«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 1:2 (0:2)

«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 1:2 (0:2)

Чемпионат СССР 1988 года. Высшая лига. Матч № 06.
18 апреля 1988 года. 19-00. Тбилиси. Стадион: «Динамо» им. В.И.Ленина. 48200 зрителей.
Судьи: А.Спирин, М.Иоффе, А.Картавцев (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Э.Тевзадзе, Чедия (Месхи, 29), Арзиани, Ревишвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Коргалидзе (Г.Джишкариани, 70), Гурули, Панцулая.
«Арарат»: Подшивалов, Киракосян, Саркисян, А.Хачатрян, Айвазян (Веранян, 66), Енгибарян (Акопян, 46), Камалян, Хашманян, Кочарян, Галустян, Меликян.
Голы:
0:1 Киракосян — 23
0:2 Меликян — 41
1:2 Гурули — 47 (пен.)
Предупреждения: Саркисян, Хашманян.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 3440)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 19 апреля 1988 года:

И радости, и, огорчения. ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван). 1:2 (0:2). Тбилиси. Стадион «Динамо» им. В. И. Ленина. 18 апреля. Солнечно. 19 градусов. 49 000 зрителей.
СУДЬИ А. Спирин, М. Иоффе, А. Картавцев (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Тевзадзе, Чедия (Месхи, 29), Арзиани, Ревишвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Коргалидзе (Г. Джишкариани, 70), Гурули, Панцулая.
«Арарат»: Подшивалов, Киракосян, Саркисян, Хачатрян, Айвазян (Веранян, 68), Енгибарян (Акопян, 46), Камалян, Хашманян, Кочарян, Галустян, Меликян.
Голы: Киракосян (23), Мели-кян (41), Гурули (47) — с 11-метрового.
Предупреждены: Саркисян, Хашманян.
Дублеры — 2:2. Голы: у «Динамо» — Г. Джишкариани, Хурцилава; у «Арарата» — Веранян (2).
Гости в первом тайме выглядели явно предпочтительнее своих соперников. Ещё в самом дебюте встречи дважды мог отличиться Меликян, Впрочем, Ереванцы не пали духом и после этих неиспользованных моментов. Так что гол. хладнокровно забитый Киракосяном, явился логическим венцом усилий «Арарата».
Хозяева поля, лишь после, пропущенного мяча убедившиеся в том, что такая игра успеха. им не принесет, большими силами пошли в атаку. За короткий отрезок времени, с 28-й по 38-ю минуту, они трижды были близки к цели, но сильнейшим ударам Панцулая, Сулаквелидзе и Коргалидзе каждый раз чуть-чуть не хватало точности Словом, гол, что называется, назревал. Однако забит он был не в ворота, подвергшиеся такому «артобстрелу», а в противоположные. Габелия после удара Айвазяна не смог удержать мяч в руках, и Меликян оказался тут как тут.
Весь второй тайм тбилисцы настойчиво пытались наверстать упущенное. Отквитав вначале один гол (назначенный за его же снос пенальти использовал Гурули), хозяева поля продолжали искать счастье у ворот Подшивалова, но голкипер «Арарата» был в этот день явно в ударе, не позволив тбилисцам спасти хотя бы очко.
Д. КАКАБАДЗЕ. (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 апреля 1988 года:

„დინამო“ (თბილისი) — „არარატი“ (ერევანი) 1:2 (0:2).
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის ,,დინამოს” სტადიონი. 18 აპრილი.
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი, თევზაძე, ჭედია (მესხი, 29), არზიანი, რევიშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, კორღალიძე (გ. ჯიშკარიანი, 70), გურული, ფანცულაია.
„არარატი“: პოდშივალოვი, კირაკოსიანი, სარქისიანი, ხაჩატრიანი, აივაზიანი (ვერანიანი, 66), ენგიბარიანი (აკოპიანი, 46), კამალიანი, ხაშმანიანი, ქოჩარიანი, მელქონიანი, გალუსტიანი, მელიქიანი.
მსაჯი ა. სპირინი (მოსკოვი).
გააფრთხილეს სარქისიანი, ხაშმანიანი.
თბილისის „დინამოსა“ და ერევნის „არარატის“ შეხვედრათა ტრადიციულ პრინციპულობაზე მრავალჯერ ითქვა და დაიწერა. ჯერ არ ყოფილა ამ ორი გუნდის საკავშირო ჩემპიონატის მატჩი, რომ რომ აკლდეს ემოციურობა ან უკიდურესი დაძაბულობა და, თუმცა, ძველ მეტოქეთა ხშირად ისეთი, ერთი შეხედვით აბსურდული, „გაუგებარი“ ანგარიშები, როგორიცაა 5:0 და 0:4, 7:4 და 1:5, მაგრამ ეს შეუსაბამოებანი მთავარ არსს არ ცვლის: თბილისელები ღებულობენ თავიანთ მინდორზე ერევნელებს, თუ „არარატია“ მასპინძელი, სულ ერთია, ბრძოლა უშეღავათოდ, მწვავედ და მძაფრად მიმდინარეობს.
გამონაკლისს, რა თქმა უნდა, არც ახლანდელი მატჩი წარმოადგენდა. მის შედეგს ორივე გუნდისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა როცა ჯერ კიდევ საკავშირო ჩემპიონატის დასაწყისია და გათამაშების თავისებური ფორმირება ხდება, თითოეული მატჩის შედეგი ფრიად მნიშვნელოვანია. ახლანდელ დანაკარგს შემდგომში, ყოველ გუნდს, რომ დადებითი თუ უარყოფითი პერსპექტივები გამოეკვეთება, ძნელად თუ აინაზღაურებ.
მატჩი წავაგეთ, მართალია, ჩვენი ერთერთი საუკეთესო არბიტრის ა. სპირინის მისამართით კონკრეტულ პრეტენზიებს ვერ გამოვთქვამთ, თუმცა, მან რომ თავისი რანგისა და კვალიფიკაციის შესაფერისად ვერ უხელმძღვანელა თამაშს, ეს ცხადია: იყო ცალკეული შეცდომები, გაუგებარი ლაფსუსები. მაგრამ ჩვენი წაგება რომ მსაჯს დავაბრალოთ, ჯერ ერთი, ეს სწორი არ იქნება, მეორეც – ეს დათვურ სამსახურს გაუწევს პირველ ყოვლისა ჩვენს გუნდს და, მერე, მის ქომაგებსაც. წავაგეთ იმიტომ, რომ „არარატმა “ უკეთ და სწორად ითამაშა, ვიდრე „დინამომ“! მეტოქე გაცილებით უფრო მობილიზებული, მიზანსწრაფული და ორგანიზებული იყო. წავაგეთ იმიტომ, რომ არასწორად იყო დაკომპლექტებული შემადგენლობა, გაუგებარი დარჩა მოთამაშეთა შეცვლის მიზეზიც და მიზანიც.
კვლავ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ სავალალო სინამდვილეს, რომ თბილისის „დინამო“, როგორც წესი, თამაშის პირველ ნახევარს გაცილებით უფრო სუსტად ატარებს, ვიდრე ეს მას შეუძლია და მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩენილი ენერგია და მონდომება საქმეს ყოველთვის ვერ შველის. ახლა, პირველი 45 წუთის განმავლობაში თბილისელებმა ვერაფრით ვერ მიაგნეს თავის თამაშს, ხშირი იყო შეცდომები დაცვაში, ნახევარდაცვის რგოლი როგორღაც „თავისთვის“, იზოლირებულად მოქმედებდა, რეალურ დახმარებას ვერ უწევდა მცველებს და ვერც თავდამსხმელებს ეხმარებოდა რიგიანად, ამასთან ჩვენს ნახევარმცველებს საოცრად უზუსტო პასი აქვთ. რამდენიმე ნაბიჯზე მყოფ უახლოეს მეტოქესთან ისინი, ასე თუ ისე, ახერხებენ კომბინაციური კონტაქტების დამყარებას, მაგრამ საკმარისია საქმე მიდგეს შორეულ გადაცემაზე, რომ აქ ბურთი აშკარად უმისამართოდ იგზავნება და მეტოქეებისათვის იგი გაცილებით უფრო იოლი მისაღებია, ვიდრე პარტნიორებისათვის. მართალია „არარატის“ კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ მათი რეალიზება არ მოხერხდა არაფრით, „დინამოს“ ფორვარდები მკაცრი პრესინგის ვითარებაში სისტემატურად აგებდნენ ბრძოლას მცველებთან. თამაში რამდენადმე გამოაცოცხლა შეცვლაზე შემოსულმა მესხმა, იგი საკმაოდ იოლად სძლევდა მეტოქის მცველებს ინდივიდუალური ბრძოლისას, მაგრამ საბოლოო გადაცემები კარის წინ მეტად არაზუსტი იყო. მარცხენა ფლანგიდან მიწოდებულ ბურთებს, უმეტესად, ერევნელთა მცველები იგერიებდნენ.
მონდომებასა და თავგამოდებაზე ამჯერად არ ვლაპარაკობთ. თბილისის „დინამოს“ რიგებში ამ დღეს არ იყო არცერთი ფეხბურთელი, რომელსაც შეგვიძლია დავაყვედროთ ინერტულობა და სიზარმაცე, მაგრამ თუ ვილაპარაკებთ სპორტული ოსტატობის დონეზე, აქ აშკარა ჩავარდნა გვაქვს. თბილისელ ფეხბურთელთა უმრავლესობას რატომღაც ჰგონია, რომ ტექნიკა ეს არის ბურთის გაუთავებელი ტარება და დრიბლინგი. ამას ისინი საკმარისზე მეტ ხარკს უხდიან, მაგრამ თუ ვილაპარაკებთ თამაშის ორგანიზაციაზე, კოლექტიურ ტაქტიკურ ოსტატობაზე და ჩაფიქრებულ კომბინაციათა განხორციელებაზე, აქ აშკარად ჩამოვრჩებით. სრულიად მარტივ ვითარებაში, როცა ერთ შორეულ გადაცემას შეუძლია გადაწყვიტოს ამა თუ იმ ტაქტიკური ჩანაფიქრის ბედი, ზოგიერთი დინამოელი ერთთავად იმას ლამობს საკუთრივ გაირბინოს ეს მანძილი და იქ მიიტანოს ბურთი, სადაც საამისოდ სრულიად საკმარისი იყო სწრაფი, ზუსტი, ჭკვიანური პასის გაკეთება. ასეთ ინდივიდუალურ მანევრებს დროც ბევრი სჭირდება, შრომაც და ენერგიაც ეფექტი კი თითქმის არ არის. მეტოქე მუდამ ასწრებს კონტრზომების მიღებას.
აღნიშნულ მატჩში „არარატს“ ჰყავდა ორი აშკარად გამოკვეთილი თამაშის ორგანიზატორი, ლიდერი, რომელთა უნარიანმა მოქმედებამ არსებითად განაპირობა კიდეც გუნდის წარმატება. ეს ლიდერები იყვნენ სარქისიანი (N3) და კირაკოსიანი (N2). დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც ისინი თითქმის უშეცდომოდ, აქტიურად მოქმედებდნენ, სწორედ მათი ტექნიკური და ტაქტიკური ოსტატობის წყალობით შეძლო სტუმართა გუნდმა თამაშის სწორად წარმართვა.
ასეთი ლიდერები და ორგანიზატორები დინამოელებს არ არ ჰყავდათ. მართალია ბევრი იშრომეს სულაქველიძემ და თევზაძემ, მაგრამ მათი ორგანიზებული, შემაკავშირებელი როლი ნაკლებად იგრძნობოდა. საერთოდ, დინამოელთა თამაში ამ დღეს იმპულსური და ფეთქებადი უფრო იყო, ვიდრე რიგიანად მოფიქრებული, აწყობილი და დაგეგმილი ტაქტიკური ბრძოლა.
პირველი ბურთი „არარატმა“ 23–ე წუთზე გაიტანა სწრაფად მოფიქრებული კონტრშეტევის შედეგად. მინდვრის სიღრმიდან მოწოდებულ შორეულ გადაცემაზე სწრაფად გავიდა კირაკოსიანი, ჭედია ჩამორჩა და ვერ დაეწია მეტოქეს, კირაკოსიანმაც ზუსტი დარტყმით გაგზავნა ბურთი ბადეში. ვიმეორებთ, ეს დინამოელთა უხეში ტაქტიკური შეცდომის შედეგი იყო.
მეორე გოლი ჩვენი მეკარის ტექნიკური შეცდომის შედეგია. მიმდინარეობდა 41–ე წუთი, როცა აივაზიანმა შორი მანძილიდან, დაახლოებით 25 მეტრიდან , დაარტყა კარში. გაბელიამ აიღო ბურთი, მაგრამ ხელიდან გაუშვა და მელიქიანმა ყველაზე ადრე მოისაზრა, როგორ უნდა ემოქმედა. 0:2 პირველი ტაიმის შემდეგ სერიოზული ფორაა დაწინაურებული გუნდისთვის, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ დინამოელებმა შესვენების შემდეგ მთელი ძალით იბრძოლეს მდგომარეობის შესაცვლელად, მათ არ შეუნელებიათ იერიშები, თუმცა დასჯერდნენ გურულის მიერ 47–ე წუთზე 11–მეტრიანი დარტყმით გატანილ ერთადერთ გატანილ საპასუხო გოლს. აქ კვლავ და კვლავ გვიხდება იმაზე საუბარი, რომ ორი საფეხბურთო ტაიმის ამგვარ განაწილება, ე. ი. აშკარად ცუდად ნაგვიანევი კარგი თამაში მხოლოდ ზიანს მოუტანს ჩვენს გუნდს. აღსაწერადაც ძნელია თუ რამდენი სახიფათო მომენტი შეიქმნა „არარატის“ კართან, დროდადრო „დინამო“ მთელი შემადგენლობით მოპირდაპირე საჯარიმოსთან იყო დასახლებული, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია. საგოლე პოზიციაში ჩვენი ფეხბურთელები ნაჩქარევად მოქმედებდნენ, დროზე ვერ იხსნებოდნენ, ჯგუფურად იყრიდნენ თავს, და არსებითად კარის დაცვას უადვილებდნენ სტუმრებს. მატჩის დასასრულამდე სულ გვქონდა იმის იმედი, რომ დინამოელები თუნდაც საპასუხო ბურთს გაიტანდნენ, მაგრამ „არარატი“ გადაურჩა ამ ხშირ იერიშებს. მთელმა გუნდმა და განსაკუთრებით მეკარე პოდშივალოვმა შეძლეს ყველა ხიფათის უვნებელყოფა.
ლაპარაკი „არარატის“ გამარჯვების კანონზომიერებაზე ზედმეტად მიგვაჩნია: ერევნელებმა, გარდა იმისა რომ მონდომებით ითამაშეს, საკმარისო ოსტატობა გამოავლინეს. თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა თამაშში კი ამჯერად მონდომება, ზედმეტი ფუსფუსი უფრო მეტი იყო, ვიდრე ოსტატობა და სწორი თამაშის ორგანიზაცია. ამიტომაც დავმარცხდით.
ახლა თბილისის „დინამო“ კვლავ ძნელი ამოცანის წინაშე იმყოფება: 24 აპრილს ჩვენი გუნდი ბაქოში ეთამაშება “ნეფთჩის“. ბაქოელები კი ახლა ბოლო ადგილზე იმყოფებიან და საკუთარ მინდორზე ყოველნაირად შეეცდებიან დაკარგული პოზიციების აღდგენას. ამიტომაც თბილისის დინამოელებს “ნეფთჩისთან“ გაათკეცებული ძალით მართებთ ბრძოლა.
,,ლელოს” ფეხბურთის განყოფილება.
ინტერვიუ მატჩის შემდეგ:
გერმან ზონინი. თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: რა თქმა უნდა, ჩვენმა გუნდმა თავის შესაძლებლობებზე სუსტად ჩაატარა მატჩი. ფეხბურთი ორი ტაიმისგან შედგება, დინამოელებმა კი ეს რატომღაც დაივიწყეს. პირველი და მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. თბილისელები არც ფიზიკური, არც ტექნიკური მომზადებით არავის ჩამოუვარდებიან, გუნდმა კი უკვე მეექვსე ტურია თავისი თამაში ვერა და ვერ იპოვა. სწორედ ეს არის საოცარი და გასაკვირი.
არკადი ანდრიასიანი. ერევნის „არარატის“ მთავარი მწვრთნელი: თბილისელებთან თამაში ერევნელთათვის ყოველთვის ძალების უკიდურესი დაძაბვით მიმდინარეობს. ჩვენი გუნდი, როგორც ჩანს, უფრო მომზადებული შეხვდა ჩვენთვისაც ურთულეს მატჩს. „არარატის“ ფეხბურთელებს თბილისში 1971 წლიდან არ მოუგია და ეს ახლა, ჩვიდმეტი წლის შემდეგ შეძლო. გამარჯვებაში ყველას თანაბრად მიუძღვის წვლილი, ამიტომაც ცალკეულ ფეხბურთელებს არ გამოვყოფ. რაც შეეხება თბილისის დინამოელებს, მჯერა, რომ გუნდი მალე უძლიერესთა რიგებში ჩადგება. ამის გარანტიას იძლევა ის ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა, რომელიც დღეს გუნდშია.