«Динамо» (Тбилиси) — «Кайрат» (Алма-Ата) 1:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Кайрат» (Алма-Ата) 1:0 (1:0)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 07.
14 мая 1971 года. 20-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 35000 зрителей.
Судьи: В.Руднев, Н.Хачатуров, В.Жарков (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Эбралидзе, Хурцилава (к), М.Мачаидзе, Петриашвили, Кутивадзе, Мчедлишвили (Челидзе, 76), Гавашели, Г.Нодия, Л.Нодия.
«Кайрат»: Шведков, Дышленко, Мусин, Байшаков, Маркин, Михайлин, Солдатов, Чеботарев (Хисамутдинов, 26), Евлентьев (Пиуновский, 46), Рожков (к), Севидов.
Гол:
1:0 Г.Нодия — 25
Предупреждение: Севидов (70, оскорбительные реплики в адрес судьи).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1015)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 16 мая 1971 года:

ЛАУРЕАТ НАЧИНАЕТ…
«Динамо» (Тбилиси) — Кайрат» (Алма-Ата). 1:0 (1:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 35 000 зрителей. 14 мая. Ясно. 22 градуса.
Судьи В. Руднев, Н. Хачатуров, В. Жарков (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Эбралидзе, Хурцилава, Петриашвили, Мачаидзе, Кутивадзе, Мчедлишвили (Челидзе, 76), Гавашели, Г. Нодия, Л. Нодия.
«Кайрат»: Шведков, Дышленко, Мусин, Большаков, Маркин, Михайлин, Солдатов, Чеботарев (Хисамутдинов, 26), Евлентьев (Пиуновский, 46), Рожков, Севидов.
Гол: Г. Нодия (25).
Дублеры. 1:1. Голы: у «Динамо» — Челидзе, у «Кайрата» — Пиуновский.
Матч стал частью большого праздника, посвященного 50-летию Советской власти в Грузии и Компартии республики.
Перед началом игры лучшему бомбардиру прошлогоднего чемпионата Гиви Нодия был вручен приз редакции газеты «Труд». И именно Гиви стал автором единственного гола, принесшего динамовцам победу.
Это первый гол прошлогоднего лауреата в нынешнем чемпионате.
Игра началась атаками динамовцев. «Кайрат» был готов к этому натиску — сразу принял необходимое построение, расположив своего капитана Рожкова глубоко сзади четверки защитников под непривычным для «чистильщика» номером 10. Гости стремились подольше подержать мяч, чтобы сбить темп, отдавали его назад, в линию защиты и вратарю.
Испытанный метод. По тбилисцы в первом тайме были быстры, решительны в единоборствах, в стремлении забить гол. Гости, понимая, что скоростное кинжальное вторжение в штрафную площадь чревато осложнениями, все же не нашли способов заставить тбилисцев перейти к поперечному позиционному розыгрышу мяча.
На 25-й минуте полузащитник динамовцев Мачаидзе стремительно ворвался в штрафную площадь «Кайрата», успев по пути обвести трех соперников, и сильно прострелил с угла вратарской площадки вдоль ворот. Дышленко неудачно отбил мяч, и Нодия, забил гол.
Вскоре после этого тренер гостей произвел первую замену. При этом Севидов выдвинулся в переднюю линию атаки и точными, внезапными передачами создал партнерам несколько удобных моментов для нанесения завершающих ударов. Стремясь переломить ход игры, Кайратовцы заметно усилили атакующий потенциал, проведя еще одну замену.
Во втором тайме обе команды, особенно хозяева поля, создали много голевых ситуаций. По нападающие не показали стремления и умения бить по воротам с лёта, без предварительной остановки и подправки мяча. По этой причине многие атаки так и не были доведены до логического конца. К тому же динамовцы в решающие моменты действовали слишком торопливо, не проявив хладнокровия.
Н. АХАЛКАЦИ, мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 мая 1971 года:

ორი განსხვავებული ტაიმი.
თბილის. “ლოკომოტივის” სტადიონი. 14 მაისი.
“დინამო” (თბილისი) — “ყაირათი” (ალმა-ათა) — 1:0 (1:0).
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, ებრალიძე, ხურცილავა, მაჩაიძე, პეტრიაშვილი, კუტივაძე, მჭედლიშვილი (ჭელიძე), გავაშელი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
“ყაირათი”: შვედკოვი, დიშლენკო, მუსინი, ბაიშკოვი, მარკინი, მიხაილინი, სოლდატოვი, ჩებოტარიოვი (ხისამუტდინოვი), ევლენტიევი (პლუგავსკი), როჟკოვი, სევიდოვი.
მსაჯი: ე. რუდნევი (მოსკოვი).
დუბლიორები — 1:1.
ალმა-ათის გუნდის გამოსვლა თბილისელ მაყურებელს არაერთხელ უნახავს.
“ყაირათი” არასოდეს ეკუთვნოდა სამამულო ფეხბურთის ელიტას, მის რიგებში არ გვინახავს ექსტრაკლასის ფეხბურთელები, პირველხარისხოვანი ოსტატები, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მასთან არასოდეს ყოფილა იოლი. ალმაათელები მუდამ გამოირჩეოდნენ დიდი ბრძოლისუნარიანობით.
ახლა კი, როცა “ყაირათი” თბილისში ჩამოვიდა ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის მაღალ როლში, როცა მის აქტივში უკვეა ის ქულები, რომლებიც ამ გუნდს ესოდენ გამოადგება საშემოდგომოდ, მატჩს სულ სხვა ხასიათი მიეცა. ცხადი იყო, რომ 2 ქულის აღებას დიდი ჯაფა დასჭირდებოდა.
მაგრამ სინამდვილემ მოლოდინს გადააჭარბა. დინამოელებმა მატჩი მოიგეს, უკიდურესად საჭირო გამარჯვება ჩაიწერეს გათამაშების ცხრილში, ამ გამარჯვებას კი მატჩის მეორე ნახევარში განუწყვეტლივ თან სდევდა რეალური საშიშროება იმისა, რომ ვითარება ადვილად შეიძლებოდა შეცვლილიყო.
თამაშის დასაწყისი მიმდინარეობდა ისე, რომ ჩვენს ფეხბურთელთა მიმართ პრეტენზიები ცოტა გვაქვს. თბილისელებმა აქტიურად წამოიწყეს საიერიშო მანევრები ცენტრში, ნახევარმცველებმა დამაჯერებლად აიღეს ხელთ ინიციატივა და “ყაირათი” საფუძვლიანად აღმოჩნდა დაბორკილი თავის ნახევარზე. კარგი შთაბეჭდილება დატოვეს კუტივაძემ, რომლის შორეული, ზუსტი გადაცემები რეგულარულად მისდიოდათ თავდამსხმელებს. ამას გარდა, შვედკოვსაც დასჭირდა რამდენიმე მათგანის აღება. სისტემატურად ერთვოდა იერიშს მაჩაიძე, რომლის სწრაფი რეიდების წინააღმდეგ სტუმრებს საგანგებო კონტრზომების მიღება დასჭირდათ.
კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის საქმეს მჭედლიშვილი. ამავე ზონაში ხშირად შედიოდა დაცვითი ხაზებიდან პეტრიაშვილიც, დიდი დიაპაზონისა და სამოქმედო ზონის ფეხბურთელი.
ეტყობა, ნახევარდაცვის ასეთი მძლავრი დაწოლის შემდეგ იყო ის, რომ თავდამსხმელებიც დიდი დატვირთვით თამაშობდნენ და თითოეულ მათგანს არაერთი სახიფათო მომენტი შეექმნა “ყაირათის” კართან.
26-ე წუთზე მასპინძლებმა მორიგი იერიში განახორციელეს. მაჩაიძემ სწრაფად და მოულოდნელად შეასრულა გარღვევა, რომელიც კარში დარტყმით დამთავრდა.
ბურთი მოხვდა მცველს, დაბრუნდა მინდორში და აქ ღია პოზიციაში აღმოჩნდა გ. ნოდია. გოლის გატანა მას არ გასჭირვებია — 1:0.
მართალია, ამ გოლის შემდეგ თამაში ოდნავ ჩაცხრა, მაგრამ უპირატესობას მაინც თბილისელები ინარჩუნებდნენ. ამდენად, ყველაფერი რიგზე ჩანდა.
დაიწყო მეორე ტაიმი და მდგომარეობაც მკვეთრად შეიცვალა. ჩვენი ნახევარმცველების აქტიურობამ რატომღაც მკვეთრად იკლო. ისინი შუა მინდორზე ჩაიკეტნენ, ამის შედეგად იკლო თავდამსხმელთა აგრესიულობამაც და ალმაათელებს საშუალება მიეცათ სწრაფად გადაეტანათ თამაში წინ. ძალიან სახიფათოდ და ეფექტურად თამაშობდნენ პლუგავსკი, სევიდოვი, ხისამუტდინოვი და სხვანი. იყო მომენტები, როცა ურუშაძეს თითქმის საგოლე მდგომარეობაში მოუხდა თავისი გუნდის ხსნა, ამასთან, ჩვენი დაცვის მოთამაშეები ზომაზე მეტად უშვებდნენ შეცდომებს.
ერთი სიტყვით, მეორე ტაიმის განმავლობაში არაერთი უსიამოვნების გადატანა მოგვიხდა და მხოლოდ გაჭირვებით შევინარჩუნეთ გამარჯვება ერთობ მოკრძალებული, მინიმალური ანგარიშით.
რ. ქორიძე.