«Динамо» (Тбилиси) — «Пахтакор» (Ташкент) 1:0 (0:0)
Кубок СССР 1978 года. 1/8 финала. 1-й матч.
2 апреля 1978 года. 17-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 50000 зрителей.
Судьи А.Шевченко (Москва), У.Пурцеладзе, В.Эджибия (оба — Тбилиси).
«Динамо»: Габелия, Хизанишвили, Кантеладзе, Коридзе, Муджири, Копалейшвили (Г.Мачаидзе, 46), М.Мачаидзе (к), Челебадзе (Дурдиадзе, 62), Гуцаев, Кипиани, Шенгелия.
«Пахтакор»: Чечетин, Серостанов, Агишев, Басов, Загуменных, Корченов, Чуркин, Ан, Курнев, Федоров, Баканов.
Гол:
1:0 Челебадзе — 62
Предупреждение: Коридзе.
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 4 апреля 1978 года:
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Пахтакор» (Ташкент). 1:0 (0:0). Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 2 апреля. Солнечно. 13 градусов. 50 000 зрителей.
Судьи А. Шевченко (Москва), У. Пурцеладзе, В. Эджибия (оба — Тбилиси).
«Динамо»: Габелия, Хизанишвили, Кантеладзе, Коридзе, Муджири, Копалеишвили (Г. Мачаидзе, 46), М. Мачаидзе, Челебадзе (Дурдиадзе, 62), Гуцаев, Кипиани, Шенгелия.
«Пахтакор»: Чечетин, Серостанов, Агишев, Басов. Загуменных, Корченов, Чуркин, Ан, Курнев, Федоров, Баканов.
Гол: Челебадзе (62).
Предупрежден Коридзе.
Трудно приходится в эти весенние дни динамовцам Тбилиси. В разгаре кубковые игры, до старта чемпионата страны остались считанные дни, а тренерам никак не удается выставить оптимальный вариант состава. Вот и на сей раз у хозяев поля, из-за травм отсутствовало пятеро ведущих игроков — Гогия, Костава, Хинчагашвили, Дараселия, Чивадзе.
Воскресный матч, проходивший в отличную солнечную погоду, складывался в пользу Тбилисцев, которые вправе были рассчитывать на победу с более убедительным счетом. Но для этого им надо было, во-первых, быстрее преодолевать середину поля, во-вторых, быть более точными при завершении атак.
Гости, ведомые своим капитаном Аном и Федоровым, строили игру на скоростных контратаках, и если они удавались, защитники «Динамо» разряжали обстановку не без труда.
После серии упущенных возможностей (Гуцаев метров с 5—6 попал в перекладину, Шенгелия, обыграв защитников и вратаря, не смог поразить пустые ворота), динамовцы сумели забить свой победный гол после очередного флангового прохода Гуцаева и его мягкой нацеленной передачи во вратарскую площадку. Челебадзе выпрыгнул вовремя и головой послал мяч в сетку…
Ответные матчи 1/8 финала планируется провести 16 апреля.
Г. Акопов.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 апреля 1978 года:
ერთი გოლის მარაგით.
სსრ კავშირის თასზე.
თბილისი. ვ.ი. ლენინის სახელობის ”დინამოს” სტადიონი. 2 აპრილი.
”დინამო” (თბილისი) – ”ფახთაქორი” (ტაშკენტი) 1:0 (0:0).
”დინამო”: გაბელია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ქორიძე, მუჯირი, კოპალეიშვილი (გ. მაჩაიძე), მ. მაჩაიძე, ჩელებაძე (დურდიაძე), გუცაევი, ყიფიანი, შენგელია.
”ფახთაქორი”: ჩეჩეტინი, სეროსტანოვი, აგიშევი, ბასოვი, ზაგუმენიხი, კორჩენოვი, ჩურკინი, ანი, კურნევი, ფიოდოროვი, ბოკანოვი.
მსაჯი: ა. შევჩუკი (მოსკოვი).
გაფრთხილებულია ვ. ქორიძე.
თასის პირველი მერვედფინალური მატჩის დასაწყისი ბევრ საინტერესოს და საიმედოს უქადდა ”დინამოს” გულშემატკივრებს. თბილისელებმა ცოცხლად, მაღალ ტემპში დაიწყეს თამაში. უკვე პირველივე წუთებზე სტუმრების კართან ზედიზედ შექმნეს სახიფათო მომენტები კოპალეიშვილმა, ჩელებაძემ, შენგელიამ. მართალია, საპასუხო შეტევის განხორციელებას ”ფახთაქორიც” შეეცადა, მაგრამ ინიციატივა მატჩის დებიუტში მთლიანად მასპინძლებს ეპყრათ. ასეთ ვითარებაში საფიქრებელი იყო, რომ დინამოელები იოლად არ გაუშვებდნენ თამაშის სადავეებს ხელიდან და გამუდმებული იერიშებით ლოგიკურ შედეგამდე — გოლის გატანამდე მიიყვანდნენ კარგად დაწყებულ საქმეს.
მაგრამ მოხდა პირიქით. რაც დრო გადიოდა, დინამოელთა შეტევა სულ უფრო სუსტდებოდა. თავი იჩინა ტექნიკურმა წუნმაც — ჯერ ერთმა დაკარგა ბურთი, მერე მეორემ არაზუსტად შეასრულა გადაწოდება, ამას მოჰყვა ტემპის შენელება, ბურთის ყოვლად გაუმართლებელი, ზედმეტი და უსარგებლო ტარება, გაუბედაობა გადამწყვეტ მომენტებში და უკვე 10-12 წუთის მერე გუნდმა თითქმის მთლიანად დაკარგა უპირატესობა. ტაშკენტელებს საშუალება მიეცათ შუა მინდორში გადაეტანათ თამაში, სადაც მათი მეტოქე კიდევ უფრო აყოვნებდა, კარგავდა ძვირფას დროს კარის ნამდვილი შტურმის ნაცვლად.
გამონაკლისს არც მეორე ტაიმი წარმოადგენდა, თუმცა გუნდმა იგი შედარებით უფრო სწრაფად და მონდომებით ჩაატარა. ამასთან სახიფათო მომენტებიც გაცილებით უფრო მეტი შექმნა (ბურთები ძელს მოახვედრეს შენგელიამ, გუცაევმა. დაიკარგა გოლის გატანის სხვა შესაძლებლობანიც). რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ ტრავმებისა და ავადმყოფობის გამო თბილისის ”დინამოს” აკლია ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, რომელთა არყოფნა, ბუნებრივია, მნიშვნელოვან დაღს ამჩნევს გუნდის ძალას, მაგრამ ის, ვინც მინდორზეა, ვალდებულია თამაშობდეს ტაქტიკურად სწორად, გამართულად და მაქსიმალური წვლილი შეიტანოს კოლექტივის წარმატებაში.
გვინდა ხაზი გავუსვათ ერთ გარემოებასაც, რაც ჩვენი აზრით, სრულიადაც არ არის მეორეხარისხოვანი საქმე: განვლილ მატჩში მსაჯმა გაფრთხილება მისცა ვ. ქორიძეს, რომელმაც წესები დაარღვია ისეთ ვითარებაში, როცა საამისოდ სიტუაცია სრულიადაც არ იყო შექმნილი. ასე ტყუილუბრალოდ, დაუდევრობის გამო ღებულობენ ჩვენი მოთამაშეები გაფრთხილებებს, სეზონის დასასრულისთვის კი მათი რაოდენობა ისე გროვდება, რომ თბილისის ”დინამო” ბოლო წლების მანძილზე
”იმსახურებს” ერთ-ერთ ყველაზე უდისციპლინო გუნდის ერთობ არასახარბიელო პრესტიჟს.
ახლა, ტაშკენთში 16 აპრილის საპასუხო მატჩისთვის, დინამოელებს მხოლოდ მინიმალური უპირატესობა აქვთ და ერთი ბურთის იმედით არიან დარჩენილი. ეს გოლი საკმაოდ ეფექტურად იქნა გატანილი, 62-ე წუთზე გუცაევის სწრაფი ფლანგური გარღვევის, ზუსტი მოწოდებისა და ჩელებაძის თავური დარტყმის შედეგად.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დინამოელები სრული სერიოზულობით გაუკეთებენ ანალიზს განვლილი მატჩის ხარვეზებს, გამოასწორებენ მათ და მთელი სიძლიერით ჩაატარებენ ჩემპიონატისა და თასის მომავალ საპასუხისმგებლო მატჩებს.
ბ. ქორიძე.