«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (0:1)

«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (0:1)

Чемпионат СССР 1987 года. Высшая лига. Матч № 23.
12 сентября 1987 года. Ереван. Стадион «Раздан». Солнечно, 22 градуса. 47800 зрителей.
Судьи: С.Хусаинов, С.Анохин, В.Демихов (все — Москва).
«Арарат»: Подшивалов, Киракосян, Саркисян, А.Хачатрян (к), Погосян, Чилингарян, Маркарян, Айвазян (Хашманян, 60), Кочарян (Акопян, 80), Веранян, Осипян.
«Динамо»: Габелия, Цвейба, Чивадзе (к), Чедия, Арзиани, Ревишвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Какилашвили (Губаз, 46), Гурули, Шенгелия.
Голы:
0:1 Чивадзе — 12
1:1 А.Хачатрян — 68 (пен.)
2:1 А.Хачатрян — 78 (пен.)
Удаления: Саркисян, Цвейба (оба — 70).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 2670)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 15 сентября 1987 года:

ЕРЕВАН.
«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси). 2:1 (0:1).
Стадион «Раздан», 12 сентября. Солнечно. 22 градуса. 47 800 зрителей.
Судьи С. Хусаинов, С. Анохин, В. Демихов (все — Москва).
«Арарат»: Подшивалов, Киракосян, Саркисян, Аш. Хачатрян, Погосян, Чилингарян, Маркарян, Айвазян (Хашманян, 60), Кочарян (Акопян, 80), Веранян, Осипян.
«Динамо»: Габелия, Цвейба, Чивадзе, Чедия, Арзиани, Ревишвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Какилашвили (Губаз, 46), Гурули, Шенгелия.
Голы: Чивадзе (12), Аш. Хачатрян (68, 78, оба — с 11-метровых).
Удалены Цвейба и Саркисян.
Дублеры 1:0. Гол: Сафарян.
Тбилисцы пока не покинули опасной зоны, и очковая недостаточность, видимо, повлияла на выбор их тактики.
Сосредоточив основные усилия на обороне, гости тем не менее открыли счет в матче. В ходе быстрой контратаки Чивадзе нанес точный удар. После этого динамовцы всей командой ушли в защиту, и в дальнейшем, как считает наш корреспондент М. Анджелян, игра свелась к противоборству нападения «Арарата» с обороной гостей. Роковой для тбилисцев стала 68-я минута, когда Чивадзе рукой прервал атаку соперников. 11-метровый. Не промолчал судейский свисток и во второй раз, когда был сбит в штрафной Веранян. Ереванцы повели — 2:1. Игра стала жесткой, нервной, а порой и грубой. Арбитр, проявив твердость, удалил с поля за неспортивное поведение Цвейбу и Саркисяна.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 15 сентября 1987 года:

განვლილ შაბათს გაიმართა სსრ კავშირის 50-ე საფეხბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩები უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის.
“არარატი“ (ერევანი) — „დინამო“ (თბილისი) 2:1 (0:1).
ერევანი. „რაზდანის“ სტადიონი. 12 სექტემბერი.
„არარატი“: პოდშივალოვი, კირაკოსიანი, სარქისიანი, ხაჩატრიანი, პოღოსიანი, ჩილინგარიანი, მარქარიანი, აივაზიანი (ხაშმანიანი, 60), ქოჩარიანი (აკოფიანი, 38), ვერანიანი, ოსიპიანი.
„დინამო“: გაბელია, ცვეიბა, ჩივაძე, ჭედია, არზიანი, რევიშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, კაკილაშვილი (გუბაზი, 46), გურული, შენგელია.
მსაჯი ს. ჰუსეინოვი (მოსკოვი).
მინდვრიდან გააძევეს ცვეიბა და სარქისიანი.
დუბლიორები — 1:0.
მატჩის შედეგის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ერევნელმა ფეხბურთელებმა რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ ბოლო ხანებში საგრძნობლად გაიუარესეს მდგომარეობა სატურნირო ცხრილში და თავიდან სჭირდებათ ბრძოლა პირველ ხუთეულში მოსახვედრად. ხუთეული კი გაისად ევროპულ საკლუბო ტურნირში მონაწილეობის უფლებას იძლევა. რაც შეეხება თბილისის „დინამოს“, მისი ფრიად არასახარბიელო მდგომარეობა ყველას კარგად მოგეხსენებათ, დაუმატეთ ამას ამ ორი გუნდის ტრადიციული მეტოქეობა საკავშირო შეჯიბრებებში და გასაკვირი არ იქნება, რომ მატჩი უკიდურესად დაძაბულ, შეუპოვარ ბრძოლაში ჩატარდა.
ეს დაძაბულობა ნათლად იგრძნობოდა პირველივე წუთებიდან. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი მხარე არც ცდილა ტექნიკური მომზადებით ან ტაქტიკური მანევრებით, წმინდა სპორტული კლასის მეშვეობით მიეღწია უპირატესობისთვის. მინდორზე დასაწყისიდანვე უკომპრომისო ბრძოლა გაჩაღდა. ორივე გუნდის ფეხბურთელები თამაშობდნენ მთელი ძალით, მთელი მონდომებით, თავგამოდებით და ამ ბრძოლაში „არარატს“ გარკვეული ტერიტორიული უპირატესობა ეპყრა. ბურთს უმეტესად ერევნელი ფეხბურთელები ფლობდნენ, მაგრამ დინამოელები ყოველ შესაძლო შემთხვევაში სწრაფად და მოულოდნელად ახორციელებდნენ კონტრშეტევებს. სწორედ ასეთი კონტრშეტევის დროს „არარატის“ კარი ძელმა იხსნა, მაგრამ მოგერიებულ ბურთს მიუსწრო ჩივაძემ და გახსნა ანგარიში — 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები გამუდმებით უტევდნენ, დინამოელები კარგა ხანს ძირითადად თავს იცავდნენ და მხოლოდ ტაიმის დასასრულს შეძლეს მდგომარეობის გათანაბრება.
ხანგრძლივი იერიშებით დაიწყეს ერევნელებმა თამაში მეორე ტაიმშიც. 69-ე წუთზე არბიტრმა ს. ჰუსაინოვმა მიიჩნია, რომ ჩივაძემ განზრახ ხელით ითამაშა და 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად გამოიყენა ხაჩატრიანმა — 1:1.
ს. ჰუსაინოვს 78-ე წუთზე მეორე 11-მეტრიანის დანიშვნა მოუხდა დინამოელთა კარში. ამჯერად მცველის უხეში თამაშისთვის და ხაჩატრიანმა ზუსტი ანალოგიით შეასრულა მეორე დარტყმა. გაიმარჯვა „არარატმა“ – 2:1.
მატჩი ერევანში, ვიმეორებთ, ძალზე მძიმე, ნერვიული და დაძაბული იყო. თბილისის დინამოელებმა მთლი მონდომებით, ენერგიულად იბრძოლეს და, თუმცა, ცალკეულ მოთამაშეთა კლასი ჯერ კიდევ შორსა დგას სასურველისგან, ქულის აღება უდავოდ შეიძლებოდა. მაგრამ, ჩვენი აზრით, ამ ეპიზოდში, როცა მეორე პენალტი დაინიშნა, მცველს შეეძლო წესის დარღვევა აერიდებინა თვიდან, სიტუაცია არ იყო ისეთი უიმედო, რომ მარტოოდენ ამგვარ იძულებით დარღვევას შეეძლო მდგომარეობის ხსნა.
არ შეიძლება სხვა მომენტსაც ავუაროთ გვერდი. მხედველობაში გვაქვს ა. ცვეიბას უდისციპლინო საქციელი, რის გამოც იგი მინდვრიდან გააძევეს. ა. ცვეიბა ამჟამად თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი წამყვანი, საყრდენი მოთამაშეა. იგი მეტად მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს გუნდში. მის თამაშზე ბევრი რამაა დამოკიდებული.