«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 2:1 (0:0, 0:0) доп.вр.

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 2:1 (0:0, 0:0) доп.вр.

Кубок СССР 1975 года. 1/4 финала.
2 июля 1975 года. 20-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 32 градуса. 35000 зрителей. Со 2-го тайма — электроосвещение.
Судьи: В.Липатов, В.Лушин, Д.Мирза (все ‑ Москва).
«Динамо» Тб.: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хизанишвили, Эбралидзе (к), Гуцаев, М.Мачаидзе, Коридзе, Кипиани, Асатиани, Церетели.
«Динамо» К.: Рудаков, Коньков, Матвиенко, Фоменко, Решко, Трошкин, Буряк, С.Кузнецов, Колотов (к), Веремеев, Кочубинский.
Голы:
1:0 Коридзе — 94
1:1 Колотов — 109
2:1 Кипиани — 110

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 2545)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 3 июля 1975 года:

«ДИНАМО» (ТБ) — «ДИНАМО» (К) — 2:1.
Интерес к тбилисскому четвертьфиналу был огромен: впервые в нынешнем сезоне перед зрителями встала проблема «лишнего билетика»,
Перед началом матча на поле вышли заслуженные мастера спорта Б. Пайчадзе, А. 3азроев, Н. Дзяпшила, М. Месхи. Они вручили обладателям Кубка кубков европейских стран памятный приз, а игрокам и тренерам команды — сувениры и букеты цветов.
Чемпион, как и в недавней встрече с «Пахтакором», вышел на поле без Онищенко и Блохина, не было в составе и Мунтяна. А вот у хозяев после продолжительного перерыва среднюю линию возглавил Асатиани. Это в какой-то мере предопределило смещение акцентов в действиях обеих команд: Колотов против обыкновения подолгу задерживался на своей половине поля, а у тбилисцев Кипиани и Мачаидзе, получившие надежную поддержку с тыла, смелее участвовали в атаках.
Хорошо используя фланги, нападающие тбилисцев переигрывали оборону киевлян, но завершающие удары (производились они чаще всего издалека) были неточны. И все же трижды у ворот Рудакова возникали острые ситуации. В одном случае штанга спасла гостей после удара Дзодзуашвили, в другом Мачаидзе, ворвавшись в штрафную, задумал разыграть стенку с Церетели, но партнер его не понял, и атака сорвалась. Наконец, сам Церетели, обыграв не фланге Кузнецова, сильно послал мяч рядом со штангой.
Чтобы картина тайма была полной, приведу еще два примера: первый удар по воротам Гогия гости произвели лишь на 31-й минуте, угловые они не подали ни разу, тогда как хозяева поля сделали это пять раз.
После перерыва киевляне заиграли активнее. Одна из их атак на первых же минутах едва не достигла цели, но Гогия успел среагировать на каверзный удар Веремеева и отбил мяч на угловой. Однако, как и в первом тайме, большую часть времени игра шла на половине поля гостей. На острие атаки у них действовал один Трошкин, энергии и мобильности которого было явно недостаточно для успешного единоборства с обороной хозяев поля. Но и тбилисцы не сумели использовать свой территориальный перевес. Основное время матча так и закончилось вничью — 0:0.
Самые интересные события развернулись в добавочные полчаса. Тбилисцы, которые в этот вечер провели, безусловно, свой лучший в этом сезоне матч, забили в ворота чемпиона два гола (Коридзе, Кипиани), на которые гости сумели ответить лишь одним (Колотов). Одержав победу со счетом 2:1, динамовцы Тбилиси вышли в полуфинал.
«Динамо» (Тбилиси): Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Хизанишвили, М. Мачаидзе, Коридзе, Асатиани, Гуцаев, Кипиани, Церетели.
«Динамо» (Киев): Рудаков,, Коньков, Матвиенко, Фоменко, Решко, Трошкин, Буряк, Кузнецов, Колотов, Веремеев, Кочубинский.
Судьи: В. Липатов. Д. Мирза, В. Лушин (все — Москва).
Г. Акопов. (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 июля 1975 года:

მიზანი – თასი!
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 2 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (კიევი) 2:1 (0:0, 0:0, 1:0, 1:1).
თბილისი: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, ხიზანიშვილი, ქორიძე, ასათიანი, მ. მაჩაიძე, გუცაევი, ყიფიანი, წერეთელი.
კიევი: რუდაკოვი, კუზნეცოვი, მატვიენკო, ფომენკო, რეშკო, ტროშკინი, კონკოვი, ბურიაკი, კოლოტოვი, კოჩუბინსკი, ვერემეევი.
მსაჯი: ე. ლიპატოვი (მოსკოვი).
თბილისის “დინამოს” გამარჯვებას სსრ კავშირის თასის გათამაშების მეოთხედფინალურ მატჩში კიეველ თანაკლუბელებთან ძალიან დიდი ნიშვნელობა აქვს არა მარტო იმ ფაქტის თვალსაზრისით, რომ ჩვენმა გუნდმა ამ პოპულარულ შეჯიბრებაში კიდევ ერთი საფეხურით წაიწია წინ და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. რა თქმა უნდა, თავისთავად ეს სერიოზული წარმატება და თვალსაჩინო მიღწევაა, მაგრამ თბილისის “დინამოსთვის” არც ნახევარფინალია უცხო ხილი და არც ფინალი. ამიტომ, ამ წარმატებასაც სხვა დროს, შეიძლება, ჩვეულებრივი, ორდინარული ხასიათი ჰქონოდა, ახლა კი ჩვენ სულ სხვა თვალით, პერსპექტიული, საპრობლემო საზომით ვუდგებით საკითხს, ვინაიდან სადღეისოდ შექმნილ ვითარებაში ცალკეული მატჩების მოგება–წაგებას იმდენი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენიც ჩვენი გუნდის აღორძინებასა და ღრმა კრიზისიდან თავის დაღწევის აქტუალურ საქმეს.
კიევის “დინამო” კარგა ხანია საბჭოთა ფეხბურთის უპირველესი გუნდი და ეტალონია. მასთან შეხვედრისას ყოველი კოლექტივი თავისებურ გამოცდას აბარებს, ამოწმებს თავის შესაძლებლობებს, ძალას, ფორმას. ჩემპიონატის სტუმრად ჩატარებულ მატჩებში ჩვენ არაერთხელ გვინახავს ტელევიზიით, როცა კიეველები მუდამ არ თამაშობენ სრული დატვირთვით და ფაქტიურად თითო ქულას სჯერდებიან, რასაც, როგორც წესი, საკმაოდ იოლად, ძალდაუტანებლად აღწევენ. ესაა მათი თამაშის ეგრეთ წოდებული გასვლითი ტაქტიკური მოდელი, წინასწარ შემუშავებული, დაგეგმილი სქემა, მაგრამ ჩემპიონატი ერთია, თასი კი – სულ სხვა. ქულის გარანტია და მასზე აგებული სპეციფიკური ტაქტიკა აქ ყოველნაირად გამორიცხულია, ალტერნატივაც ასეთია – ან უნდა მოიგო, ან არადა, სულ ცოტა, ერთი წლით გამოემშვიდობო ბროლის ძვირფას თასს, რომელიც კიევის სპორტულ მუზეუმშია გამოფენილი თვალსაჩინო ადგილას, ესე იგი ჩემპიონებს უნდა ეთამაშათ ისე, როგორც შეეძლოთ – მთელი ძალით, მთელი შესაძლებლობით.
როცა კიევის “დინამო” მინდორზე გამოვიდა, ჯერ კიდევ გამოცხადებამდე, მაყურებლებმა შეამჩნიეს, რომ მას აკლდა სამი საუკეთესო მოთამაშე: ბლოხინი, ონიშჩენკო და მუნტიანი. ეს სამეული, ცხადია, დიდი ძალაა გუნდისთვის, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ კიეველებს საიმედო “გრძელი სკამი” აქვთ, რომელიც მწვრთნელებს საშუალებას აძლევს თითქმის უმტკივნეულოდ მოახდინონ ნებისმიერი მანიპულაციები შემადგენლობაში და არ დაამჩნიონ გუნდს იძულებითი ცვლილებანი.
თამაშის დასაწყისი ერთი შეხედვით ნელა, ფრთხილად მიმდინარეობდა, მაგრამ მისი ნამდვილი დინამიზმი და დაძაბულობა ხშირად იგრძნობოდა. თბილისელებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება, შუა მინდორში მიაღწიეს უპირატესობას, რასაც კიევის “დინამოსთან” შეხვედრაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მასპინძელთა ნახევარდაცვის ხაზი მოქმედებდა ყურადღებით, ზუსტად, მოფიქრებულად. ქორიძე, მაჩაიძე, ასათიანი, ყიფიანი შუა მინდორში არ აძლევდნენ საშუალებას მეტოქეს გაეშალა თავისი ცნობილი კომბინაციური თამაში, გაემზადებინა პლაცდარმი შეტევისთვის. ამის შედეგად კიეველებმა დაკარგეს თავიანთი მთავარი იარაღი. ქათინაურები ჩვენი ნახევარმცველების მიმართ ზედმეტად მიგვაჩნია. ისინი ყოველგვარ ქებაზე მაღლა იდგნენ. მაჩაიძე თამაშობდა ვრცელ ტერიტორიაზე, მისი ნეიტრალიზაციისთვის ბრძოლაში სტუმრებმა აშკარა მარცხი განიცადეს; ქორიძე მუდამ მზად იყო დაზღვევისთვისაც და კონტრშტევისთვისაც, ხოლო ასათიანმა გუნდს დიდი სამსახური გაუწია თავისი მახვილი, გონივრული კომბინაციური გადაცემებით. ნახევარდაცვის ასეთმა კვალიფიციურმა, ოსტატურმა თამაშმა დიდი როლი შეასრულა წარმატების მოპოვებაში.
ვერაფერი გააწყვეს კიეველებმა შეტევაშიც. ძოძუაშვილი, ჭელიძე და ებრალიძე ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში მოქმედებდნენ მოფიქრებულად, უპანიკოდ, შეთანხმებულად, ხოლო ხიზანიშვილმა ნათლად გამოავლინა თავისი შესანიშნავი მონაცემები. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ გოგიას ღვაწლიც. მან საიმედოდ დაიცვა თავისი კარი იმ მომენტებში, როცა წაგების პირას მყოფი კიეველები თავს არ ზოგავდნენ მდგომარეობის სახსნელად.
თავდაპირველად რამდენადმე პასიურობდა წერეთელი, მაგრამ შემდგომ მან შეძლო მობილიზება, სრული ძალით ჩაერთო ბრძოლაში და კიეველთა მეკარეს რამდენიმე ძალიან უსიამოვნო მომენტის გადატანა მოუხდა მისი დარტყმების წყალობით. გუნდის ერთ–ერთი ცენტრალური ფიგურა იყო ყიფიანი, რომლის სამოქმედო დიაპაზონი არ შემოიფარგლებოდა გარკვეული ზონით, იგი ნახევარმცველიც იყო, თავდამსხმელიც, ხოლო მის მიერ ბრწყინვალედ გატანილ გოლს ხელს მოაწერდა რომელიც გნებავთ საერთაშორისო კლასის ოსტატი.
საგანგებო აღნიშვნის ღირსია გუცაევი. მის წინააღმდეგ ჩემპიონები ვერაფერს გახდნენ, ვერც ინდივიდუალურ, ვერც კოლექტიურ ბრძოლაში. ისეთმა გამოცდილმა სტოპერმაც კი, როგორიც მატვიენკოა, ყოველგვარი საშუალება სცადა მის წინააღმდეგ, ბოლოს უხეშობის სამარცხვინო ილეთებზეც გადავიდა, გუცაევი კი კვლავ და კვლავ არღვევდა მცველთა რიგებს კიეველთა საჯარიმო მოედანზე. ეჭვის შეტანა არ შეიძლება იმაში, რომ, თუ გუცაევმა ასე ითამაშა საერთოდ, სსრ კავშირის ნაკრების მწვრთნელებს არ დასჭირდებათ თავის მტვრევა მარჯვენა გარემარბის შესარჩევად.
მატჩის დიდი ნაწილი, უდავოდ, თბილისელთა საგრძნობი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძალიან დაძაბულ, შინაარსიან, რთულ ბრძოლაში მათ თავიანთი ტაქტიკა მოახვიეს თავს მეტოქეს და აიძულეს იგი უარი ეთქვა თავის ნაცად კომბინაციურ თამაშზე. კიეველები ფაქტიურად მხოლოდ წინააღმდეგობას უწევდნენ მასპინძლებს თავიანთს ნახევარზე და საპასუხოდ მხოლოდ კონტრშეტევის ცალკეული ეპიზოდები ჰქონდათ.
ანგარიში გაიხსნა დამატებითს დროში, 94–ე წუთზე. ქორიძემ დაახლოებით 20– 22 მეტრიდან დაარტყა, რუდაკოვი დაიბნა და ვერ შეძლო ბურთის აღება. 109–ე წუთზე კიეველებმა მაინც შეძლეს თავიანთი ტიპური კომბინაციის განხორციელება და წამით ღიად დარჩენილმა კოლოტოვმა ზუსტად დაარტყა ბადეში ვერემეევისგან მიღებული ბურთი, მაგრამ ამას მაშინვე მოჰყვა გუცაევის სწრაფი გარღვევა, მან ყიფიანთან გაითამაშა ბურთი და ამ უკანასკნელმა რუდაკოვს არ დაუტოვა კარის ხსნის რაიმე შანსი.
თბილისის “დინამო” ნახევარფინალში გავიდა და ახლა მისი მიზანია თასის მოგება. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა, აგრეთვე, საკავშირო ჩემპიონატში მოპოვებული გარკვეული წარმატებები საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ გუნდი თავს აღწევს საკმაოდ ხანგრძლივ კრიზისს და უბრუნდება თავის საბრძოლო ფორმას.
ბ. ქორქია.