«Нефтяник» (Баку) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (1:1)

«Нефтяник» (Баку) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (1:1)

Чемпионат СССР 1962 года. Класс ‘А’. Предварительный турнир. 2-я подгруппа. Матч № 11.
15 июля 1962 года. Баку. Республиканский стадион им.В.И.Ленина. Безветренно, легкая облачность, 36 градусов.
Судья: С.Алимов, П.Босых, А.Ульянкин (все — Москва).
«Нефтяник»: Косенков, Бабаев, Моргунов, Чанчалейшвили, Трофимов, Алескеров, Туаев, Маркаров, Кузнецов, Грязев (Мелкумов), Н.Эйнуллаев.
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Хурцилава, Чохели, Хочолава, Зейнклишвили, Г.Сичинава, Датунашвили, Калоев, Баркая, Месхи.
Голы:
1:0 Месхи — 03
1:1 Маркаров — 22

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2975)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 17 июля 1962 года:

БУДЬ ФОРВАРДЫ АГРЕССИВНЕЕ…
«Нефтяник» — «Динамо» (Тбилиси). 1:1 (1:1).
Баку. Республиканский стадион имени Ленина. 15 июля. Безветренно. Легкая облачность. 36 градусов. 42 000 зрителей.
Судья С. Алимов (Москва).
Дублеры — 2:1 в пользу динамовцев.
«Нефтяник»: Косенков, Бабаев, Моргунов, Чанчалейшвили, Трофимов, Алескеров, Туаев, Маркаров, Кузнецов, Грязев (Ю. Мелкумов), Н. Эйнуллаев;
«Динамо»: Котрикадзе, Б. Сичинава, Хурцилава, Чохели, Хочолава, Зейнклишвили, Г. Сичинава, Датунашвили, Калоев, Баркая, Месхи.
Хозяева поля решили не изменять привычной системе 1+3+3+4. Кузнецов указывал партнерам по нападению путь к воротам, Грязев действовал в центре поля, Моргунов подчищал огрехи товарищей по защите. Самая трудная задача досталась Бабаеву и Трофимову— держать Месхи и Калоева. Оба бакинца отлично справились с возложенными обязанностями, если не считать одной единственной ошибки.
Произошла она на третьей минуте. Метрах в 25 от ворот гости били штрафной. Месхи легонько толкнул мяч Калоеву и рванулся в штрафную площадь. Ответный пас он получил на линии вратарской площадки, когда перед ним никого, кроме Косенкова, не оставалось. 1:0.
Пропущенный гол заставил бакинцев перейти к решительным действиям. Шла 22-я минута. Мяч попал к Кузнецову. Его атакуют три защитника и вратарь, но бакинец успевает в падении отдать мяч стоящему поблизости Маркарову. 1:1.
Вторую половину матча по всем статьям выиграли бакинцы. «Нефтяник» мог победить, будь его форварды чуть-чуть агрессивнее…
А. Кязимзаде. (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 17 июля 1962 года:

Оригинал статьи на грузинском языке

ორჯერ დაიწყო ცენტრიდან თამაში.
ბაქო. ცენტრალური სტადიონი. 15 ივლისი.
“ნეფტიანიკი” (ბაქო) — “დინამო” (თბილისი) 1:1 (1:1).
“ნეფტიანიკი”: კოსენკოვი, ბაბაევი, მორგუნოვი, ჭანჭალეიშვილი, ტროფიმოვი, ალესკეროვი, ტუაევი, გრიაზევი (მელკუმოვი), კუზნეცოვი, მარქაროვი, ეინულაევი.
“დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ხოჭოლავა, ზეინკლიშვილი, გ. სიჭინავა, დათუნაშვილი, კალოევი, ბარქაია, მესხი.
მსაჯი ა. ალიმოვი (მოსკოვი).
აღნიშნულ მატჩში, 90 წუთის მანძილზე სულ ოთხჯერ თუ ხუთჯერ შეიქმნა გოლის გატანის რეალური შანსი და ამ შესაძლებლობებიდან მოწინააღმდეგეებმა მხოლოდ თითო მომენტი გამოიყენეს. წარმატებას თავდაპირველად დინამოელებმა მიაღწიეს. მეოთხე წუთზე მესხმა და კალოევმა მარცხენა ფლანგზე ზუსტად გაითამაშეს კომბინაცია, რომლის უკანასკნელ ფაზაში დინამოელთა გარემარბი თავის მცველ ბაბაევზე ოთხიოდე მეტრით წინ აღმოჩნდა. მან ზუსტად გაგზავნა ბურთი ბაქოელთა კარის ბადეში და მასპინძლებმა თამაში ცენტრიდან დაიწყეს.
18 წუთის შემდეგ კი “ნეფტიანიკმა” შეძლო ამ ერთადერთი ბურთის გაქვითვა. როგორ გაიტანეს მათ ეს გოლი? ბაქოელთა ერთერთი შეტევის დროს ჩვენს საჯარიმო მოედანზე მოხდა მოთამაშეთა დიდი თავმოყრა. ეინულაევის პირველი დარტყმა თბილისელთა მცველებმა ბრმად მოიგერიეს. ამის შემდეგ “ნეფტიანიკის” თავდამსხმელებმა კიდევ ოთხჯერ დაარტყეს თბილისელთა კარისაკენ. ბურთი ხან დინამოელთა მცველებს ხვდებოდა, ხან კი “ნეფტიანიკის” თავდამსხმელებს, მაგრამ თბილისელებმა ვერასგზით ვერ მოახერხეს სახიფათო მომენტის განმუხტვა. ბოლოს ამ ენით აუწერელ არევ-დარევაში ბურთი მიუგორდა მარქაროვს, რომელმაც ზუსტი დარტყმით 2 მეტრის მანძილიდან იგი თბილისელთა კარში გაგზავნა. მოთამაშეთა სიმრავლით ხელფეხშეკრულმა კოტრიკაძემ მხოლოდ თვალი გააყოლა ბურთს.
შეხვედრის პირველ ნახევარში “ნეფტიანიკს” კიდევ ორჯერ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება, მაგრამ კოტრიკაძემ თავგანწირული ნახტომით ორჯერვე მინიმუმამდე დაიყვანა ეს შანსი. ტაიმის დასასრულს ბაქოელთა კარი ორჯერ აღმოჩნდა საფრთხეში, მაგრამ ორივეჯერ ჩვენმა თავდამსხმელებმა დიდი მანძილით ააცილეს ბურთი მიზანს.
ჩვენ შეგნებულად ვჩერდებით ასე დეტალურად მატჩის პირველ ნახევარზე, რადგან მეორე ფაქტიურად ყოველმხრივ დაზღვეული იყო სახიფათო მომენტებით, საინტერესო და ლამაზი ბრძოლით. თამაშის ბედი სწორედ პირველ ნახევარში გადაწყდა და მეორეში გუნდებს “საერთოდ შეეძლოთ არ გამოსულიყვნენ მოედანზე”.
თბილისის “დინამომ” უკანასკნელ შეხვედრებში ახალი ტაქტიკური სქემის წყალობით საგრძნობლად გააძლიერა დაცვის ხაზი. თუ მხედველობაში არ მივიღებთ 22-ე წუთზე დაშვებულ შეცდომას (რაც გუნდს ქულის ფასი დაუჯდა), “დინამოს” დაცვა მოქმედებდა მტკიცედ და გადამწყვეტად. მაგრამ მოთამაშეთა სიმრავლემ დაცვაში საგრძნობლად შეასუსტა თავდასხმის ბრძოლისუნარიანობა. ნახევარმცველები დიდ დროს ანდომებდნენ დაცვითი ფუნქციების შესრულებას და ამიტომ სავსებით დაიკარგა კონტროლი მოედნის შუაგულში.
“ნეფტიანიკი” თავის შეტევებს ძირითადად ფლანგურ გარღვევებზე აგებდა, სადაც განსაკუთრებით გამოირჩეოდა ტემპერამენტიანი და ტექნიკური ტუაევი, სწორედ იგი თავისი ცენტრალური თავდამსხმელის კუზნეცოვის აქტიური მხარდაჭერით წარმართავდა ბაქოელთა მთელ შეტევებს. მაგრამ “დინამოს” დაცვა პირველსავე საფეხურზე ნთქავდა ამ შეტევებს. და თუ მასპინძლები მაინც ახერხებდნენ საჯარიმო მოედანში შეღწევას, ისინი “დინამოს” მეორე ეშელონის ზღუდეს აწყდებოდნენ. ასე დამთავრდა შეხვედრის პირველი ნახევარი.
მეორე ტაიმის პირველ წუთებზე ერთგვარი უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო, მაგრამ მათ შეტევებს აღარ ჰქონდა ადრინდელი სიმძაფრე. შემდეგ, რამდენიმე წუთით დინამოელები გააქტიურდნენ. ჩოხელმა მეტად ღრმა რეიდიც კი განახორციელა მოწინააღმდეგის კარისაკენ, მაგრამ ეს რეიდი, ისევე როგორც სტუმრების ენთუზიაზმი, ერთბაშად ჩაქრა და თამაშმა მიიღო უინტერესო სახე. “ნეფტიანიკს” სავსებით აწყობდა ფრე — 1:1, ამიტომ მასპინძლებმა ყოველი შემთხვევისათვის დახიეს უკან ერთ-ერთი შუამარბი (მესხის სამეთვალყუროდ) და მოედანზე დაიწყო “პოზიციური” ბრძოლა ცენტრალური ზონის ფარგლებში.
მსაჯის საფინალო სასტვენამდე აღარაფერი საინტერესო არ მომხდარა. მოწინააღმდეგეებმა თითო-თითო ქულა ჩაიწერეს აქტივში და მშვიდად დასცილდნენ ერთმანეთს.
ნ. გუგუშვილი, ბაქო, ჩვენი სპეც. კორ.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июля 1962 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от июля 1962 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июля 1962 года: