Товарищеские матчи в 1983 году

Товарищеские матчи «Динамо» (Тбилиси) в 1983 году

Предсезонный сбор на Центральной спортивной базе в Эшера — с 7 января 1983 года..
01.
22.01. Леселидзе. «Шахтер» (Донецк) • 1:0
02. до 10.02. ******. «Днепр» (Днепропетровск) • 0:0
03. 10.02. Гумиста. «Кайрат» (Алма-Ата) • 1:0
04. 15.02. Тбилиси. Сборная СССР • 0:2 (0:2)
05. до 21.02. Батуми. «Динамо» (Батуми) • 4:2
06. 19.03. Тбилиси. «Нефтчи» (Баку) • 0:0

Статистика и подробности матчей:

01. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ШАХТЕР» (ДОНЕЦК) • 1:0
22 января 1983 года. Леселидзе.
Судья: ?
«Динамо»: ***, ***, ***, Паикидзе, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***.
«Шахтер»: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***.
Гол:
1:0 Паикидзе

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 23 января 1983 года:

1:0.
გუშინ ლესელიძეში გაიმართა საკონტროლო მატჩი ფეხბურთში თბილისის „დინამოსა“ და დონეცკის „შახტიორს“ შორის. ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს დინამოელებმა. ბურთი გაიტანა პაიკიძემ.
(ტელეფონით „ლელოს“ კორ.).

02. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «КАЙРАТ» (АЛМА-АТА) • 1:0
10 февраля 1983 года. с. Гумиста, Сухуми.
Судья: ?
«Динамо»: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, Шенгелия.
«Кайрат»: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***.
Гол:
1:0 Шенгелия

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 февраля 1983 года:

წინ ახალი საფეხბურთო სეზონია.
შავი ზღვის სანაპიროზე ახალი, 1983 წლის საფეხბურთო სეზონისათვის ემზადებიან ჩვენი ქვეყნის ოსტატ ფეხბურთელთა გუნდები.
თბილისის დინამოელებმა სოხუმის მახლობლად სოფელ გუმისთაში საკონტროლო მატჩი გამართეს ალმა–ათის “ქაირათთან”, რომელიც, როგორც ცნობილია, მოიგეს დინამოელებმა – 1:0 (ბურთი შენგელიამ გაიტანა)…

03. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ДНЕПР» (ДНЕПРОПЕТРОВСК) • 0:0
до 12 февраля 1983 года. ******.
Судья: ?
«Динамо»: Мчедлидзе, Жиба, Чивадзе, Паикидзе, Муджири, Махарадзе (Копалейшвили), Кереселидзе, Сулаквелидзе, Чкареули (Месхи), Цаава, Шенгелия.
«Днепр»: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***.

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 февраля 1983 года:

წინ ახალი საფეხბურთო სეზონია.
შავი ზღვის სანაპიროზე ახალი, 1983 წლის საფეხბურთო სეზონისათვის ემზადებიან ჩვენი ქვეყნის ოსტატ ფეხბურთელთა გუნდები.
…მომდევნო შეხვედრაში თბილისელებმა ფრედ 0:0 ითამაშეს დნეპროპეტროვსკის “დნეპრთან”. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ბოლო შეხვედრაში ასეთი იყო: მჭედლიძე, ჟიბა, ჩივაძე, პაიკიძე, მუჯირი, მახარაძე (კოპალეიშვილი), კერესელიძე, სულაქველიძე, ჩქარეული (მესხი), ცაავა, შენგელია. ასევე ფრედ (1:1) დამთავრდა ამ გუნდების სათადარიგო შემადგენლობათა მატჩი.

04. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — СБОРНАЯ СССР • 0:2 (0:0)
15 февраля 1983 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 25000 зрителей.
Судья: М.Мкртчян (Ереван).
«Динамо»: Мчедлидзе, Жиба (Андгуладзе), Чивадзе, Паикидзе. Уклеба, Кереселидзе (Гурули), Копалейшвили (Махарадзе), Сулаквелидзе, Месхи (Чкареули), Цаава, Шенгелия.
Сборная СССР: Дасаев (Вик.Чанов, 87), Бессонов, Балтача, Баль, Демьяненко, Лозинский, Буряк, Андреев (Евтушенко, 60), Родионов (Оганесян, 73), Суслопаров, Блохин.
Голы:
0:1 Родионов — 15
0:2 Буряк — 35 (пен.)

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 февраля 1983 года:

საწვრთნელი მატჩი.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 15 თებერვალი.
“დინამო” (თბილისი) – სსრ კავშირი (ნაკრები) – 0:2 (0:2).
“დინამო”: მჭედლიძე, ჟიბა (ანდღულაძე), ჩივაძე, პაიკიძე, უკლება, კერესელიძე (გურული), კოპალეიშვილი (მახარაძე), სულაქველიძე, მესხი (ჩქარეული), ცაავა, შენგელია.
სსრ კავშირი: დასაევი (ჩანოვი), ბესონოვი, ბალტაჩა, ბალი, დემიანენკო, ლოზინსკი, ბურიაკი, ანდრეევი (ევტუშენკო), როდიონოვი (ოჰანესიანი), სუსლოპაროვი, ბლოხინი.
მსაჯი: მ. მკრტჩიანი (ერევანი).
გუშინდელი საკონტროლო მატჩი სსრ კავშირის ნაკრებსა და თბილისის “დინამოს” შორის წინასასეზონო მზადების დასკვნითი ეტაპის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მართალია, სეზონის მთავარ შეჯიბრებებამდე საკმაო დროა, ვინაიდან საკავშირო ჩემპიონატი 26 მარტს იწყება, ხოლო ჩვენი ქვეყნის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი პორტუგალიელებთან 27 აპრილს აქვს, მაგრამ მანამდე სსრ კავშირის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩებია. ეს კი ფეხბურთელთა სრულ მზადყოფნას მოითხოვს.
სსრ კავშირის ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” შეხვედრები ასეთ პერიოდში ადრეც გვინახავს, როგორც წესი, ამ დროს გუნდების თამაშში მრავალი ხარვეზია, ისინი არ არიან მზად სრული დატვირთვით საბრძოლველად, გამონაკლისი არც გუშინდელი შეხვედრა იყო: სსრ კავშირისა და თბილისის “დინამოს” გამოცდილი ოსტატებიც კი ზომაზე მეტად ცდებოდნენ, ხშირი იყო ტექნიკური წუნი, ბურთი არ ემორჩილებოდა მოთამაშეებს, არ იყო მოწესრიგებული ტაქტიკური ურთიერთმოქმედება, ხოლო რაც შეეხება კარში დარტყმებს, აქ კი სრული უზუსტობა ვიხილეთ: ცნობილი ბომბარდირებიც კი დიდი მანძილით აცდენდნენ ბურთს კარს.
მაინც, ცალკეულ მომენტებში თამაში საინტერესო და დაძაბული იყო, მაყურებელი ყურადღებით ადევნებდა თვალს თბილისის “დინამოს” ახალბედა მოთამაშეებს, რომლებიც ახლა იდგამენ ფეხს ჩვენს კოლექტივში.
ანგარიში მე–15 წუთზე გახსნა როდიონოვმა, რომელმაც ყველას დაასწრო მარჯვენა ფლანგიდან მოწოდებულ ბურთზე და ზუსტად დაარტყა კარში. 36–ე წუთზე ჟიბამ ხელით ითამაშა თავის საჯარიმო მოედანზე, 11–მეტრიანი უშეცდომოდ დაარტყა ბურიაკმა – 2:0.

05. «ДИНАМО» (БАТУМИ) — «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) • 2:4
до 21 февраля 1983 года. Батуми.
Судья: ?
«Динамо» Бт.: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***.
«Динамо» Тб.: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***.

Голы: ?

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 22 февраля 1983 года:

საწვრთნელი მატჩი.
ბათუმში გაიმართა საწვრთნელი მატჩი თბილისისა და ბათუმის დინამოელ ფეხბურთელთა შორის. თამაში მოიგეს თბილისელებმა – 4:2.

06. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «НЕФТЧИ» (БАКУ) • 0:0
19 марта 1983 года. 15-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина.
Судья: Р.Дзодзуашвили (Тбилиси).
«Динамо»: Мчедлидзе (Куция), Чедия, Андгуладзе, Паикидзе, Арзиани, Кереселидзе, Какилашвили, Сулаквелидзе, Копалейшвили (Гурули), Цаава, Шенгелия.
«Нефтчи»: Тишин, Гарибов (Абдуллаев), Дроздов, Вахаб-заде, Сафаров, Михалевский, Ахмедов, Нурмедамов, Алиев, Курбанов, Габибов (Шихларов).

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 марта 1983 года:

საწვრთნელი მატჩი.
სულ მალე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში აღიმართება სსრ კავშირის 46–ე ჩემპიონატის ალამი. მანამდე კი მომავალ საფეხბურთო მარათონისთვის გულდაგულ ემზადებიან ქვეყნის უძლიერესი კოლექტივები. საწვრთნელ და საკონტროლო შეხვედრებში კიდევ ერთხელ ზუსტდება გუნდების შემადგენლობანი, მწვრთნელები ისევ და ისევ ცდიან ტაქტიკურ ვარიანტებს.
ერთ–ერთი ასეთი საკონტროლო მატჩი შედგა გუშინ თბილისის ვ. ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონზე, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ადგილობრივი დინამოელები და ბაქოს “ნეფთჩის” ფეხბურთელები. ორთაბრძოლა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და უკვე პირველსავე წუთებზე მათ ანგარიშის გახსნის რამდენიმე შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ კარში დარტყმებს სიზუსტე აკლდა. სტუმრები კარგად იყენებდნენ კონტრიერიშებს და რამდენიმე სახიფათო მომენტი მათაც შექმნეს მჭედლიძის კართან.
შესვენების შემდეგ, განსაკუთრებით მატჩის მიწურულს, დინამოელთა უპირატესობა უფრო გამოიკვეთა, მაგრამ გოლი მაინც არ გასულა. შეხვედრა დამთავრდა ფრედ – 0:0.
მეტოქეთა რიგებში იყვნენ: “დინამო” – მჭედლიძე (კუცია), ჭედია, ანდღულაძე, პაიკიძე, არზიანი, კერესელიძე, კაკილაშვილი, სულაქველიძე, კოპალეიშვილი (გურული), ცაავა, შენგელია.
“ნეფთჩი”: ტიშინი, ღარიბოვი (აბდულაევი), დროზდოვი, ვახაბზადე, საფაროვი, მიხალევსკი, ახმედოვი, ნურმამედოვი, ალიევი, ყურბანოვი, გაბიბოვი (შიხლაროვი).
თამაშს სჯიდა რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი რ. ძოძუაშვილი.