«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 0:0

Кубок СССР 1974 года. 1/2 финала. 2-й матч.
5 июля 1974 года. 19-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». 25 градусов. 35 000 зрителей, Судьи: Т.Бахрамов, А.Балаян (оба ‑ Баку), Ф.Ниязов (Кировабад).
«Динамо» К.: Рудаков, Зуев, Матвиенко, Фоменко, Решко, Трошкин, Мунтян, Онищенко, Колотов, Веремеев (Буряк, 60), Блохин.
«Динамо» Тб.: Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Кантеладзе, Эбралидзе, Гавашели, Мчедлишвили (Г.Мачаидзе, 46), Асатиани, Гуцаев, М.Мачаидзе, Церетели (Л.Нодия, 75).
Предупреждения: Онищенко (75, грубуая игра), Кантеладзе (80, грубая игра).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 2220)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 7 июля 1974 года:

В ФИНАЛЕ — «ДИНАМО» (КИЕВ) И «ЗАРЯ».
Регулярно — дважды в год — встречаясь в рамках чемпионата страны, одноклубники вот уже 19 лет не сходились в матче на Кубок. Неделю назад в Киеве их пути скрестились в первом раунде полуфинала, продолжение которого состоялось вчера на поле тбилисцев.
По сравнению с первым матчем (его напомню, выиграли киевляне со счетом 1:0) в составах команд произошли незначительные изменения: у гостей Матвиенко вместо Буряка. У хозяев Кантеладзе и Мчедлишвили заменили Муджири и Г. Мачаидзе. Было очевидно, что киевляне главное внимание уделят безопасности собственных ворот.
В первом тайме гости действовали в обороне четко и уверенно. Лишь однажды они замешкались, и Церетели оказался с мячом метрах в десяти против ворот. Можно было бить самому или отбросить вправо свободному Гавашели. Решала даже не секунда — десятые доли. Но Церетели так и не нашел решения. Давление тбилисцев, продолжительное, с подключениями игроков всех линий так, однако, и не было реализовано.
Киевляне строили свою игру в основном на контратаках, пользуясь длинными передачами на фланги. Одной из таких передач Онищенко вывел в прорыв Блохина, но смелый бросок Гагошидзе спас ворота тбилисцев. Второй тайм начался яростным штурмом тбилисцев. Дважды на первых же минутах они были очень близки к успеху, но Гавашели не попал с пяти метров в пустые, ворота, а удар Г. Мачаидзе под острым углом отразила штанга.
В эти минуты защитники киевлян действовали не лучшим образом. Но форварды тбилисцев, кроме неточности с завершающими ударами, грешили передержками мяча, каждая из которых оборачивалась потерей выгодной ситуации.
Замешательство в обороне киевлян длилось недолго. Защитники снова заиграли строго, плотно перекрыв подходы к воротам. Правда, как и в первом тайме, игра преимущественно идет на половине гостей у их ворот вдвое чаще подаются угловые, но борьба на втором этаже бесперспективна для тбилисцев — они уступают в росте и хуже играют головой.
Чем меньше остается времени, тем меньше стройности в атаках тбилисцев. Спешка, как известно плохой помощник. С нею больше брака в передачах, атаки прерываются, так и не успев развернуться.
Все это на руку киевлянам — сами они, наоборот, не спеша разыгрывают комбинации, умело используя лишнего, игрока в середине поля. Чувствуется, что к концу матча они сохранили больше физических и нервных сил, выглядят свежее. Все чаще и чаще то один, а то и несколько киевлян одновременно оказываются свободными от опеки, и владеющий мячом имеет большой выбор предложений. На последней минуте гости едва не добились успеха, но сместившийся в центр Блохин послал мяч в перекладину.
Гости выполнили стоящую перед ними задачу. Единственный гол. забитый на своем поле, вывел их в финал.
Г. Акопов, ТБИЛИСИ. (Наш корр.).
«Динамо» (Тбилиси): Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Кантеладзе, Эбралидзе, Гавашели, Мчедлишвили (Г. Мачаидзе, 46), Асатиани, Гуцаев, М Мачаидзе, Церетели (Л. Нодия, 75).
«Динамо» (Киев): Рудаков, Зуев, Матвиенко, Фоменко, Решко, Трошкин, Мунтян, Онищенко, Колотов, Веремеев (Буряк, 73), Блохин.
Предупреждены Онищенко и Кантеладзе.
Судьи Т. Бахрамов, А. Балаян (оба — Баку), Ф. Ниязов (Кировабад).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 7 июля 1974 года:

ბედიც უნდა გწყალობდეს.
თბილისი. «ლოკომოტივის» სტადიონი 5 ივლისი.
«დინამო» (თბილისი) – «დინამო (კიევი) (0:0).
თბილისი: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ებრალიძე, გავაშელი, მჭედლიშვილი (გ. მაჩაიძე), ასათიანი მ. მაჩაიძე გუცაევი, წერეთელი (ლ. ნოდია).
კიევი: რუდაკოვი, ზუევი, მატვიენკო, ფომნკო, რეშკო, ტროშკინი, მუნტიანი, კოლოტოვი, ონიშჩენკო, ვერემეევი (ბურიაკი), ბლოხინი .
მსაჯი ტ. ბახრამოვი (ბაქო).
კიეველ დინამოელთა ტაქტიკური ჩანაფიქრი თბილისელებისათვის თავიდანვე ნათელი უნდა ყოფილიყო. სტუმრები თავს არ დაზოგავდნენ, რომ თავიანთს მინდორზე მოპოვებული ერთი გოლის უპირატესობა როგორმე შეენარჩუნებინათ. მართლაც, მათ მატჩის პირველივე წუთებიდან ჭარბი ძალებით გაამაგრეს დაცვითი ზღუდეები და უჩვეულოდ ნელი ტემპი შესთავაზეს მეტოქეს.
თბილისელებს უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ. ისინი მართლაც საბრძოლო სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალული და თავიდანვე მთელი გუნდით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას კიეველთა მიერ არჩეულმა ამ ტაქტიკურმა ჩანაფიქრმა თამაშის სანახაობრივი მხარე გააუფერულა. სტუმრები, როგორც იტყვიან ხოლმე, არც თვითონ თამაშობდნენ და არც მეტოქეს აძლევდნენ ამის საშუალებას. მარცხენა ფრთის მოთამაშის წერილის საკითხი რომ მოაგვარეს (იგი განსაკუთრებით საიმედოდ პირველ ოც წუთში იყო ჩაკეტილი). სამი ფეხბურთელი გუცაევის იერიშების უვნებელსაყოფად გადაისროლეს, ხოლო კიდევ ამდენივე ცენტრში მყოფ მ. მაჩაიძეს. «მეთვალყურეობდა». თუ დაუმატებ, რომ სტუმრებმა თავიდანვე დროის გაყვანის ტაქტიკას მიმართეს, გასაგები გახდება, თუ რატომ გამოდგა ეს მატჩი სპორტულად არცთუ საინტერესო.
ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენს დინამოელებს მაინც შეეძლოთ მატჩის მოგება, სტუმრებს მართლაც ბედი სწყალობდათ, თორემ, თუ მეტი არა, ორი–სამი ბურთი მაინც უნდა გასულიყო მათს კარში. კიეველებს მასპინძლების კარის აღების სულ რაღაც ორი მომენტი ჰქონდათ და ორივეჯერ ძალიან ოსტატურად ითამაშა მეკარე გაგოშიძემ.
შესვენების შემდეგ სურათი არ შეცვლილა. განსხვავება ის იყო, რომ კიეველებმა აშკარად დაიწყეს დროის გაყვანა. გრძელი განივი გადაცემებით ბურთს წინ კი არ გადასცემდნენ, არამედ უკან მეკარემდე და ხშირად ტრიბუნებისკენაც კი. თამაშის 55–ე წუთზე ასათიანმა ბურთი ზუსტად გადასცა კიეველთა კარის წინ ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ მ. მაჩაიძეს, მაგრამ მისი დარტყმა უზუსტო აღმოჩნდა. ცოტა ხნის შემდეგ გუცაევი ვერ შეიკავეს მცველებმა. ამ უკანასკნელმა საჯარიმო მოედნამდე მიაღწია და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ ბურთმა გარედან შეარხია სტუმრების კარის ბადე. ერთ მომენტში გ. მაჩაიძის უძლიერესი დარტყმა კარის ძელმა უკუაგდო, რამდენიმეჯერ სტუმრების კარისკენ მიმავალ ბურთს მცველები გადაეღობნენ. ასე იფუშებოდა თბილისის დინამოელთა ყოველი ცდა.
მჭედლიშვილის გ. მაჩაიძით შეცვლამ თბილისელთა იერიშებს სიმწვავე შემატა. ეს ფეხბურთელი დაცვითს ოპერაციებშიც მონაწილეობდა და მას ხშირად კიეველთა კარის სიახლოვესაც ნახავდით საიერიშოდ გამზადებულს. ბოლო 20 წუთის განმავლობაში თბილისის დინამოელები პირდაპირ დასახლდნენ მეტოქის საჯარიმო მოედანზე. ბევრი იყო ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ბურთი რაღაც მანქანებით სტუმრების კარში არ გადიოდა.
კიევის «დინამომ» მიზანს მიაღწია, მატჩი ფრედ – 0:0 დამთავრდა და გუნდი გავიდა თასის გათამაშების ფინალში.
თბილისის დინამოელებს ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ საბრძოლველად განწყობილი არ იყვნენ, პირიქით, გუნდმა ყველაფერი გააკეთა გამარჯვების მოპოვებისთვის და, თუ ეს არ მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სტუმრებს მართლაც ძალიან სწყალობდათ ბედი. ერთი, რაც ადვილად შეიმჩნეოდა, ის იყო, რომ მასპინძლებმა რატომაც მიიღეს კიეველთა მიერ შეთავაზებული ნელი ტემპი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სტუმრებს აძლევდა ხელს, სხვა მხივ თბილისელებმა ტაქტიკურად სწორად წარმართეს ბრძოლა და, თუ ამან ნაყოფი არ გამოიღო, ეს უმთავრესად საგოლე მომენტებში მათი თავდამსხმელების ზედმეტი დაყოვნებისა და კიეველთა დაცვის უნაკლო თამაშის შედეგი გახლდათ.
დასანანია, რომ თბილისის «დინამო» თასი გათამაშების მიღმა დარჩა. ამ გუნდს მთელი მატჩის მანძილზე ტერიტორიულ უპირატესობა ჰქონდა, იგი გამარჯვებასთანაც ახლო იყო, მაგრამ რას იზამ, სპორტის კანონი ასეთია: ვიღაცას უნდა გაუმართლოს, ვიღაცას ბედმა არ უნდა გაუღიმოს.
აღსანიშნავია ტ. ბახრამოვის არაკვალიფიციური მსაჯობა, განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა კიევის «დინამოს» საჯარიმო მოედანზე ბურთიანად გაჭრილი წერეთელი სტუმრებმა აკრძალული ილეთით მოცელეს, მსაჯმა კი კიეველთა კარში 11 მეტრიანი საჯარიმო არ დანიშნა. მსაჯის გამსინჯველმა კომისიამ ბახრამოვის
მსაჯობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.