«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 2:0 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 2:0 (2:0)

Кубок СССР 1974 года. 1/4 финала. 1-й матч.
15 июня 1974 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 22 градуса. 15000 зрителей.
Судьи: Т.Бахрамов, А.Балаян, Э.Давидашвили (все — Баку).
«Динамо» Тб.: Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Хинчагашвили (Муджири, 25), Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани (к), Кантария, Г.Мачаидзе (Мчедлишвили, 70), Церетели.
«Динамо» М.: Пильгуй, Басалаев (Терехов, 40), Никулин, Комаров, Долбоносов (к), Долматов, Байдачный Петрушин (Пудышев, 63), Павленко, Гаврилов, Еврюжихин.
Голы:
1:0 Кантария — 31
2:0 М.Мачаидзе — 37

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 2220)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 16 июня 1974 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ДИНАМО» (МОСКВА) — 2:0.
«Динамо» (Тбилиси): Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Хинчагашвили (Муджири, 25), Гавашели, М. Мачаидзе, Асатиани, Кантария, Г. Мачаидзе (Мчедлишвили, 70), Церетели.
«Динамо» (Москва): Пильгуй, Басалаев (Терехов, 40), Никулин, Комаров, Долбоносов, Долматов, Байдачный, Петрушин, (Пудышев, 63). Павленко, Гаврилов, Еврюжихин.
Голы: Кантария (31), М. Мачаидзе (37).
Судьи Т. Бахрамов, А. Балаян, Э. Давидашвили (все — Баку).
В последний раз одноклубники встречались в рамках Кубка СССР четыре года назад. И был то не рядовой матч, а финал розыгрыша Кубка 1970 года. Тогда со счетом 2:1 выиграли москвичи. В чемпионате нынешнего года тбилисцы выступают пока неудачно. Но на этот раз они добились убедительной победы.
Недавно, выступая в еженедельнике «Футбол — Хоккей», старший тренер тбилисского «Динамо» Г. Чохели сетовал на трудности с составом, вызванные болезнями ряда игроков. А в довершение всех бед отбывал наказание Гуцаев, получивший до этого дня предупреждения, и тбилисцы вынуждены были накануне матча дозаявить молодого форварда У. Кантария. Воспитанник тбилисской футбольной школы молодежи, он неплохо провел несколько встреч за дублирующий состав, а в этом матче успешно дебютировал и в основном. Кантария не только не стушевался, но расчетливо забил очень важный для команды первый гол.
Гол этот снял с хозяев поля напряжение, которое было вполне естественным после их поражения в Алма-Ате. Поведя в счете, тбилисцы заиграли свободней, и вскоре М. Мачаидзе, перехватив поданный с левого фланга мяч, головой послал его в верхний угол ворот.
Москвичи, мне кажется, не были готовы к такому повороту событие. Не сумели наладить сколько-нибудь действенных контрмер против слаженно игравших соперников. Три выдвинутых на передний край форварда действовали разрозненно, каждый проигрывал единоборство своему визави, и серьезной угрозы у ворот хозяев поля в первом тайме так и не возникло Лишь к концу матча, когда на поле появился Пудышев его сильнейший удар отразила перекладина.
И в середине поля тбилисцы выглядели лучше. возвратившийся в строй Асатиани умело направлял игру партнеров, которое меньше, чем обычно, грешили передержками мяча, активно подключались в атаки команды.
Если судить по голевым ситуациям, и тут предпочтение явно следует отдать тбилисцам, И в первом тайме, и после перерыва Пильгуй значительно чаще Гагошидзе вступал в игру. Только в последние минуты гости яростно бросились на штурм ворот, но изменить счета не сумели. Так что, в ответном матче в Москве им предстоит отыгрывать дефицит в два мяча.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 18 июня 1974 года:

გამარჯვება მუდამ შეიძლება.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი». 15 ივნისი.
“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (მოსკოვი) 2:0 (2:0).
თბილისი: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, ხინჩაგაშვილი (მუჯირი), გავაშელი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, ქანთარია, გ. მაჩაიძე (მჭედლიშვილი), წერეთელი.
მოსკოვი: პილგუი, ბასალაევი (ტერეხოვი), ნიკულინი, კომაროვი, დოლბონოსოვი, დოლმატოვი, ბაიდაჩნი, პეტრუშინი (პუდიშევი), პავლენკო, გავრილოვი, ევრიუჟიხინი.
მსაჯი: ტ. ბახრამოვი (ბაქო).
გაფრთხილებები მიიღეს გ. მაჩაიძემ და ბაიდაჩნიმ.
როცა სამსაჯო ოთხში ორივე გუნდის წარმომადგენლებმა თამაშის ოქმი შეავსეს, მოსკოველთა უფროსმა მწვრთნელმა გ. კაჩალინმა საკმაოდ არაორაზროვნად ჩაილაპარაკა: ჰმ… ჰმ…
ეს “ჰმ… ჰმ…” გამოცდილ სპეციალისტს თბილისის “დინამოს” შემადგენლობის გაცნობისას აღმოხდა. ვინ–ვინ და კაჩალინი კი კარგად იცნობს ჩვენს გუნდს, იცის თითოეული მოთამაშის ფასი და, რა თქმა უნდა, როცა მოწინააღმდეგის რიგებში ვერ ნახა გოგიას, ხურცილავას, კანთელაძის, გუცაევის, ყიფიანის, რეხვიაშვილის, ესე იგი, ძირითადი შემადგენლობის 50 პროცენტზე მეტის გვარები, მატჩის მოგების პერსპექტივები ალბათ უფრო რეალურ ტონებში წარმოესახა. დაუმატეთ ამას, რომ თვით თამაშის მსვლელობაში, 25–ე წუთზე, ტრავმის გამო მინდორი დატოვა ხინჩაგაშვილმაც…
გადავხედოთ ახლა მოსკოველთა შემადგენლობას. ვინ აკლდა მათ?
ფაქტიურად მხოლოდ ცენტრალური თავდამსხმელი კოჟემიაკინი. დანარჩენი ყველა ადგილზე იყო, სათადარიგოთა სიაში კი ისეთი ფეხბურთელების გვარებსაც შეხვდებოდით, როგორიც არიან მახოვიკოვი, კოზლოვი, პუდიშევი.
ერთი სიტყვით, ორი მებრძოლი მხარე მინდორზე გამოვიდა აშკარად უთანაბრო “მატერიალური აღჭურვილობით”. თუ ამას დავუმატებთ იმ კრიზისულ მდგომარეობას, რომელშიც ახლა თბილისის “დინამოა”, მატჩის შედეგის პროგნოზისთვის სულაც არ იყო საჭირო სპეციალური გამომთვლელი მანქანა. ყველაფერი თითქოს ისედაც ცხადი და ნათელი გახლდათ.
მაგრამ გამარჯვება მუდამ შეიძლება, მაშინაც კი, როცა ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ხარ და თითქოს წინასწარვეა გადაწურული წარმატების ყოველგვარი იმედი. ოღონდ საამისოდ საჭიროა ძალების სრული მობილიზება, მთელი მონდომებით ბრძოლა, ნამდვილი სპორტული თავგანწირვა, ესე იგი, ყველაფერი ის, რაც გააკეთეს მინდორზე თბილისელმა ფეხბურთელებმა.
შეიძლება ზოგიერთმა ფეხბურთის მოყვარულმა ამ სტრიქონების წაკითხვისას გვისაყვედუროს: ასეა მუდამ – საკავშირო ჩემპიონატში საქმე მეტი რომ არ შეიძლება ისე ცუდად გვაქვს, ცხრილის ბოლოში ვართ, მდგომარეობა კატასტროფულია, მაგრამ საკმარისია ერთი რაღაც წარმატება და ისევ იწყება მოთამაშეთა ქება, მათი მოკრძალებული ღირსებების გაბუქება ფერადოვანი სიტყვებით…
არა, ქება რა შუაშია! საქებარი, კარგად იცით, ჯერ არაფერი გვაქვს, მაგრამ გვინდა ღრმა რწმენა გამოვთქვათ იმისა, რომ ყველაფერი დაკარგული არაა, რომ დროებითი კრიზისი გაივლის, და თბილისის “დინამო” მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გამოასწორებს მდგომარეობას, კვლავ ირწმუნებს თავის ძალას. რახან მან ასეთი “საავარიო” შემადგენლობით შეძლო თავისი ყველაზე ძნელი მეტოქის დამარცხება, შემდგომში, როცა მწყობრს დაუბრუნდებიან საუკეთესონი,
საქმე თანდათან წინ უნდა წავიდეს.
სარეცენზიო წერილი თასის გათამაშების მატჩს ეხება, ჩვენი ფიქრები კი ისევ და ისევ ჩემპიონატს დასტრიალებს, რომლის უახლოეს პერიოდში (დღევანდელი მატჩი ლვოვში და შემდეგ სამი შეხვედრა შინ “შახტიორთნ”, “ნისტრუსთან” და “დნეპრთან”) ბევრი რამ წყდება, თითქმის “ყოფნა–არყოფნის” საკითხი.
მოსკოვის “დინამოსთან” თამაშში თბილისელებს არა ჰქონიათ რომელიმე სუსტი რგოლი, მინდორზე არ იყო მოთამაშე, რომელიც საყვედურს იმსახურებდეს მოუნდომებელი, ინერტული თამაშისთვის. საიმედოდ მოქმედებდა დაცვა, სადაც მთავარი როლი შეასრულა ჭელიძემ, თავისი უშუალო მეტოქის – ევრიუჟიხინის ნეიტრალიზების გარდა ზომიერად, სასარგებლოდ ითამაშა ძოძუაშვილმა, ხოლო მუჯირმა კარგად შეავსო დაშავებული ხინჩაგაშვილის ადგილი. ნახევარდაცვაში საუკეთესო იყო ასათიანი, წინა ხაზზე – წერეთელი. გაამართლა იმედი ახალგაზრდა ქანთარიამ.
მოსკოველებმა ყველაფერი სცადეს, რომ თავიდანვე შეექმნათ გამარჯვების გარანტია, მაგრამ მასპინძელთა ორგანიზებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ, შემდეგ კი თბილისელებმა თანდათან გააძლიერეს თამაში და 32–ე წუთზე ქანთარიამ ასათიანისგან მიღებული ბურთი თავს ზემოთ ზუსტად გადაუგდო კარიდან წინდაუხედავად გამოსულ პილგუის – 1:0.
გავიდა ცოტა ხანი, წერეთელმა მარცხენა ფლანგიდან მიაწოდა საჯარიმო კარის წინ, სადაც ადგილზე აღმოჩნდა მ. მაჩაიძე – 2:0.
სტუმრების კონტრშეტევებიდან აღსანიშნავია ის მომენტი, როცა პუდიშევმა ძელს მოახვედრა ბურთი, თბილისელებს კი ანგარიშის გაზრდის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ. თასის ორი მატჩის ჯამში კიდევ ერთი გოლი დიდ სამსახურს გაუწევდა ჩვენს გუნდს, მისი გატანა კი შეიძლებოდა.
რ. ქორიძე.