«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 1:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 1:0 (1:0)

Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 02.
10 апреля 1972 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Пасмурно, 15 градусов. 20000 зрителей.
Судьи: В.Алов, М.Рукавцев, Н.Шушпанов (все — Ленинград).
«Динамо» Тб.: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе (Эбралидзе, 81), Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели, Мчедлишвили, Асатиани, Гуцаев, Г.Нодия, Кипиани.
«Динамо» М.: Пильгуй, Басалаев, Аничкин, Зыков (к), Долбоносов, Жуков, Якубик, Сабо, Козлов (Эштреков, 59), Гершкович, Еврюжихин.
Гол:
1:0 Гавашели — 09

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1424)
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 1:0 (1:0)
10 апреля 1972 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 20000 зрителей.
Судьи: В.Алов, М.Рукавцев, Н.Шушпанов (все — Ленинград).
«Динамо» Тб.: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе (Эбралидзе, 78), Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели (1 гол), Мчедлишвили, Асатиани, Гуцаев, Г.Нодия, Кипиани. Запасные: Кутивадзе, Л.Нодия, Члаидзе.
«Динамо» М.: Пильгуй, Басалаев, Аничкин, Зыков (к), Долбоносов, Жуков, Якубик, Сабо, Козлов (Эштреков, 65), Гершкович, Еврюжихин. Запасные: Никулин, Прудников, Сипкин, Гонтарь.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 11 апреля 1972 года:

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) — 1:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва). 1:0 (1:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив».
10 апреля. Пасмурно. 15 градусов. 30 000 зрителей.
Судьи В. Алов. М. Рукавцев, Н. Шушпанов (все — Ленинград).
«Динамо» (Тбилиси):. Гогия, Дзодзуашвили, Челидзе (Эбралидзе, 81), Хурцилава, Петриашвили, Гавашели, Мчедлишвили, Асатиани, Гуцаев, Г. Нодия, Кипиани.
«Динамо» (Москва): Пильгуй, Басалаев, Аничкин, Зыков, Долбоносов, Жуков, Якубик, Сабо, Козлов (Эштреков, 59), Гершкович, Еврюжихин.
Голы: Гавашели (9)
Дублеры — 1:1. Голы у тбилисцев — Рехвиашвили, у москвичей — Силкин.
Москвичи начали встречу активнее. Они играют широко, со сменой мест, часто пытаются бить издалека, как бы проверял молодого Гогия на прочность.
Тбилисцы отвечают контратаками. Уже на пятой минуте, после удара Асатиани Пильгуй выручает свою команду.
На девятой минуте Гавашели отлично обошел на скорости Сабо и Долбоносова и точным ударом в дальний от вратаря угол открыл счет.
Хозяева поля беспрерывно атакуют. Гуцаев несколько раз обыгрывает Зыкова.
Вновь едва не добивается успеха Гавашели. Мяч после его резкого удара проходит рядом с боковой штангой.
Динамовцы Москвы в своем первом матче чемпионата видоизменили состав (по сравнению с выступлениями в Кубке кубков). Впервые в этом году в защите выступал Аничкин, а в нападении играли Козлов и Гершкович. Временами нападение москвичей показывало интересную игру.
Стадион дружно охнул. когда на 17-й минуте молодой вратарь Гогия в броске буквально вытащил мяч из верхнего угла после красивого удара Козлова.
На 32-й минуте ошибается Хурцилава. Гершкович бьет, мяч попадает в крестовину ворот и отскакивает в поле. Инициатива на 5 —10 минут переходит к москвичам. В атаку идут Сабо и Басалаев.
Защита южан играет с большой нагрузкой. Кажется, вот-вот будет гол. Но, как часто бывает в футболе, мяч едва не побывал в сетке ворот атакующих. Две быстрые контратаки хозяев (вновь с участием Гуцаева) охладили пыл москвичей.
В конце тайма тбилисцев вновь выручил Гогия, сумевший отбить мяч летевший в ворота рикошетом от своего защитника Челидзе.
Вторую половину игры я смотрел вместе со Славой Метревели. В перерыве он сказал мне, что гости в хорошей форме, но тбилисцы, забив гол, играют увереннее, и вряд ли московским динамовцам удастся изменить ход встречи.
Ветеран советского футбола оказался прав. Москвичи после отдыха вышли с решимостью сравнять счет. С юношеской энергией действует Сабо, рвется вперед Еврюжихин.
Южане больше атакуют по правому флангу. Дуэль с опытным Зыковым явно выигрывает молодой Гуцаев. По сути дела это заставляет гостей усиливать оборону лишним игроком. На 65-й минуте выручает своего вратаря Басалаев, в прыжке отбивший мяч после коварного удара Кипиани.
До конца матча идет напряженная, интересная борьба. Мяч быстро перемещается то к одним, то к другим воротам. В общем, игра получилась.
В. Понедельник, заслуженный мастер спорта. (Наш спец. корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 апреля 1972 года:

მით უარესი პესიმისტებისთვის!
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 10 აპრილი.
“დინამო” (თბილისი) _ “დინამო” (მოსკოვი) — 1:0 (1:0).
თბილისი: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე (ებრალიძე), ხურცილავა, პეტრიაშვილი, გავაშელი, მჭედლიშვილი, ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია, ყოფიანი.
მოსკოვი: პილგუი, ბასალაევი, ანიჩკინი, ზიკოვი, დოლბანოსოვი, ჟუკოვი, იაკუბიკი, საბო, კოზლოვი (ეშტრეკოვი), გერშკოვიჩი, ევრიუჟიხინი.
მსაჯი: ვ. ალოვი (ლენინგრადი).
დუბლიორები — 1:2. ბურთები გაიტანეს სიტკინმა (მოსკოვი) და რეხვიაშვილმა.
კორესპონდენტთა ლოჟაში ჩემს გვერდით აღმოჩნდა სსრ კავშირის დამსახურებული მწვრთნელი ა. ნორაკიძე. მატჩის წინ მან თქვა: ნახეთ, თუ ბესკოვმა ნახევრად არ შეცვალოს გუნდიო. ა. ნორაკიძეს მხედველობაში ჰქონდა ის, რომ თბილისისა და მოსკოვის დინამოელთა მატჩზე საგანგებოდ ჩამოვიდნენ მზვერავები — ბერლინის “დინამოს” მწვრთნელები, რომლებსაც ყოველმხრივ, დეტალურად სურთ შეისწავლონ თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში თავიანთი ნახევარფინალური მეტოქე ლვოვის მატჩის წინ.
მართლაც, როცა მოსკოველთა მწვრთნელმა სამსაჯო ოქმი შეავსო, მასში არ აღმოჩნდა ბერლინის მატჩის ოთხი მონაწილე: დოლმატოვი, მახოვიკოვი, ბაიდაჩნი და კოჟემიაკინი. ამას გარდა, საბო სტოპერის ადგილიდან დაძრეს წინ _ ნახევარდაცვაში. როცა კ. ბესკოვს ვკითხეთ ამ კარდინალურ ცვლილებათა მიზეზი, მან კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა და ზოგადი ფრაზით გვიპასუხა: სხვადასხვა მოსაზრებითო. შეიძლება, მოსკოველთა მწვრთნელს შემადგენლობაში შენიღბვის გარდა სხვა გეგმაც ჰქონდა; კერძოდ ის, რომ ეს ძნელი მატჩი თბილისის თანაკლუბელებთან მიენდო იმ გამოცდილი, ნაცადი ფეხბურთელებისთვის, ვისაც უკვე აქვს თავის ზურგზე გადატანილი თბილისელებთან ჩატარებული თამაშების სიმძიმე, კარგად იცნობს მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს.
მოსკოველებს, ისე როგორც არც ერთ გუნდს საბჭოთა ფეხბურთში, საშუალება აქვთ მოახდინონ ნებისმიერი ხასიათის ცვლილებანი თავიანთ შემადგენლობაში. ახლა, ჩვენი აზრით, ეს ყველაზე პერსპექტიული კოლექტივია, მწვრთნელს შეუძლია აქცენტი გააკეთოს ახალგაზრდების სისწრაფესა და ენერგიაზე, ან ვეტერანების გამოცდილებასა და ოსტატობაზე. თბილისის “დინამო” კი უფრო სტაბილურია და თუ აქ ცვლილებები მოხდა, ეს უპირატესად მოთამაშეთა ავადმყოფობით ან ტრავმებითაა გამოწვეული. მაგალითად, ამ მატჩში კვლავ ვიხილეთ ნახევარდაცვის წამყვანი მოთამაშე, გამოჯანმრთელებული ასათიანი, თავდასხმის მარცხენა ფლანგზე კი ადგილი დაიკავა ყიფიანმა, რომელიც წინა თამაშებში უმთავრესად ლ. ნოდიას ცვლიდა ბოლო წუთებში.
მოსკოველებმა თავიდანვე, პირველივე წუთებიდან სცადეს ხელთ ეგდოთ ინიციატივა, რათა თავიანთი გეგმით წარემართათ თამაში: კოზლოვი და გერშკოვიჩი გაორმაგებული ცენტრის სახით მოქმედებდნენ შეტევის ცენტრში, ამასთან, განუწყვეტლივ ცვლიდნენ ადგილებს, ცდილობდნენ ყოველი იერიშის წამროებისას ახალი, მოულოდნელი პოზიცია შეერჩიათ ბურთის მისაღებად. ამას გარდა, ევრიუჟიხინი იშვიათად ჩნდებოდა იმ ფლანგზე, რომლის “მომსახურება” N11 ფეხბურთელს ეკისრება საერთოდ.
სტუმრების ეს მანევრი გასაგები იყო: თავდამსხმელთა ხშირ გადაადგილებებს, იერიშებში საბოსა და იაკუბიკის აქტიურ მონაწილეობას უნდა გამოეწვია დეზორგანიზაცია თბილისელთა მცველებს შორის, შეექმნა იქ ღია ადგილები. მაგრამ ამ ჩანაფიქრიდან არაფერი გამოვიდა. ხურცილავას, ჭელიძისა და პეტრიაშვილის თამაშით ჩვენ უწინაც კმაყოფილი ვიყავით და ეს სამეული ახლაც შეუცდომლად თამაშობდა, ხოლო ძოძუაშვილმა, რომელიც წლეულს ვერ იყო საჭირო ფორმაში, უნაკლოდ ჩაატარა მატჩი. მოსკოველთა შეტევები სისტემატურად იმსხვრეოდა მოპირდაპირე საჯარიმო მოედანზე, მაგრამ, როცა მათი დარტყმული ბურთები მაინც აღწევდა მეკარემდე, გოგია მათ შესანიშნავად იგერიებდა.
კერძოდ, თბილისელთა კარის დარაჯმა ბრწყინვალედ აიღო კოზლოვის ძლიერი დარტყმა და ის ბურთი, რომელიც ჭელიძემ ჩაჭრა ხაკუთარი კარისკენ სულ ახლოდან. ერთხელ, 32-ე წუთზე, გერშკოვიჩმა რამდენიმე მეტრიდან ძელს მოახვედრა ბურთი.
მატჩის მსვლელობაში და მის საბოლოო შედეგში დიდი როლი ითამაშა მასპინძელთა ნახევარდაცვამ. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ეს იყო მობილური, აქტიური, შემტევი რგოლი, სადაც საუკეთესოდ გამოიჩინეს თავი გავაშელმა და ასათიანმა. გოლიც, რომელმაც გადაწყვიტა შეხვედრის ბედი, ნახევარდაცვის დამსახურებაა. მე-9 წუთზე გავაშელმა ინდივიდუალური გარღვევა შეასრულა მარჯვენა ფლანგზე და სწრაფად მოჭრა კუთხე ცენტრისკენ, სადაც მას ღია პოზიციაში მყოფი მჭედლიშვილი უცდიდა. გავაშელმა თვითვე სცადა თავისი რეიდის დასრულება და ზუსტად დაარტყა კარში. პოლგუის ნახტომმა დაიგვიანა — 1:0.
მაღალი ტემპი წამითაც არ შენელებულა პირველი 45 წუთის განმავლობაში. ჩვენი გუნდის თავდასხმაში ამ ტემპის სულისჩამდგმელი იყო გუცაევი. ახალგაზრდა გარემარბი საოცარი სისწრაფით და მრავალფეროვნი ფინტებით სძლევდა თავის უშუალო დარაჯს ზიკოვს და ზედიზედ ქმნიდა სახიფათო მომენტებს მოპირდაპირე კართან. ზიკოვის სასახელოდ მხოლოდ ის უნდა ითქვას, რომ მან რაინდულად გადაიტანა ეს 90-წუთიანი მძიმე “ეგზეკუცია” და არც ერთხელ უხეშად არ უთამაშია გუცაევთან, მაშინ, როცა მისმა დამზღვევმა დოლბონოსოვმა ყველა აკრძალული საშუალება გამოიყენა თავისი მდიდარი “არსენალიდან”.
შესვენების შემდეგ თბილისელთა აწყობილი ანსამბლი შესამჩნევად დაირღვა. წინა ხაზზე თავდამსხმელები ხშირად კარგავდნენ ბურთს. სტუმრების ნახევარდაცვას საშუალება მიეცა ემოქმედა დიდ ტერიტორიაზე, დახმარებოდა ფორვარდებს, მაგრამ თბილისელთა დაცვა და ნახევარდაცვა თავგამოდებით იგერიებდნენ სახიფათო მომენტებს. მათ ეს მძიმე ამოცანა გაუადვილა იმან, რომ გერშკოვიჩი ამოვარდნილი იყო თავისი გუნდის საიერიშო გეგმიდან და მეტწილად უთავბოლოდ ატარებდა ბურთს. ვერც ეშტრეკოვის გამოსვლამ მოიტანა რამდენადმე მაინც ეფექტური შედეგი.
თბილისის “დინამომ” მოიგო ეს უაღრესად პრინციპული და საპასუხისმგებლო მატჩი.
თამაშის წინ, პროგნოზების პერიოდში, თბილისელთა ბევრი გულშემატკივარი უიმედოდ იყო განწყობილი და სახეიროს ვერაფერს წინასწარმეტყველებდა. ჩვენმა ფეხბურთელებმა კი კარგი გაკვეთილი მისცეს პესიმისტებს. მით უარესი პესიმისტებისთვის!
ბ. ქორქია.