«Динамо» (Тбилиси) — «Чепель» (Будапешт, Венгрия) 3:0 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Чепель» (Будапешт, Венгрия) 3:0 (2:0)

Международный товарищеский матч.
20 февраля 1987 года. Леселидзе. Стадион базы «Динамо».
Судья: ?
«Динамо»: Габелия (Абусеридзе, 69), Кеташвили, Цаава, Чедия, Малания, Какилашвили (Бигвава, 79), Сванадзе, Апциаури (Жордания, 73), Коргалидзе, Челебадзе (Гурули, 69), Ревишвили (Гогричиани, 77).
«Чепель»: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***.
Голы:
1:0 Челебадзе — 39
2:0 Чедия — 44
3:0 Челебадзе — 65 (пен.)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от февраля 1987 года:

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 21 февраля 1987 года:

საკონტროლო მატჩები.
გუშინ ლესელიძეში თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ჩაატარეს მორიგი შეხვედრა. ამჯერად მათი მეტოქე იყო უნგრეთის „ჩეპელი“. ბუდაპეშტის ეს ერთ დროს ძლიერი კლუბი („ჩეპელი“ ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონია) გასულ სეზონში წარუმატებლად გამოდიოდა, პირველი ლიგა დატოვა. ახლა იგი მეორე ლიგაშია და იბრძვის უძლიერესთა შორის ადგილის დასაბრუნებლად. როგორც გუნდის უფროსმა მწვრთნელმა, უნგრეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ იოზეფ გელეიმ გვითხრა, იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს „ჩეპელის“ ტურნეს ჩვენს ქვეყანაში. უნგრელთა გუნდს აკლია მხოლოდ ერთი წამყვანი მოთამაშე — სებედინსკი, რომელიც შინ დარჩა მუხლის ოპერაციის გასაკეთებლად. „ჩეპელი“ მით უფრო მონდომებით ემზადება თავისი ქვეყნის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის, რომ წლეულს კლუბი დაარსების 75 წლისთავს იზეიმებს და პირველ ლიგაში დაბრუნება საუკეთესო საჩუქარი იქნება მისი გულშემატკივრებისთვის.
რაც შეეხება თვით თამაშს, იგი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ზედიზედ ოთხი კუთხური მიაწოდეს. ბოლოს და ბოლოს ცაავას მიერ ჩამოწოდებულ ბურთს ჩელებაძემ მიუსწრო და თავური დარტყმით გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შესანიშნავად ითამაშა სოსო ჭედიამ. მისი ღრმა რეიდი იმავე ჩელებაძესთან სწრაფად გათამაშებული „კედლით“ და მცველის ზუსტი დარტყმით დამთავრდა — 2:0. თუმცა მეორე ტაიმში თბილისელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს (65-ე წუთზე ჩელებაძემ ჩვეული ოსტატობით გამოიყენა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა). უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ნახევარში ისინი უკეთესად თამაშობდნენ. გოლის გატანა შეეძლოთ ჩელებაძეს, რევიშვილს, კორღალიძეს, გურულს, მაგრამ მათი დარტყმა ან მიზანს სცდებოდა, ან უნგრელთა მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე. საბოლოოდ დინამოელებმა გაიმარჯვეს — 3:0.
„დინამოს“ შემადგენლობა: გაბელია (აბუსერიძე, 69), კეტაშვილი, ცაავა, ჭედია, მალანია, კაკილაშვილი (ბიგვავა, 79), სვანაძე, აფციაური (ჟორდანია, 73), კორღალიძე, ჩელებაძე (გურული, 69), რევიშვილი (გოგრიჭიანი, 77).