«Динамо» (Тбилиси) — «Форвертс» (Берлин, ГДР) 3:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Форвертс» (Берлин, ГДР) 3:0 (1:0)

Международный товарищеский матч.
27 ноября 1968 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Динамо».
Судья: Б.Стрелецкий (Донецк).
«Динамо»: Урушадзе, Петриашвили, Рехвиашвили, Хурцилава, Чохонелидзе, Кантеладзе, Г.Сичинава, Асатиани (Илиади), Метревели, Г.Нодия (Л.Нодия), Гавашели.
«Форвертс»: Цулковски, Штриубинг, Мюллер, Юнтбауэр, Укров, Крампе, Нахтигал, Врук, Нелднер, Бегерад, Пипенбург.
Голы:
1:0 Метревели — 29
2:0 Г.Нодия — 50
3:0 Гавашели — 75

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 28 ноября 1968 года:

«Динамо» (Тбилиси) — «Форвертс» (ФРГ).
ТБИЛИСИ. Неоднократные чемпионы ФРГ футболисты команды «Форвертс» провели здесь вчера третий матч своего турне по Советскому Союзу. Местные динамовцы выиграли встречу — 3:0 (1:0). Голы забили Слава Метревели, Гиви Нодия и Гоча Гавашели. «Форвертс» встречался со своими вчерашними соперниками еще в 1954 году, и тогда верх взяли динамовцы.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 30 ноября 1968 года:

ისტორია მეორდება.
თბილისი «დინამოს» სტადიონი 27 ნოემბერი.
«დინამო» (თბილისი)– «ფორვერტსი» (ბერლინი, გდრ) 3:0 (1:0).
«დინამო» ურუშაძე, პეტრიაშვილი, რეხვიაშვილი, ხურცილავა, ჭოხონელიძე, კანთელაძე, სიჭინავა, ასათიანი (ილიადი) მეტრეველი, გ. ნოდია (ლ.ნოდია) გავაშელი
«ფორვერტსი» ცულკოვსკი, შტრიუბინგი, მიულერი, იუნტბაუერი, უკროვი, კრამპე, ნახტიგალი, ვრუკი, ნელდნერი, ბეგერადი, ჰიპენბურგა.
მსაჯი ბ. სტრელეცკი (დონეცკი).
მატჩი ძველ ნაცნობთან (თუ შეიძლება ნაცნობი ეწოდოს გუნდს, რომელსაც ერთხელ შევხვედრივართ და ისიც 14 წლის წინ) დაიწყო თამაშის სახელწოდება «ამხანაგურის» შესატყვისად, ყოველგვარი ექსცესებისა და ზედმეტი ემოციების გარეშე: დაბალი ტემპით, ბურთის ნელი გათამაშება მინდვრის შუაგულში, აუჩქარებელი გადასვლები იერიშზე, სიფრთხილე და ურისკობა დაცვაში.
ძნელი სათქმელია რატომ აირჩიეს მასპინძლებმა თამაშის ეს ვარიანტი, როცა სტუმრებს პოზიციური ბრძოლა ხელს აძლევდა ყოველმხრივ. ყველაფერი, დინჯად და საფუძვლიანად ხდებოდა მინდორზე, მათი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ «ფორვერტსს» კონტრშეტევის ერთი ასეთი მანევრი ჰქონდა: როცა მოწინააღმდეგე ამგვარ დონე თამაშში იყო ჩაბმული და რაიმე რეალურ ხიფათს არ ელოდა, გუნდი მოულოდნელად უქმნიდა დარტყმის შესაძლებლობას ნახევარმცველ ნახტიგალს და ეს უკანასკნელი შორი მანძილიდან ზუსტად და ძლიერად აგზავნიდა ბურთს მოპირდაპირე კარისკენ. ასე მოხდა რამდენიმეჯერ: მინდორზე თითქოს საერთო სიწყნარე სუფევდა, საშიშროებაც არსაიდან ჩანდა, გერმანელებმა კი კომბინაციის დასრულება ნახტიგალს მიანდეს და მათს ბომბარდირს მე–5 წუთისთვის უკვე ორი მეტად სახიფათო დარტყმა ჰქონდა შესრულებული.
საკმაოდ დიდხანს, დაახლოებით 15–20 წუთის მანძილზე, თამაშში იშვიათად ხდებოდა «აფეთქებანი», მნიშვნელოვანი ხასიათის გამწვავებანი და ჩვენი გუნდის მხრივ ამაში პირველ ყოვლისა, შუა ხაზის მოთამაშეები იყვნენ დამნაშავე. ისინი თავიანთი ზონის ლიმიტირებულ ფარგლებს იშვიათად სცდებოდნენ, აყოვნებდნენ ბურთს და ვიწრო ტაქტიკური ამოცანებით იფარგლებოდნენ ერთი სიტყვით, არ ჩქარობდნენ.
მაგრამ საკმარისი გახდა ხურცილავას რამდენიმეჯერ მოესინჯა მოპირდაპირე კარის თავისი შერეული დარტყმებით, სიჭინავას შეექმნა შემტევი ტანდემი მეტრეველთან წყვილში, ხოლო ასათიანი გადასულიყო წინ «ფორვერტსის» საჯარიმო მოედანზე, რომ დინამოელთა მონოტონური რიტმიც მაშინვე, თითქმის რამდენიმე წუთის განმავლობაში შეიცვალა მაქსიმალური სისწრაფის კომბინაციებით და ინდივიდუალური გარღვევებით. ნახევარმცველებმა ტონი მისცეს შეტევას, თავდამსხმელები კი თავიანთ მხრივ მზად აღმოჩნდნენ ნამდვილი იერიშისთვის და «დინამოც» წამსვე დაემსგავსა «დინამოს» 29–ე წუთზე გათამაშდა სწრაფი კომბინაცია მეტრეველსა და გ. ნოდიას შორის, რომლის შემდეგ მეტრეველი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა. დინამოელთა კაპიტანმა თავისი საქმე ოსტატურად მოათავა –1:0.
სტუმრებმა მდგომარეობის გამოსწორება მეორე ტაიმში სცადეს და როგორც კი განახლდა თამაში, ზედიზედ გაიყვანეს კარის სიახლოვეს ნელდნერი, ბეგერადი, პიპენბურგი, როგორც უწინ, შორი მანძილიდან რამდენიმეჯერ მოსინჯა ურუშაძის შესაძლებლობანი ნახტიგალმა თამაში უკიდურესადა დაიძაბა და გამწვავდა.
შეიძლება მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულიყო, მაგრამ 50–ე წუთზე გავაშელმა შორიდან მიღებული ბურთი მეტოქის კარის ხაზამდე მიიტანა, მერე ზუსტად მიაწოდა ცენტრში და გ. ნოდიამ ახლო მანძილიდან მეორე გოლი გაიტანა «ფორვერტსის» კარში. ამ გოლმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა: გერმანელთათვის 2 ბურთის გაქვითვა უკვე რეალობას დაცილებული ამბავი იყო, ამას გარდა, მეტრეველისა და გავაშელის წინააღმდეგ უძლურნი აღმოჩნდნენ მათი მცველები. ანგარიში ადრევე «დამრგვალდებოდა», რომ გავაშელს რამდენიმეჯერ არ დაეკარგა თითქმის უეჭველი შესაძლებლობანი. ბოლოს, 75–ე წუთზე, იგი სრულიად თავისუფლად გავიდა მოწინააღმდეგის მასირებულ დაცვაში და კიდევ ერთხელ აიძულა სტუმრების მეკარე ცულკოვსკი გამოეტანა ბადიდან ბურთი –3:0.
ამრიგად, ისტორია გამეორდა: დინამოელებმა ისევ 3 ბურთის განსხვავებით მოუგეს «ფორვერტსს».