«Днепр» (Днепропетровск) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (2:0)
Кубок СССР 1987/88 годов. 1/4 финала.
13 апреля 1988 года. Днепропетровск. Стадион «Метеор». Ясно, 17 градусов. 15000 зрителей.
Судьи: В.Филиппов (Москва), Н.Левников, Т.Беззубяк (оба — Ленинград).
«Днепр»: Городов, Башкиров, Вишневский (Нейштетер, 56), Пучков, Сорокалет, Кудрицкий, Багмут, Шахов (Геращенко, 46), Шох, Евтушенко (Сторчак, 46), Сон.
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Тевзадзе, Чедия (Коргалидзе, 75), Арзиани, Ткебучава, Сванадзе, Сулаквелидзе (Ревишвили, 46), Цвейба, Гурули, Шенгелия (Панцулая, 46).
Голы:
1:0 Евтушенко — 06
2:0 Сон — 30
2:1 Сванадзе — 80
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 15 апреля 1988 года:
ДНЕПРОПЕТРОВСК.
«Днепр» (Днепропетровск) — «Динамо» (Тбилиси) — 2:1 (2:0). Стадион «Метеор». 13 апреля. Ясно. 17 градусов. 15 000 зрителей.
Судьи В. Филиппов (Москва), П. Левников, Т. Безубяк (оба — Ленинград).
«Днепр»: Городов, Башкиров, Вишневский (Нейштетер, 56), Пучков, Сорокалет, Кудрицкий, Багмут, Шахов (Геращенко. 46), Шох, Евтушенко (Сторчак, 46), Сон.
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Тевзадзе, Чедия (Коргалидзе, 75), Арзиани, Ткебучава, Сванадзе, Сулаквелидзе (Ревишвили, 46), Цвейба, Гурули, Шенгелия (Панцулая, 46).
Голы: Евтушенко (6), Сон (30), Сванадзе (60).
Итак, завершились четвертьфинальные матчи очередного розыгрыша Кубка СССР. 18 мая в полуфиналах встретятся: «Торпедо» (Москва) — «Днепр» (Днепропетровск), «Жальгирис» (Вильнюс) — «Металлист» (Харьков). 21 апреля СТК Федерации футболе СССР проведет жеребьевку, которая определит хозяев поля в этих встречах.
Хозяева поля, как передают наши корреспонденты В. Яковлев и Я. Новак, прочно захватили инициативу с первой минуты матча. Они атаковали быстро, мощно, большими силами, действовали смело, а главное, нестандартно, кто позволило то и дело создавать опасные голевые ситуации; Одна из них завершилась четким ударом Евтушенко. Но поздравляли днепропетровцы не только его, но и своего капитана Шоха, сделавшего ювелирный пас партнеру в штрафную площадь.
Шох стал соавтором и второго гола, забитого Соном. Такое начало до того расстроило гостей, что собраться с силами они смогли только во втором тайме. Однако хозяева удачно пресекали все атаки динамовцев. Более того, они и сами то и дело переходили в нападение. Только мастерство Габелия не позволило Сторчаку забить третий гол. И все-таки тбилисцы сумели размочить счет. Одна из их быстрых контратак завершилась точным ударом Сванадзе.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 апреля 1988 года:
სსრ კავშირის თასზე.
„დნეპრი“ (დნეპროპეტროვსკი) – „დინამო“ (თბილისი) 2:1 (2:0).
დნეპროპეტროვსკი, „მეტეორის“ სტადიონი. 13 აპრილი.
დნეპრი: გოროდოვი, ბაშკიროვი, ვიშნევსკი (ნეიშტეტერი, 56), პუჩკოვი, სოროკალეტი, კუდრიცკი, ბაგმუტი, შახოვი (გერაშჩენკო, 46), შოხი, ევტუშენკო (სტორჩაკი, 46), სონი.
„დინამო“ გაბელია, კეტაშვილი, თევზაძე, ჭედია (კორღალიძე, 75), არზიანი, ტყებუჩავა, სვანაძე, სულაქველიძე (რევიშვილი, 46), ცვეიბა, გურული, შენგელია (ფანცულაია, 46).
მსაჯი ვ. ფილიპოვი (მოსკოვი).
„დნეპრთან“ თამაში, ისიც მის მინდორზე, ფრიად რთული საქმე გახლავთ. დნეპროპეტროვსკის გუნდი ახლა ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერია. ამ გუნდმა ჩემპიონობაც მოიპოვა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებიც და მიუხედავად ამისა, რომ წლეულს მას მოაკლდნენ წამყვანი ფეხბურთელები პროტასოვი და ლიტოვჩენკო, ხოლო ნახევარმცველმა ტიშჩენკომ მძიმე ტრავმა მიიღო, „დნეპრი“ ამ სეზონშიც მეორედ იმყოფება უმაღლესი ლიგის საუკეთესოთა რიგებში. ამდენად „მეტეორის“ სტადიონზე განცდილი მარცხი მინიმალური სხვაობით დინამოელთა ქომაგებში, თითქოს დიდ შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს.
მაგრამ თუ ღრმად გავაანალიზებთ წაგების მიზეზებს და განვლილ თამაშსაც კრიტიკული თვალით გადავხედავთ, იოლად შევამჩნევთ, რომ თბილისის „დინამოს“ უკეთესი შედეგისთვის შეეძლო მიეღწია სსრ კავშირის თასის ამ მეოთხედფინალურ მატჩში.
ჩვენმა „დინამომ“ მატჩის პირველი ნახევარი ჩაატარა უკიდურესად დაბალ დონეზე, შებორკილად, უინიციატივოდ და ბრძოლის სადავეებიც ერთიანად მეტოქეს გადააბარა. თბილისელთა თამაშში არ იგრძნობოდა არც მონდომება, არც ხალისი, არც განწყობა, ტემპიც დაბალი ჰქონდათ. გუნდმა პირველი 45 წუთი თითქმის მთლიანად საკუთარ ნახევარზე გაატარა. თავდამსხმელთა საიერიშო კომბინაციებში ბურთის არც ერთი გათამაშება ბოლომდე არ განხორციელებულა, მეორე გადაცემის შემდეგ მას ადვილად ეუფლებოდნენ მასპინძლები. ჩვენი ნახევარმცველები ღრმა ზურგში მოქმედებდნენ და „დინამო“ მთელი ტაიმი მეტოქის იერიშების მოგერიებას მოუნდა. ისეთ ვითარებაში, როცა მეკარე გოროდოვი ფაქტიურად თითქმის არც ერთხელ არ მდგარა ხიფათის წინაშე, მის პარტნიორებს სრული შესაძლებლობა მიეცათ მხოლოდ შეტევაზე ეფიქრათ. ეს მათ არც დაუყოვნებიათ, ამიტომაც „დინამოს“ მცველებსა და მეკარეს უმძიმესი სამუშაო დააწვა თავს. თუ მოვლენებს წინ გავუსწრებთ, ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ტაიმი იღბლად მხოლოდ 0:2 წავაგეთ. სხვაობა შესაძლოა მეტიც ყოფილიყო.
პირველი გოლი „დნეპრმა“ 30-ე წუთზე გაიტანა. „დინამოს“ მცველებმა მიიჩნიეს, რომ მეტოქე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და, თუმცა თითოეულმა მათგანმა კარგად იცის, რომ სანამ მსაჯი არ დაუსტვენს, ბურთისთვის ბრძოლის შეწყვეტა არ შეიძლება, ისინი მაინც გაჩერდნენ სასტვენის მოლოდინში. ამასობაში კი, სონი გავიდა წინ და თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი გაბელიას — 2:0.
დაიწყო მეორე ტაიმი და მდგომარეობა მინდორზე ერთიანად შეიცვალა. მთლიანად გაქრა დინამოელთა პასიურობა. მოთამაშეები ენერგიულად ამოქმედდნენ, ნახევარდაცვა წელში გაიმართა, ბურთის გადაცემას მოფიქრებული კომბინაციების სახე მიეცა და „დინამოც“ წინ დაიძრა. ეს უკვე სულ სხვა გუნდი იყო, თამაშიც სულ სხვაგვარად წარიმართა. თქმა იმისა, რომ რომ დინამოელები სრულად ფლობდნენ უპირატესობას ამ 45 წუთის მანძილზე, რასაკვირველია სწორი არ იქნებოდა. დროდადრო დნეპროპეტროვსკელები კვლავ გადადიოდნენ შეტევაზე. სახიფათო მომენტებიც ისევ იქმნებოდა გაბელიას კართან, მაგრამ საერთო ინიციატივა ამჯერად აშკარად თბილისელებისა იყო, რაც იმით დამთავრდა, რომ მე-80 წუთზე სვანაძემ კარგად გამოიყენა კორღალიძის გადაცემა და საპასუხო ბურთი გაიტანა — 1:2.
დნეპროპეტროვსკში რომ თბილისის „დინამოს“ გაემარჯვა, ნახევარფინალში გავიდოდა და ამ გადამწყვეტ ეტაპზე იგი თავის მინდორზე მიიღებდა მოსკოვის „ტორპედოს“. ღირდა თუ არა საამისოდ სრული შესაძლებლობითა და თავგამოდებით ბრძოლა მთლი 90 წუთის მანძილზე? რა თქმა უნდა, ღირდა. თბილისის „დინამოს“ ქომაგები ამ საინტერესო მატჩსაც ვიხილავდით!
სსრ კავშირის თასის ნახევარფინალში მონაწილეობა ფეხბურთელს სპორტის ოსტატის წოდების მიღების უფლებას აძლევს. ჩვენს გუნდში ახლა მრავლად არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც ეს საპატიო წოდება ჯერ არა აქვთ. ასეთთა შორის არიან ცვეიბა, კორღალიძე, ფანცულაია, ტყებუჩავა, რევიშვილი, რომლებიც სწორედ „დნეპრთან“ მატჩში მონაწილეობდნენ და უპირველესად ისინი უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებული მატჩის მოგებით.
და ბოლოს, ჩვენი გუნდით, თბილისის „დინამოთი“ წლეულს უკმაყოფილონი არა ვართ. იგი გაცილებით უკეთესად თამაშობს, ვიდრე შარშან და შარშანწინ, მაგრამ არ შეიძლება არ შეამჩნიო ფრიად არასასიამოვნო მოვლენა — ჩვენი გუნდი მეტოქეთა მინდვრებზე ძალზე ცუდად თამაშობს. მაშინ, როცა შინ სულ სხვაგვარად გამოიყურებიან. გუნდის პოტენციური შესაძლებლობანი „იქ“ თითქმის განახევრებულია. საკავშირო ჩემპიონატების მატჩებში წლეულს შინ დავამარცხეთ ვილნიუსის „ჟალგირისი“, მინსკის „დინამო“, მოსკოვის „დინამო“, სსრ კავშირის ფედერაციის თასზე, მაგრამ სტუმრად ჩატარებულ სამივე მატჩში ლენინგრადის „ზენიტთან“, მოსკოვის „ლოკომოტივთან“, და დნეპროპეტროვსკის „დნეპრთან“ დავმარცხდით. შედეგი, როგორც ხედავთ,, სავალალოა, ასეთი „50-პროცენტიანი“ მაჩვენებლით, ცხადია, შორს ვერ წავალთ. თამაში თამაშია. ყოველ მატჩს, შინ თუ სტუმრად, სრული პასუხისმგებლობით და სრული მონდომებით ესაჭიროება მიდგომა. გუნდის სიძლიერე და კლასი სწორედ ამით განისაზღვრება.
რაც შეეხება სსრ კავშირის თასს, მისთვის წარმატებით ბრძოლა კვლავ სამერმისოდ უნდა გადავდოთ.
ორიოდე სიტყვა მსაჯობის შესახებ. არბიტრები, ჩვენი აზრით, ვერც ამ მატჩში იდგნენ მოწოდების დონეზე. დინამოელებს არ ვამართლებთ, მაგრამ უფრო ობიექტური მსაჯობა რომ ყოფილიყო, შესაძლებელია, თამაშიც სხვა იქნებოდა და ანგარიშიც.