«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) 3:1 (0:1)

«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) 3:1 (0:1)

Чемпионат СССР 1988 года. Высшая лига. Матч № 17.
9 августа 1988 года. Донецк. Центральный стадион «Шахтер». Солнечно, 25 градусов. 32000 зрителей.
Судьи: А.Кириллов, А.Маляров, А.Жарков (все — Москва).
«Шахтер»: Золотницкий, Драгунов, Сопко (46, Кобозев, 46), Гошкодеря, Леонов (Евсеев, 75), Олефиренко, Ященко, Свистун, Петров, Смолянинов (к), Грачев.
«Динамо»: Габелия (к), Кеташвили, Цвейба, Чедия, Арзиани, Ревишвили, Сванадзе (Панцулая, 78), Сулаквелидзе, Цаава (Кецбая, 70), Гурули, Гогичаишвили.
Голы:
0:1 Гурули — 35 (пен.)
1:1 Петров — 69 (пен.)
2:1 Петров — 72
3:1 Свистун — 88
Нереализованный пенальти: Гурули (86, вратарь).
Предупреждение: Гогичаишвили.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 3441)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря Востока

Газета «Советский спорт» (Москва) от августа 1988 года:

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 августа 1988 года:

„შახტიორი“ (დონეცკი) – „დინამო“ (თბილისი) 3:1 (0:1).
დონეცკი. „შახტიორის“ ცენტრალური სტადიონი. 9 აგვისტო.
„შახტიორი“: ზოლოტნიცკი, დრაგუნოვი, სოპკო (კობოზევი), გოშკოდერია, ლეონოვი (ევსეევი), ოლეფირენკო, იაშჩენკო, სვისტუნი, პეტროვი, სმოლიანინოვი, გრაჩოვი.
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი, ცვეიბა, ჭედია, არზიანი, რევიშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, ცაავა (ქეცბაია), გურული, გოგიჩაიშვილი.
მსაჯი ა. კირილოვი (მოსკოვი).
გაფრთხილება გოგიჩაიშვილი.
დუბლიორები — 1:1. დინამოელთაგან ბურთი გაიტანა თედეევმა.
საკავშირო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში გუნდებს ადგილები განეკუთვნებათ დაგროვილი ქულების მიხედვით. ეს საერთო წესია. მაგრამ , როცა ვლაპარაკობთ ამა თუ იმ გუნდის სამომავლო შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე მხედველობაში ვღებულობთ არა დაგროვილ, არამედ, პირიქით, დაკარგულ ქულებს, ე. წ. პასივს. ამ თვალსაზრისით დონეცკის „შახტიორს“ და თბილისის „დინამოს“ 9 აგვისტოს მატჩის წინ ასეთი მდგომარეობა იყო: ყველაზე მეტი ქულა დაკარგული ჰქონდა ალმა ათის „კაირატს“ – 27 და შესაბამისად ამისა ერთპიროვნული აუტსაიდერის პოზიციაც მას ეკავა. 3 ქულა დაკარგა ბაქოს „ნეფთჩიმ“, რომელიც „კაირატზე“ მხოლოდ ერთი ადგილით წინ იმყოფებოდა. შემდეგ: 22 ქულის დანაკარგი ჰქონდა მოსკოვის „დინამოს“, 21 – ხარკოვის „მეტალისტს“, 20 – თბილისის „დინამოს“ 19 – 19 მინსკს „დინამოს“ და დონეცკის „შახტიორს“.
ამრიგად, ამ უარყოფითი მაჩვენებლებით დონეცკელები ერთი ქულით ჯობდნენ თბილისის „დინამოს“. ამიტომაც, აუტსაიდერთა ამ მატჩს ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თბილისელებს რომ დონეცკში გაემარჯვათ, მათ კვლავ მინუს 20 დარჩებოდათ, ხოლო „შახტიორს“ მინუს 21 ექნებოდა. ე. ი. ეს ის მატჩი იყო, როცა ორივე გუნდი კონკრეტული, უპირველესი ამოცანის წინაშე იმყოფებოდა: მხოლოდ გამარჯვება. იყო, რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტიც, ასევე დამაკმაყოფილებელი თბილისელთათვის – ფრე და მაშინ ზემოხსენებული მინუსიანი მაჩვენებლით შენარჩუნებული იქნებოდა სტატუსკვო, მეტოქეები თითო ქულას ჩაიწერდნენ და რამდენადმე მაინც დასცილდებოდნენ უმაღლესი ლიგის ბოლო ორ ადგილს, რომელიც საგაისოდ I ლიგაში გადანაცვლებას ნიშნავს.
ისიც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ „შახტიორმა“ უკეთ ჩაატარა ბოლო შეხვედრები და 6 შესაძლებლობიდან 5 ქულა აიღო, ხოლო თბილისელებმა ზედიზედ გაიმარჯვეს მეორე წრის პირველ ორ სასტარტო მატჩში. ყველაფერი ეს განაპირობებდა ამ მატჩის უდიდეს დაძაბულობას, მის მნიშვნელობას. დინამოელებმა დიდი მონდომებით, მეტოქეზე უკეთ ჩაატარეს პირველი ტაიმი. დონეცკში, „დინამოს“, საერთოდ საერთოდ უჭირს თამაშიო, მაგრამ ამ მატჩში ჩვენმა გუნდმა პირველი 45 წუთის მანძილზე შეძლო დონეცკელთა იერიშების უვნებელყოფა, მცველებმა კარგად გაართვეს თავი მეტოქის შეტევებს, თავდამსხმელები კი ყოველ შესაძლებელ შემთხვევას კარგად იყენებდნენ კონტრიერიშებისთვის.
ასეთ საიმედო თამაშში მიმდინარეობდა 34–ე წუთი, გოგიჩაიშვილი სწრაფად გავიდა გარღვევაზე, საჯარიმო მოედანზე მას უხეშად ეთამაშა ლეონოვი და მსაჯმა კირილოვმა დაუყოვნებლივ დანიშნა 11–მეტრიანი. გურულმა ზუსტად, ძლიერად დაარტყა – 1:0.
არამარტო ანგარიში, არამედ თვით თამაშის მსვლელობა ცხადყოფდა თბილისელთა კარგ ფორმას ამ მატჩში, ისინი ენერგიულად იბრძოდნენ თუ გამარჯვებისთვის არა, ერთი ქულისთვის მაინც.
მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი, ბრძოლა მაშინვე უკიდურესად გამძაფრდა და ცხადი შეიქმნა, რომ თბილისელები ფიზიკური მომზადებით ჯერ კიდევ მზად არ არიან ამგვარ ურთულეს მატჩებში წარმატების მისაღწევად. დიდ დატვირთვებს მათ ვერ გაუძლეს. დონეცკელმა ფეხბურთელებმა პირველივე წუთებიდან მძაფრი იერიშები მიიტანეს გაბელიას კარზე. შეტევა შეტევას მოსდევდა, სტუმრებს სულ უფრო და უფრო უჭირდათ გრაჩოვის, გოშკოდერიას, სმოლიანინოვის, პეტროვის და სხვათა შემტევი თამაშის ნეიტრალიზება. ბურთი სულ უფრო იშვიათად გადადიოდა „შახტიორის“ ნახევარზე. დინამოელებმა ვერ შეძლეს აქტიური კონტრთამაშის შექმნა, ისინი მხოლოდ თავს იცავდნენ, მარტოოდენ დაცვითი თამაშით კი მათ ძალზე გაუჭირდათ ბრძოლა.
მიმდინარეობდა 62–ე წუთი და მსაჯმა კვლავ დანიშნა 11–მეტრიანი, ამჯერად დინამოელთა კარში. პეტროვმა გაათანაბრა ანგარიში. მცირე ხანს შემდეგ კი თბილისელთა საჯარიმო მოედანში უკიდურესად მწვავე სიტუაცია შეიქმნა, რომელიც იმავე პეტროვის გატანილი მეორე გოლით დასრულდა – 2:1.
მხოლოდ მაშინ, როცა „შახტიორის“ ფეხბურთელებმა თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს მატჩის მსვლელობა, „დინამომ“ სცადა კონტრთამაშის შექმნა, ამის გაკეთება კი გაცილებით ადრე იყო საჭირო, კერძოდ, მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე. მასპინძელთა კართან ზედიზედ შეიქმნა სახიფათო მომენტები, გურულმა ძელს მოახვედრა გოგიჩაიშვილისაგან მიღებული ბურთი, შემდეგ კარში დაარტყა შემცვლელად გამოსულმა ფანცულაიამ. დინამოელთა იერიშები გაგრძელდა და 85–ე წუთზე კულმინაციური მომენტი დადგა: დონეცკელთა კართან გაიჭრა გურული, მეკარე ზოლოტნიცკიმ იგი ხელით დაიჭირა და არბიტრმა, უკვე მესამედ ამ მატჩში, კვლავ 11–მეტრიანზე მიუთითა.
თამაშის დამთავრებას 5 წუთი აკლდა, „დინამოს“ საშუალება მიეცა გაეთანაბრებინა ანგარიში და თავი ეხსნა დამარცხებისაგან. ეს იყო მატჩის ხსნის საუკეთესო შესაძლებლობა, გუნდმაც დარტყმა გამოცდილ პენალტისტს გურულს მიანდო. ყველაფერი აქ შეიძლება გადაწყვეტილიყო, მაგრამ გურულს ნერვებმა უმტყუნა, ვერ შეძლო 11–მეტრიანის გამოყენება (ზოლოტნიცკიმ მოიგერია ბურთი), ხოლო ორიოდე წუთის შემდეგ როცა სვისტუნმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა „დინამოს“
კარში, მატჩის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა – 3:1.
ახლა დონეცკის „შახტიორმა“ თბილისის „დინამოსთან“ შედარებით კიდევ უფრო გაიუმჯობესა მდგომარეობა. ჩვენი გუნდის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბურუსითაა მოსილი. წინაა უძნელესი მატჩები დნეპროპეტროვსკის „დნეპრთან“ და მოსკოვის „დინამოსთან“. პრობლემა აქაც უამრავია, მარტო ერთი ტაიმის მოგება არაფერს ნიშნავს, ბრძოლა საჭიროა მთელი 90 წუთის მანძილზე, ბრძოლა დაუღალავი, შეუსვენებელი. თითოეულ დინამოელს, კვლავ და კვლავ ვიმეორებთ, კარგად უნდა ახსოვდეს, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უშეღავათო თამაში საჭიროა. სწორედ ახლა, ვინაიდან ჩემპიონატის ფინიშზე სიძნელეები კიდევ უფრო მოიმატებს. ამ სიძნელეებს კი ჩვენი გუნდი სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს.
,,ლელოს” ფეხბურთის განყოფილება.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 11 августа 1988 года:

СЧЕТ ОТКРЫЛИ, НО…
Проведены матчи восемнадцатого тура чемпионата СССР по футболу. Динамовцы Тбилиси в Донецке встречались с «Шахтёром». Матч начался атаками хозяев поля, которые создали несколько опасных моментов у ворот тбилисцев. Однако счёт всё-таки открыли гости. Это произошло на 34-й минуте, когда донецкие футболисты нарушили правила в пределах своей штрафной площадки. Пенальти реализовал Гурули — 1:0. Так завершился первый тайм.
Во второй половине игры хозяева поля усилили напор, прижав динамовцев к своим воротам. Защитники и вратарь тбилисцев действовали с полным напряжением. И всё же настойчивость «Шахтёра» была вознаграждена. Они также сравняли результат с 11-метрового удара, а затем вышли вперёд — 2:1. Оба гола забил Петров.
Гости постарались изменить счёт. Они сами пошли вперёд. По воротам соперников из выгодных положений били Гурули, Панцулая, но в первом случае мяч попал в штангу, а во втором хорошо сыграл вратарь Золотницкий. А затем был ещё один пенальти в ворота хозяев. Но на этот раз Гурули не смог реализовать его, а игроки «Шахтёра», проведя очередную атаку, забили ещё один мяч. Он оказался последним в этом напряжённом матче. Финальный свисток московского арбитра А. Кириллова зафиксировал победу донецкой команды со счётом — 3:1.