შეტევით უპასუხეს. მათი თავდამსხმელები კარგად ირჩევდნენ ადგილს, ბევრს მოძრაობდნენ, შესანიშნავად თამაშობდნენ თავით. მალე გაიკოვმა ზუსტი გადაცემით გარღვევაზე გაიყვანა რაიჰელტი და ელოშვილმა და რუსაძემ ძნელ ბრძოლაში მოიგერიეს ბურთი.
თამაშის მე–12 წუთია. ნ. გაგნიძემ იმავე პოზიციაში, სადაც პირველად მახარაძემ, მიიღო ბურთი და ისევე მოულოდნელად დაარტყა კარში. მეკარემ დაიჭირა ბურთი, მაგრამ გაუვარდა ხელიდან… 2:0. “ფორვერტსმა” კიდევ უფრო გამოაცოცხლა თამაში. თავდამსხმელებმა მოუმატეს ტემპს, მათ რიგებში უშუალოდ ჩაება ნახევარმცველი შერბაუმი, რომელმაც რამდენჯერმე შორი მანძილიდან დაარტყა კარში. ერთ-ერთი შეტევისას ვოლფი სწრაფად გავიდა მარჯვენა ფრთაზე და ჩააწოდა კარის წინ. სარჯველაძემ მოუსწრო გადაცემას, მაგრამ ბურთი აუცდა ფეხზე და საკუთარი კარისაკენ გაგზავნა. მარღანია დროზე გამოვიდა წინ და აიღო ბურთი.
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ბურთი უმეტესად მოედნის შუაგულში ტრიალებდა. აღსანიშნავია, რომ გერმანელი ფეხბურთელები განსაკუთრებით კარგად თამაშობდნენ შუა მოედანზე. ისინი ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული, სწრაფად დარბიან. ხშირად გადიან კარის სიახლოვეს, მაგრამ შეტევის უკანასკნელი
ფაზა და კარში დარტყმა სათანადოდ არა აქვთ დამუშავებული და ამიტომ ბევრი მათი ეფექტური კომბინაცია გადამწყვეტ მომენტში უშედეგოდ მთავრდება.
33–ე წუთზე კოტრიკაძემ ძლიერი დარტყმით შორი მანძილიდან დაამთავრა პარტნიორების მიერ გათამაშებული მრავალსვლიანი კომბინაცია, მაგრამ სტუმრების მეკარემ სწრაფი ნახტომით დაბალ კუთხეში მოიგერია ძლიერად დარტყმული ბურთი. ტაიმის დასასრულამდე “ფორვერტსს” ჰქონდა რამდენიმე კარგი შესაძლებლობა (ერთი მათგანი მარღანიას კარიდან არასწორი გამოსვლის გამო), მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. გუნდები წავიდნენ შესვენებაზე ანგარიშით 2:0 თბილისელთა სასარგებლოდ.
შესვენების შემდეგ, მეორე წუთზე სტუმრების მოულოდნელი შეტევა დამთავრდა ებერტის დარტყმით კარში. ბურთი ბადეში გაეხვია. გატანილმა გოლმა აღაფრთოვანა გერმანელი ფეხბურთელები. 20 წუთის განმავლობაში ისინი თითქმის მთლიანად ფლობდნენ მოედანს. თავდამსხმელები უტევდნენ გაშლილი ფრონტით. მათ კარგად ეხმარებოდნენ ნახევარმცველები. “დინამოს” დაცვას ამ ხნის განმავლობაში სრული დატვირთვით მოუხდა მუშაობა. რამდენიმე ძნელი ბურთი აიღო მარღანიამ. სტუმრების ხანგრძლივ, საფუძვლიან შეტევას შედეგი არ მოჰყოლია – დინამოელებმა შეძლეს კარის დაცვა.
24–ე წუთზე თბილისელებმა თამაში მოწინააღმდეგის ნახევარზე გადაიტანეს. კოტრიკაძე და კ. გაგნიძე, სწრაფი გადაცემებით გავიდნენ მოწინააღმდეგის კართან. აქ გაგნიძის უკანასკნელი მოწოდებიდან კოტრიკაძემ წინდახედულად გაუშვა ბურთი ფეხებშუა და ღოღობერიძემ ახლო მანძილიდან მესამე ბურთი გაიტანა. ამან თბილისელთა თამაშში გარდატეხა შეიტანა, გუნდი უფრო ენერგიულად და მონდომებით ამოქმედდა.
განსაკუთრებით ეფექტური იყო თბილისელთა შეტევები მარჯვენა ფრთიდან, სადაც კოტრიკაძე და კ. გაგნიძე დაუღალავად ავიწროებდნენ მოწინააღმდეგის დაცვას. ცენტრში რამდენჯერმე კარგად გავიდა ღოღობერიძე. მხოლოდ ანთაძე აგვიანებდა კართან გასვლას.
მალე ორივე გუნდში მოხდა ცვლილება: “დინამოში” კოტრიკაძისა და ელოშვილის ნაცვლად გამოვიდნენ გოგლიძე და ჭკუასელი, “ფორვერტსში” გაიკოვი და მაროტცკე შეცვალეს ფრეილიჰმა და ეილიცმა.