«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва) 2:0 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва) 2:0 (2:0)

Чемпионат СССР 1975 года. Высшая лига. Матч № 07.
16 мая 1975 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». Облачно, 22 градуса. 30000 зрителей.
Судьи: Э.Азим-Заде, А.Балаян (оба — Баку), Ф.Ниязов (Кировабад).
«Торпедо»: Елизаров, Тукманов, Пахомов, Бутурлакин, Белоусов, Максименков, Филатов, Никонов (Гришин, 60), Юрин, Еськов (Половихин, 60), Дегтярев.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе (к) (Муджири, 57), Хинчагашвили, Коридзе, М.Мачаидзе, Гавашели (Г.Мачаидзе, 25), Дараселия, Кипиани, Эсебуа.
Голы:
1:0 Кипиани — 19
2:0 Коридзе — 34

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, опись 31, дело 2541)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 18 мая 1975 года:

«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» — 2:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва). 2:0 (2:0). Тбилиси. Стадион «Локомотив». 16 мая. 22 градуса. 30 000 зрителей.
Судьи Э. Азли-Заде, А. Балаян (оба — Баку), Ф. Ниязов (Кировабад).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе (Муджири, 57), Хинчагашвили, Коридзе, М. Мачаидзе, Гавашели (Г. Мачаидзе, 25), Дараселия, Кипиани, Эсебуа.
«Торпедо»: Елизаров, Тукманов, Пахомов, Бутурлакин, Белоусов, Максименков, Филатов, Никонов (Гришин, 60), Юрин, Еськов (Половихин, 60), Дегтярев.
Голы: Кипиани (13), Коридзе (34).
Наверное, не надо объяснять, что отношение к двум этим командам у меня особое, что всякий их матч я смотрю с повышенной долей заинтересованности и требовательности. Многие из них (и те, в которых участвовал сам) надолго врезались в память. Помню, к примеру, что торпедовцам всегда было трудно играть в Тбилиси (в последний раз они добились победы в 1967 году), что их единоборство с динамовцами независимо от результата никогда не бывало скучным, безликим.
Сегодняшняя игра и турнирное положение и одной. и другой команды удовлетворения, к сожалению, принести не могут. Мой давний друг Валентин Иванов, старший тренер «Торпедо», сказал мне перед матчем, что недоволен тем, как играет команда. А я ему в ответ — и «Динамо» выглядит не лучше. В самом деле, в пяти из шести проведенных до этого встреч ворота соперника так и не были взяты. В «Динамо» сегодня нет игрока- лидера, умеющего организовать действия партнеров, повести их за собой. Можно было полагать, что в этом плане «Торпедо» будет иметь преимущество — опытные Еськов и Никонов способны задать тон в игре. Но очень скоро выяснилось, что надежды эти напрасны — Еськов, выступающий после продолжительного перерыва, далек от былой формы, а Никонов был просто пассивен.
На первых минутах матча гости несколько раз подряд очень синхронно сработали в защите и, создав искусственное положение «вне игры», сорвали атаки динамовцев. Я даже подумал — трудно придется динамовским форвардам. Но стоило Кипиани острой передачей вывести на удар Дараселия (тот, правда, из выгоднейшего положения — с угла вратарской площадки — не попал в ворота), как стройность в игре торпедовских защитников нарушилась.
Оба гола динамовцы забили в первом тайме, и в обоих случаях непосредственное участие в этом приняли Кипиани и Дараселия. Первый хорошо известен любителям футбола и мне приятно отметить, что этот талантливый форвард после перенесенной операции вновь обретает форму. Дараселия же совсем еще юн (ему 17 лет и до тбилисского «Динамо» он играл в своем родном городе Очамчира), успешно провел несколько встреч за дублеров и ему доверили место в основном составе. Но опыту знаю, как опасно хвалить начинающих футболистов. Я, собственно говоря, и не собираюсь петь дифирамбы динамовскому новобранцу. Похвалу еще надо заслужить. Хочу лишь напомнить Дараселия, что ему оказали большое доверие и что теперь только от него самого, от его трудолюбия зависит, вырастет ли он действительно в хорошего футболиста и закрепится ли в составе тбилисского «Динамо».
Преимущество в два гола динамовцы сочли, как я полагаю, достаточно солидным. После перерыва они резко снизили и активность, и темп игры. Торпедовцы стали хозяевами положения, непрерывно вели атаки на ворота «Динамо», но гола так и не забили. Наблюдая за их безуспешными усилиями, можно было лишний раз убедиться в справедливости истины: навалом в таких случаях не поможешь, атаковать надо умеючи.
С. Метревели, заслуженный мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 18 мая 1975 года:

პრობლემა ჯერ კიდევ ბევრია.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 16 მაისი.
“დინამო” (თბილისი) – “ტორპედო” (მოსკოვი) 2:0 (2:0).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე (მუჯირი), ხინჩაგაშვილი, გავაშელი (გ. მაჩაიძე), მ. მაჩაიძე, ქორიძე, დარასელია, ყიფიანი, ესებუა.
“ტორპედო”: ელიზაროვი, ტუკმანოვი, პახომოვი, ბუტურლაკინი, ბელოუსოვი, მაქსიმენკოვი, ფილატოვი, ნიკონოვი (პოლივიხინი), იურინი, ესკოვი (გრიშინი), დეგტიარიოვი.
მსაჯი: ე. აზიმზადე (ბაქო).
დუბლიორთა მატჩი ავდრის გამო გადაიდო.
სატურნირო მდგომარეობა, რომელიც 16 მაისისთვის იყო შექმნილი ჩემპიონატის ცხრილში, თბილისის “დინამოსგან” მხოლოდ გამარჯვებას მოითხოვდა, ვინაიდან კიდევ ერთი მარცხი ფაქტიურად ნიშნავდა შარშანდელი ისტორიის გამეორებას, როცა დინამოელები თითქმის მთელი სეზონის მანძილზე სტაბილურად იყვნენ აუტსაიდერთა შორის. ეს გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა. 2 ქულა, თავისთავად, ძალიან სასიხარულოა, თანაც, რაიმე ეჭვი ამ მოგების გამო არ შეიძლება არსებობდეს.
თბილისელებმა მატჩის დიდი ნაწილი საგრძნობი ტერიტორიული უპირატესობით, აქტიურად, მონდომებით ჩაატარეს და წინა შეხვედრებთან შედარებით უკეთ თამაშობდნენ.
მაგრამ მარტოოდენ ის ამბავი, რომ გუნდი წინა შეხვედრებთან შედარებით უკეთ თამაშობდა, არ შველის საქმეს. უაღრესად საჭირო 2 ქულის აღება სრულიადაც არ ხსნის დღის წესრიგიდან დინამოელთა თამაშში არსებულ ნაკლოვანებებს, იმ რთულ პრობლემებს, რომლებიც არც ისე იოლი გამოსასწორებელია.
ამ მატჩიდან ის შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მოსკოვის “ტორპედო” შორს იდგა იმ დონისგან, რომელეზეც ჩვენ ხშირად გვინახავს ეს კოლექტივი. ძნელი სათქმელია, მარტო ამ მატჩში თამაშობდნენ ტორპედოელები ასე პასიურად, უინიციატივოდ, შეუთანხმებლად, თუ გუნდი საერთოდ ვერ დგას თავის სიმაღლეზე. მათი სატურნირო მდგომარეობით რომ ვიმსჯელოთ, ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ არც ამ გუნდის საქმეებია მაინცდამაინც ბრწყინვალედ. “ტორპედოს”, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა მაღალი კლასის ოსტატებით, ლიდერებით, ახლა აშკარად ეტყობა მოწინავე მოთამაშის, ორგანიზატორის უყოლობა. არც დაცვაში, არც შუა მინდორზე, არც შეტევაში მას არა ჰყავს წარმმართველი ძალა, რომელსაც შეუძლია გადაჭრას დიდი ამოცანები. იურინის ცდა, საკუთარ თავზე აეღო ეს ფუნქციები, უნაყოფოდ დამთავრდა, სხვები კი შეზღუდული იყვნენ ლოკალური ამოცანებით. მოსკოველებმა ხეირიანად მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში, დაახლოებით 10–15 წუთის მანძილზე ითამაშეს და მაშინაც, როცა გუნდი შეტევაზე იყო, უფროსმა მწვრთნელმა, ჩემი აზრით, უსაფუძვლოდ შეცვალა ნიკონოვი და ესკოვი, რომელთა შემცვლელებმა ნაკლები სარგებლობა მოუტანეს კოლექტივს.
დინამოელთა რიგებში მომხდარი შეცვლებიდან ერთი იძულებითი იყო (ებრალიძე დაშავდა), მაგრამ გავაშელის მაგივრად მინდორზე გამოსულმა გ. მაჩაიძემ გაცილებით უფრო ვრცელ ტერიტორიაზე ითამაშა, მეტი დინამიკა შეიტანა საერთო მოძრაობაში და ინდივიდუალურ მოქმედებას პარტნიორებთან ურთიერთმოქმედება არჩია.
როცა ვლაპარაკობთ თბილისელთა ნაკლოვანებებზე, არსებითად უნდა გავიმეოროთ ის, რაც უკვე ითქვა, რაზეც ხშირად მიუთითებენ გუნდს სარეცენზიო თუ მიმოხილვით წერილებში. იძულებული ვართ გავიმეოროთ ეს ჭეშმარიტებანი, ვინაიდან სხვაგვარად, თუ ეს შეცდომები არ გამოსწორდა, კრიზისს თავს ვერ დავაღწევთ და ისევ თითო–ოროლა მოგებული მატჩის იმედით უნდა დავრჩეთ.
პირველი, რაც თვალში გვხვდება თბილისის “დინამოს” თამაშში, ისაა, რომ ფეხბურთელები არ იხსნებიან, არ სთვაზობენ საკუთარ თავს პარტნიორებს და გამოდის, რომ თითოეული მათგანი დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად ცდილობს გაართვას თავი ძნელ ამოცანას ეს ეხება არა მარტო თავდამსხმელებს, არამედ შუა ხაზის მოთამაშეებსაც. თამაშის ასეთი სტილი თანამედროვე ფეხბურთში ყოვლად მიუღებელია. მაგალითისთვის, რა თქმა უნდა, მოვიყვან კიევის “დინამოს”, სადაც ბურთიან მოთამაშეს გადაცემის მისაღებად დაუყოვნებლივ ეხსნება არა ერთი, არამედ ორი და ზოგჯერ სამი თანაგუნდელიც და კომბინაციური მოქმედებისთვის სისტემატურად იქმნება რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგან შეიძლება საუკეთესოს ამორჩევა.
თბილისელები ასე არ თამაშობენ. ბურთის ზედმეტი გაჩერება აქ სისტემადაა ქცეული, უბურთო მანევრები, მოულოდნელი სვლები და ტაქტიკური გადაცემები კი სრულიად დავიწყებულია. ამ მხრივ განსაკუთრებით სცოდავენ მ. მაჩაიძე, ძოძუაშვილი, გავაშელი…
ბევრ დროს კარგავენ ჩვენები ბურთის ტარებისას მინდვრის სიგანეზე, გარდიგარდმო. ნაცვლად იმისა, რომ გადაცემა თუ მოძრაობა დაუყოვნებლივ მიმართული იყოს წინ, მეტოქის კარისკენ, თამაშს ჰქონდეს აგრესიული, მწვავე ხასიათი, ყველაფერი სრულდება კარის პარალელურად, უსარგებლოდ და მოწინააღდეგესაც სწორედ ეს უნდა. იგი ყველაფერს ასწრებს ამასობაში.
დაბალი ტემპით, ნელი თამაში ძალიან უარყოფითად მოქმედებს თბილისელთა საერთო შედეგიანობაზე. კარში დარტყმები სხვადასხვა მანძილიდან, მოულოდნელი გადაადგილებანი ის იარაღია, ურომლისოდაც ფიქრიც ზედმეტია წარმატებაზე. გუნდი ხშირად ხანგრძლივ იერიშზეა, დიდ დროს ატარებს მოპირდაპირე ნახევარზე, კარში კი არავინ ურტყამს. სწორედ ამიტომაა, რომ დინამოელებმა ჩემპიონატის განვლილი 7 მატჩიდან მხოლოდ ორში შეძლეს გოლების გატანა და ახლა უარყოფითი ბალანსი აქვთ. საკმარისი იყო მე–19 წუთზე ყიფიანს და 34–ე წუთზე ქორიძეს საჭირო გამბედაობა და სიზუსტე გამოეჩინათ და ტორპედოელთა კარში ორი გოლი გავიდა. მანამდე კი ახალგაზრდა დარასელიას მიეცა ბურთის გატანის აშკარა შანსი. შემდეგ მეორე ტაიმში, თავით კარგად ითამაშა ყიფიანმა, როცა მეკარე ელიზაროვმა თავგანწირული ნახტომით ძლივს იხსნა თავისი კარი.
ისეთი კლასისა და გამოცდილების გუნდს, როგორიც თბილისის “დინამოა”, უნდა ჰქონდეს წინასწარ დამუშავებული, შესწავლილი, ტიპური კომბინაციები ცალკეულ რგოლებს ან მოთამაშეებს შორის, როცა თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის, როდის რა გააკეთოს, როგორ “დაიჭიროს” და დასაჯოს მეტოქე მისსავე შეცდომაზე გარკვეულ სიტუაციაში. ასეთი დამუშავებული კომბინაციები კი ჩვენს გუნდს არა აქვს.
შეიძლებოდა ლაპარაკი სხვა ხარვეზებზეც, მაგრამ, რახან თბილისის “დინამოს” თამაშს უკეთესობა ეტყობა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პროგრესი არ შენელდება. ეს დინამოელებმა უნდა დაგვიმტკიცონ მომავალ რთულ მატჩში მოსკოვის არმიელებთან, რომლებმაც ამ ტურში სტუმრად შეძლეს გამარჯვების მოპოვება და, ცხადია, თბილისშიც მთელი ძალით ითამაშებენ.
ა. ჭკუასელი, სპორტი ოსტატი.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от мая 1975 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от мая 1975 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от мая 1975 года: