«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 1:5 (0:3)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 1:5 (0:3)

ЧЕМПИОНАТ СССР 1982 ГОДА. ВЫСШАЯ ЛИГА. МАТЧ № 33.
16 ноября 1982 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И. Ленина. 8 градусов. 53200 зрителей.
Судьи: Ю.Савченко, Ю.Звягинцев, В.Новиков (все — Москва).
«Динамо» Тб.: Габелия, Муджири, Чивадзе (к), Андгуладзе, Кудинов (Арзиани, 63), Джохадзе, Сванадзе, Сулаквелидзе, Какилашвили, Цаава (Микаберидзе, 63), Месхи.
«Динамо» К.: Чанов (Михайлов, 86), Сорокалет, Думанский, Олефиренко, Демьяненко (Махиня, 86), Лозинский, Буряк, Баль, Хлус, Евтушенко, Блохин.
Голы:
0:1 Хлус — 19
0:2 Баль — 31
0:3 Буряк — 41 (пен.)
1:3 Чивадзе — 64
1:4 Евтушенко — 73
1:5 Хлус — 83

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 9307)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 17 ноября 1982 года:

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) — 1:5.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 1:5 (0:3). Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 16 ноября. 8 градусов. 53 200 зрителей.
Судьи Ю. Савченко. Ю. Звягинцев, В. Новиков (все — Москва).
«Динамо» (Тбилиси): Габелия, Муджири, Чивадзе, Андгуладзе, Кудинов (Арзиани, 63), Джохадзе, Сванадзе, Сулаквелидзе, Какилашвили, Цава (Микаберидзе, 63), Месхи.
«Динамо» (Киев): Чанов (Михайлов, 86). Сорокалет, Думанский, Олефиренко, Демьяненко (Махиня, 86), Лозинский, Буряк, Баль, Хлус, Евтушенко, Блохин.
Голы: Хлус (19, 83). Баль (31). Буряк (41, с пенальти), Чивадзе (64), Евтушенко (73).
Дублеры — 2:4. Голы: Пасечный (2), Михайличенко, Рац — у киевлян; Угрелидзе, Кереселидзе — у тбилисцев.
В рецензируемом туре четыре динамовские команды; (три из них идут во главе турнирной таблицы и продолжают претендовать на призовые места) встречались между собой. Перед началом матча в Тбилиси было уже известно, что минчане добились крупной победы в Москве. Это сообщение словно подстегнуло киевлян, которым теперь надо было уже обязательно выигрывать. И они со своей задачей справились.
Хозяева поля, вынужден-ные на финише чемпионата выступать в заметно измененном, омоложенном составе, неудачно проводят последние матчи: в пяти предыдущих турах они набрали всего три очка, забив три гола. Вот и в этот вечер только минут 16—18 им удалось вести игру на равных. Но стоило Габелия допустить оплошность (к сожалению, не единственную в этом матче), за которой последовало взятие ворот, как все явственней стало проявляться превосходство киевлян: они быстрее перемещались, лучше открывались для приема мяча, реже ошибались при передачах.
До перерыва чемпион забил еще два гола. Один — после короткой комбинации, разыгранной Евтушенко и Балем, другой — с 11-метрового, назначенного за снос все того же Баля. Во втором тайме динамовцы Киева уже полностью владели инициативой и довольно легко переигрывали вконец растерявшихся вратаря и защитников тбилисской команды. В итоге гости одержали победу, которая позволяет им продолжать борьбу за золотые медали.
Это первое поражение динамовцев Тбилиси на своем поле в нынешнем чемпионате. Так крупно дома они давно не проигрывали.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 18 ноября 1982 года:

სუსტად ჩატარებული მატჩი.
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის ”დინამოს” სტადიონი. 16 ნოემბერი.
”დინამო” (თბილისი) – ”დინამო” (კიევი) 1:5 (0:3).
თბილისი: გაბელია, მუჯირი, ჩივაძე, ანდღულაძე, კუდინოვი (არზიანი), ჯოხაძე, სვანაძე, სულაქველიძე, კაკილაშვილი, ცავა (მიქაბერიძე), მესხი.
კიევი: ჩანოვი (მიხაილოვი), სოროკალეტი, დუმანსკი, ოლეფირენკო, დემიანენკო (მახინია), ლოზინსკი, ბურიაკი, ბალი, ხლუსი, ევტუშენკო, ბლოხინი.
მსაჯი: ი. სავჩენკო (მოსკოვი).
ძნელი, ძალზე ძნელი საქმეა ამ მატჩის სარეცენზიო წერილის დაწერა. დიდი ხანია ამგვარი რამ არ მომხდარა ჩვენს სტადიონზე, საკავშირო ჩემპიონატების შეხვედრებში, თბილისის ”დინამოს” ფეხბურთელთაგან ბოლო წლების მანძილზე ველით მხოლოდ გამარჯვებებს, მხოლოდ დიდ წარმატებებს და, კაცმა რომ თქვას, ეს ”ჩვეულება” საკუთრივ ჩვენ არ გამოგვიგონებია, იგი დინამოელთა კოლქტივის წარსულ მიღწევათა პირდაპირი, უშუალო შედეგია (სსრ კავშირის ჩემპიონობა, ევროპული საკლუბო თასი, საკავშირო თასი, საერთაშორისო ტურნირების მთავარი პრიზები და ა.შ.).
და, აი, ასეთი მოულოდნელი ანგარიშით მარცხი, ისიც შინ, საკუთარ მინდორზე, მაშინ, როცა საკავშირო ჩემპიონატში გადამწყვეტი, საბოლოო ეტაპის მატჩებია!
შემთხვევითია თუ არა ეს წაგება კიევის ”დინამოსთან” შეხვედრაში? ვფიქრობთ, რომ არა. მძიმე პრობლემები ჩვენი გუნდის წინაშე ასე უცებ არ წამოჭრილა, წამყვან მოთამაშეთა ტრავმები, ავადმყოფობა, დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებული მატჩები და სხვა სიძნელეები კარგა ხანია თან გვდევს და თაობათა ცვლის უარყოფითი მოვლენები განსაკუთრებით იგრძნობა ახლა, ფინიშზე. ჩემპიონატის დასაწყისში მოპოვებული ქულები ისე შემოგვადნა ხელთ, რომ საპრიზო ადგილზე გასასვლელად აღარ გვყოფნის.
ავიღოთ ბოლო 5 ტური. უკლებლივ ხუთივე მატჩი მეტოქეთა მინდვრებზე გვქონდა, 10 შესაძლებლიდან ავიღეთ სულ 3 ქულა, დინამოელებმა გაიტანეს მხოლოდ 3 ბურთი, ხოლო 7 გაუშვეს. ამ 5 მატჩში დიდი ანგარიშით დავმარცხდით მოსკოვის ”სპარტაკთან” (1:4), მაგრამ ის იყო დარბაზში, სელოვნურსაფარიან, შეუჩვეველ მინდორზე, ახლა კი ამინდიც კარგი იდგა და მინდორიც სრულ წესრიგში იყო…
თბილისელთა შორის ამ დღეს არ იგრძნობოდა ის მობილიზება და კოლექტიური ერთსულოვნება რაც საჭიროა ასეთი რანგის მატჩის სათამაშოდ. შეტევის ხაზზე აქა-იქ ეპიზოდურად თუ გამოჩნდებოდა მესხი, რომლის ინდივიდუალურ გასვლებს პარტნიორების მხრივაც არ ჰქონდა სათანადო მხარდაჭერა და თვით მისი გადაცემებიც მეტისმეტად უზუსტო და უმისამართო იყო. დაცვის ხაზზე, განსაკუთრებით ფლანგებზე კიეველებს სრული უპირატესობა ჰქონდათ და თუ ახალგაზრდა მცველმა კუდინოვმა თავი ვერ გაართვა თამაშს, მისი შეცვლა ადრევე იყო საჭირო და არა მაშინ, როცა მატჩის ბედი პრაქტიკულად უკვე აღარ იწვევდა ეჭვს.
სრული ქაოსი სუფევდა თბილისის ”დინამოს” ნახევარდაცვის რგოლში. აქ ყველა საკუთარ თავს იყო მინდობილი, აკეთებდა იმას, რაც მოეპრიანებოდა და მინდვრის შუაგულში, შეიძლება დაჯერებულად ითქვას, კიევის ”დინამოს” აბსოლუტური უპირატესობა ეპყრა. შეცდომები დაუშვა მეკარე გაბელიამ, ნახევარმცველმა სულაქველიძემ თამაშის მეტი წილი ყოვლად გაუმართლებელ და უსარგებლო უხეშობას მოანდომა, სრულიად არ ჩანდნენ ცავა, სვანაძე, ანდღულაძე, მუჯირი, კაკილაშვილი…
კიევის ”დინამოს” ხუთივე გოლს წუნი არ ჰქონდა, ისინი გუნდის სრული ტერიტორიული, ტაქტიკური და ტექნიკური უპირატესობის პირდაპირი შედეგი იყო. ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა ხლუსმა, შემდეგ ბალმა გაიტანა მეორე ბურთი, ხოლო 41-ე წუთზე ბურიაკმა (პენალტით) ანგარიში აიყვანა 3:0-მდე. 64-ე წუთზე ჩივაძემ შორეული, ეფექტური დარტყმით გაქვითა ერთი გოლი, 73-ე და 83-ე წუთებზე კი ევტუშენკომ და ხლუსმა საბოლოოდ მოათავეს კიევის ”დინამოს” გამარჯვების საქმე.
რ. ქორიძე.