«Динамо» (Тбилиси) — «Вердер» (Бремен, Германия) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Вердер» (Бремен, Германия) 0:0

Международный товарищеский матч.
10 января 1989 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 54000 зрителей.
Судья: ?
«Динамо»: Габелия (Хапов, 46), Кеташвили (Сванадзе, 71), Цхададзе, Чедия, Арзиани, Ревишвили (Г.Джишкариани, 78), Апциаури, Махарадзе (Кецбая, 46), Цаава, Кавелашвили (Панцулая, 60), Гогичаишвили.
«Вердер»: Рек (Рольманн, 46), Шааф, Херманн (Оттен, 17, Айльтс, 76), Братсет, Кутцоп, Боровка, Вольтер, Вотава, Нойбарт, Бургсмюллер (к) (Скогхайм, 46), Орденевиц.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от января 1989 года:

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 января 1989 года:

„დინამო“ (თბილისი) – „ვერდერი“ (ბრემენი).
საქველმოქმედო მატჩი.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ბრემენის ცნობილმა პროფესიულმა საფეხბურთო კლუბმა „ვერდერმა“ კეთილშობილური სურვილი გამოავლინა, როცა სომხეთში მიწისძვრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად ამხანაგური საერთაშორისო მატჩის გამართვა განიზრახა. „ვერდერმა“ თავის მეტოქედ თბილისის „დინამო“ აირჩია და ამ მატჩის ჩასატარებლად საქართველოს დედაქალაქს ეწვია. საქველმოქმედო მატჩი „ვერდერი“ (ბრემენი) – „დინამო“ (თბილისი) გუშინ გაიმართა თბილისის ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონზე. მაყურებლები გულთბილად მიესალმნენ დასავლეთგერმანელ ფეხბურთელებს, რომლებმაც თანაგრძნობის ხელი გამოუწოდეს მიწისძვრისგან დაზარალებულ სომეხ მოსახლეობას. მატჩის დაწყების წინ ფეხბურთელებმა და სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა წუთიერი დუმილით პატივის სცეს სომხეთში მიწისძვრისგან დაღუპული ადამიანების ხსოვნას. დიქტორმა გამოაქვეყნა ერევნიდან მიღებული დეპეშის ტექსტი ბრემენის „ვერდერის” და თბილისის „დინამოს“ გუნდებისადმი.
გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: „დინამო“ (თბილისი): გაბელია (ხაპოვი, 46), კეტაშვილი (სვანაძე, 71), ცხადაძე, ჭედია, არზიანი, რევიშვილი (გ. ჯიშკარიანი, 78), აფციაური, მახარაძე (ქეცბაია, 46), ცაავა, ყაველაშვილი (ფანცულაია, 60), გოგიჩაიშვილი.
„ვერდერი“ (ბრემენი): რეკი, (როლმანი, 46), შააფი, ჰერმანი (ოტენი, 17, აილტსი, 76). კუცოპი, ბოროვკა, ვოლტერი, ვოტავა, ნოიბარტი, ბურგსმიულერი (სკოგჰაიმი, 46), ორდენევიცი.
მატჩი ძალზე საინტერესოდ, მეგობრულ ვითარებაში ჩატარდა. როგორც თბილისელებს, ასევე ბრემენელ ფეხბურთელებს გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ კარგად ითამაშეს ორივე გუნდის დავის ხაზის მოთამაშეებმა და მეკარეებმა. საბოლოოდ მატჩი დამთავრდა
ფრედ, ანგარიშით 0:0.