«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 0:0

«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 0:0

Чемпионат СССР 1984 года. Высшая лига. Матч № 03.
22 марта 1984 года. Москва. ЛФК ЦСКА. 4350 зрителей.
Судьи: М.Ступар (Ивано-Франковск), А.Маяцкий (Черкассы), А.Кафаджи (Одесса).
«Динамо» М.: Уваров, Хапсалис, Новиков (к), Милешкин, Головня, Ментюков, Стариков, Чесноков (Молодцов, 82), Бородюк, Каратаев, Газзаев.
«Динамо» Тб.: Кантария, Паикидзе, Чивадзе (к), Э.Тевзадзе, Арзиани, Сичинава, Сванадзе (Какилашвили, 66), Сулаквелидзе, Жвания, Цаава (Чкареули, 77), Жоржикашвили.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 24 марта 1984 года:

«ДИНАМО» (Москва) — «ДИНАМО» (Тбилиси) — 0:0.
«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси), 0:0. Москва, ЛФК ЦСКА. 22 марта. 4350 зрителей.
Судьи М. Ступар (Ивано-Франковск), А. Маяцкий (Черкассы), А. Кафаджи (Одесса).
«Динамо» (Москва); Уваров, Хапсалис, Новиков, Милешкин, Головня, Ментюков, Стариков, Чесноков (Молодцов, 82), Бородюк, Каратаев, Газзаев.
«Динамо» (Тбилиси): Кантария, Паикидзе, Чивадзе, Тевзадзе, Арзиани, Сичинава, Сванадзе (Какилашвили, 66), Сулаквелидзе, Жвания, Цаава (Чкареули, 77),
Жоржикашвили.
Дублеры — 1:0. Гол: Матюнин.
Интерес к матчу объясняется двумя обстоятельствами; крупным поражением москвичей в предыдущем туре в Ереване И стремлением поклонников клуба по возможности понять природу обескураживающей неудачи, а также желанием поближе познакомиться с заново по существу создаваемой командой южан, которая стараниями популярного в прошлом игрока и молодого тренера Д. Кипиани успела неплохо зарекомендовать себя на старте чемпионата.
Вскоре после начала встречи выяснилось, что хозяева поля способны, как и прежде, вести игру с достоинством и желанием. Этим они дали понять, что осечку в матче с «Араратом» считают поучительным, но проходным эпизодом. А поскольку желание играть было заметным у обеих сторон, спор между ними сразу приобрел увлекательный характер, И разгорелся он за обладание центром поля.
Москвичи старались здесь выстраивать наступление солидно, придерживаясь строгой игровой дисциплины. Однако быстрые и техничные гости в ответ удачно импровизировали, сочетая пас с обводкой. Обратил на себя внимание уверенным дриблингом и хорошим тактическим зрением молодой нападающий Жоржикашвили. Активно помогал ему Цаава, который, пожалуй, был и самым опасным среди южан, если иметь в виду его зараженность на удар. Дважды в первом тайме он безошибочно улавливал момент для обстрела ворот. И только мастерство Уварова, отлично выбиравшего позицию, помогло москвичам с честью выйти из трудного положения.
Поддержать задор молодых партнеров, направить их энергию и поиск в нужное русло— такими выглядели редкие, но логичные подключения вперед капитана тбилисцев Чивадзе. В них легко угадывался почерк настоящего мастера, технически безупречно решившего возникавшие задачи.
Свои усилия в попытках переиграть друг друга команды увенчали двумя острыми моментами. Сначала едва не добился успеха Сулаквелидзе. Его могучие удар по воротом пришелся в кого-то из защитников москвичей, посла чего мяч коварно изменил направление и с трудом был пойман Уваровым. Затем Газзаев получив пас от Бородюка и улучшив удобное мгновение нанес редкий по силе и красоте удар, однако Кантария, проявив завидную реакцию и присутствие духа, сумел эффективно отразить его.
У москвичей бычно заметный на левом фланге Каратаев на этот раз часто необоснованно смещался в центр, где в условиях тесноты тушевался. А жаль. Все указывало на то, что этот интересный и нестандартный игрок мог быть куда полезней на привычном месте, где к тому же не всегда уверенно действовал защитник Паикидзе.
Думается, что этот небольшой, казалось бы, тактический просчет снизил атакующий атакующий потенциал москвичей.
Во второй половине встречи характер игры не изменился, У хозяев мог отличиться Стариков, но его отличный удар из-за пределов штрафной площади Кантария перевел ни угловой. Гости не остались в долгу, и Жвания расчетливой передачей вывел в прорыв по левому флангу защитника Арзиани. Тот нанес сильный низовой удар с ходу и мог бы надеяться стать героем матча, если бы не мгновенный бросок Уварова, который спас положение.
Итак, ничья, никоим образом не портящая репутации ни одной из сторон.
С. САЛЬНИКОВ, заслуженный мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 24 марта 1984 года:

საკუთარი ხელწერის ძიებაში.
მოსკოვი. ცსკა–ს სპორტკომპლექსი. 21 მარტი, 4 350 მაყურებელი.
“დინამო” (მოსკოვი) – “დინამო” (თბილისი) 0:0.
მოსკოვი: უვაროვი, ხაპსალისი, ნოვიკოვი, მილეშკინი, გოლოვნია, მენტიუკოვი, სტარიკოვი, ჩესნოკოვი, ბოროდიუკი, კარატაევი, გაზაევი.
თბილისი: ქანთარია, პაიკიძე, ჩივაძე, თევზაძე, არზიანი, სიჭინავა, სვანაძე, სულაქველიძე, ჟვანია, ცაავა, ჟორჟიკაშვილი.
სვანაძის ნაცვლად კაკილაშვილი, 77– წთ. ცაავას ნაცვლად ჩქარეული, 31–ე წთ.
ჩესნოკოვის ნაცვლად მოლოდცოვი.
მსაჯი: მიროსლავ სტუპარი (ივანო–ფრანკოვსკი).
შარშანდელი ჩემპიონატი მოსკოველი და თბილისელი თანაკლუბელებისათვის წარუმატებელი გამოდგა, არა მარტო იმიტომ, რომ გუნდები მათთვის შეუფერებელ ადგილებზე აღმოჩნდნენ, არამედ იმიტომაც, რომ სწორედ შარშან დაკარგეს ერთგვარი მემკვიდრეობითობა თაობათა ცვლაში.
და აი, კოლექტივებს სათავეში ჩაუდგნენ ახალი მწვრთნელები: დაბრუნებული სევიდოვი და “დებიუტანტი” ყიფიანი. სავსებით გასაგებია, რომ პირველი მწვრთნელი ეყრდნობა საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას, მეორე ახალ ასპარეზზე გზას საგანგებოდ ძნელ ვითარებაში, ფაქტიურად ახალი სათამაშო ანსამბლით იწყებს. შეხვედრის წინ ვესაუბრე რამაზ შენგელიას, რომელიც ტრავმის გამო არ თამაშობდა. მისგან გავიგე და ძალზე მესიამოვნა, რომ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე – ყიფიანის ყოფილი პარტნიორები, მთელი პასუხისმგებლობით მხარში უდგანან მწვრთნელს და თავს არ ზოგავენ, რათა დაეხმარონ მას ახალ ამპლუაში. ასე დაწვრილებით იმიტომ ვლაპარაკობ არა საკუთრივ თამაშზე, არამედ ორივე გუნდში არსებულ მდგომარეობაზე, რომ ეს მატჩი, რომელსაც თითქოსდა ბევრი რამ უნდა მიეცა თანაკლუბელებისთვის, ხელოვნურსაფარიან მოედანზე, დახურულ მანეჟში ჩატარდა, მე კი მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დარბაზში თამაში გუნდების შესაძლებლობებზე წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის. დარბაზი შესანიშნავი საშუალებაა ვარჯიშისთვის, მაგრამ საპასუხისმგებლო შეჯიბრებათა მატჩებისთვის სრულიად გამოუსადეგარია. ბუნებრივია, გუნდები, რომლებმაც წინა მატჩები სამხრეთში, ბალახის მინდორზე ითამაშეს, დარბაზში სიძნელეებს წააწყდნენ და თავიანთი შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს.
შეხვედრა მოსკოველთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მას სათამაშო უპირატესობას ვერ დავარქმევთ. თბილისელთა დაცვა დამაჯერებლად უწევდა წინააღმდეგობას მასპინძელთა შემოტევას, სტუმრები შიგადაშიგ სახიფათო კონტრშეტევებსაც ავითარებდნენ. საგოლე მომენტი ძალზე ცოტა იყო. თანაც ამ მაჩვენებლით თბილისელებმა აჯობეს კიდეც მოსკოველებს. ერთ–ერთ ეპიზოდში მარცხენა მცველმა არზიანმა მოედნის სიღრმიდან ჟვანიას კარგი გადაცემა მიიღო, სწრაფად შეიჭრა საჯარიმო მოედანზე და ძლიერად დაარტყა შორეულ კუთხეში. მეკარე უვაროვი მისწვდა ბურთს, რომელიც შემდეგ ძელს მოხვდა და “მინდორს” დაუბრუნდა. შექმნილი საგოლე მომენტებიდან ეს იყო გოლის გატანის ყველაზე რეალური შესაძლებლობა. მალე ამას კიდევ მოჰყვა მსგავსი სიტუაცია. კვლავ მარცხენა ფლანგიდან სულაქველიძის ძლიერმა გადაცემამ სახიფათო სიტუაცია შექმნა მასპინძელთა საჯარიმო მოედანზე, მაგრამ ამას მიზანში დარტყმა არ მოჰყოლია.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ბევრი გამოუცდელი ახალგაზრდაა. დარბაზში, მიუჩვეველ პირობებში, მათ კიდევ უფრო უჭირთ შესაძლებლობათა გამოვლენა, ვიდრე მინდორზე, სადაც ხშირად უხდებათ თამაში. ერთი სიტყვით, ტრიბუნებს ვტოვებდით ამ გუნდებთან ხელახალი შეხვედრის მოუთმენელი მოლოდინით. ვფიქრობ, შუა სეზონში სრულად გამოიკვეთება კოლექტივების სახე. თბილისელებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება შენგელიასა და გუცაევის (დისკვალიფიცირებულია 3 თამაშით) დაბრუნებას.
ვალერი ვინოკუროვი (ტელეფონით, საგანგებოდ “ლელოსთვის”).
მატჩის შემდეგ ჩვენი კორესპონდენტი შეხვდა ორივე გუნდის უფროს მწვრთნელებს. აი რა თქვეს მათ:
ალექსანდრე სევიდოვი: როგორი დაკავებულიც უნდა ვიყო საკუთარი პრობლემებით, მაინც დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს ყიფიანის მუშაობას. ერთხელ, ყიფიანი ჩვენთან, მოსკოვის “დინამოსთან” ერთად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში წამოვიდა. ეს იყო ჩვენი ერთად მუშაობის მოკლე პერიოდი, რომელმაც ძალზე კარგი მოგონებები დამიტოვა. ჩემპიონატისთვის მზადების წინ დათო მოსკოვში ჩამოვიდა და გამოცდილების გაზიარება მთხოვა, რაც დიდი სიამოვნებით შევასრულე. ჩემი აზრით, როცა მწვრთნელი იქიდან იწყებს, რომ ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ისწავლოს, ეს კარგის ნიშანია. თბილისელთა თამაშში ყიფიანის ხელი იგრძნობა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო ელის.
დავით ყიფიანი: თამაში ძალზე ნერვიული გამოდგა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც არათუ პირველად თამაშობდნენ დარბაზში, არამედ “დინამოს” გასვლით მატჩებშიც პირველად გამოდიოდნენ. ვფიქრობ, ჩვენმა მცველებმა კარგად გაართვეს თავი მოვალეობას, როცა უვნებელყვეს გაზაევისა და კარატაევის შემოტევები. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით შუა ხაზის მოთამაშეებზე, რის გამოც ისეთი შეტევითი თამაში ვერ გამოგვივიდა, როგორიც დავისახეთ. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები, ზედმეტი ღელვის გამო ივიწყებდნენ იმას, რაზეც ვლაპარაკობდით თეორიულ მეცადინეობაზე, მაგრამ ვიმედოვნებ, უმაღლეს ლიგაში სათამაშო გამოცდილების მიღების შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნება.