«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев) 2:0 (1:0)
РОЗЫГРЫШ КУБКА СССР 1979 ГОДА. 1/4 ФИНАЛА.
20 марта 1979 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Ясно, перед матчем мелкий дождь, 18 градусов. 37000 зрителей. С 46-й мин. — электроосвещение.
Судьи: А.Кадетов, В.Глебов, А.Шевченко (все — Москва).
«Динамо»: Габелия (Маминашвили, 80), Костава, Кантеладзе, Чивадзе, Г.Мачаидзе, Дараселия (Минашвили, 80), М.Мачаидзе (к), Коридзе, Гуцаев, Чилая, Шенгелия (Челебадзе, 80).
«Крылья Советов»: Лисенчук, Лосев, Куприянов, Ротенко, Арутюнян, Панфилов, Елисеев (Сидоров, 65), Быткин, Минаев, Пилипко, Фетисов.
Голы:
1:0 Коридзе — 10
2:0 М.Мачаидзе — 57
Предупреждение: Куприянов (79, умышленная задержка соперника за футболку в момент острой контратаки).
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 21 марта 1979 года:
«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «КРЫЛЬЯ СОВЕТОВ» — 2:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Куйбышев) — 2:0 (1:0). Тбилиси. 20 марта. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. Ясно. Перед матчем мелкий дождь. 18 градусов. 50 000 зрителей.
Судьи А. Кадетов, В. Глебов, А. Шевченко (все — Москва).
«Динамо»: Габелия (Маминашвили, 82), Костава, Кантеладзе, Чивадзе, Г. Мачаидзе, Дараселия (Минашвили, 82), М. Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Чилая, Шенгелия (Челебадзе, 82).
«Крылья Советов»: Лисенчук, Лосев, Куприянов, Ротенко, Арутюнян, Панфилов, Елисеев (Сидоров, 64), Быткин, Минаев, Пилипко, Фетисов.
Голы: Коридзе (10), М. Мачаидзе (57).
Предупрежден Куприянов.
В зональных турнирах, когда над командами не довлела опасность поражения (куйбышевцы, к примеру, не избежали проигрыша, но продолжили борьбу за приз), футболисты действовали смело, в открытую, а игры складывались зрелищно, интересно. Иное дело—четвертьфинал, где начал действовать давний кубковый закон — проигравший выбывает. Не споткнуться на этом этапе — значит не знать забот до июня, до полуфиналов. Вот почему ошибок в начале вчерашнего матча было больше, чем можно было ожидать.
Несколько снял напряжение гол, забитый динамовцами после фланговой атаки справа: в высоком прыжке Коридзе перехватил передачу и ударом головы отправил мяч в сетку.
Минимальный счет держался долго. И все это время волжане не складывали оружия, не теряли надежд отыграться. Хотя объективности ради следует заметить, что реальные возможности для взятия ворот им представились уже позже, когда разрыв в счете возрос, а надежд, соответственно, осталось меньше. В одном случае мяч после удара Минаева пролетел в сантиметрах над перекладиной, в другом — Панфилов с угла вратарской площадки пробил прямо в Габелия.
А свой второй гол динамовцы забили метров с тридцати после розыгрыша штрафного, опередив замешкавшихся с построением стенки гостей. Удар капитана динамовцев был неотразим.
Г. АКОПОВ.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 21 марта 1979 года:
თბილისის “დინამო” – ნახევარფინალში.
თბილისის ვ. ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 20 მარტი.
“დინამო” (თბილისი) – “კრილია სოვეტოვი” (კუიბიშევი) 2:0 (1:0).
“დინამო”: გაბელია (მამინაშვილი), კოსტავა, კანთელაძე, ჩივაძე, გ. მაჩაიძე, დარასელია (მინაშვილი), მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ჭილაია, შენგელია (ჩელებაძე).
“კრილია სოვეტოვი”: ლისენჩუკი, ლოსევი, კუპრიანოვი, როტენკო, არუთინიანი, პანფილოვი, ელისეევი (სიდოროვი), ბიტკინი, მინაევი, პილიპკო, ფეტისოვი.
მსაჯი: ა. კადეტოვი (მოსკოვი).
გოლები: ვ. ქორიძე (მე–10 წ.), მ. მაჩაიძე (57).
გაფრთხილებულია კუპრიანოვი.
ისევე როგორც წინა სათასო შეხვედრებში, “დინამომ” თავიდანვე გადაწყვიტა საქმის მოთავება. მასპინძელთა იერიშები სწრაფი, გააზრებული იყო. სანამ კუიბიშეველებმა ასე თუ ისე მოასწრეს დაცვის ორგანიზება, დამშვიდება და რაიმე საპასუხო საშუალებების გამონახვა, ტაბლოზე ერთიანიც აინთო – მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს ქორიძემ თავით ზუსტი მისამართი მოუძებნა.
ერთხანს კიდევ გაგრძელდა თბილისელთა იერიში, მერე კი ყველაფერი თანდათან ჩაწყნარდა. ბურთს მეტწილად “დინამო” ფლობს, ტერიტორიული უპირატესობაც მის მხარესაა, მაგრამ სისწრაფედაკარგული და, რაც მთავარია არცთუ მიზანსწრაფული იერიშები ხან ერთ ფლანგზე ექცევა ჩიხში, ხან – მეორეზე. რა თქმა უნდა, ამგვარ ვითარებაში სტუმრებს უთუოდ შეეძლოთ ხელის გამოღება, მაგრამ თამაშის გამწვავებას რატომღაც თავი აარიდეს. შეიძლება რესურსების უქონლობის გამო, იქნებ იმიტომაც, რომ უბრალოდ არ ისურვეს – შიშს დიდი თვალები აქვსო, ერთადერთი ისევ ფეტისოვი ცდილობდა მასპინძელთა კარისკენ გზის მოძებნას, თუმცა მის ინდივიდუალურ იერიშებს პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია.
მეორე ტაიმში თბილისელებს რამდენჯერმე ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა. ერთი მათგანი (სტუმრები უხეში თამაშისთვის დაჯარიმდნენ) მშვენივრად გამოიყენა დინამოელთ კაპიტანმა – მაჩაიძემ ზუსტად და ძლიერად დაარტყა – 2:0. საგოლე მომენტი შექმნეს კუიბიშეველებმაც (თუ არ ვცდები, ერთადერთი) – დარტყმა ოდნავ უზუსტო გამოდგა.
ახლა ბროლის თასისთვის ბრძოლას ოთხი გუნდიღა შემორჩა. ერთი მათგანი თბილისის “დინამოა”. დასაწყისი ძალიან კარგია. ბუნებრივია, არ უნდა გაგვინელოს ოპტიმიზმი იმან, რომ ჩვენს გუნდს არც თუ ძლიერი მეტოქენი ჰყავდა. ერთ რომ ზედიზედ ექვსი გამარჯვება თანაც სუსტ კოლექტივებთან არც ისე იოლია, და მეორეც: თბილისელებმა ეს ექვსივე მატჩი, რომ იტყვიან, ცალი ფეხით მოიგეს – ნებისმიერ შეხვედრაში დინამოელები მთელი ენერგიით სულ რაღაც 25–30 წუთს თუ თამაშობდნენ. მწვრთნელებმა ჩემპიონატის დაწყებამდე არა ერთი და ორი ტაქტიკური ვარიანტისა და ახალგაზრდა ფეხბურთელების შემოწმებაც მოახერხეს. ყველაფერი ამის შემდეგ თბილისის “დინამოს” გულშემატკივართ, რაღა თქმა უნდა, იმის სრული უფლება აქვთ, რომ წლევანდელი საფეხბურთო სეზონის ბატალიებს საკმაოდ გაბედული განზრახვებით დაელოდონ.
ბ. ირემაძე.