«Черноморец» (Одесса) — «Динамо» (Тбилиси) 2:2 (0:0)

«Черноморец» (Одесса) — «Динамо» (Тбилиси) 2:2 (0:0)

Чемпионат СССР 1974 года. Высшая лига. Матч № 13.
13 июля 1974 года. 18-00. Одесса. Центральный стадион ЧМП. 23 градуса. 20000 зрителей.
Судьи: К.Андзюлис (Каунас), Р.Юшка (Вильнюс), П.Варюшин (Москва).
«Черноморец»: Дегтярев (Нефедов, 30), Дорошенко, Лещук, Логвиненко (Томашевский, 46), Григорьев, Фейдман, Сапожников, Родионов, Макаров, Куличенков, Иваненко.
«Динамо»: Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Кантеладзе, Гавашели, Мчедлишвили (Г.Мачаидзе, 60), М.Мачаидзе, Асатиани (к), Церетели, Кантария, Л.Нодия.
Голы:
1:0 Родионов — 49
1:1 Кантария — 64
2:1 Сапожников — 77
2:2 Асатиани — 87

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 2217)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 16 июля 1974 года:

«ЧЕРНОМОРЕЦ» — «ДИНАМО» (Тбилиси) — 2:2.
«Черноморец» (Одесса) — «Динамо» (Тбилиси). 2:2 (0:0). Одесса. Центральный стадион. 13 июля. Ясно. 23 градуса. 25 000 зрителей.
Судья К. Андзюлис (Каунас), Р. Юшка (Вильнюс), П. Варюшин (Москва).
«Черноморец»: Дегтярев — 4 (Нефедов, 30 — 4), Дорошенко 4, Лещук — 4, Логвиненко — 4 (Томашевский, 46 — 4), Григорьев — 4, Фейдман — 4, Сапожников — 4, Родионов — 4, Макаров — 4, Куличенков — 4,
Иваненко — 4.
«Динамо»: Гагошидзе — 4, Дзодзуашвили — 3, Челидзе — Кантеладзе — 3, Гавашели— 4, Мчедлишвили — 3, (Г. Мачаидзе, 60 — 3), М. Мачаидзе — 4, Асатиани — 3, Церетели — 3, Кантария — 3, Л. Нодия — 3.
Голы: Родионов (49), Кантария (61), Сапожников (77), Асатиани (37).
Дублеры — 5:3. Голы: у «Черноморца» — Абашидзе, Дзюба, Варлахин, Давыдов (2); у «Динамо» — Джапаридзе, Г. Нодия (2).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 июля 1974 года:

ერთი ქულა “ჩერნომორეცთან”.
ოდესა. ცენტრალური სტადიონი. 13 ივლისი.
“ჩერნომორეცი” (ოდესა) – “დინამო” (თბილისი) 2:2 (0:0).
“ჩერნომორეცი”: დეგტიარევი (ნეფედოვი), დოროშენკო, ლეშჩუკი, ლოგვინენკო (ტომაშევსკი), გრიგორიევი, ფეიდმანი, საპოჟნიკოვი, როდიონოვი, მაკაროვი, კულიჩენკოვი, ივანენკო.
“დინამო”: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, კანთელაძე, გავაშელი, მჭედლიშვილი (გ. მაჩაიძე), მ. მაჩაიძე, ასათიანი, წერეთელი, ქანთარია, ლ. ნოდია.
მსაჯი: კ. ანძიულისი (კაუნასი).
დუბლიორები – 5:3 “ჩერნომორეცის” სასარგებლოდ.
ოდესელ და თბილისელ ფეხბურთელთა “ნაცნობობა” წლეულს უკვე შედგა თასის მერვედფინალურ ეტაპზე, როცა დინამოელებმა 2 მატჩში საკმაოდ იოლად სძლიეს “ჩერნომორეცს” და ამდენად მეტოქეებმა მეტნაკლებად იცოდნენ ერთმანეთის სუსტი თუ ძლიერი მხარეები. ტრადიციულ დაზვერვაზე დრო არ დახარჯულა, თამაში თავიდანვე დაიწყო მაღალ ტემპში, დაძაბულად. მასპინძლებმა რამდენიმე შეტევა განავითარეს და “დინამოს” მეკარე გაგოშიძეს დასაწყისშივე მოუხდა ძნელი ბურთების აღება. შემდეგ, მე–11 წუთზე, მ. მაჩაიძის გარღვევისას, ოდესელები იღბლად გადაურჩნენ გოლს, მე–14 და მე–20 წუთებზე კი გაგოშიძე კვლავ აღმოჩნდა სახიფათო სიტუაციაში და ორივეჯერ გაბედულად ითამაშა.
პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, თუმცა ბურთის გატანის რეალური შესაძლებლობა საკმაოდ ჰქონდა ორივე მხარეს, კერძოდ, ჯერ წერეთელი, შემდეგ მ. მაჩაიძე ერთი–ერთზე დარჩნენ მეკარე დეგტიარევთან, საგოლე მომენტი ჰქონდა ლეშჩუკსაც.
პირველ წარმატებას ოდესელებმა მიაღწიეს და თითქმის მაშინვე, როგორც კი თამაში განახლდა შესვენების შემდეგ. როდიონოვმა კარგად ისარგებლა “დინამოს” კართან შექმნილი არეულობით, მიიღო ბურთი და ზუსტად დაარტყა იგი მიზანში – 1:0. ამ პერიოდში მასპინძლებს საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ, დინამოელთა მცველებს და ნახევარმცველებს სრული დატვირთვით მოუხდათ ბრძოლა მდგომარეობის სახსნელად, მერე კი თამაშმა თანდათან კვლავ მინდვრის შუაგულში გადაინაცვლა. 64–ე წუთზე დინამოელებმა გაითამაშეს სწრაფი კომბინაცია, რომლის დასასრულს კარგ პოზიციაში აღმოჩნდა ქანთარია – 1:1.
გატანილი გოლის შემდეგ თბილისელები ხანგრძლივ იერიშებზე გადავიდნენ, მასპინძელთა კარი ზედიზედ აღმოჩნდა რეალური საშიშროების წინაშე. ქანთარიას, მ. მაჩაიძეს, ნოდიას შესაძლებლობა მიეცათ წინ გაეყვანათ თავიანთი გუნდი, მაგრამ ბურთი ორჯერ მიზანს აცდა, ერთხელ კი ზუსტად ითამაშა მეკარემ და მაშინ, როცა დინამოელებს თითქოს არაფერი ემუქრებოდათ, 76–ე წუთზე, საპოჟნიკოვმა მოულოდნელად დაარტყა, ბურთი მოხვდა ერთ–ერთ მცველს და ჩაიჭრა კარში – 2:2.
თბილისელთათვის დადგა მწვავე ცაიტნოტი, გუნდი საბოლოო, გადამწყვეტ შტურმზე გადავიდა. “ჩერნომორეცის” კარი განუწყვეტელი იერიშების ობიექტად იქცა – ასათიანს, ქანთარიას, კვლავ ასათიანს ზედიზედ მიეცათ ანგარიშის გათანაბრების საშუალება და უკვე მაშინ, როცა თამაშის დამთავრებას სულ რამდენიმე წუთი აკლდა, ასათიანმა მაინც მიაღწია საწადელს და მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ თბილისელებმა იხსნეს ქულა – 2:2.
ი. რომანოვსკი. (ტელეფონით, ჩვენი კორ.).

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июля 1974 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от июля 1974 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июля 1974 года: