«Динамо» (Тбилиси) — «Кубань» (Краснодар) 3:1 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Кубань» (Краснодар) 3:1 (1:0)

Чемпионат СССР 1982 года. Высшая лига. Матч № 04.
26 апреля 1982 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Облачно, 18 градусов. 39700 зрителей.
Судьи: А.Кадетов, Э.Дидур, А.Спирин (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Хизанишвили, Чивадзе (к), Хинчагашвили, Муджири, Дараселия, Сванадзе, Сулаквелидзе, Челебадзе (Какилашвили, 70), Кипиани (Цаава, 46), Шенгелия.
«Кубань»: Балахнин, Андрейченко, Чеботарев (Журавчак, 68), Бутурлакин, Шитиков, Горюнов, Лагойда, Фомичев, Плошник, Колесов, Хасанов (Кобзев, 68).
Голы:
1:0 Дараселия — 20
2:0 Шенгелия — 54
3:0 Шенгелия — 67
3:1 Лагойда — 80 (пен.)

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 9307)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელოЗаря Востока

Газета «Советский спорт» (Москва) от 27 апреля 1982 года:

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 27 апреля 1982 года:

რ. შენგელია: 100 გოლი.
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 26 აპრილი.
„დინამო“ (თბილისი) – „ყუბანი“ (კრასნოდარი) 3:1 (1:0).
„დინამო“: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, ჩელებაძე (კაკილაშვილი), ყიფიანი (ცავა), შენგელია.
„ყუბანი“: ბალახნინი, ანდრეიჩენკო, ჩებოტარიოვი (ჟურავჩაკი), ბუტურლაკინი, შიტიკოვი, გორიუნოვი, ლაგოიდა, ფომიჩევი, პლოშნიკი, კოლესოვი, ჰასანოვი (კობზევი).
მსაჯი: ა. კადეტოვი (მოსკოვი).
მაყურებლები – 39.700.
დუბლიორები – 4:3. თბილისელთაგან 3 ბურთი გაიტანა ჟვანიამ, 1 – მესხმა. აღსანიშნავია, რომ მოსკოველმა მსაჯმა ვ. სპირინმა ამ მატჩში დანიშნა 5 პენალტი (ორი თბილისელთა კარში).
თბილისელთაგან ერთი პენალტი ზუსტად გამოიყენა მესხმა, ორი – ჟვანიამ.
კრასნოდარელთა გუნდი მესამე წელია უმაღლეს ლიგაში გამოდის და იბრძვის საიმისოდ, ადგილი რომ შეინარჩუნოს უძლიერესთა შორის. ”ყუბანმა” გარკვეულ წარმატებებს მხოლოდ ბოლო წლებში მიაღწია: 1976 წელს გუნდმა დატოვა I ლიგა, 1977 წელს გამოდიოდა მეორე ლიგაში, მაგრამ შემდგომ წელს წარმატებით ითამაშა და ”ტავრიასთან” ერთად გადაინაცვლა უმაღლეს ლიგაში.
ეს ისტორიაა. თბილისელებთან გუშინდელი მატჩის წინ კი ”ყუბანი” საკავშირო ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი იყო — III ადგილი. წლეულს კრასნოდარელებმა დაამარცხეს ქუთაისის ”ტორპედო”, ბაქოს ”ნეფთჩი”, შემდეგ ფრედ ითამაშეს ალმა-ათაში, წააგეს ტაშკენტში და შემდეგ შინ მოუგეს მოსკოვის ”დინამოს”. მხოლოდ ამის შემდეგ იწვნია ”ყუბანმა” ერთადერთი მარცხი მოსკოვის ”სპარტაკთან”.
ასე რომ, თუ წლევანდელ ”ყუბანს” ავიღებთ, ეს უკვე საკმაოდ ძლიერი, რთული მეტოქეა უმაღლეს ლიგაში ერთობ შედეგიანი თავდასხმის ხაზით.
მაგრამ თბილისელებს დიდი სირთულეები გუშინდელ მატჩში არ ჰქონიათ, მათ ხელთ იგდეს უპირატესობა და ფართო ფრონტით შეუტიეს. მე-20 წუთზე კომბინაცია დარასელია-ყიფიანი- დარასელია დამთავრდა ამ უკანასკნელის ძლიერი, ზუსტი დარტყმით — 1:0.
54-ე წუთზე თავი გამოიჩინა შენგელიამ და მეორედ აიღო ”ყუბანის” კარი, ხოლო 67-ე წუთზე მანვე კარგად გამოიყენა ცავას გადაცემა სტუმრების საჯარიმო მოედნის ცენტრში — 3:0.
დინამოელებს შეეძლოთ დიდი ანგარიშით მოეგოთ თამაში, მაგრამ მე-80 წუთზე მსაჯმა ლაგოიდას წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის დანიშნა 11-მეტრიანი, რაც ზუსტად გამოიყენა თვით
ლაგოიდამ და გაქვითა ერთი ბურთი.
ამ მატჩში გატანილი 2 ბურთის შემდეგ თბილისის ”დინამოს” თავდამსხმელმა, სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა რამაზ შენგელიამ შეასრულა ციფრი 100 და გახდა გამოჩენილი საბჭოთა ფეხბურთელის გ. ფედოტოვის სახელობის საპატიო კლუბის წევრი. იგი თბილისის ”დინამოს” მეშვიდე მოთამაშეა, რომელიც სახელოვან ბომბარდირთა რიცხვში შევიდა.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 28 апреля 1982 года:

Сувенир после матча.
Богатая спортивная коллекция тбилисского форварда Р. Шенгелия обогатилась ещё одним сувениром. После завершения матча динамовцев с краснодарской «Кубанью» в первенстве СССР по футболу ему вручили мяч, который он дважды посылал в ворота со­перников. Теперь число забитых им голов достигло 100. Р. Шенгелия стал членом Клуба  Федотова.
Ещё один мяч в ворота «Кубани» — первый в этом матче — забил Дараселия. Обе команды продемонстрировали открытый наступательный футбол, который понравился. Гости сумели забить гол престижа за 10 минут до конца матча. Сделал это с 11-метрового Лагойда — 3:1.
Динамовцы выступали в таком составе: Габелия, Хизанишвили, Чивадзе, Хинчагашвили, Муджири, Дараселия, Сванадзе, Сулаквелидзе, Челебадзе (Какилашвили), Кипиани (Цава), Шенгелия.