«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (0:0)

«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (0:0)

Чемпионат СССР 1986 года. Высшая лига. Матч № 17.
13 июля 1986 года. Донецк. Центральный стадион «Шахтер». Ясно, 23 градуса. 33600 зрителей.
Судьи: В.Кузнецов (Омск), А.Горин (Кишинев), Б.Иванов (Московская обл.).
«Шахтер»: Золотницкий, Варнавский, Драгунов, Раденко, Пархоменко, Рудаков, Ященко, Соколовский (к) (Гайдаш, 72), Петров (Гошкодеря, 80), Смолянинов, Гуляев.
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Кудинов (Гурули, 46), Какилашвили (Челебадзе, 74), Сванадзе, Сулаквелидзе, Угрелидзе, Цаава, Месхи.
Голы:
1:0 Петров — 73 (пен.)
1:1 Месхи — 88

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 1904)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 15 июля 1986 года:

ДОНЕЦК.
«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси). 1:1 (0:0).
Центральный стадион «Шахтер». 13 июля. Ясно. 23 градуса, 33 600 зрителей.
Судьи В. Кузнецов (Омск), А. Горин (Кишинев), Б. Иванов (Московская обл.).
«Шахтер»: Золотницкий, Варнавский, Драгунов, Раденко, Пархоменко, Рудаков, Яшенко, Соколовский (Гайдаш, 72), Петров (Гошкодеря, 80), Смолянинов, Гуляев.
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Кудинов (Гурули, 46), Какилашвили (Челебадзе, 74), Сванадзе, Сулаквелидзе, Угрелидзе, Цаава, Месхи.
Голы: Петров (73, с пенальти), Месхи (88).
Дублеры — 4:0. Голы: Гайдаш (4).
Матч проходил в равной борьбе, когда команды поочередно, захватывали инициативу, но некоторое предпочтение следует отдать хозяевам, ибо Габелия чаще вступал в игру, чем Золотницкий.
Равновесие в счете было нарушено с появлением на поле 19-летнего Гайдаша, который в матче дублеров провел 4 гола. Он был тут же брошен партнерами в прорыв, который Габелия прервал недозволенным приемом. Петров с 11-метровой отметки спокойно отправил мяч в сетку, исправив свою оплошность в первом тайме, когда с семи метров не попал в ворота.
Розыгрыш одного из штрафных, в котором участвовали Чивадзе и Челебадзе, помог тбилисцам сравнять счет. Завершил комбинацию Месхи, неожиданно оказавшийся на правом фланге.
М. Левицкий.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 15 июля 1986 года:

„შახტიორი“ (დონეცკი) – „დინამო“ (თბილისი) 1:1 (0:0).
ამ კალენდარული ტურისთვის დონეცკის „შახტიორი“ უმაღლესი ლიგის საკავშირო გათამაშებაში პირველ ადგილზე იყო. ძნელი სათქმელია, როგორ მიაღწია ლიდერის მდგომარეობას ამ გუნდმა, რომელიც წლევანდელი ჩემპიონატის მსვლელობაში ჯერ გათამაშების ცხრილის შუა ადგილებზე იმყოფებოდა, შემდეგ კი მის მეორე ნახევარშიც გადაინაცვლა (მაგალითად, 13 აპრილისთვის „შახტიორი“ მხოლოდ მეთერთმეტე ადგილზე იყო), მაგრამ ფაქტია, მომდევნო მატჩებში რამდენიმე გამარჯვების შემდეგ გუნდმა ლიდერის პოზიციას მიაღწია.
თამაშის დასაწყისი ორმხრივი შეტევებით აღინიშნა. დინამოელთა ერთ–ერთი იერიშის დროს მეკარე ზოლოტნიცკისთან პირისპირ გავიდა მესხი და დაკარგა ბურთის გატანის საუკეთესო შესაძლებლობა. მალე დინამოელებმა კუთხური მოაწოდეს და ჩივაძის დარტყმა სულ ოდნავ აცდა „შახტიორის“ კარს.
შემდგომში დონეცკელმა ფეხბურთელებმა ნახევარმცველთა მეტად აქტიური თამაშის მეოხებით ჯერ გაათანაბრეს მდგომარეობა, შემდეგ კი პეტროვმა, სმოლიანინოვმა, იაშჩენკომ რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. კერძოდ, 70–ე წუთზე იაშჩენკო ღიად დარჩა გაბელიასთან და ამ უკანასკნელმა მხოლოდ ბოლო წამს მოუსწრო კარში მქროლ ბურთს.
73-ე წუთზე, დონეცკელთა ერთ–ერთი იერიშის დროს, მინდორზე ახლად გამოსული გაიდაშის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის ომსკელმა მსაჯმა ვ. კუზნეცოვმა 11 მეტრიანი დანიშნა. დარტყმა ზუსტად შეასრულა პეტროვმა. „შახტიორი“ დაწინაურდა – 1:0.
მატჩის დასასრულამდე დრო ბევრი აღარ იყო დარჩენილი და თბილისელმა ფეხბურთელებმაც მაქსიმალური ძალებით შეუტიეს. მასპინძელთა კართან იერიში იერიშს მოსდევდა. სახიფათო მომენტები იქმნებოდა განუწყვეტლივ. მეკარე ზოლოტნიცკი და მცველები ძლივს აუდიოდნენ შეტევებს. ბოლოს, 88–ე წუთზე, დაინიშნა საჯარიმო. ძლიერად დარტყმული ბურთი მოხვდა მცველთა კედელს. შემდეგ დინამოელებმა სწრაფად გაითამაშეს კომბინაცია და საბოლოო დარტყმისთვის ბურთი მესხს გადასცეს. მესხის ზუსტმა დარტყმამ წერტილი დაუსვა ამ მეტად დაძაბული, მწვავე ბრძოლით აღსავსე შეხვედრის საბოლოო ანგარიშს – 1:1.
მეტოქეთა შემადგენლობანი: „შახტიორი“ – ზოლოტნიცკი, ვარნავსკი, დრაგუნოვი, რადენკო, პარხომენკო, რუდაკოვი, იაშჩენკო, სოკოლოვსკი (გაიდაში), პეტროვი (გოშკოდერი), სმოლიანინოვი, გულიაევი; „დინამო“: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, კუდინოვი (გურული), კაკილაშვილი (ჩელებაძე), სვანაძე, სულაქველიძე, უგრელიძე, ცაავა, მესხი. მსაჯი ვ. კუზნეცოვი (ომსკი).
დუბლიორთა მატჩი „შახტიორის“ გამარჯვებით დამთავრდა – 4:0.