«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск) 0:1 (0:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск) 0:1 (0:1)

Чемпионат СССР 1988 года. Высшая лига. Матч № 09.
4 мая 1988 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Ясно, 19 градусов. 43300 зрителей.
Судьи: Ю.Савченко, Е.Рунов, Н.Панкин (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили (Сванадзе, 25), Э.Тевзадзе, Чедия, Арзиани, Ткебучава, Цвейба, Сулаквелидзе, М.Джишкариани (Шенгелия, 46), Гурули, Г.Джишкариани.
«Днепр»: Краковский, Башкиров, Вишневский, Пучков, Сорокалет, Кудрицкий, Багмут, Чередник, Шох, Евтушенко (Сон, 81), Шахов (Нейштетер, 86).
Гол:
0:1 Шахов — 36 (пен.)
Предупреждения: Ткебучава, Пучков.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 3440)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Вечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 6 мая 1988 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск). 0:1 (0:1). Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 4 мая. Ясно. 19 градусов. 43 300 зрителей.
Судьи Ю. Савченко, Е. Рунов, Н. Панькин (все — Москва).
«Динамо»; Габелия, Кеташвили (Сванадзе, 25), Тевзадзе, Чедия, Арзиани, Ткебучава, Цвейба, Сулаквелидзе, М. Джишкариани (Шенгелия, 46), Гурули, Г. Джишкариани.
«Днепр»: Краковский, Башкиров, Вишневский, Пучков, Соро-калет, Кудрицкий, Багмут, Чередник, Шох, Евтушенко (Сон, 81), Шахов (Нейштетер. 86).
Гол: Шахов (36, с 11-метрового)
Предупреждены Ткебучава, Пучков.
Дублеры — 1:0. Гол: Ревишвили.
Во встрече динамовцев Тбилиси с «Днепром» хозяевам поля не суждено было стать хозяевами положения. На протяжении большей части матча, свидетельствует наш корреспондент Д. Какабадзе, на поле безраздельно господствовали гости. Их продуманная, грамотно построенная игра словно повергла динамовцев в растерянность. Нет, в желании добиться успеха тбилисцам отказать нельзя. Но благие порывы не были подкреплены абсолютно ничем, В действиях хозяев царил полный сумбур, тогда как в игре гостей преобладала мысль. Стоит ли после этого говорить, что победа «Днепра» была заслуженной? Гол, забитый Шаховым с пенальти (Чедия, ведя в своей штрафной борьбу с Чередником, не позаботился о выборе средств), далеко не отражает превосходства днепропетровцев в этом матче. На исходе первого тайма, к примеру, мяч после удара Пучкова угодил в стойку ворот, а на 70-й минуте сильнейший «выстрел» Багмута отразила перекладина. Еще в ряде случаев свою команду выручил Габелия…

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 6 мая 1988 года:

„დინამო“ (თბილისი) – „დნეპრი“ (დნეპროპეტროვსკი) 0:1 (0:1).
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 4 მაისი.
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი (სვანაძე, 25), თევზაძე, ჭედია, არზიანი, ტყებუჩავა, ცვეიბა, სულაქველიძე, მ. ჯიშკარიანი (შენგელია, 46), გურული, გ. ჯიშკარიანი.
„დნეპრი“: კრაკოვსკი, ბაშკიროვი, ვაშნევსკი, პუჩკოვი, სოროკალეტი, კუდრიცკი, ბაგმუტი, ჩერედნიკი, შოხი, ევტუშენკო (სონი, 31), შახოვი (ნეიშტეტერი, 86).
მსაჯი ი. სავჩენკო (მოსკოვი)
გააფრთხილეს ტყებუჩავა, პუჩკოვი.
ამ მატჩზე ისეთივე ინტერესით მივდიოდით სტადიონზე, როგორც ოდესღაც მოსკოვის „დინამოსთან“, „სპარტაკთან“, ცსკა-სთან, ან კიდევ „დინამოსთან“ შეხვედრებზე. თავისთავად, „დნეპრი“ მეტად საინტერესო, ორიგინალური ხელწერის გუნდია. ბოლო წლებში მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია,. მის რიგებში გამოიწვრთნენ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები და ასეთი გუნდის ხილვა უშუალოდ მინდორზე, „საქმეში“, ფრიად საყურადღებო იყო. მაგრამ ჩვენი უმთავრესი ინტერესის ობიექტი, რასაკვირველია, თბილისის „დინამო“ გახლდათ.
არავინ ამბობს, რომ თბილისის „დინამოსგან“ ახლა ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას ველით. ყველამ, ვინც ასე თუ ისე ჩახედულია ფეხბურთში, კარგად იცის, რომ გუნდის ამ შემადგენლობით მაინცდამაინც შორს ვერ წახვალ. მას საკმარისზე მეტი აქვს აშკარად სუსტი ადგილები. სხვა დროს ასეთი შეცვლა, ალბათ, მწვრთნელთა უპირველესი ზრუნვის საგანი იქნებოდა, მაგრამ საქმეც ისაა, რომ არც ძირითადი და არც შემცვლელი ხეირიანი ფეხბურთელი, სამწუხაროდ, არა გვყავს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ჩვენს გუნდს რამდენიმე უფრო უკეთესი მოთამაშე აკლდა, ვიდრე ამ დღეს მინდორზე იყო გამოსული, მაგრამ „დნეპრთან“ მატჩში ამგვარ გამონაკლისზე ლაპარაკი, უბრალოდ, უხერხულია. უხერხულია იმიტომ, რომ „დნეპრს“ წლეულს რომ წამყვანი ფეხბურთელები დააკლდა, ასეთი დანაკლისი უმაღლესი ლიგის არც ერთ გუნდს არ განუცდია. ამიტომაც, შესაძლოა, თბილისის „დინამო“ სწორედ ამ მიმართებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვიდრე მისი მეტოქე.
ეს მეტად მნიშვნელოვანი მატჩი საკუთარ მინდორზე წავაგეთ, მაგრამ ჩვენი გუნდის არც ერთ გულშემატკივარს, არც ერთ მაყურებელს აზრადაც არ მოსვლია ეთქვა, რომ თამაში „სხვა რაიმე“ მიზეზით წავაგეთ. გარდა ამისა, რომ „დნეპრი“ მთელი მატჩის მსვლელობაში ერთი თავით მაღლა იდგა, ვიდრე „დინამო“.
ჩვენი გუნდის წარუმატებლობებს ამ ორიოდე წლის წინათ ან მთლიანად კოლექტივის, ან მისის ცალკეული მოთამაშეების მოუნდომებლობას, ბრძოლისუნარიანობის ნაკლებობას და, საერთოდ, უნებისყოფობას ვაბრალებდით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პერსპექტივა, თითქოს, კარგი გვქონდა და გუნდს რიგიანად რომ მოენდომებინა, გაცილებით უკეთ ითამაშებდა.
ახლა ეს ისედაც საეჭვო არგუმენტები არ გამოგვადგება. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ მთლიანად გუნდიც და მისის ცალკეული მოთამაშეებიც მაქსიმალურად არიან მობილიზებული საბრძოლველად. არც ერთი მოთამაშე მინდორზე არ ზოგავს ძალასა და ღონეს წარმატების მისაღწევად. ყველა იბრძვის, ყველა შემართულია, მაგრამ ისეთ ძლიერ მეტოქეებთან, როგორიც „დნეპრია“, მარტოოდენ მონდომებით ვერას გახდები. თუნდაც იმიტომ, რომ დნეპროპეტროვსკელი ფეხბურთელებიც ასევე მაქსიმალურად არიან განწყობილი საბრძოლველად და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს, როგორც ცალკეულ ფეხბურთელთა ოსტატობამ, ისე მთლიანად გუნდის კოლექტიურ მოქმედებათა სიზუსტემ.
აი, აქ კი ცხადად გამოჩნდა, რომ თბილისის „დინამო“ ოსტატობით შესამჩნევად ჩამორჩება დნეპროპეტროვსკის „დნეპრს“, ფრიად სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ეს რეალობაა, რომელსაც, რაც არ უნდა ვქომაგობდეთ თბილისის „დინამოს“ ვერსად წაუხვალ, ძლიერი — ძლიერია, ხოლო სუსტი — სუსტი. დნეპროპეტროვსკელთა თამაშის ორგანიზაცია, ცალკეულ მოთამაშეთა მიერ დავალებული ფუნქციების ზუსტი შესრულება, სოლიდური, საფუძვლიანი თამაში დაუძლეველ ძალად იქცა. სწორედ სტუმრები კარნახობდნენ თამაშის რიტმსა და შინაარსს. თბილისელებმა რამდენიმეჯერ მოუმატეს ტემპს და მეტოქე არც ერთხელ არ ცდილა ჩაეცხრო ეს ტემპი. პირიქით, იგი ხშირ შემთხვევაში, თვითონვე უფრო სწრაფად მოქმედებდა, მაღალი ტემპით იგი ვერ დავაშინეთ.
თბილისის „დინამოს“ მატჩების საანალიზო წერილებში არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ კომბინაციური ურთიერთმოქმედებანი ძალზე ღარიბი გვაქვს, ჩვენი ფეხბურთელები ძალიან უზუსტოდ აწვდიან ერთმანეთს ბურთს და ეს ამბავი ახლაც ნათლად დამტკიცდა: მეორე გადაცემის შემდეგ ბურთი უეჭველად მეტოქისაა, მას ყოველთვის აქვს დრო და საშუალება უზრუნველყოს საიმედო დაცვა და კონტრშეტევაზეც გადავიდეს. „დნეპრის“ მცველები ამ მატჩში გაუვალ კედლად აღიმართნენ მასპინძელთა წინაშე. ისინი სისტემატურად ეუფლებოდნენ მეტოქის გადაცემებს და თბილისელ ფეხბურთელებს ისღა დარჩენოდათ ინდივიდუალური გარღვევებით ეცადათ ბედი, მაგრამ ამ ინდივიდუალურ ორთაბრძოლაშიც კი „დნეპრის“ მცველები გაცილებით უფრო ძლიერნი ჩანდნენ.
ერთადერთი ბურთი, რომელმაც „დნეპრს“ გამარჯვება მოუტანა შახოვმა გაიტანა 56-ე წუთზე 11-მეტრიანით. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჭედიამ თავის საჯარიმო მოედანზე თამაშის წესი დაარღვია ჩერედნიკთან ბრძოლაში. ამ ეპიზოდში ჭედია არ იდგა იმ აუცილებელი ალტერნატივის წინაშე, რომ 11-მეტრიანამდე მიეყვანა საქმე, მაგრამ მან საკუთარ თავს უფლება მისცა წესი დაერღვია. შახოვმა ზუსტად დაარტყა და ამ გოლმა გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.
თუ ჩვენი გუნდის სადღეისო საერთო ძალასა და შესაძლებლობებს მივიღებთ მხედველობაში, იგი ახლა ურიგო მდგომარეობაში არ იმყოფება საკავშირო ჩემპიონატის ცხრილში, მაგრამ თუ გუნდმა სადღეისო აქტივს შემდგომში ახალი ქულებიც არ შემატა, შეიძლება საქმე შარშანდელ ვითარებამდეც მივიდეს, როცა თბილისის „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „სამკვდრო- სასიცოცხლო“ ბრძოლა დასჭირდა.
დინამოელთა მთელი კოლექტივის წინაშე გადაუდებელი, მეტად რთული ამოცანები დგას. მკვეთრად უნდა გაუმჯობესდეს თამაშის ორგანიზაცია, ტაქტიკური კოლექტიური ურთიერთმოქმედებანი უნდა დაიხვეწოს, გაუმჯობესდეს გადაცემათა სიზუსტე და მრავალი სხვაც, თორემ როგორ უნდა აბნეულად, უსისტემოდ და ქაოსურად თამაში , ეს ჩვენ უკვე ვიხილეთ დნეპროპეტროვსკის „დნეპრთან“ მატჩში. მაღალი ბრძოლისუნარიანობა და ნებისყოფის სიმტკიცე ასეთივე დონის ინდივიდუალური და კოლექტიური ოსტატობით უნდა იქნას განმტკიცებული. ესაა ჩვენი უპირველესი ამოცანა.
„ლელოს“ ფეხბურთის განყოფილება რედაქციისგან: „ლელოს“ არასდროს დაუმალავს არაობიექტური მსაჯობის ფაქტები და ვერც ახლა გავჩუმდებით. არ გვინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს თბილისელთა კიდევ ერთი დასანანი მარცხით გამოწვეული სინანულის გასაქარვებლად ვწერთ ამ სტრიქონებს. სტუმრებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს და თუ მსაჯმა, როგორც იტყვიან, თამაში გააფუჭა უსუსურობით და დაბნეულობით, ეს სრულებითაც არ ამართლებს მასპინძლებს. სხვათ შორის, გუნდის ფსიქოლოგიურ მომზადებაში ასეთ სიტუაციებში საკუთარი სათამაშო ხელწერისა და კლუბის ინტერესების ბოლომდე დაცვის უნარის შენარჩუნებაც იგულისხმება. მსაჯის სისუსტეზე მაღლა იდგე და საკუთარი თამაში ითამაშო, ესეც გუნდის მზადყოფნის უდავო მაჩვენებელია.
„დნეპრთან“ დინამოელთ შეხვედრაში მსაჯმა ი. სავჩენკომ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა. გაუგებარი იყო სათამაშო სიტუაციებში ტყებუჩავას და პუჩკოვის გაფრთხილება. თერთმეტმეტრიანის თაობაზე არავინ დაობს, მაგრამ ის, რომ გაბელიას კარში შახოვმა წესის დარღვევით (შეყოვნებით) დაარტყა პენალტი, ყველამ აშკარად დაინახა. აქაოდა, მიკერძოება არ დამწამონო, ი. სავჩენკო ზედიზედ ხან ერთ მხარეს უშვებდა უხეშ შეცდომებს, ხან მეორე მხარეს. მაყურებელს აღიზიანებს მსაჯის ასეთი უტაქტობა. დიახ, უტაქტობა, რადგან ასეთი მსაჯობა გულშემატკივართა თავმოყვარეობაზე მოქმედებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საბოლოო ანგარიშით, ჩვენმა მაყურებელმა ამჯერადაც ნამდვილად რაინდული გულშემატკივრობა გამოიჩინა.
არ შეიძლება არ დავეთანხმოთ საზოგადოებრივ აზრს, რომ მსაჯები კვლავ და კვლავ განუკითხავად სცოდავენ. მატჩებზე მსაჯობის შემფასებელთა პოზიცია და დასკვნები ხშირად აშკარად ეწინააღმდეგება ფეხბურთის გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობის შთაბეჭდილებას. პირდაპირ ვთქვათ, გულშემატკივრის კულტურას, რაც ქვეყნის სტადიონებზე წესრიგის განმტკიცებაზე მეტყველებს, აშკარად ჩამორჩება მსაჯობის კულტურა. მკითხველი გვეტყვის: საკითხის ამგვარად დასმას, ისიც მხოლოდ ჩვენს პრესაში, რა აზრი აქვსო. სხვაგან აკითხის დასმა რედაქციის საქმე არ არის. საზოგადოებრივი აზრი საქართველოს სპორტსახკომმა და მისმა ფეხბურთის სამმართველომ უნდა მიიტანონ იქ, „სადაც ჯერ არს…“, სადაც უფლებამოსილნი არიან არა მარტო დასკვნები გააკეთონ, არამედ პრაქტიკული ნაბიჯებიც გადადგან. ფეხბურთში მსაჯობაც ხომ უკეთესობისკენ უნდა გარდაიქმნას და არა უარესობისკენ.

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от 5 мая 1988 года:

Уступили на своем поле.
В матче девятого тура чемпионата страны среди команд вышей лиги динамовцы Тбилиси принимали на своём поле днепропетровский «Днепр» и уступили со счётом 0:1.
Это была вторая игра соперников в нынешнем сезоне. До этого команды встречались в четвертьфинале розыгрыша Кубка Советского Союза в Днепропетровске. И в том матче сильнее были футболисты «Днепра», которые победили со счётом 2:1.
Начало отчётной встречи прошло с преимуществом хозяев поля. Обстреливали ворота из-за штрафной Цвейба, Гурули. Но постепенно игра выравнялась, и уже опасные моменты стали возникать у ворот тбилисцев. Один из них, после ошибки защитника, с трудом ликвидировал Габелия. Развязка же наступила на 36-й минуте, когда в ворота динамовцев был назначен одиннадцатиметровый. Его реализовал нападающий «Днепра» Шахов.
Во втором тайме грузинские футболисты предприняли попытки выправить положение, но их атакам не хватало разнообразия, а нападающим — мобильности.