«Динамо» (Тбилиси) – «Арарат» (Ереван) 2:1 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) – «Арарат» (Ереван) 2:1 (1:0)

Кубок СССР 1971 года. 1/8 финала. 2-й матч.
31 марта 1971 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 45000 зрителей.
Судьи: П.Казаков, В.Зуев, А.Мартынов (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Эбралидзе (Гавашели, 74), Хурцилава, Хинчагашвили (Кантеладзе, 23), Петриашвили, Кутивадзе, Асатиани, Метревели (к), Г.Нодия, Л.Нодия.
«Арарат»: А.Абрамян, Аванесян, Ф.Абрамян, Коваленко, Месропян, Андреасян, Бондаренко (Овсепян, 80), Иштоян, Маркаров, Заназанян (к), Казарян (Мартиросян, 69).
Голы:
1:0 Метревели — 24 (пен.)
1:1 Месропян — 66
2:1 Асатиани — 86
Предупреждение: Ф.Абрамян (попытка оспаривать решения судьи).

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 2 апреля 1971 года:

ГИПНОЗ «ДВОЙНОГО» ГОЛА.
Свой повторный матч «Арарат» начал активно, и уже на первых минутах после острых передач Маркарова Заназанян дважды оказывался с глазу на глаз с динамовским вратарем. Урушадзе был на высоте.
Вскоре после этого выручать свою команду пришлось стражу ворот «Арарата»: Петриашвили неожиданно пробил издали под самую перекладину, но Абрамян успел перевести мяч на угловой.
Счет был открыт на 24-й минуте с пенальти. Прорвавшегося к углу вратарской площадки Л. Нодия снесли. Удар Метревели был точен. Попытки гостей отыграться долгое время оставались безрезультатными. Экономно и быстро, без лишних передач преодолевая середину поля, они слабее проводили концовки атак. Но на 66-й минуте удар защитника Месропяна метров с 25-ти застал Урушадзе врасплох — счет сравнялся.
…Ничья на руку ереванцам. Соблазн удержать результат был велик. Не скажу, что «Арарат» ушел в защиту, но атаковать прекратил и стал держать мяч. Динамовцы в заключительные минуты встречи стали полными хозяевами положения. Их давление на ворота гостей, находившихся под гипнозом «двойного» гола, с каждой минутой росла и за четыре минуты до финального свистка Асатиани забил победный гол.
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Эбралидзе (Гавашели, 74), Хурцилава, Хинчагашвили (Кантеладзе, 23), Петриашвили, Кутивадзе, Асатиани, Метревели, Г. Нодия, Л. Нодия.
«Арарат»: А. Абрамян, Авитесян, Ф. Абрамян, Коваленко, Месропян, Андриасян, Бондаренко (Овсепян, 80), Иштоян, Маркаров, Заназанян, Казарян (Мартиросян, 65).
Судьи П. Казаков, В. Зуев, А. Мартынов (все — Москва).
О. ЖОРДАНИЯ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 3 апреля 1971 года:

სად ხართ, ფავორიტებო?..
1 აპრილს დასრულდა მერვედფინალური თამაშები. 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ ეტაპის განმეორებითი შეხვედრები და ახლა უკვე ცნობილია მეოთხედფინალის ყველა წყვილი.
ბაქოს “ნეფთჩისა” და მოსკოვის “დინამოს” შეხვედრის შედეგი ბევრმა შესაძლოა სენსაციად მიიჩნია, მაგრამ განმეორებითმა მატჩმა აზერბაიჯანის დედაქალაქში ყველა ეჭვი გაფანტა. ბაქოელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს — 4:0.
გამოეთიშნენ თასის გათამაშებას კიევის დინამოელებიც, რომლებიც დამარცხდნენ ლენინგრადის “ზენიტთან” — 0:1 (პირველი მატჩი — 0:0).
მარცხი განიცადეს როსტოველებმა ლვოვის “კარპატებთან” (0:1), მაგრამ, ვინაიდან პირველი თამაში მოგებული ჰქონდათ ანგარიშით 2:0, საერთო უპირატესობაც მათ დარჩათ.
უკიდურესად დაძაბულ, მძიმე ბრძოლაში მიმდინარეობდა 31 მარტს მატჩი თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე ადგილობრივ “დინამოსა” და ერევნის “არარატს” შორის.
ჯერ კიდევ პირველ მატჩში ერევნელებმა ცხადყვეს, რომ ისინი წლეულს სერიოზული პრეტენზიებით აპირებენ თამაშს უმაღლეს ლიგაში და თბილისელები იქ იღბლად გადაურჩნენ წაგებას. ასეთივე უშეღავათო ბრძოლა გაუმართა თავის მეტოქეს “არარატმა” 31 მარტს. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ერევნელებს სრული უპირატესობა ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ამას სტუმრებმა მიაღწიეს არა “შიშველი ენთუზიაზმის”, მხოლოდ ენერგიული თამაშისა და დიდი ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე, არამედ მაღალი კლასის თამაშის წყალობით. მათ შეტევის მახვილზე წინ ჰყავდათ წაწეული იშტოიანი და ეს ფორვარდი კარგა ხანს სისტემატურად ქმნიდა სახიფათო მომენტებს “დინამოს” კართან. პირველი 30 წუთის მანძილზე მასპინძელთა კართან რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქმნა და მეკარე ურუშაძეს პირისპირ დარჩენილს თავდამსხმელებთან რამდენიმეჯერ მოუხდა უშუალო ბრძოლის გადატანა. მხოლოდ მაშინ, როცა იშტოიანს პერსონალურ დარაჯად დაუყენეს ძოძუაშვილი, დინამოელებს საშუალება მიეცათ მოეწესრიგებინათ ურთიერთმოქმედება საკუთარ ნახევარზე. კაზარიანის, იშტოიანის, მარქაროვის უაღრესად სახიფათო ბურთებს თავგანწირული ნახტომებით იღებდა ურუშაძე.
შეიძლება ითქვას, რო პირველი 45 წუთის მანძილზე “არარატის” კარი სულ ორიოდეჯერ აღმოჩნდა ხიფათის წინაშე. ასეთი საგოლე მომენტის იყო, როცა ავანესიანმა თავის საჯარიმო მინდორზე მოცელა გარღვევაზე გასული ლ. ნოდია. პენალტი ზუსტად შეასრულა მეტრეველმა — 1:0.
ასეთივე დაძაბული იყო ბრძოლა შესვენების შემდეგაც, თუმცა დინამოელებმა შესამჩნევად გამოასწორეს მდგომარეობა.
“არარატმა” მაინც შეძლო საპასუხო ბურთის გატანა. ზედიზედ მოწოდებული რამდენიმე კუთხური ბურთის შემდეგ მესროფიანმა მოულოდნელად და ზუსტად დაარტყა შორიდან, ურუშაძემ ვერ შეძლო ბურთის ხელში გაჩერება და კარის ხაზს იქით გაუშვა იგი — 1:1.
ეს უკვე წაგებას ნიშნავდა, ვინაიდან პირველ მატჩში ანგარიში არ გახსნილა და მესროფიანის ეს გოლი ორმაგად ფასდებოდა.
დინამოელები თასის გათამაშებიდან გამოთიშვის რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ და ამიტომ მთელი თავიანთი ძალები შეტევაში გადაისროლეს. “არარატმა” ამ პერიოდში შეცდომა დაუშვა. იგი კარგად თამაშობდა, მაგრამ როცა ანგარიში გათანაბრდა, გუნდი შეუდგა დროის გაჭიანურებას, ბურთების აუტში ტყორცნას და უხეშობასაც. “არარატის” საქმე გააფუჭა ოვსეპიანმა, რომელიც ბონდარენკოს ნაცვლად შემოვიდა მინდორზე და თავისი პირველივე ნაბიჯიდან უხეშობას მიჰყო ხელი. იგი დაჯარიმდა ერთხელ, მეორედ, ხოლო მესამედ მიღებული
ჯარიმის შემდეგ თბილისელებმა მარცხენა ფლანგიდან ცენტრში მიაწოდეს ბურთი, იქ წამით ღიად დარჩა ასათიანი და მისი უძლიერესი დარტყმის შემდეგ მოსკოველმა არბიტრმა პ. კაზაკოვმა აღნიშნა თბილისელთა გამარჯვება — 2:1.
ამ მატჩში გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: “დინამო” — ურუშაძე, ძოძუაშვილი, ებრალიძე (გავაშელი), ხურცილავა, ხინჩაგაშვილი (კანთელაძე), პეტრიაშვილი, კუტივაძე, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია, ლ. ნოდია; “არარატი” — ა. აბრამიანი, ავანესიანი, ფ. აბრამიანი, კოვალენკო, მესროფიანი, ანდრიასიანი, ბონდარენკო (ოვსეპიანი), იშტოიანი, მარქაროვი, ზანაზანიანი, კაზარიანი (მარტიროსიანი).
31 მარტს გამოვლინდა მეოთხედფინალის ბოლო მონაწილე. ესაა მოსკოვის “სპარტაკი”, რომელმაც “ფახთაქორთან” პირველი მატჩის მოგების შემდეგ (3:0) ფრედ ითამაშა ტაშკენტში — 1:1.
მეოთხედფინალის მონაწილენი ასე დაწყვილდნენ: “ყაირათი” (ალმა-ათა) — “სპარტაკი” (მოსკოვი), “ზენიტი” (ლენინგრადი) — “ნეფთჩი” (ბაქო), “შახტიორი” (დონეცკი) — ასკ (დონის როსტოვი), “ტორპედო” (მოსკოვი) — “დინამო” (თბილისი).
ეს მატჩები გაიმართება 1 ივლისს.