«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 2:1 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 2:1 (1:0)

Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 18.
1 августа 1972 года. 19-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». 30000 зрителей.
Судьи: В.Руднев, А.Мартынов, В.Лушин (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили (к), Челидзе, Эбралидзе, Хинчагашвили, Гавашели, Мчедлишвили, Петриашвили, Гуцаев (Г.Нодия, 77), Рехвиашвили, Кипиани.
«Арарат»: А.Абрамян, Арутюнян, Ф.Абрамян, Коваленко, Месропян, Андреасян, Бондаренко (Петросян, 76), Иштоян, Маркаров (к), Заназанян, Казарян (Мартиросян, 27).
Голы:
1:0 Гуцаев — 37
2:0 Петриашвили — 73
2:1 Андреасян — 76

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1424)
«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 2:1 (1:0)
1 августа 1972 года. 19-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». 30000 зрителей.
Судьи: В.Руднев, А.Мартынов, В.Лушин (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили (к), Челидзе, Эбралидзе, Хинчагашвили, Гавашели, Мчедлишвили, Петриашвили (1 гол), Гуцаев (1 гол) (Г.Нодия, 79), Рехвиашвили, Кипиани. Запасные: Гогиджанашвили, Г.Мачаидзе, Л.Нодия, Члаидзе.
«Арарат»: А.Абрамян, Арутюнян, Ф.Абрамян, Коваленко, Месропян, Андреасян, Бондаренко (Петросян, 80), Иштоян, Маркаров (к), Заназанян, Казарян (Мартиросян, 25). Запасные: Геворкян, Оганесян.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 3 августа 1972 года:

Неоправданная замена.
«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван). 2:1 (1:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 1 августа. Пасмурно. 22 градуса. 50 000 зрителей.
Судьи В. Руднев, А. Мартынов, В. Лушин (все — Москва).
«Динамо»: Гогия — 5. Дзодзуашвили — 5, Челидзе — 5, Эбралидзе — 5, Хинчагашвили — 5, Гавашели — 5, Мчедлишвили — 5, Петриашвили — 5, Гуцаев — 5 (Г. Нодия, 77 — б/о). Рехвиашвили — 5, Кипиани — 5.
«Арарат»: А. Абрамян — 4. А. Арутюнян — 4, Ф. Абрамян — 4, Коваленко — 4, Месропян — 4, Андриасян — 5, Бондаренко — 4 (Петросян, 76 — б/о), Иштоян — 5, Маркаров — 4, Заназанян — 4, Казарян — 3 (Мартиросян, 27 — 4).
Голы: Гуцаев (37), Петриашвили (73), Андриасян (78).
Дублеры — 2:1. Голы: Гагуа, Габричидзе — у «Динамо»; Э. Арутюнян — у «Арарата».
Тбилисцы начали матч столь решительно, что в течение первых 15—20 минут гости были прижаты к своим воротам и лишь беспорядочно оборонялись, побыстрее отбивая любой мяч подальше. Беспрерывно обстреливают ворота «Арарата» Кипиани, Рехвиашвили и Гавашели. Много хлопот защите ереванцев доставляет подключающийся в атаку защитник Дзодзуашвили. «Арарат» отвечает редкими, но опасными контратаками. Так, стремительный рывок Андриасяна на 10-й минуте застал врасплох Челидзе и Эбралидзе, и лишь нерасторопность Казаряна, который не сумел как следует обработать мяч, привела к тому, что опасность у ворот Гогия была ликвидирована.
На 17-й минуте Гуцаев изящно обыграл подряд трех защитников и навесил мяч прямо в центре штрафной площади гостей. К мячу бросились А. Абрамян и Коваленко. Оба промахнулись, но Рехвиашвили не воспользовался этой «любезностью» и не попал а пустые ворота. Через несколько минут Кипиани, обойдя Арутюняна, мог открыть счет, но пробил небрежно, и Месропян головой вынес мяч с линии ворот.
Атаки тбилисцев не прекращаются, но гола все нет и нет. Постепенно ереванцы осваиваются и, контролируя каждую передачу мяча, сбивают темп. И вот здесь, на мой взгляд, тренеры «Арарата» совершили ошибку, произведя неоправданную замену, выпустив на попе защитника Мартиросяна вместо нападающего Казаряна.
Почему неоправданную? Постараюсь объяснить.
В современном футболе без, риска, оправданного риска не обойтись. Ослабив же свою атаку, ереванцы как бы предоставили дополнительный шанс для победы хозяевам поля. Мартиросян много бегал по всему полю, пытался помогать своим защитникам и полузащитникам, но так себя в игре и не нашел.
А вот Дзодзуашвили, который неожиданно оказался свободным от обычных обязанностей по опеке нападающего, сыграл в высшей степени полезно. Своими выходами вперед и расчетливыми передачами он не раз создавал угрозы воротам гостей. Так, на 37-й минуте Дзодзуашвили почти от центра поля дал пас на выход Гуцаеву, и тот на скорости с мячом совершил рывок метров на 35 (!) и открыл счет.
На игре Гуцаева остановлюсь особо. В «тот день ему удавалось многое. Он был неудержим. Приятно было смотреть на этого техничного футболиста. И вдвойне приятно было видеть, что гости играли корректно и ни разу не применили против Гуцаева хотя бы один грубый прием.
Корректная игра продолжалась и во втором тайме. Причем такого большого преимущества тбилисцев уже не ощущалось. Ереванцы, сбив темп, заиграли увереннее, вперед выдвинулся Андриасян — безусловно лучший игрок гостей в этом матче. Он сумел повести за собой в атаку своих товарищей и сам неоднократно угрожал воротам Гогия,
И кто знает, как бы окончилась игра, если бы вновь не блеснул Гуцаев. На 73-й минуте он
обыгрывает двух защитников «Арарата» и отдает пас на выход Петриашвили. Полузащитник хозяев поля, не мешкая, сумел нанести сильный удар под перекладину. 2:0.
Ровно через три минуты успеха добился и «Арарат». Усилия Андриасяна были вознаграждены. Он забил красивый мяч после подачи Иштояна с правого фланга.
На поле появляется молодой нападающий Петросян. Ереванцы проводят с его участием несколько атак. В эти моменты уверенно сыграл вратарь Гогия, выручивший свою команду после сильных ударов Петросяна и Андриасяна.
В общем, вторая половина встречи оказалась зрелищно интереснее, а зрители убедились, что футболисты «Арарата» не случайно претендуют на одно из призовых мест чемпионате.
В. Понедельник, заслуженный мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 3 августа 1972 года:

რეაბილიტაცია!..
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 1 აგვისტო.
“დინამო” (თბილისი) — “არარატი” (ერევანი) — 2:1 (1:0).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, ხინჩაგაშვილი, გავაშელი, მჭედლიშვილი, პეტრიაშვილი, გუცაევი (გ. ნოდია), რეხვიაშვილი, ყიფიანი.
“არარატი”: ა. აბრამიანი, არუთინიანი, ფ. აბრამიანი, კოვალენკო, მესროპიანი, ანდრიასიანი, ბონდარენკო (პეტროსიანი), იშტოიანი, მარქაროვი, ზანაზანიანი, კაზარიანი (მარტიროსიანი).
მსაჯი: ვ. რუდნევი (მოსკოვი).
დუბლიორები — 2:1 “დინამოს” სასარგებლოდ.
ძნელია გადაჭარბებით შეაფასო 1 აგვისტოს მატჩის მნიშვნელობა თბილისის “დინამოსთვის”. რომ არაფერი ვთქვათ იმ წმინდა პრინციპულ მეტოქეობაზე, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა ჩვენს გუნდსა და “არარატს” შორის, საქმე უპირველეს ყოვლისა ეხებოდა სატურნირო მდგომარეობას.
ხანგრძლივი, მძიმე წარუმატებლობის შემდეგ, რაც დინამოელებმა განიცადეს ბოლო ხუთ ტურში (2 ქულა 10-დან), მათ VI ადგილზე ჩამოინაცვლეს. ბოლოს და ბოლოს ისე წავიდა საქმე, რომ, თუ ეს ტურიც წარუმატებელი გამოდგებოდა, “დინამოს” ერთბაშად ეწეოდა ან უსწრებდა 3-4 გუნდი, ესე იგი, მდგომარეობა კატასტროფული ხდებოდა.
ეს თავისთავად. მაგრამ თავი დავანებოთ სატურნირო ცხრილს, რომელიც ცვალებადია და შუა სეზონში ყოველთვის იძლევა სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობას. თბილისისა და ერევნის ფეხბურთელთა შეხვედრები მუდამ უკიდურესად დაძაბულად, მწვავე ბრძოლაში მიმდინარეობს, გულშემატკივართა დიდ ინტერესსაც იწვევს და ხშირად ისეთი კურიოზული, ურთერთსაწინააღმდეგო ანგარიშებითაც მთავრდება, რომ მათი ახსნა ლოგიკური სპორტული თვალსაზრისით თითქმის შეუძლებელი ხდება. ჯერ ერთი მხარე იგებს ანგარიშით 7:4, შემდეგ მეორე _ 5:1, ან ცხრილში იწერება 5:0 და 0:4. ერთი სიტყვით, ამ ორი გუნდის ურთიერთობაში ბევრი რამაა საინტერესო და საყურადღებო.
ეს მატჩიც, ტრადიციისამებრ, ჩატარდა მაღალ სპორტულ დონეზე, ისე, რომ მაყურებელს წუთითაც არ ჰქონდა საშუალება თვალი მოეცილებინა მინდორზე გაჩაღებული ბრძოლისთვის. თბილისელებმა პირველივე წუთებზე აიღეს ტემპი, რომლის წინააღმდეგაც სტუმრები ვერაფერს გახდნენ. ვერაფერს გახდნენ იმ გაგებით, რომ გაშლილი, გეგმაზომიერი კომბინაციური თამაშის ნაცვლად იძულებული იყვნენ ნახევარდაცვის რგოლი უკან დაეწიათ მეტოქის განუწყვეტელი, სწრაფი იერიშების მოსაგერიებლად. მართალია, მათ განახორციელეს ცალკეული კონტრშეტევები, ერთობ სახიფათოც, მაგრამ საერთო ტერიტორიული უპირატესობა აშკარად მასპინძლებს ჰქონდათ. ეს ბანალური გამოთქმა — “ტერიტორიული უპირატესობა” არ უნდა გავიგოთ იმ აზრით, რომ ბურთი მეტწილად ერევნელთა ნახევარზე ტრიალებდა. დინამოელები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იერიშის წარმოებისას, მუდამ კარზე იყვნენ დამიზნებული და ცალკეული გარღვევებით თუ საერთო კომბინაციური ურთიერთმოქმედებით უშუალოდ გოლის გასატან შესაძლებლობას ეძებდნენ.
ეს თავდამსხმელთა დიდი დამსახურებაა. თბილისის “დინამოს” ბოლო მატჩების სერიოზული წარუმატებლობანი, ჩვენი აზრით, უმთავრესად სწორედ გუნდის ამ რგოლის ერთობ ინერტული, სუსტი თამაშის შედეგი იყო. ახლა კი დინამოელთა ფორვარდებმა მთლიანად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობანი. პირველი სიტყვა ყიფიანს ეკუთვნის, რომელმაც ბრწყინვალედ ჩაატარა მატჩი და როგორც ინდივიდუალური, ისე კომბინაციური თამაშისას სრული დეზორგანიზაცია შეჰქონდა “არარატის” მცველთა რიგებში. ასეთივე ძნელი დასაჭერი იყო მარჯვენა ფრთაზე გუცაევი და ფლანგებიდან წარმოებული ამ უკიდურესად ძნელი შეტევების მოგერიებისას ერევნელები იძულებული იყვნენ ცენტრიდან მიშველებოდნენ განაპირა მცველებს. აქ კი ახალი ხიფათი იქმნებოდა რეხვიაშვილის სახით, რომელიც განუწყვეტლივ იცვლიდა ადგილს ფრონტალურად და სხვადასხვა პოზიციას ეძებდა შეტევის დასამთავრებლად.
რახან თავდასხმამ ასეთი სიძლიერით ითამაშა, ვრცელ დიაპაზონზე მოქმედების საშუალება მიეცა ნახევარდაცვასაც. ცნობილია, რომ “არარატს” ეს ხაზი ძალიან ძლიერი ჰყავს და სწორედ მისი მეოხებით აღწევს ჩვეულებრივ დიდ უპირატესობას მინდვრის შუაგულში. ამდენად, ძალიან რთული პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ გავაშელი, მჭედლიშვილი და პეტრიაშვილი. ერთი მხრივ საჭირო იყო ანდრიასიანის, ბონდარენკოსა და ზანაზანიანის ნეიტრალიზება, მეორე მხრივ კი აქტიური მონაწილეობა საკუთარი გუნდის იერიშებში. ორივე ეს ამოცანა წარმატებით გადაიჭრა, თუმცა, ვიმეორებთ, ორივე ძალიან რთული იყო.
დაცვა. საერთოდ, დაცვის მიმართ ჩვენ უწინაც ნაკლებად გვქონდა პრეტენზიები და იგი ახლაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ძოძუაშვილმა, ვფიქრობთ, წლეულს თავისი საუკეთესო მატჩი ითამაშა ამ დღეს. ცენტრში შეთანხმებულად მოქმედებდნენ ჭელიძე და ებრალიძე, თანაც ამ უკანასკნელმა საიმედოდ ჩაკეტა “არარატის” დისპეტჩერი მარქაროვი, რაც ესოდენ საჭირო იყო. დაცვის მარცხენა ფლანგზე დამაჯერებლად იბრძოლა ხინჩაგაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ერევნელებმა არაერთხელ სცადეს ამ ზონის დაძლევა, ამასთან ამ დავალებას მონაცვლეობით ასრულებდა სხვადასხვა მოთამაშე.
დაბოლოს, მეკარე. გოგიას ბევრ ძნელ სიტუაციაში მოუხდა ჩაბმა. იგი წინაც ხშირად გამოდიოდა, კარშიც უხდებოდა ძნელი ბურთების მოგერიება და შეცდომა არ დაუშვია.
ერევნელთა მხრივ ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა ანდრიასიანმა, შეხვედრის დასასრულს კი კარგად ითამაშეს იშტოიანმა და ზანაზანიანმა.
მატჩი საინტერესო გამოდგა სანახაობრივადაც, სპორტული თვალსაზრისითაც. დინამოელებმა განსაკუთრებით ძლიერად ჩაატარეს პირველი ნახევარი, როცა მთლიანად ფლობდნენ ინიციატივას.
შესვენების შემდეგ რამდენადმე იჩინა თავი ცალკეულ მოთამაშეთა დაღლილობამ, ენერგიის დიდმა ხარჯვამ, ამასთან, წაგებულის როლში მყოფმა ერევნელებმა მაქსიმალური ძალით იბრძოლეს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ანგარიში 37-ე წუთზე გახსნა გუცაევმა. მან მინდვრის სიღრმეში წამოწყებული ინდივიდუალური სწრაფი გარღვევა ზუსტი დარტყმით დაამთავრა კარის შორეულ კუთხეში, 69-ე წუთზე კი ფლანგიდან გადააწოდა ბურთი პეტრიაშვილს, რომელმაც შესანიშნავად გამოიყენა ეს მომენტი — 2:0.
ერთადერთი საპასუხო გოლი “არარატმა” გაიტანა 72-ე წუთზე იშტოიანისა და ანდრიასიანის სწრაფი კომბინაციის შემდეგ.
გვინდა რწმენა გამოვთქვათ, რომ მძიმე კრიზისის პერიოდი, რომელიც თბილისის “დინამოს” ჰქონდა, განვლილია. მისი სარეაბილიტაციო მატჩი ერევნელებთან იმედის მომცემია და გუნდმა მომავალშიც ასეთი თავდადებით, მთელი ძალით უნდა იბრძოლოს, რათა ჩემპიონატში მისთვის შესაფერ მაღალ შედეგებს მიაღწიოს.
ბ. ქორქია.