«Торпедо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (1:0)
Кубок СССР 1986/87 годов. 1/8 финала.
5 августа 1986 года. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. 7000 зрителей.
Судьи: М.Ступар (Ивано-Франковск), В.Чекас (Львов), Г.Ильяков (Симферополь).
«Торпедо»: Сарычев, Гостенин, Ковач, Пригода (к), Муштруев, Шавло (Круглов, 72), Ю.Савичев, Троицкий, Плотников (Кобзев, 52), Полукаров, Гришин (Гречнев, 51).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Кудинов, Какилашвили (Джохадзе, 68), Сванадзе, Сулаквелидзе, Микаберидзе (Ревишвили, 58), Гурули, Месхи.
Голы:
1:0 Ю.Савичев — 05
2:0 Ю.Савичев — 59
2:1 Сулаквелидзе — 65
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 7 августа 1986 года:
«ТОРПЕДО» ПРОДОЛЖАЕТ БОРЬБУ.
«Торпедо» (МОСКВА) — «Динамо» (Тбилиси) — 2:1 (1:0), Москва. Центральный стадион имени В. И. Ленина. Ясно. 27 градусов. 7000 зрителей.
Судьи М. Ступар (Ивано-Франковск), В. Чекас (Львов), Г. Ильяков (Симферополь).
«Торпедо»: Сарычев, Гостенин, Ковач, Пригода, Муштруев, Шавло (Круглов, 72), Ю. Савичев, Троицкий, Плотников (Кобзев, 62), Полукаров, Гришин (Грачев, 61).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Кудинов, Какилашвили (Джохадзе, 68), Сванадзе, Сулаквелидзе, Микаберидзе (Ревишвили, 68), Гурули, Месхи.
Голы: Ю. Савичев (5, 59), Сулаквелидзе (65).
Нынешние владельцы Кубка страны — московские торпедовцы очень быстро открыли счет в матче. Произошло это несколько неожиданно, поскольку обе команды еще только-только, как говорится, осматривались на поле. Стремительную комбинацию умело разыграли два молодых игрока «Торпедо»: Муштруев выдал пас Юрию Савичеву, и лучший бомбардир автозаводцев, смело пойди на обострение, сумел на долю секунды опередить опытного вратаря тбилисцев Габелия и послал мяч в сетку.
Этот игровой эпизод остался в первом тайме самым запоминающимся, поскольку
вратарям обеих команд очень редко приходилось показывать свое умение. Виной тому
были неточные действия футболистов при завершении атак. Достаточно сказать, что в
двух моментах из выгоднейших ситуаций не смогли точно пробить по воротам тбилисец
Гурули и торпедовец Полукаров,
Вторую половину матча активнее начали гости. Атаковали они настойчиво, много: очень уж хотелось динамовцам забить ответный гол. Но прежде чем они все-таки добились успеха, в воротах тбилисцев побывал еще один мяч, Шавло сделал точную передачу с углового на Савичева, и тот головой забил второй гол — 2:0.
Только тогда, когда преимущество торпедовцев в счете вроде бы обрело весьма убедительное выражение, динамовцы добились-таки своего. Точку в их мощной атаке поставил Сулаквелидзе.
Тбилисцы продолжали играть активнее, оказывая сильное давление на ворота хозяев поля, а торпедовцы в основном полагались на контратаки. Однако ни той, ни другой команде изменить счет не удалось. Московское «Торпедо», выиграв матч, вышло в четвертьфинал Кубка СССР.
А. ВЛАДЫКИН.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 7 августа 1986 года:
სსრ კავშირის თასზე.
უპირატესობის მიუხედავად.
მოსკოვი. ვ.ი. ლენინის სახელობის ცენტრალური სტადიონი. 5 აგვისტო. 7000 მაყურებელი.
„ტორპედო“ (მოსკოვი) – „დინამო“ (თბილისი) 2:1 (1:0).
„ტორპედო“: სარიჩევი, გოსტენინი, კოვაჩი, პრიგოდა, მუშტრუევი, შავლო (კრუგლოვი, 72), ი. სავიჩევი, ტროიცკი, პლოტნიკოვი (კობზევი, 52), პოლუკაროვი, გრიშინი (გრეჩნევი, 51).
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, კუდინოვი, კაკილაშვილი (ჯოხაძე, 68), სვანაძე, სულაქველიძე, მიქაბერიძე ( რევიშვილი, 58), გურული, მესხი.
მსაჯი მ. სტუპარი (ივანო-ფრანკოვსკი).
გოლები: ი. სავიჩევი (5, 59), სულაქველიძე (65).
საკავშირო ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მოსკოვის ტორპედოელები არასტაბილურად თამაშობდნენ. ზედიზედ 12 მატჩის წაუგებლად ჩატარების შემდეგ ავტოქარხნელებმა 4 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა მოაგროვეს. წლეულს თბილისელებიც წარუმატებლად გამოდიან. ბუნებრივია, სათასო შეხვედრაში გამარჯვება ორივე გუნდისთვის საკუთარ გულშემატკივართა თვალში ერთგვარი რეაბილიტაციის საუკეთესო საშუალება იყო. გარდა ამისა, ტორპედოელებს ამ
საპატიო პრიზის შენარჩუნების სრულიად გასაგები სურვილიც ამოძრავებთ. პირველი სახიფათო მომენტი თბილისელებმა შექმნეს. მე-4 წუთზე მესხი კარგად გავიდა მარცხენა ფლანგზე და ბურთი მიქაბერიძის მისამართით ჩააწოდა, მაგრამ ამ უკანასკნელს წამით დაასწრო მცველმა და … მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაგვირგვინდა. მუშტრუევმა ბურთი გაგზავნა თბილისელთა კარისკენ, სადაც წინ გამოსულ გაბელიას ი. სავივჩევმა დაასწრო.
მთელი დარჩენილი დროის მანძილზე დინამოელები დიდი მონდომებით უტევდნენ მოსკოველთა კარს. აღსანიშნავია, რომ წინ წაწეულ თბილისელ თავდამსხმელებს, გურულსა და მესხს მთელი მატჩის განმავლობაში პერსონალურად მეურვეობდნენ კოვაჩი და გოსტენინი. ისინი, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ სცილდებოდნენ თბილისელებს და საკუთარი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს ნებისმიერ ხერხს მიმართავდნენ მათ შესაჩერებლად, განსაკუთრებით კოვაჩი, რომელიც თავის ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებაში არსებულ ნაკლოვანებებს უხეშობით ავსებდა. შეხვედრის არბიტრი, ივანოფრანკოვსკელი მ. სტუპარი კი მხოლოდ ჯარიმების დაფიქსირებით ან უკეთეს შემთხვევაში, სიტყვიერი შენიშვნებით იფარგლებოდა. ასეთ ვითარებაში თბილისელებმა შორიდან დარტყმებით სცადეს მეტოქის კარის აღება. რამდენიმე დარტყმა შეასრულა გურულმა. ერთ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა კაკილაშვილმა, რომელმაც ტორპედოელთა მცველების მიერ მოგერიებული ბურთი დაახლოებით 30 მეტრიდან შეუჩერებლად გაგზავნა მასპინძელთა კარისკენ, მაგრამ მეკარე სარიჩევმა იხსნა თავისი გუნდი. აღსანიშნავია თბილისელთა კაპიტნის ალექსანდრე ჩივაძის დროული და ეფექტური რეიდები, რაც ყოველთვის საფრთხეს უქმნიდა ავტოქარხნელთა დაცვას.
ტაიმის მიწურულს ერთ მომენტში მცველებმა უხეში შეცდომა დაუშვეს და მოხდა ისე, რომ ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა. მაგრამ მეტოქის კარის წინ მარტო დარჩენილმა გურულმა ვერ შეძლო ხეირიანად დაერტყა, შემდეგ კი ხელსაყრელი მდგომარეობიდან პოლუკაროვმა ააცილა ბურთი მიზანს.
შესვენების შემდეგ თბილისელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. 47-ე წუთზე მესხმა უკან ჩამოიტოვა გოსტენინი, გავიდა მოსკოველთა კართან, მაგრამ ბურთი გარედან მოხვდა ბადეს. 50-ე წუთზე სტუმართ მორიგი იერიში კვლავ აკრძალულმა ილეთმა ჩაშალა. ტორპედოელებმა ამჯერად სვანაძე წააქციეს. კარგა გათამაშებული ბურთი ჩივაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად და ზუსტად გაგზავნა კარისკენ. სარიჩევმა ძლივს მოიგერია ეს დარტყმა. როგორც იტყვიან, გოლი თითქოს მომწიფდა და მაყურებელმა მალე იხილა იგი, მაგრამ წარმატებას კვლავ მასპინძლებმა მიაღწიეს: 59-ე წუთზე შავლომ კარგად მიაწოდა კუთხური და ი. სავიჩევმა თავური დარტყმით გაზარდა ანგარიში — 2:0.
დინამოელებს არც ამის შემდეგ დაუყრიათ ფარ-ხმალი და 65-ე წუთზე, როგორც იქნა, წარმატებას მიაღწიეს. კეტაშვილმა 25-27 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი მოხვდა ზედა ძელს და დაბრუნდა მინდორში. აქ მას ყველაზე ადრე სულაქველიძემ მოუსწრო. მან ნახტომში თავით გააგზავნა ბურთი კარისკენ და ანგარიშში სხვაობა შეამცირა — 1:2.
თბილისელები შეტევებს განაგრძობდნენ, მაგრამ ტორპედოელები კარგად იცავდნენ თავს და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცეს. საბოლოოდ მეოთხედფინალში თამაშის უფლებაც მათ მოიპოვეს.
დავით ქავთარაძე.
მოსკოვი.