«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 2:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 2:0 (1:0)

Кубок СССР 1988/89 годов. 1/4 финала.
17 мая 1989 года. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 26400 зрителей.
Судьи: В.Медведцкий (Волжский), М.Гущев (Куйбышев), В.Гукасов (Армавир).
«Динамо»: Хапов, Кеташвили, Цхададзе, Чедия, Г.Джишкариани, Тетрадзе, Сванадзе, Цвейба, Цаава (Кецбая, 75), Качарава (Апциаури, 86), Гогичаишвили.
«Спартак»: Черчесов, Базулев, Кульков, Морозов, Бубнов, Бокий, Кузнецов, Капустин (Шалимов, 69), Шмаров, Черенков, Родионов.
Голы:
1:0 Цхададзе — 31
2:0 Гогичаишвили — 71 (пен.)
Нереализованный пенальти: Г.Джишкариани (78, вратарь).
Предупреждения: Кеташвили, Морозов.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 18 мая 1989 года:

Раз пенальти, два пенальти…
«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва). 2:0 (1:0)
Тбилиси. Стадион «Динамо» им. В. И. Ленина. 17 мая. Солнечно. 24 градуса. 26 400 зрителей.
Судьи В. Медведцкий (Волжский), М. Гущев (Куйбышев), В. Гукасов (Армавир).
«Динамо»: Хапов, Кеташвили, Цхададзе, Чедия, Джишкариани, Тетрадзе, Сванадзе, Цвейба, Цаава (Кецбая, 75), Качарава (Апциаури, 86), Гогичаишвили.
«Спартак»: Черчесов, Базулев, Кульков, Морозов, Бубнов, Бокий, Кузнецов, Капустин (Шалимов, 69), Шмаров, Черенков, Родионов.
Голы: Цхададзе (31), Гогичаишвили (79, с пенальти).
Предупреждены: Кеташвили, Морозов.
Обе команды вышли на четвертьфинальный матч розыгрыша Кубка СССР всего через 3 дня после игр очередного тура чемпионата страны. По мнению главных тренеров команд Давида Кипиани и Олега Романцева, этого времени было явно недостаточно для подготовки к такому ответственному матчу. А если учесть, что победителю пары «Динамо» — «Спартак» уже 21 мая предстоит встретиться с «Днепром», то станет ясно, в какие неравные условия поставлены участники предстоящего полуфинала.
Дебют матча прошел в медленном розыгрыше мяча и в попытках найти путь к воротам соперников через центр. Однако они успеха не имели. Стоило же командам активнее использовать фланги, как заскучавшие было трибуны оживились. И сразу возникла опасность у ворот гостей: фланговый прострел Джишкариани мог замкнуть Качарава, но переиграть Черчесова ему не удалось. Тбилисцы методично наращивали давление на ворота спартаковцев. И венцом усилий команды стал гол — красавец, забитый головой в высоком прыжке защитником Цхададзе. Москвичи пытались еще в первом тайме отыграться, но динамовцы в эти минуты играли самоотверженно и отстояли свои ворота.
Довольно любопытный случай произошел во втором тайме. Не успел выйти на замену Кецбая как его сбили в штрафной площади. Судья уверенно показал на 11-метровую отметку. Удар Джишкариани парировал Черчесов, но когда тбилисец пошел на добивание; его сбили. Вновь пенальти. На этот раз его реализовал Гогичаишвили.
В дальнейшем счет не изменился. Уже через несколько дней соперники снова проведут матч на поле тбилисского стадиона «Динамо». На этот раз в рамках чемпионата страны.
Экспресс-комментарий заслуженного мастера спорта Тенгиза Сулаквелидзе:
— Молодые динамовцы с честью выступили против более опытного соперника, переиграв его по всем статьям. Недаром приз лучшего игрока матча присужден всей команде «Динамо». Если бы не удачная игра Черчесова, счет мог быть и больше.
Д. Давиташвили.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 мая 1989 года:

ახლა — ნახევარფინალი.
„დინამო“ (თბილისი) — სპარტაკი „მოსკოვი“ 2:0 (1:0).
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 17 მაისი.
„დინამო“: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, ჯიშკარიანი, თეთრაძე, სვანაძე, ცვეიბა, ცაავა (ქეცბაია, 75) კაჭარავა (აფციაური, 88), გოგიჩაიშვილი.
„სპარტაკი“: ჩერჩესოვი, ბაზულევი, კულკოვი, მოროზოვი, ბუბნოვი, ბოკი, კუზნეცოვი, კაპუსტინი (შალიმოვი, 69), შმაროვი, ჩერენკოვი, როდიონოვი.
მსაჯი: ვ. მედვედცკი (ვოლჟსკი).
გააფრთხილეს კეტაშვილი, მოროზოვი.
„დინამო“ (თბილისი) – „სპარტაკი“ (მოსკოვი) ამ წყვილის მეტოქეობა სსრ კავშირის საფეხბურთო თასის გათამაშების მთელ ისტორიაში ერთ-ერთი უხნესი, ტრადიციული და მეტად საინტერესოა. მათ სათამაშო ურთიერთობებს დასაბამი მიეცა ჯერ კიდევ ამ პრიზის გათამაშების გარიჟრაჟზე. 1936 წელს, მაშინაც მეოთხედფინალურ ეტაპზე, მეტოქეებს ორჯერ მოუხდათ თამაში: პირველ მატჩში მოსკოველები წინ იყვნენ ანგარიშით 3:1 და დინამოელებმა ფრეს მიაღწიეს — 3:3, გადათამაშებაში კი პირიქით, დაწინაურდა „დინამო“, სპარტაკელებმა კი წონასწორობა აღადგინეს 3:3 და თბილისელებმა დამატებით დროში კიდევ 3 „მშრალი“ ბურთი გაიტანეს მასპინძელთა კარში. სწორედ მაშინ მიიღო თბილისის „დინამომ“ უმაღლესი კლასის გუნდის „პასპორტი“.
მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა. „სპარტაკი“ და „დინამო“ ერთმანეთს შეხვედრიან თასის საწყის ფაზაში და დასკვნით ფინალურ მატჩშიც, და ყოველთვის, რა ეტაპზეც უნდა შემდგარიყო ეს შეხვედრები, თამაში იყო უკიდურესად დაძაბული, შეუპოვარი და საინტერესო.
ახლა, როცა საკავშირო თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს კლავ შეხვდნენ ძველი მეტოქეები, ჩვენს საფეხბურთო ცხოვრებაში მათ განსხვავებული პოზიციების უჭირავთ. „სპარტაკელები წლეულს ჯერჯერობით დაუმარცხებელნი არიან და ერთპიროვნულად ლიდერობენ საკავშირო ჩემპიონატს. მათი ამასწინდელი გამარჯვება კიევში (4:1), ახლაც საუკეთესო თამაშის უტყუარ ეტალონად მიგვაჩნია.
დინამოელებს, რა დასამალია, ასეთი მაჩვენებლები ჯერ არა აქვთ. გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობა მხოლოდ ახლა ეძებს თავის თამაშს, ეძებს გზებს ადრინდელი სიძლიერის აღსადგენად.
ეს რაც ფეხბურთს შეეხება, მაგრამ ფეხბურთის გარდა არსებობს ჩვენი გუნდის საერთო პოტენციისა და ნამდვილი მამულიშვილობის შეფასების სხვა კრიტერიუმებიც. სადღეისოდ შექმნილ ვითარებაში გუნდის გულშემატკივრები მოითხოვდნენ გამარჯვებას, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას. ეს ჩვენ ყველას გვესაჭიროებოდა. მოთხოვნა ადვილია. გამარჯვების სურვილით გამსჭვალული ვიყავით დიდიან- პატარიანად ყველანი. ჩვენ, გულშემატკივრებს, კეთილი მიზნები და მისწრაფებანი გვამოძრავებდა, თვით საქმე კი — საკავშირო ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან ბრძოლის მოგების საქმე — უშუალოდ თბილისელ ფეხბურთელებს უნდა გაეკეთებინათ. ეს კი, დაგვეთანხმებით, ფრიად რთული, ფრიად ძნელი ამოცანა გახლდათ. გუნდს უნდა ეთამაშა ისე, როგორც არასდროს. ეს მისია გუნდმა პირნათლად შეასრულა. უკლებლივ ყველა მოთამაშეს, რომელიც კი ამ დღეს სპარტაკელებთან ჩამბული იყო უშეღავათო პაექრობაში, უფლება ჰქონდა თავაწეული, შესრულებული მოვალეობის ამაყი გრძნობით აღვსილი გამოსულიყო საბრძოლო მინდვრიდან და მაყურებელთა გულმხურვალე ტაში, რომელიც მთელმა კოლექტივმა, მისმა ხელმძღვანელობამ დაიმსახურა, მათზე ალალზე ალალი და უპრიანი იყო. თითოეულმა დინამოელმა კეთილშობილურად გააკეთა თავისი ძნელის საქმე. გააკეთა ის, რაც მას ევალებოდა და ცოტა მეტიც კი! ამისთვის დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. არც ის იყო გასაკვირი, რომ უძნელესი თამაშის დამთავრების შემდეგ მოსკოვის „სპარტაკის“ გუნდის უფროსი ნ. სტაროსტინი იქვე, მინდორზე მივიდა თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელებთან და ასეთი კარგი თამაში მიულოცა დ. ყიფიანს, მ. ხურცილავას, ვ. გუცაევს.
არც ის იყო გასაკვირი, რომ საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცა არა ერთ რომელიმე დინამოელ ფეხბურთელს, ვინაიდან საუკეთესოს განსაზღვრა ამ დღეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, არამედ მთლიანად მთელ გუნდს.
თამაშის დასაწყისში დინამოელთა უპირატესობა გამოკვეთილად არ ჩანდა. მოსკოველები,
ეტყობა, მოელოდნენ მათს თავგანწირულ, ენერგიულ თამაშს, ამიტომაც ბურთის ხშირი გათამაშება სცადეს შუა მინდორზე. მათი ვარაუდით დინამოელებს მატჩის დასაწყისში ბევრი ენერგია უნდა დაეხარჯათ და დაღლილობა შემდგომში აუცილებლად იჩენდა თავს, მაგრამ დრო გადიოდა და მასპინძლებს დაღლისა არაფერი ეტყობოდათ, ისინი კოლექტიურად, ერთსულოვნად ძალების დაუზოგავად იბრძოდნენ მთელს მინდორზე, ყოველ რგოლში. დაძაბულობა თანდათან მატულობდა, თამაშის სიმძიმე სულ უფრო მეტად ინაცვლებდა სპარტაკელთა კარისკენ. იყო რამდენიმე მომენტი, რომლებიც გოლით უნდა დამთავრებულიყო. კარგი შესაძლებლობანი უნდა გამოიყენოს ჯიშკარიანმა, კაჭარავა.
მოსახდენი კი 34-ე წუთზე მოხდა. თბილისელებმა მარჯვენა ფრთიდან მოაწოდეს კუთხური „სპარტაკის“ საჯარიმო მოედანზე ორივე გუნდის მრავალმა მოთამაშემ მოიყარა თავი და ამ რთულ ვითარებაში ბრწყინვალედ ითამაშა „დინამოს“ ცენტრალურმა მცველმა ცხადაძემ. იგი შორი მანძილიდან ჩაერთო შეტევაში, დაასწრო ყველას და თავით გაიტანა ეფექტური გოლი, რომელსაც ყველა რანგის ოსტატი მოაწერდა ხელს. ეს გოლი, ჩვენი აზრით, საბჭოთა ტელევიზიის „საფეხბურთო მიმოხილვის“ კონკურსის ერთ-ერთი პრიზის უეჭველი კანდიდატია.
1:0 მოსკოვის „სპარტაკთან“, როცა წინ კიდევ მთელი საათია სათამაშო, თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავს. როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრებმა ტაიმის დამთავრებამდეც და მეორე ნახევარშიც მთელი თავიანთი მაქსიმუმის დონეზე ითამაშეს. 53-ე წუთზე კუზნეცოვს და კაპუსტინს ზედიზედ შეექმნათ ისეთი ორი მომენტი, რომლებსაც ისინი ჩვეულებრივ ხელიდან არ უშვებენ. მათ მთელი თავიანთი ოსტატობაც იხმარეს, მაგრამ „დინამოს“ მეკარე ზ. ხაპოვმა ორივეჯერ ჩინებული რეაქცია გამოიჩინა და ზედიზედ გადაარჩინა თავისი გუნდი. სპარტაკელებს სხვა მომენტებიც ჰქონდათ, კერძოდ, როდიონოვს, იმავე კაპუსტინს, მაგრამ ეს შესაძლებლობანი მათ მაინც მხოლოდ კონტრიერიშების დროს, ეპიზოდურად ჰქონდათ. თვით თამაში კი, უდავოა, თბილისელთა კარნახით მიმდინარეობდა. მობილიზებული იყო ყველა. ერთმანეთს მხარში ედგა უკლებლივ ყველა, თუ მინდვრის რომელიმე ნაწილში თბილისელი მოთამაშე შეცდომას დაუშვებდა, მისი დაუყოვნებლივი გამოსწორებისთვის წამსვე მზად იყო რამდენიმე უახლოესი პარტნიორი. დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში „დინამოს“ დაცვა გაძლიერებული ძალებით უმკლავდებოდა მეტოქეს. ამ მძიმე პერიოდს გუნდმა წარმატებით გაართვა თავი, შემდეგ კი მასპინძლებმა კვლავ გაშალეს შეტევა, კვლავ ამოქმედდა დინამოელთა საიერიშო ძალა. მიმდინარეობდა მატჩის 79-ე წუთი, როცა თბილისელთა რიგებში ახლად გამოსული ქეცბაია უხეში თამაშით წააქცია ბუბნოვმა. დარღვევა აშკარა იყო და მსაჯმაც დაუყოვნებლივ მიუთითა 11-მეტრიანზე.
ეს გოლი არსებითად გამარჯვების ნაღდი გარანტია გახლდათ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მეტისმეტად დიდი იყო, ნერვიულობაც და ჯიშკარიანმა, რომელსაც გუნდმა დარტყმის შესრულება მიანდო, ვერ შეძლო ბურთის გატანა. ჩერჩესოვმა მიუსწრო დარტყმას, მაგრამ ჯიშკარიანი ყველაზე ადრე გაჩნდა ბურთთან, გოლიც უნდა გაეტანა, როცა სპარტაკელებმა ხელმეორედ დაარღვიეს თამაშის წესი. უნიკალური შემთხვევაა, როცა ასეთ სიტუაციაში ზედიზედ ორი პენალტი ინიშნება, მაგრამ მსაჯმა მეორედაც უყოყმანოდ დანიშნა 11-მეტრიანი. დარტყმის შესრულება ამჯერად გოგიჩაიშვილმა ითავა და, თუმცა, ჩერჩესოვი კიდევ ერთხელ მისწვდა ბურთს, მისი მოგერიება მაინც ვერ შეძლო.
„სპარტაკს“ ხელმეორედ მოუხდა თამაშის დაწყება ცენტრიდან — 2:0.
დარჩენილი 10 წუთი წარმოუდგენლად დაძაბულ, უძნელეს ბრძოლაში მიმდინარეობდა.
სტუმრების ყოველ ცდას წინ ეღობებოდა დინამოელთა თავგამოდებული თამაში და როცა დ. მედვედცკიმ თამაშის დამთავრება აღნიშნა, მხოლოდ მაშინ ვირწმუნეთ სრული სიცხადით, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი, პრინციპული, არა მარტო თბილისის „დინამოს“, არამედ მთელი ქართული სპორტისთვის ღირსშესანიშნავი მატჩი მოგებული იქნა. თბილისის „დინამომ“ ამ დღეს შესანიშნავად გამოავლინა თავისი პოტენციური შესაძლებლობანი. ამგვარი გამარჯვებები ახლა ჰაერივით ესაჭიროებოდა ქართულ სპორტს და ისიც გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენმა გუნდმა მომავალშიც ასეთივე შემართებით და მონდომებით, ასეთივე ოსტატობით უნდა ითამაშოს.
ფეხბურთის დილეტანტებს თბილისის „დინამომ“ საჭიროა დაუმტკიცოს, რომ მას შესწევს მრისხანე მეტოქეთა ძლევის უნარი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ უკლებლივ ყველა მატჩში ასეთი თავგამოდების გამოჩენა ადამიანს ძალუძს. სპორტში ამგვარი ამბები ძნელად ხდება, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში ეს მაინც უნდა გაკეთდეს. თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ჩვენი სპორტის მებაირახტრეთა შორის უნდა იმყოფებოდნენ. თავიანთი ძალა უნდა დაუმტკიცონ მტერსაც და „მოყვარესაც“.
ბ. ქორქია.