«Динамо» (Тбилиси) — «Байя» (Сан-Сальвадор, Бразилия) 4:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Байя» (Сан-Сальвадор, Бразилия) 4:0 (1:0)

Международный товарищеский матч.
21 августа 1960 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Буревестник». 45000 зрителей.
Судьи: Н.Хлопотин (Москва), О.Джебашвили, К.Гиоргобиани (оба — Тбилиси).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Чохели, Хочолава, Зейнклишвили, Яманидзе, Мелашвили, Баркая, Калоев, Гогоберидзе (к) (Жордания, 46), Месхи.
«Байя»: Кардосо, Перейра, Сантос, Гоава, Ферейра, Карнейро (Висент), Сантана, Бригилья (к), Ж.Фрейтас (Араужо), Коста, А.Фрейтас.
Голы:
1:0 Гогоберидзе — 24
2:0 Калоев — 58
3:0 Калоев — 63
4:0 Месхи — 75

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2938)

«Динамо» (Тбилиси) — «Байя» (г. Сан-Сальвадор, Бразилия) — 4:0 (1:0).
21 августа 1960 года. Начало: 18-00. Тбилиси, стадион «Буревестник». 45000 зрителей.
Судьи: Хлопотин Н. (Москва), Джебашвили О., Гиоргобиани К. (оба — Тбилиси).
«Динамо»: Котрикадзе, Сичинава, Чохели, Хочолава, Зейнклишвили, Яманидзе, Мелашвили, Баркая, Калоев, Гогоберидзе (к) (Жордания, 46), Месхи.
«Байя»: Кардосо, Перейро, Сантос Э., Гоава, Ферейра, Карнейро, Сантана, Бриджилия (к), Фрейтас, Коста, Фрейтас Ал..
Голы: Калоев — 2, Гогоберидзе, Месхи.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 23 августа 1960 года:

Три фактора победы.
Третье выступление бразильской футбольной команды «Байя» состоялось позавчера на тбилисском стадионе «Буревестник» против местных динамовцев. Тбилисцы играли дружно, напористо, технично и одержали заслуженную победу с крупным счетом — 4:0. Как же проходила встреча?
Когда бразильцы вышли на тренировку, сразу бросилось в глаза, что они очень искусно жонглируют мячом, успешно применяют сложнейшие технические приемы. Но вот состязание началось, и оказалось, что демонстрировать свою блестящую технику в игровой обстановке гостям гораздо труднее. Плотная персональная опека не дает им возможности развернуться и показать в полной мере свое техническое мастерство. Это был первый фактор, обеспечивший динамовцам успех.
Если тбилисцы старались плотно прикрывать нападающих «Байи», то гости, наоборот, играли в защите по зонному принципу. В борьбе с быстрыми и техничными нападающими — хозяевами поля — этот метод оказался малоэффективным и частично оправдал себя лишь в первом тайме, когда темп был сравнительно невысок. Стоило динамовцам после перерыва увеличить темп, как оборона гостей сразу дала трещину — игроки «Байи» не успевали уже подстраховывать друг друга. Итак, высокий темп игры явился вторым фактором успеха тбилисцев. Третьим же фактором была дружная, целеустремленная игра всего коллектива.
Счет был открыт на тринадцатой минуте состязания. Месхи, применив один из своих фантов, обошел Перейра, отпасовал Гогоберидзе, и тот послал мяч в сетку ворот.
До конца тайма гости имели возможность сравнять счет: после ошибок правого защитника динамовцев Сичинавы им удалось несколько раз пройти по краю, но удары не достигали цели: мяч либо шел за пределы поля, либо его перехватывал уверенно игравший Котрикадзе.
После перерыва атаки на ворота «Байи» следовали одна за другой. Калоев и дважды Месхи довели счет до 4:0.
А. Буслаев.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 23 августа 1960 года:

ტექნიკა პრაქტიკული გამოყენებით.
თბილისი. ”ბურევესტნიკის” სტადიონი. 21 აგვისტო.
”დინამო” (თბილისი) – ”ბაია” (სან–სალვადორი) – 4:0 (1:0).
”ბაია”: კარდოსო; პერეირა, სანტოსი, გოავა; ფერეირა, კარეირა (ვისენტი),სანტანა, ბრიგოლია, ჟ. ფრეიტასი (არაუჟო), კოსტა, ა. ფრეიტასი.
”დინამო”: კოტრიკაძე; სიჭინავა, ჩოხელი, ხოჭოლავა; ზეინკლიშვილი, იამანიძე; მელაშვილი, ჟორდანია, კალოევი, ღოღობერიძე (ჟორდანია), მესხი.
მსაჯი: ნ. ხლოპოტინი (მოსკოვი).
მატჩის დაწყების წინ, როცა ორივე გუნდი აწარმოებდა მოთელვას, მაყურებელთა საყოველთაო ინტერესი მიიპყრო ბრაზილიელ ფეხბურთელთა წვრთნამ, კერძოდ, ჯგუფმა, სადაც ერთმანეთთან ვარჯიშობდნენ N11, N9, N8, და N2 მოთამაშეები. მოთელვის დროს, როცა თითოეული ბრაზილიელი ფეხბურთელი მარტოდმარტო იმყოფებოდა ბურთთან და ჟონგლირებაში მას არავინ უშლიდა ხელს, მოთამაშეებიცა და ბურთიც საოცარ ტრიუკებს აკეთებდნენ. განსაკუთრებით განსაცვიფრებელი იყო ის, რასაც აკეთებდა მარჯვენა მცველი ალბერტო პერეირა. იგი ყოველგვარ მდგომარეობაში აჩერებდა ბურთს ისე, რომ იგი მორჩილად წვებოდა ფეხბურთელის ფეხებთან. მას შეეძლო სხეულის თითქმის ყველა ნაწილით მიეღო და გადაეცა ბურთი, ეთამაშებინა იგი, მოჭრილი დარტყმით, „ხმელი ფოთლის“ მრუდე ტრაექტორიით გაეგზავნა სრულიად მოულოდნელი, ზუსტი მისამართით, ან მაღალი ბურთი გაეჩერებინა თავით და ასე ერბინა ათიოდე მეტრი. ეს ნამდვილი საცირკო სანახაობა იყო.
მაგრამ დაიწყო მატჩი და პერეირამ მთელი თავისი ამ უხვი არსენალიდან ვერ შეძლო მცირე ნაწილის გამოყენებაც კი. თავი რომ დავანებოთ ტაქტიკურ ბრძოლას, სადაც იგი მესხის წინაშე მოწაფესავით გამოიყურებოდა, სისწრაფეს, სადაც მათი შედარებაც არ შეიძლებოდა. წმინდა ტექნიკურ ბრძოლაში, პირისპირ შეტაკებაში, პერეირა უმწეო იყო მესხთან შედარებით. ბრძოლის პროცესში, ე. ი. პრაქტიკულად, მესხის ტექნიკა გაცილებით მრავალფეროვანი, მდიდარი და ეფექტური ჩანდა, ვიდრე პერეირასი.
ამის შესახებ ჩვენ ვესაუბრეთ ”ბაიას” პრეზიდენტს ოზარიო ვილას ბოასს. აი, რა თქვა მან.
– ყველა ტრიუკი. რომელიც თქვენ ნახეთ მოთელვაზე თითოეული ბრაზილიელი ფეხბურთელის აუცილებელ, თითქმის სავალდებულო შეიარაღებას წარმოადგენს. ასეთ ფოკუსებს ჩვენში ბავშვებიც კი აკეთებენ, მაგრამ თამაშში, როცა სანახაობა ბრძოლაში გადადის, ამგვარი მანიპულირების კეთება ძნელდება. მათი შესრულება უკვე ისეთ ხელოვანთა საქმეა, როგორებიც არიან პელე, დიდი, გარინჩა, ზიტო, კუტინიო, ნ. სანტოსი, ვავა, მაცოლა და სხვანი. ”ბაიას” კი ასეთი კლასის მოთამაშეები არა ჰყავს.
დაუმატეთ ისიც, რომ თბილისის ”დინამოს” ჰქონდა ბრწყინვალე ტექნიკა, ტექნიკა ნამდვილი პრაქტიკული გამოყენებით. მე არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ქართული ტექნიკა ამჯერად აშკარად ჯობდა ბრაზილიურ ტექნიკას.
სრული სიმართლეა. ტექნიკას მაშინ აქვს ფასი, თუ იგი მაქსიმალურადაა გამოყენებული, სისწრაფესთან, ათლეტურ ბრძოლასთან და ტაქტიკასთან ერთად. ეს კომპლექსი კი თბილისელებს გაცილებით უკეთესი აქვთ, ვიდრე ბრაზილიელებს. ყველაფერზე უფრო ღირსშესანიშნავი, რაც ”ბაიას” მოთამაშეებმა აჩვენეს განვლილ თამაშში, ესაა გადაცემათა თითქმის მათემატიკური სიზუსტე. ისინი არ ერიდებიან 7-8 გადაცემას, როგორც მინდვრის შუაგულში, ისე საჯარიმო მოედანზეც და ხშირად 2-3 მოთამაშე ახერხებს ლავირებას გაცილებით გაცილებით მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეთა შორის.
მაგრამ მათ შეტევებს არა აქვს ნამდვილი სიმძაფრე, არა აქვს ძალა და კარის აღების პირდაპირი, უშუალო სიმწვავე.
სულ სხვა ხასიათი ჰქონდა ”დინამოს” შეტევებს. ეს იყო მძლავრი შტურმი, რომლის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა ბრაზილიელთა დაცვა 4 მოთამაშის შემადგენლობით, რის გამოც მწვრთნელი ვოლანტე იძულებული იყო სისტემა 1+4+2+4 შეეცვალა ამ შემთხვევაში უფრო რენტაბელური სისტემით 1+5+2+3.
მაგრამ ამანაც ვერ უშველა. დინამოელები ბრწყინვალედ თამაშობდნენ, მესხის გარდა, რომელიც ამ მატჩის ნამდვილი გმირი იყო, საუკეთესო თამაში აჩვენა გუნდის სხვა ყველა წევრმა. და შეიძლება ითქვას, ეს დიდი ანგარიში 4:0 მხოლოდ ნაწილია ჩვენი გუნდის აბსოლუტური უპირატესობისა.
განსაკუთრებით ლამაზი იყო პირველი გოლი. მესხი თავისი შეუდარებელი ფინტით გავიდა საჯარიმო მოედანზე და ცენტრში გადააწოდა ღოღობერიძეს, რომელმაც მოჭრილი ბურთი დაარტყა კარში — 1:0.
მეორე გოლს არ მოელოდა არცერთი ბრაზილიელი მცველი. კალოევმა კარიდან დაახლოებით 25 მეტრი დაცილებით მიიღო ბურთი ჟორდანიასგან და უძლიერესი დარტყმით და უძლიერესი დარტყმით გაგზავნა იგი კარში. ”ბაიას” მეკარის ნახტომმა ვერ მოუსწრო ბურთს — 2:0.
63 — ე წუთზე მესხი დრიბლინგით მიუახლოვდა კარს, მოატყუა რამდენიმე მცველი და ძლიერად დაარტყა კარში. მეკარემ შეძლო ბურთის დაბრუნება, მაგრამ მის მიუსწრო კალოევმა — 3:0.
მეოთხე გოლი გაიტანა მესხმა თითქმის პირის ხაზიდან. დარტყმის კუთხე უაღრესად მცირე იყო, მაგრამ მესხისთვის იგი საკმარისი აღმოჩნდა გოლის გასატანად — 4:0.
ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა ღირსეულად შეაფასეს თბილისის დინამოელთა თამაში და პირველებმა მიულოცეს მათ გამარჯვება.
რ. ქორქია.
ენრიკო დოს სანტოსი. ამ გიგანტმა ზანგმა თბილისში ითამაშა ორჯერ: 1956 წელს ”ატლეტიკო პორტუგეზაში” და სულ ახლახან, 21 აგვისტოს — ”ბაიაში”.
ჩვენმა კორესპონდენტმა კითხვით მიმართა ენრიკო დოს სანტოსს, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე თბილისის ”დინამოს” ახლანდელი შემადგენლობის თამაშმა.
მე ამ გუნდს კარგად ვიცნობ — თქვა მან — მის სიძლიერეზე ჩემი კომპლიმენტები თქვენ არ გჭირდებათ. ან რა ეთქმის ფეხბურთელს, რომელმაც 0:4 წააგო მატჩი. მაგრამ მე მინდა აღვნიშნო ”დინამოს” ცალკეული სოლისტების უმაღლესი კვალიფიკაცია, ნამდვილი ექსტრაკლასი. ესენია პირველ ყოვლისა, მესხი კოტრიკაძე, ჩოხელი და იამანიძე.