«Динамо» (Тбилиси) — «Ростсельмаш» (Ростов-на-Дону) 2:0 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Ростсельмаш» (Ростов-на-Дону) 2:0 (0:0)

Кубок СССР 1986/87 годов. 1/16 финала.
14 июня 1986 года. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Ясно, 28 градусов. 13500 зрителей.
Судьи: С.Хусаинов, В.Демихов, Н.Абдулазизов (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Арзиани (Жордания, 77), Чедия, Кудинов, Гурули (Микаберидзе, 75), Сванадзе, Сулаквелидзе, Гуцаев, Цаава, Месхи (Газзаев, 46).
«Ростсельмаш»: Руденко, Пятиков (Шикунов, 60), Иванов, Паровин (Лях, 65), Груздов, Маркарян, Попадопуло, Гицелов, Семин, Тимошенко, Окунев.
Голы:
1:0 Цаава — 71
2:0 Газзаев — 77
Удаление: Окунев.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 16 июня 1986 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Ростсельмаш» (Ростов-на-Дону). 2:0 (0:0). Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 14 июня. Ясно. 28 градусов. 13 500 зрителей.
Судьи С. Хусаинов, В. Демихов, Н. Абдулазизов (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Арзиани (Жордания, 77), Чедия, Кудинов, Гурули (Микаберидзе, 75), Сванадзе, Сулаквелидзе, Гуцаев, Цаава, Месхи (Газзаев, 48).
«Ростсельмаш»: Руденко, Пятаков (Шикунов, 58), Иванов, Паровин (Лях, 60), Груздов, Маркарян, Пападопуло, Гицелов, Семин, Тимошенко, Окунев.
Голы: Цаава (71), Газзаев (77).
Удален Окунев.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 17 июня 1986 года:

როცა წინ გადამწყვეტი მატჩებია.
თბილისი. 14 ივნისი. ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი.
„დინამო“ (თბილისი) – „როსტსელმაში“ (დონის როსტოვი) 2:0 (0:0)
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი, არზიანი (ჟორდანია, 77 წთ), ჭედია, კუდინოვი, გურული (მიქაბერიძე 74), სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, ცაავა, მესხი (გაზაევი, 46).
„როსტსელმაში“: რუდენკო, პიაკოვი (შიკუნოვი, 59), ივანოვი, პაროვინი (ლიახი, 60), მარქარიანი, პაპადოპულო, გიცელოვი, სელინი, ტიმოშენკო, ოკუნევი.
მსაჯი: ს. ჰუსაინოვი (მოსკოვი).
გოლები გაიტანეს: ცაავამ (71), გაზაევმა (77).
მინდვრიდან გააძევეს ოკუნევი.
საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ყოველ ეტაპზე მოწინააღმდეგე გუნდები თითოჯერ ხვდებიან ერთმანეთს და გამარჯვებული, ბუნებრივია, სწორედ ამ ერთადერთმა მატჩმა უნდა გამოავლინოს. ასეთ ვითარებაში გასაგებ უპირატესობას იძენს მასპინძელი გუნდი. თბილისის დინამოელებმა „როსტსელმაშთან“ შეხვედრაში შეძლეს მასპინძლის პრივილეგიის გამოყენება – ცაავასა და გაზაევის მიერ გატანილი ორი გულოს შედეგად დაამარცხეს მეტოქე (2:0). ამდენად, თბილისელებმა დასახული კონკრეტული ამოცანა გადაჭრეს და გათამაშების მომდევნო ეტაპზე მერვედფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, მცირერიცხოვანი მაყურებელი
გულნაკლული ტოვებდა „დინამოს“ სტადიონს.
დიახ, თბილისელთა თამაშმა ვერც ამჯერად დააკმაყოფილა გულშემატკივართა მოთხოვნები. ახლა არ შევუდგებით ჩვენი ფეხბურთელების შეცდომების ჩამოთვლას, მათი თამაშის ნეგატიური მხარეების გამოყოფას და იმის გაანალიზებას თუ რით არის ეს გამოწვეული. ჯერ ერთი, დინამოელთა თამაშის ხარისხზე მსჯელობა დიდ ადგილს დაიკავებდა და შორს წაგვიყვანდა; მეორეც, „დინამოს“ ხელმძღვანელობამ ყველაზე უკეთ იცის გუნდის თამაშის ნაკლი და მისი მიზეზები. ასე რომ, შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასაღწევ გზებს ყველაზე უკეთ ისინი უნდა ხედავდნენ. მდგომარეობის გამოსასწორებლად ჩვენი რესპუბლიკის უძლიერესი გუნდის თითოეულმა წევრმა ყველა ღონეს უნდა მიმართოს და ძალები არ დაიშუროს.
ვინმე შეიძლება შემოგვედავოს: რაღა უარყოფით მხარეზე ამახვილებთ ყურადღებას და კარგს ვერაფერს ხედავთო. შეიძლებოდა გაგვეხსენებინა, რომ თბილისელებმა პირველივე წუთზე შექმნეს სახიფათო მომენტი მეტოქის კართან, როცა არზიანი გავიდა მარცხენა ფრთაზე და კარის გასწვრივ ჩააწოდა ბურთი (როსტოველთა მეკარე რუდენკომ დაასწრო გურულს), შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ 26-ე წუთზე გუცაევის მიერ დარტყმული ბურთი „როსტსელმაშის“ კარის ძელმა მოიგერია, კიდევ შეიძლება სამი–ოთხი ეპიზოდის ჩამოთვლა, მაგრამ ეს რას გვარგებს?
როდესაც თბილისი „დინამო“ შინ ეთამაშება პირველივე ლიგის დებიუტანტს და თანაც ტაიმ–ნახევრის განმავლობაში რიცხობრივი უპირატესობა აქვს (მსაჯმა გინებისთვის მინდვრიდან გააძევა როსტოველთა თავდამსხმელი ოკუნევი), ტერიტორიული უპირატესობა, რა თქმა უნდა, მის მხარეს უნდა იყოს და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც უნდა შექმნას. ეს ჩვეულებრივი ამბავი მგონია და თუ ასე არ იქნა, ე.ი. კატასტროფის პირას ვყოფილვართ. აქედან გამომდინარე, „როსტსელმაშთან“ შეხვედრაში თბილისელთა მიერ შექმნილ მომენტებზე ლაპარაკი ერთგვარ თავის მართლებას დაემსგავსებოდა. ეს კი, უპირველესად, საკუთარი თავის მოტყუება იქნებოდა.
ერთი წუთითაც არ გვინდა ვიფიქროთ, რომ „დინამოს“ უკურნებელი სენი სჭირს. პირიქით, მოუთმენლად ველით, როდის გამოიღებს შედეგს გამოცდილ მწვრთნელთა დასახული გზები. წინ საკავშირო ჩემპიონატისა და თასის გათამაშების გადამწყვეტი მრავალი მატჩია.
ზურა ფოცხვერია.