«Динамо» (Тбилиси) — СКА «Карпаты» (Львов) 3:1 (1:0)
Кубок СССР 1988/89 годов. 1/8 финала. 2-й матч.
3 октября 1988 года. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Пасмурно, 18 градусов. 11785 зрителей.
Судьи: А.Лунин, С.Анохин, А.Бутенко (все — Москва).
«Динамо»: Габелия (к) (Чантурия, 83), Цвейба, Цхададзе, Чедия, Арзиани, Ревишвили, Сванадзе, Кецбая (Апциаури, 68), Цаава, Гурули, Гогичаишвили (Г.Джишкариани, 74).
СКА «Карпаты»: Расулов (Бересский, 85), Гамалий (к), Буняк, Войтюк, Сиверин (Юрченко, 77), Мокрицкий, Костик, Лужный, Бенько, Сторчак, Медвидь.
Голы:
1:0 Цаава — 26
2:0 Гурули — 53
3:0 Ревишвили — 82
3:1 Лужный — 85
Предупреждения: Сторчак, Цхададзе, Мокрицкий, Костик.
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 5 октября 1988 года:
КУБОК СССР. ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — СКА «Карпаты» (Львов). 3:1 (1:0). Стадион «Динамо» им. В. И. Ленина. 3 октября. Пасмурно. 18 градусов. 11785 зрителей.
Судьи А. Лунин, С. Анохин, А. Бутенко (все — Москва).
«Динамо»: Габелия (Чантурия, 84), Цвейба, Цхададзе, Чедия, Арзиани, Ревишвили, Сванадзе, Кецбая (Апциаури, 70), Цаава, Гурули, Гогичаишвили (Г. Джишкариани, 75).
СКА «Карпаты»: Расулов (Бересский, 85), Гамалий, Буняк, Войтюк, Сиверин (Юрченко, 79), Мокрицкий, Костик, Лужный, Бенько, Сторчак, Медвидь.
Голы: Цаава (26), Гурули (53), Ревишвили (82), Лужный (85).
Предупреждены Сторчак, Цхададзе, Мокрицкий, Костик.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 октября 1988 года:
ორი გუნდი მეოთხედფინალში.
სსრ კავშირის საფეხბურთო თასის 48-ე გათამაშებაში, რომელსაც ფინიში მომავალ წელს ექნება, გამოვლინდნენ მეოთხედფინალის მონაწილენი. მათ შორის ორი საქართველოს გუნდია — თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“. ორი გუნდი 8 მეოთხედფინალისტს შორის, ეს ურიგო შედეგი არაა. გაისად ბრძოლის გაგრძელება მოგვიწევს კიდევ უფრო ძლიერ და გამოცდილ გუნდებთან. საჭიროა სრული მზადყოფნით შევხვდეთ თასის გათამაშების ამ რთულ, გადამწყვეტ ეტაპს.
„დინამო“ ( თბილისი) — ასკ „კარპატი“ (ლვოვი) 3:1 (1:0).
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 3 ოქტომბერი.
„დინამო“: გაბელია (ჭანტურია, 85), ცვეიბა, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, რევიშვილი, სვანაძე, ქეცბაია (აფციაური, 70), ცაავა, გურული, გოგიჩაიშვილი (გ.ჯიშკარიანი, 75).
ასკ „კარპატი“: რასულოვი (ბერესკი, 86), გამალი, ბუნიაკი, ვოიტიუკი, სივერინი (იურჩენკო, 72), მოკრიცკი, კოსტიკი, ლუჟნი, ბენიუ, სტორჩაკი,მედვიდი.
მსაჯი ა.ნულინი (მოსკოვი).
გააფრთხილეს ცხადაძე, მოკრიცკი, კოსტიკი.
ლვოველი ფეხბურთელები ოდესღაც უმაღლეს ლიგაში გამოდიოდნენ და საკავშირო თასსაც ფლობდნენ. ახლა კი ეს I ლიგის საშუალო გუნდია და თბილისის „დინამოსთვის“ საშიშ ძალას არ უნდა წარმოადგენდეს, მით უმეტეს, ისეთ გათამაშებაში, რომელიც ორ მატჩს გულისხმობს სტუმრად და შინ.
მაგრამ სათასო შეჯიბრებას ხუმრობა არ უყვარს. ბევრი მაგალითი ვიცით იმისა, რომ ძლიერ გუნდს სუსტთან შეხვედრაში ძვირად დასჯდომია უყურადღებობა ან მეტოქის ძალების შეუფასებლობა. ამიტომაც თბილისის დინამოელებს სრული ძალით მართებდათ თმაში, მით უფრო, რომ პირველი მატჩი ლვოვში ფრედ დამთავრდა (0:0).
საპასუხო მერვედფინალური შეხვედრა თბილისში დინამოელთათვის კეთილად დამთავრდა. ასკ „კარპატი“ დამარცხდა. ჩვენმა გუნდმა გაურთულებლად გაიკვალა გზა მეოთხედფინალისკენ, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ თვით თამაშმა დიდი სიამოვნება ვერ მოჰგვარა „დინამოს“ გულშემატკივრებს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ამბობენ შედეგით კმაყოფილი ვართ, თამაშით — არა.
პირველი 20-25 წუთის განმავლობაში დინამოელები მოქმედებდნენ ნელ ტემპში, უინიციატივოდ. ბურთი შუა მინდორში ტრიალებდა. სახიფათო მომენტები არც ერთ კართან არ შექმნილა. ლვოველთა მცველები საკმაოდ იოლად უმკლავდებოდნენ მასპინძელთა თავდამსხმელებს. რასაკვირველია, ამის შედეგი იყო ის, რომ ლვოველებმა თანდათან ირწმუნეს თავიანთი უხიფათობა და ორიოდე კონტრშეტევაც განახორციელეს გაბელიას კარის სიახლოვეს.
ამ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გოლს, რომელიც ცაავამ გაიტანა 26-ე წუთზე. მან მიიღო რევიშვილის გადაცემა და ზუსტად გაგზავნა ბურთი მიზანში — 1:0.
შესვენების შემდეგ ბრძოლის სურათი მინდორზე საგრძნობლად შეიცვალა. დინამოელები უფრო კოლექტიურად, მიზანდასახულად ამოქმედდნენ. თამაშმა სტუმრების მხარეს გადაინაცვლა და გურულისა და რევიშვილის ორი გოლიც „დინამოს“ უპირატესობის პირდაპირი შედეგი იყო. თუმცა, ამის შემდეგ, უკვე მატჩის დასასრულს, ასკ „კარპატიმ“ რამდენიმე კონტრიერიშიდან ერთი საპასუხო გოლით დაამთავრა. ეს 85-ე წუთზე შეძლო ლუჟნიმ.
თბილისის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად თასისთვის ბრძოლას გააგრძელებს მეოთხედფინალში.