«Динамо» (Тбилиси) — «Локомотив» (Москва) 2:2 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Локомотив» (Москва) 2:2 (1:0)

Кубок СССР 1978 года. 1/4 финала. 2-й матч.
21 июня 1978 года. 19-30. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Пасмурно, 14 градусов. 25000 зрителей.
Судьи: К.Вихров (Киев), И.Качар (Киев), Б.Темченко (3апорожье).
«Динамо»: Гогия, Хизанишвили, Коридзе, Хинчагашвили, Муджири, Чивадзе, М.Мачаидзе (к), Г.Мачаидзе (Копалейшвили, 46, Челебадзе, 80), Гуцаев, Кипиани, Шенгелия.
«Локомотив»: Самохин, Худиев, Калайчев (Овчинников, 86), Камзулин, Соловьев (Шелест, 59), Ряховский, Даниленко, Ильин, Шевчук, Аверьянов, Газзаев.
Голы:
1:0 Гуцаев — 05
2:0 Коридзе — 72
2:1 Шевчук — 74
2:2 Газзаев — 84

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 4582)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 23 июня 1978 года:

«ДИНАМО» (Тбилиси) — «ЛОКОМОТИВ» — 2:2.
«Динамо» (Тбилиси) — «Локомотив» (Москва). 2:2 (1:0). Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 21 июня. Пасмурно. 14 градусов. 25000 зрителей.
Судьи И. Вихров, И. Качар (оба — Киев), Б. Темченко (Запорожье).
«Динамо»: Гогия, Хизанишвили, Коридзе, Хинчагашвили, Муджири, Чивадзе, М. Мачаидзе, Г. Мачаидзе (Копалеишвили, 46; Челебадзе, 80), Гуцаев, Кипиани, Шенгелия.
«Локомотив»: Самохин, Худиев, Калайчев (Овчинников, 86), Камзулин, Соловьев (Шелест, 50), Ряховский, Даниленко, Ильин, Шевчук, Аверьянов, Газзаев.
Голы: Гуцаев (5), Коридзе (72), Шевчук (74), Газзаев (84).
Принятый нынче у нас и наиболее распространенный во многих странах двухматчевый регламент розыгрыша Кубка сводит к минимуму элемент случайности. Если бы действовала прежняя формула и лидер чемпионата страны выбыл из кубковых соревнований две недели назад, правомерными могли показаться сетования на неудачный жребий при выборе поля или, скажем, единственный случайный гол, лишивший команду права продолжать борьбу за приз.
Теперь после ответного матча, в котором динамовцам был предоставлен полновесный шанс отыграться, вряд ли возникнут сомнения по поводу законности выхода «Локомотива» в полуфинал.
Дефицит в один гол, оставшийся после московского матча, динамовцы ликвидировали довольно быстро. Первая же скоростная атака Тбилисцев породила сутолоку у ворот гостей, и тут же последовал удар, восстановивший равновесие и утвердивший инициативу хозяев поля.
Весь остаток тайма — а это целые 10 минут — и добрую половину второго динамовцы безуспешно пытались развить свой успех. Возможности увеличить счет имели Кипиани, Чивадзе, Шенгелия. Нелегко приходилось в эти моменты обороняющимся, но действовали они уверенно, особенно зорко опекая Шенгелия, самого активного и единственного по-настоящему опасного из динамовских форвардов.
Не откажешь защитникам «Локомотива» и в смелости: не раз вся линия обороны дружно совершала рывок к середине поля, оставляя соперников «вне игры» и таким образом срывая их атаки вдали от ворот. То, что Москвичи при этом ни разу не ошиблись, с одной стороны, говорит о высокой степени их организованности, а о другой — звучит укором опытным диспетчерам «Динамо», так ни разу и не нашедшим эффективного контрхода.
Второй гол динамовцы забили после розыгрыша свободного удара вблизи от ворот «Локомотива». Мяч был откинут далеко назад набегавшему Коридзе, тот точно пробил в нижний угол, и счет стал 2:0.
Это означало, что от полуфинала тбилисцев отделяли лишь 18 минут. Но чтобы стать полуфиналистами, надо было сыграть эти 18 минут по законам кубкового матча и прежде всего четко и надежно организовать оборону, уберечь ворота от любых неожиданностей, ибо один ответный гол по тем же кубковым меркам был равносилен крушению надежд.
Выполнить эту задачу динамовцы не сумели. Сперва защитники упустили из виду Шевчука, тот вышел на навесную передачу с фланга и в высоком прыжке головой забил решающий гол. А уж под самый занавес, когда Хизанишвили и Газзаев вдали от ворот боролись за мяч и неудачно вмешавшийся в, их спор Гогия сбил с ног свое-го партнера, москвич, без хлопот завладевший мячом, легко поразил цель.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 24 июня 1978 года:

დაგვრჩა ერთადერთი მიზანი.
თბილისი. ვ.ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 21 ივნისი.
“დინამო” (თბილისი) – “ლოკომოტივი” (მოსკოვი) 2:2 (1:0).
“დინამო”: გოგია, ხიზანიშვილი, ქორიძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, ჩივაძე, მ. მაჩაიძე, გ. მაჩაიძე (კოპალეიშვილი, ჩელებაძე), გუცაევი, ყიფიანი, შენგელია.
“ლოკომოტივი”: სამოხინი, ხუდიევი, კალაიჩევი (ოვჩინიკოვი), კამზულინი, სოლოვიოვი (შელესტი), რიახოვსკი, დანილენკო, ილინი, შევჩუკი ავერიანოვი, გაზაევი.
მსაჯი: კ. ვიხროვი (კიევი).
გოლები გაიტანეს გუცაევმა (მე–5 წ.), ქორიძემ (72–ე წ.), შევჩუკმა (74–ე წ.) და გაზაევმა (84–ე).
მსაჯის სასტვენის ხმა. მატჩი გასრულდა. გულშემატკივრის სახეს თხუთმეტიოდე წუთის წინ სილაღის დამღა რომ ედო, ვეღარაფერი გახსნის, ვეღარაფერი მოალბობს. მატჩი დასრულდა, მოვლენათა უკან დაბრუნება შეუძლებელია. სამდურავის, საყვედურის, სიმწრის სიტყვები გზას თხოულობს, გამოსავალს ეძებს, მაგრამ რა… საკუთარ გულს თუ შეასკდები.
არადა, მატჩის უვერტიურა არა და არ იძლეოდა იმის უფლებას, რომ კაცს ამგვარად დათალხულ ფინალზე ეფიქრა. “დინამომ” იმ ერთბურთიან პასივს უკვე მეხუთე წუთზე მოუღო ბოლო და მერეც. თვით თამაშის მიმდინარეობა მაინცდამაინც ბევრ სანერვიულოს არ სტოვებდა. ყოველ შემთხვევაში, პირველი ოცდაათი წუთის მანძილზე თბილისელებს რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა.
“ლოკომოტივმა”, ისევე როგორც მოსკოვის მატჩში, თამაში ფრთხილად დაიწყო. ხუდიევმა, კალაიჩევმა და კამზულინმა პირველყოვლისა, იმისთვის იზრუნეს, რომ დაცვის ცენტრში ყველაფერი რიგზე ყოფილიყო. შეძლებისდაგვარად შეეცადნენ შენგელიას უვნებელყოფასაც. სხვებს საგანგებო მეურვეები არ ჰყოლიათ. არ ჰყოლია ყიფიანსაც და ამან მეტი თავისუფლება და უთუოდ მეტი აზრიც შესძინა რკინიგზელთა მოქმედებას. თქმა არ უნდა, მოსკოვის მატჩთან შედარებით (იქ ხუდიევი გვერდიდან არ მოსცილებია დავითს) თბილისელთა ლიდერს აქტიური თამაშისთვის მეტი გასაქანი ჰქონდა.
ზოგიერთი ხარვეზის მიუხედავად შეხვედრის 74–ე წუთამდე, გარეგნულად მაინც, ყველაფერი რიგზე იყო. გუცაევის გოლს კიდევ ერთი მოჰყვა – შენგელიას წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო ძალზე სადად, ოსტატურად გაითამაშეს დინამოელებმა (მ. მაჩაიძე, ქორიძე).
მერე კი… სრულებითაც არ ვაპირებ იმის თქმას, რომ “დინამომ” მოთავებულად ჩათვალა საქმე და ეს იქცა ყველაფრის მიზეზად, რასაკვირველია, ორი საპასუხო გოლისთვის შეიძლება მეკარეც დაადანაშაულო, საყვედური უთხრა მცველებსაც, მთელ კოლექტივსაც, წამით რომ დაივიწყეს სიფრთხილე და ამოდენა ნაშრომი წყალში ჩაიყარა, მაგრამ უთხარი – არ უთხარი, საყვედური არაფერს შველის – უკვე უტყუარი ფაქტია, რომ ჩვენი გუნდი გამოეთიშა თასისთვის ბრძოლას.
თბილისის “დინამომ” უდროო დროს წაიფორხილა, მაგრამ არც კოლექტივისთვის და არც ფეხბურთის მოყვარულთათვის ყველაფერი არ დამთავრებულა. საფიქრალიცა და გასაკეთებელიც ჯერ ბევრია.
თავს უფლებას მივცემ და ამ, ჩვენთვის ერთობ მარცხიანი სამზერიდან მკითხველთან ერთად თვალს გადავავლებ სეზონის დაწყებიდან გამოვლილ გზას.
რა თქმა უნდა, ხდება როცა გუნდს უმართლებს, ანდა ბედი არ სწყალობს. მაგრამ თუ საუბარია საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდზე, ყველა ეს გამართლება – არ გამართლება ერთიმეორეს აბათილებს და დაგროვებული ქულებისა თუ გათამაშების ცხრილში მოპოვებული ადგილის მიხედვით არცთუ ძნელია კოლექტივის ძალაზე წარმოდგენის შექმნა.
რეალური ვითარება და შესაბამისად, წარმოდგენა კი ასეთია: გუნდი გათამაშების ლიდერია. ჩემპიონატის ამ სამთვიან გზაზე თბილისის ”დინამო” დანარჩენებზე ძლიერი იყო – იმას ხომ ვერ ვიტყვით, რომ ქულები მართლაც ციდან ცვივა! ეს ყველაფერი ერთმა გარემოებამ მათქმევინა: კულისებში, ჩვეულებრივ საუბარში და ხანდახან პრესაშიც კი ხან შეფარულად, ხანაც აშკარად გამოითქმის აზრი, რომ თბილისელთა ლიდერობა შემთხვევითი მოვლენაა და რაკიღა ამის დასაბუთება ცოტა არ იყოს ძნელია, იქვე ამატებენ სიტყვას “დროებითი”. არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული და თუ ისე მოხდა, რომ სეზონის ბოლოსთვის ჩვენი გუნდი საპრიზო ადგილის მიღმა აღმოჩნდება, მაშინ აღარც საკამათო იქნება, აღარც სალაპარაკო. დღევანდელი ვითარება კი არავითარ “მაგრამის” და „თუსთვის” ადგილს არ სტოვებს. მით უმეტეს, რომ თამაშის ხარისხის მიხედვით ლიდერობისთვის შესაფერი სხვა გუნდი არ ჩანს, ყველას საკმაოდ მოეძებნება წუნი და გინდა, არ გინდა, უნდა დაყაბულდე იმას, ვისაც ფაქტიურადაც და სამართლიანადაც მოწინავე პოზიცია უჭირავს.
ისე ნუ გამიგებენ, თითქოს ჩვენს ფეხბურთელებს გუნდრუკს ვუკმევდე, ანდა მათ საერთაშორისო სტანდარტებს ვუთანაბრებდე. ვამბობ და ისიც მხოლოდ იმას, რომ საბჭოთა ფეხბურთში თბილისის “დინამო” ჯერჯერობით მაინც საუკეთესოა. კარგია ეს თუ ცუდი, თვითონ მკითხველმა განსაჯოს.
ორიოდე სიტყვაც ბოლო შეხვედრებზე. ივნისში ნათამაშევი 5 მატჩიდან “დინამომ” ორი წააგო, ორი ფრედ დაამთავრა და მხოლოდ ერთში გაიმარჯვა. შემთხვევითობაზე, უიღბლობაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ზედმეტია. შეიძლება პირდაპირ ითქვას: ამ მონაკვეთში გუნდი საკმაოდ სუსტად თამაშობდა. თუმცა, არა ერთხელ და ორჯერ ნათქვამი მიზეზების გამო ეს მოსალოდნელიც იყო – ვერა და ვერ მოხერხდა ძირითადი შემადგენლობის თავმოყრა. ძალზე ხშირი იყო ტრავმები, რასაც დიღმის ბაზის უვარგისი მინდორიც უწყობდა ხელს.
ახლა ყველასთვის ნათელია, რომ თბილისელებს ერთადერთი კონკრეტული მიზანიღა დარჩათ – ჩემპიონატის ლიდერის პოზიციის შენარჩუნება და განმტკიცება. ეს არც ისე იოლია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ სხვა ყველანაირი შედეგი არ დააკმაყოფილებს არც ფეხბურთელებს, არც სპეციალისტებს და რაც მთავარია, გაწბილებულს დატოვებს გუნდის ათიათასობით ქომაგს.
სიტყვამ მოიტანა და ბარემ ესეც ვთქვათ: როცა “დინამოს” შარშანდელ საერთო წარმატებებს აღვნუსხავდით, სხვა მონაცემებთან ერთად მუდამ ვიშველიებდით მაყურებლის ფაქტორსაც. მაყურებელი გუნდს მართლაც მრავლად ჰყავდა, ყველაზე ბევრიც ჰყავდა და ეს სიამაყესთან ერთად იმის რწმენასაც გვიმტკიცებდა, რომ გუნდი ნამდვილად კარგად თამაშობდა.
ახლა საქმე ისე მიდის, რომ ის ძველი ვითარება კეთილ მოგონებადღა შეიძლება დაგვრჩეს.
რა თქმა უნდა, ძალზე იოლია ყველაფერი არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატს გადავაბრალოთ. ცუდ ამინდსაც გავუწიოთ ანგარიში, მაგრამ “დინამოს” სტადიონის ცარიელმა სკამებმა მაინც ის სეისმოგრაფი მომაგონა, უშეცდომოდ, ზუსტად რომ აღუნუსხავს ხოლმე შორეულ, სულ უმნიშვნელო უსიამო ძვრებსაც კი.
ი. ბერიაშვილი.