«Динамо» (Тбилиси) — ЦСКА (Москва) 1:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — ЦСКА (Москва) 1:0 (1:0)

Чемпионат СССР 1975 года. Высшая лига. Матч № 08.
25 мая 1975 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». Пасмурно, 24 градуса. 30000 зрителей.
Судьи: Ю.Пономарев (Кишинев), Н.Шушпанов (Ленинград), Г.Глуховской (Волгоград).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе (к), Муджири, Гавашели, Коридзе, Г.Мачаидзе, Дараселия (Церетели, 75), М.Мачаидзе, Кипиани.
ЦСКА: Астаповский, Уткин, Худиев, Капличный, Кузнецов, Андрющенко, Шлапак, Копейкин, Федотов, Дорофеев (Соловьев, 62), Теллингер (Чесноков, 46).
Гол:
1:0 М.Мачаидзе — 30

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, опись 31, дело 2541)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 27 мая 1975 года:

Сюрпризов было предостаточно.
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — ЦСКА. 1:0 (1:0) Стадион «Локомотив», 25 мая. Пасмурно. 24 градуса. 30 000 зрителей.
Судьи Ю. Пономарев (Кишинев), Н. Шушпанов (Ленин-град). Г. Глуховской (Волгоград).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Муджири, Гавашели, Коридзе, Г. Мачаидзе, Дараселия, (Церетели, 75), М. Мачаидзе, Кипиани.
ЦСКА: Астаповский, Уткин, Худиев, Капличный, Кузнецов, Андрющенко, Шлапак, Копейкин, Федотов, Дорофеев (Соловьев, 62), Теллингер (Чесноков, 46).
Гол: М. Мачаидзе (30).
Дублеры — 3:0. Голы: Копалеишвили (2), Омиадзе.
Главное внимание в тбилисском матче соперники уделили атаке. В этом остром поединке успех сопутствовал динамовцам. После нескольких безрезультатных попыток забить гол преимущественно ударами издалека тбилисцы получили право на свободный удар метров с 28 и мастерски разыграли его. М. Мачаидзе нашел «щель» в стенке и послал мяч в нижний угол ворот. Астаповский явно запоздал с броском.
Естественно было ждать, что в оставшееся время, особенно поближе к концу матча, решающей окажется отменная физическая подготовка футболистов ЦСКА, о которой так много писали нынешней весной. Но этого не произошло. Динамовцы ни в чем — ни в мобильности, ни в скорости — не уступали соперникам. Точнее было бы сказать, что армейцы ни в чем не превосходили динамовцев, ибо не так уж высоки были скорости в этом матче и невелик объем работы, выполняемой игроками.
Обзор составлен по сообщениям корреспондентов …, Г. Акопова…

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 25 мая 1975 года:

მდგომარეობა სწორდება.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 25 მაისი.
“დინამო” (თბილისი) – “ცსკა 1:0 (1:0).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, მუჯირი, გავაშელი, ქორიძე, გ. მაჩაიძე, დარასელია (წერეთელი), მ. მაჩაიძე, ყიფიანი.
ცსკა: ასტაპოვსკი, უტკინი, ხუდიევი, კაპლიჩნი, კუზნეცოვი, შლაპაკი, ანდრიუშჩენკო, ფედოტოვი, კოპეიკინი, დოროფეევი (სოლოვიოვი), ტელინგერი (ჩესნოკოვი).
მსაჯი: ი. პონომარიოვი (კიშინიოვი).
დუბლიორები – 3:0.
დიახ, ეს სასიამოვნო, სასიხარულო ფაქტია – თბილისის “დინამოში” მდგომარეობა სწორდება. კოლექტივი მთლიანად, აგრეთვე, მისი ცალკეული წევრები გაცილებით უკეთ თამაშობენ, ვიდრე ჩემპიონატის პირველ მატჩებში. გუნდი ამოძრავდა, გახდა მობილური, თამაშს მიეცა კომბინაციური ხასიათი, ურთიერთდაზღვევას სულ უფრო გეგმაზომიერი, მოფიქრებული სახე აქვს, იკლო მავნე ინდივიდუალიზმმა, ბურთის დაუსრულებელმა ტარებამ. ამასთან დაკავშირებით გამოსწორდა სატურნირო მდგომარეობაც და თბილისის “დინამომ” გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილებიდან შუაში გადაინაცვლა.
ბოლო ადგილებიდან – შუაში! მხოლოდ შუაში. ეს განსაზღვრა თავისთავად ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი რიგზე ჯერ კიდევ არაა და არც იმ წყალწაღებულს გვინდა დავემსგავსოთ, რომელიც ხავსს ეჭიდება და ამ სუსტი იმედით ლამობს თავის გადარჩენას. იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც თბილისის “დინამო” აღმოჩნდა, ასე ადვილი როდია თავის დაღწევა, ამას სჭირდება დრო, ახალი მოთამაშეები, ბევრი სიახლის დანერგვა, უკვე მტკიცედ ფეხმოკიდებულ ნაკლოვანებათა დაძლევა და სხვ. დიდად აღფრთოვანებული ჩვენი გუნდის თამაშით ჯერ არავინაა, მაგრამ ვიმეორებთ, ფაქტია: საქმე გაცილებით უკეთ მიდის.
გუშინწინ თბილისელებს ერთობ მძიმე მატჩი ჰქონდათ ტრადიციულ მეტოქეებთნ – მოსკოვის არმიელებთან. ეს გუნდი წლეულს განახლებული, გაძლიერებული შემადგენლობით გამოდის, ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავს და VIII ტურისთვის ლიდერთა სამეულში იყო, თანაც წინა მატჩი სტუმრად ჰქონდა მოგებული, ტაშკენტში.
იოლ წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. გამარჯვების მოპოვებას ძალების მთელი მობილიზება სჭირდებოდა.
ასეც მოხდა. გავიმარჯვეთ მხოლოდ უკიდურესად დაძაბული, მძიმე ბრძოლის შემდეგ, მაგრამ, თუ გავისხენებთ მატჩის მსვლელობას, დავრწმუნდებით, რომ დინამოელები მტკიცედ ფლობდნენ უპირატესობას. პირველ ტაიმში ეს უპირატესობა აშკარა იყო ყველა რგოლში. შემდეგ, მეორე ტაიმის პირველი 20–25 წუთის მანძილზე, დაცვამ და ნახევარდაცვამ დიდი სიძნელეები გადაიტანეს, შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კი ისევ სტუმრების ნახევარზე მიმდინარეობდა.
თბილისელთა წინაშე, ჩემი აზრით, ორი პრობლემა იყო დასახული. პირველ ყოვლისა საჭირო იყო ცხკა–ს მთავარი ბომბარდირის – ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერის კოპეიკინის უვნებელყოფა. ეს პრობლემა წარმატებით გადაიჭრა და არა სპეციალურად მიჩნეული პერსონალური დარაჯის საშუალებით, არამედ ზონური დაცვის პრინციპით. უნდა ითქვას, რომ კოპეიკინის ყველა ცდა, როგორმე მაინც შეესრულებინა თავისი მთავარი ფუნქციები, უნაყოფოდ დამთავრდა. საშიშროება მისგან მეკარე გოგიას არა ჰქონია.
მეორე პრობლემა იყო ფედოტოვის ნეიტრალიზება. ფედოტოვი გუნდის წარმმართველი ძალაა მინდვრის შუაგულში, მისი კომბინაციების მოთავე და ორგანიზატორი, და, როგორც გახსოვთ, ეს მოვალეობანი ვერც მან შეასრულა. ეს იმის გამო, რომ ჩვენი ნახევარმცველები ცენტრალურ ზონაში ყურადღებით მოქმედებდნენ, არც ფედოტოვს, არც მის პარტნიორებს არ აძლევდნენ თავისუფალი თამაშის საშუალებას.
ასეთ პირობებში ლიდერის როლი არმიელთაგან სხვა მოთამაშეებს უნდა ეკისრათ. ეს სცადეს კიდეც ანდრიუშჩენკომ, შლაპაკმა, დოროფეევმა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსად ცსკა–ს ფეხბურთელთაგან არც ერთი არ მიგვაჩნია.
“დინამომ” მატჩი მოიგო დამსახურებულად, თუმცა 2 ქულის აღებას დიდი შრომა დასჭირდა. დროდადრო ჩვენს გუნდში კვლავ იჩენდა თავს გაუმართლებელი დაყოვნებანი, ბურთის ზედმეტი ტარება შუა მინდორში, რამდენიმეჯერ უყურადღებოდ დარჩა დარასელიას მანევრები, თუმცა იგი აქტიურად მოძრაობს და მუდამ ცდილობს კონტაქტი იქონიოს ამხანაგებთან, ზოგიერთ ეპიზოდში გაუმართლებლად იხევდა თავისი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს ყიფიანი, თუმცა მის წინა ხაზზე ყოფნას გაცილებით მეტი სარგებლობა მოაქვს კოლექტივისთვის. პროდუქტიულად, ვრცელ ტერიტორიაზე თამაშობდა გ. მაჩაიძე, მაგრამ მან რამდენიმეჯერ გაიძნელა საქმე დრიბლინგით, როცა შეეძლო უბრალოდ, ერთი გადაცემით გადაეჭრა ტაქტიკური
ამოცანა. უფრო მეტადაა საჭირო ქორიძის შორეული ზუსტი დარტყმების გამოყენება კარში.
გოლი, რომელმაც მასპინძლებს მოუტანა ესოდენ საჭირო ქულები, გავიდა 29–ე წუთზე. ცსკა–ს მხარეს დაინიშნა თავისუფალი დარტყმა. ძოძუაშვილმა ბურთი გაუგორა მ. მაჩაიძეს, ამ უკანასკნელმა შორიდან დაარტყა მარცხენა დაბალ კუთხეში. ასტაპოვსკიმ წამით დაიგვიანა…
გამარჯვების შენარჩუნება გუნდს მაიმცდამაინც არ გასჭირვებია, თუმცა არმიელებმა ყველაფერი გააკეთეს წაგებისგან თავის სახსნელად.
ვსარგებლობთ რა შემთხვევით, გვინდა ვთქვათ შემდეგი: რედაქციაში მრავლად შემოდის გულშემატკივართა წერილები თბილისის დინამოელთა წარუმატებლობის შესახებ. მკითხველები პრინციპულად, დაუფარავად ლაპარაკობენ იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც აქვთ როგორც კოლქტივს მთლიანად, ისე მის წევრებს ცალცალკე. ამ წერილების მიზანი გამომდინარეობს საერთო ინტერესებიდან: მიუთითონ ფეხბურთელებს, ურჩიონ მათ, შექმნან საზოგადოებრივი აზრი, რომ საქმეს შველა უნდა ამთავითვე, სანამ გვიან არაა, რომ თბილისის “დინამომ” უნდა გარდაქმნას თამაში, ამოქმედდეს სრული სიძლიერით, თავი დააღწიოს ხანგრძლივ კრიზისს.
მკითხველთა კრიტიკული შენიშვნების გამოქვეყნებისგან ჩვენ დროებით თავი შევიკავეთ და ახლა, როცა მდგომარეობა თანდათან სწორდება (ბოლო სამ მატჩში აღებულია 5 ქულა), ვფიქრობთ, ჯობს მივცეთ საშუალება პროგრესის გზაზე მდგარ გუნდს იბრძოლოს კიდევ უფრო მეტი მონდომებით, სრულად გაშალოს თავისი პოტენციური შესაძლებლობანი, მომავალში მხოლოდ სიხარული მოუტანოს მშრომელებს, მის გულშემატკივრებს.
დაბოლოს, კიდევ ერთი ამბავი. ამას წინათ გაზეთ “სოვეტსკი სპორტში” დაიბეჭდა წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე კალენდარული მატჩების დროს ორივე კარს უკან ზედმეტი ხალხია შეკრებილი, რაც დებულებით დაუშვებელია. 25 მაისს ორივე გუნდის მოთამაშეები მათთვის გამოყოფილ ადგილებზე ისხდნენ ტრიბუნაზე, არც გარეშე პირები, რომლებსაც თამაშთან არა აქვთ რაიმე სამსახურებრივი დამოკიდებულება იყვნენ სამხრეთის კარს უკან, მაგრამ ჩრდილოეთ ტრიბუნის მხარეს მაინც შეიმჩნეოდა ხალხის ზედმეტობა. მატჩის მიმდინარეობის დროს მინდვრის გარშემო ყოფნის უფლება აქვთ მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე ფოტოკორესპონდენტებს, მორიგე მსაჯს და წესრიგის დასაცავად გამოყოფილ მილიციის მუშაკებს.
ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от мая 1975 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от мая 1975 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от мая 1975 года: