«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск) 1:2 (0:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск) 1:2 (0:1)

Кубок СССР 1988/89 годов. 1/2 финала.
21 мая 1989 года. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Ясно, 25 градусов. 37800 зрителей.
Судьи: Ю.Миляускас (Алитус), А.Савкин (Балашиха), А.Рудьев (Жуковский).
«Динамо»: Хапов, Чиковани, Цхададзе, Чедия, Г.Джишкариани, Тетрадзе, Сванадзе (к) (Кецбая, 50), Цвейба, Цаава, Качарава (Кавелашвили, 84, Апциаури, 87), Гогичаишвили.
«Днепр»: Краковский, Юдин, Вишневский, Сидельников, Тищенко (к), Кудрицкий (Лютый, 70), Багмут, Чередник, Сорокалет (Яровенко, 58), Сон (Червоный, 80), Шахов.
Голы:
0:1 Тищенко — 40
0:2 Юдин — 67
1:2 Гогичаишвили — 90 (пен.)
Предупреждения: Чедия, Джишкариани, Чередник.
Примечание: на 89-й минуте матч прерван на 23 минуты из-за выбежавших на поле зрителей

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 23 мая 1989 года:

Днепровские «пороги».
«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск). 1:2 (0:1).
Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 21 мая. Ясно. 25 градусов. 37 800 зрителей.
Судьи Ю. Миляускас (Алитус), А. Савкин, А. Рудьев (оба — Московская обл.).
«Динамо»: Хапов, Чиковани, Цхададзе, Чедия, Джишкариани, Тетрадзе, Сванадзе (Кецбая, 50), Цвейба, Цаава, Качарава (Кавелашвили, 64, Апциаури, 87), Гогичаишвили.
«Днепр»: Краковский, Юдин, Вишневский, Сидельников, Тищенко, Кудрицкий (Лютый, 76). Багмут, Чередник, Сорокалет (Яровенко, 67), Сон (Червоный, 86), Шахов.
Голы: Тищенко (40), Юдин (67), Гогичаишвили (90, с пенальти).
Предупреждены — Чередник, Джишкариани, Чедия.
О преимуществе «Динамо» в начале матча свидетельствует хотя бы тот факт, что вратарь тбилисцев Хапов первый раз вступил в игру лишь на 14-й минуте. Хорошая возможность отличиться была у Джишкариани, но мяч после его удара со штрафного прошел рядом со стойкой. Тбилисцам не удалось добиться быстрого успеха, и, видимо, это обстоятельство несколько охладило их наступательный порыв.
Днепропетровцы тонко уловили смену настроений и постепенно перехватили инициативу. Вскоре остро пробил Шахов. Затем хорошую возможность упустил Сон. Развязка наступила на 40-й минуте. С левого края последовал навес в штрафную на Сидельникова, тот перебросил мяч головой Тищенко, который и послал мяч в ворота. Хапов, в отчаянном прыжке пытался спасти положение, но тщетно. Через несколько минут Качарава мог восстановить равновесие. Но слишком уж неуверенно пробил по воротам, и Краковский отбил мяч.
Второй гол стал следствием несогласованный действий защитников, которые позволили футболистам «Днепра» беспрепятственно провести комбинацию, которую завершил Юдин.
В ходе игры футболисты действовали жестко, порой переходили грань дозволенного. Судья Миляускас показал две желтые карточки — Череднику и Джишкариани. Когда же он вынес предупреждение защитнику тбилисцев Чедия, некоторые недисциплинированные болельщики, несогласные с действиями арбитра, высыпали на зеленый газон. Игра на некоторое время была остановлена. Прерву и я свой рассказ и предоставлю слово комиссару матча, судье всесоюзной категории М. Рубенису из Риги:
— Игра была остановлена на 77-й минуте. Некоторым болельщикам показалось, что судья несправедливо наказал Чедия. Во время вынужденного перерыва я, как комиссар матча, потребовал гарантий безопасности судей и игроков. Когда они были получены, игра возобновилась…
В оставшееся время тбилисцы бросились отыгрываться. Но отквитали лишь один мяч.
Таrим образом, в финале розыгрыша Кубке СССР 25 июня встретятся «Торпедо» и «Днепр».
Д. Давиташвили.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 23 мая 1989 года:

სსრ კავშირის თასი ფეხბურთში.
„დინამო“ (თბილისი) – „დნეპრი“ (დნეპროპეტროვსკი) 1:2 (0:1)
თბილისი. ვ. ი, ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 21 მაისი.
„დინამო“: ხაპოვი, ჩიქოვანი, ცხადაძე, ჭედია, ჯიშკარიანი, თეთრაძე, სვანაძე (ქეცბაია, 50 წ.), ცვეიბა, ცაავა, კაჭარავა (ყაველაშვილი, 56 წ, აფციაური 88 წ.), გოგიჩაიშვილი.
„დნეპრი“: კრაკოვსკი, იუდინი, ვიშნევსკი, სიდელნიკოვი, ტიშჩენკო, კუდრიცკი (ლიუტი, 77 წ.), ბაგმუტი, ჩერედნიკი, სოროკალეტი (იაროვენკო 67 წ.), სონი (ჩერვონი 88 წ.), შახოვი.
მსაჯი ი. მილიაუსკასი (ალიტუსი).
გააფრთხილეს: ჩერედნიკი, ჯიშკარიანი, ჭედია.
ამ მატჩის საანგარიშო წერილი „ლელოს“ საფეხბურთო განყოფილებას მომზადებული ჰქონდა, როცა თბილისელმა მოქალაქემ პატივცემულმა ოთარ გუმბერიძემ თავისი წერილი მოგვიტანა. რედკოლეგიამ გადაწყვიტა სწორედ გულშემატკივრის წერილი დაგვებეჭდა, რადგან მკითხველს, ვფიქრობთ, უფრო დააინტერესებს, რას ფიქრობს რიგითი გულშემატკივარი და არა პროფესიონალი ჟურნალისტი, თუნდაც რედაქცია.
დღესვე ვთავაზობთ ფეხბურთის კიდევ ერთი გულშემატკივრის, თბილისელი ინჟინრის ბორის მენაბდის წერილს, რომელიც ავტორმა ასევე თავად მოგვიტანა რედაქციაში.
რა გვინდოდა?
გულშემატკივრის მოსაზრებები.
ზედმეტია ლაპარაკი, რომ ნახევარფინალურ მატჩზე „დინამოსა“ და „დნეპრს“ შორის ქართველი გულშემატკივარი დიდ იმედს ამყარებდა. ამის საფუძველი ერევნის „არარატთან“ და მოსკოვის „სპარტაკთან“ საუცხოოდ ჩატარებული შეხვედრები იყო.
იმედის ის ნაპერწკალი, წინა მატჩებში რომ წარმოიშვა, კარგი სტიმული გახდა სტადიონზე გულშემატკივართა მოზიდვისა. მართალია ტრიბუნები მთლიანად არ შევსებულა, მაგრამ ამდენი მაყურებელი, 21 მაისს რომ ჰყავდა ქართველ ფეხბურთელებს, კარგა ხანია არ გვინახავს ჩვენს სტადიონზე.
გაამართლეს კი დინამოელებმა მაყურებელთა იმედი?
შეეძლოთ უკეთესად ეთამაშათ?
მატჩი წავაგეთ, მაგრამ წაგებაც არის და წაგებაც. მე რომ მკითხოთ, ეს შეხვედრა მაშინ წავაგეთ, როცა წინა თამაშში გელა კეტაშვილმა რიგით მეორე გაფრთხილება მიიღო. მისი სიფიცხე ( სულ ერთია გამოპასუხებაა ეს თუ არა) გუნდს ძვირად დაუჯდა. მომეჩვენა, რომ დასაწყისიდანვე დინამოელები შიშმა შეიპყრო, პრესინგს რომ წააწყდნენ, მთლად დაიბნენ, თითქოს გაუკვირდათო წინააღმდეგობას რომ უწევდნენ დნეპროპეტროვსკელები. „დნეპრი“ დღეს ის გუნდია, რომელიც „დინამოზე“ კლასით მაღლა დგას, ტექნიკით და ტაქტიკითაც უკეთ მომზადებულად გამოიყურება.
რა დაუპირისპირეს თბილისელებმა დნეპროპეტროვსკელებთან თამაშს? მხოლოდ და მხოლოდ უხეშობა, წამდაუწუმ კინკლაობა.
მე ის გულშემატკივარი არ ვარ, რომ მოვუწოდო ჩვენს ფეხბურთელებს — თუ მარჯვენა ლოყაზე გაგარტყეს, მარცხენა მიუშვირეო, მაგრამ კეტეგორიული წინააღმდეგი ვარ ყოველ დარტყმაზე დარტყმით ვუპასუხოთ, გინებაზე გინებით. მოედანზე არის ადამიანი, რომელიც სიტუაციას განსჯის, მტყუანსა და მართალს გაარჩევს.
იყო თუ არა მსაჯი ამ მატჩში დინამოელთ დამარცხების მიზეზი?
არა და არა!
მან კარგად, წესიერად იმსაჯა და ერთადერთი პრეტენზია, რომელიც შეგვიძლია არბიტრს წავუყენოთ, ეს ისაა, რომ მოედნიდან არ გააძევა ჭედია, თბილისელთა გუნდის ყველაზე ყოყლოჩინა მოთამაშე და ჩხუბისთავი. ჭედიას წვლილი ამ დამარცხებაში ყველაზე მეტია. ქართველ ფეხბურთელთა თავაშვებული საქციელი კინაღამ ტრაგედიით დამთავრდა.
ამ საგანგაშო ფაქტებიდან დროული დასკვნა თუ არ გამოვიტანეთ, მართალი არ ვიქნებით საკუთარ თავთან. პირველ რიგში მე იმ დღეს მაყურებელთა დანაშაული კი არ დავინახე, არამედ თბილისის „დინამოს“ მოთამაშეთა პროვოკაცია (მაპატიეთ, სხვა სიტყვა ვერ მომიძებნია), არადა, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ნერვები ყველას ისედაც დაძაბული გვაქვს ასეთ პირობებში მაყურებლის თვალში მსაჯის ყოველი გადაწყვეტილების გაპროტესტება მართლაც რომ პროვოკაციად შეიძლება მოინათლოს.
მე არ ვიცი, როგორ შეფასდება ჭედიასა და „ძმათა მისთა“ პროვოკაცია. როგორც იქნა იმ დღეს თავიდან ავიცილეთ სიტუაციის გართულება. ხვალ? არის კი ხვალ გარანტია იმისა, რომ იგი არ განმეორდება?
ფეხბურთი მარტო წაგება-მოგება როდია, თუმცა თბილისელ მაყურებელს წაგებული მატჩის შემდეგაც ბევრჯერ ტაშით გაუცილებია „დინამო“ მატჩში თავდადება თუ შეუნიშნავს. კვირას კი თბილისის დინამოელებმა, ვფიქრობ, ორმაგი მარცხი განიცადეს და ტრიბუნებმა გუნდი სტვენით გააცილა გასახდელში. მრცხვენია, როცა ვიხსენებ, რა შთაბეჭდილება დარჩებოდა ამ მატჩის გამო ინგლისელ მსახიობ ქალს და დასავლეთგერმანელ სტუმარს, რომლებმაც ტაიმებს შორის შესვენებისთვის ჩვენი საერთო მხარდამჭერი ბევრი თბილი სიტყვა გვითხრეს.
ჩვენმა მაყურებელმა ღირსეული მასპინძლობა არ იცისო, ვერავინ დაგვწამებს. აი ზოგიერთმა კი…
იმ ღამეს დიდხანს არ დამეძინა. ათასი აზრი მიტრიალებდა თავში. არა, ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს ღირსებას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს…
ოთარ გუმბერიძე, პენსიონერი, თბილისი.
რედაქციის კომენტარი.
რასაკვირველია, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ დინამოელებმა „სპარტაკთან“ მატჩის შემდეგ, ვერ შეძლეს ძალების მთლიანად აღდგენა. იმ „სუპერთამაშის“ შემდეგ, რაც თბილისის „დინამომ“ 17 მაისს აჩვენა ძალებს ასე იოლად ვერ აღიდგენ. ეს გარემოება ყველამ უნდა ცხადად გავითვალისწინოთ, მაგრამ არსებობს სხვა სარეზერვო რესურსები, რომლებსაც ასეთ დროს იყენებენ ფეხბურთელები. ასეთი შემთხვევისთვის ყოველ გუნდს მარაგში შემონახული უნდა ჰქონდეს ტაქტიკური ვარიანტები, მოულოდნელობანი, ანაზდეული გეგმები, რომელთა მეშვეობითაც იგი წარმატებას მიაღწევს. თბილისელმა ფეხბურთელებმა ამ მეტად მნიშვნელოვან ნახევარფინალურ მატჩში, რატომღაც პირველ პლანზე წამოსწიეს ძალისმიერი თამაში, თავისებური ხელჩართული ბრძოლის საშუალებანი, ამან კი სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან დნეპროპეტროვსკელი ფეხბურთელები თვითონ არიან ხელჩართული ბრძოლის პირველხარისხოვანი ოსტატები. მარტოოდენ ენერგიითა და ძალ-ღონის თავდაუზოგავი გამოყენებით მათ ვერ შეაშინებ.
იმის თქმა, რომ თბილისის „დინამომ“ ურიგოდ ითამაშა „დნეპრთან“, სწორი არ იქნებოდა.
გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო და იმ დღეს ცოტაოდენი სპორტული იღბალი რომ ჰქონოდა, აუცილებლად გოლით დამთავრდებოდა მეკარე კრაკოვსკისთან პირისპირ გასული კაჭარავას რეიდები. შემდეგ „დნეპრის“ მცველმაც დაუცველი კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. იყო გოლის გატანის სხვა შესაძლებლობანი… მსაჯთან და მეტოქეებთან გაუთავებელი კინკლაობით ზოგიერთმა დინამოელმა მაყურებელთ ერთი ნაწილი აიყოლია და საქმე იქამდე მივიდა, რომ თბილისის „დინამოს“ სტადიონზე, რომელსაც მრავალზე უმრავლესი უმძაფრესი, საფეხბურთო ბრძოლა უნახავს, მაყურებლები მინდორზე გადმოცვივდნენ, მიეჭრნენ მსაჯს და მათი დაშოშმინება ისევ ჩვენივე ფეხბურთელებს და მილიციის რაზმებს მოუხდათ. მსაჯები იძულებულნი გახდნენ სასწრაფოდ დაეტოვებინათ მინდორი და გასახდელისთვის შეეფარებინათ თავი.
თამაში კი დაახლოებით 20-25 წუთით შეწყდა.
საკითხავია: განა სტადიონის საფეხბურთო მინდორი ის ადგილია, რომელიც გულშემატკივართა რევანშის სარბიელად უნდა იქცეს?! ფეხბურთელთა და მაყურებელთა ამგვარ აქციებს, როგორც წესი, სტადიონის დისკვალიფიკაცია მოსდევს. ეს კი კიდევ უფრო დიდი უსიამოვნებაა. ანდა: საკითხავია, რა სარგებლობას მოუტანს თბილისის „დინამოს“ მის წამყვან მოთამაშეთა მიერ მიღებული ყოვლად გაუმართლებელი, უსაფუძვლო გაფრთხილებანი? ხომ დაგვაკლდა ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში ძირითადი ფეხბურთელი გ. კეტაშვილი, რამაც გარკვეული დაღი დაამჩნია გუნდის თამაშს?
თითოეული გაფრთხილება, რომელსაც ჩვენი ფეხბურთელი ღებულობს, შავი ასოებით იწერება გუნდის მატიანეში. დღეს კეტაშვილი დაგვაკლდება, ხვალ მისი ტოლი სხვა მოთამაშე და სწორედ ეს უნდათ თბილისის „დინამოს“ მტრებსაც. წამიერი „გულის მოფხანვა“ არა თუ არ რგებს ფრიადაც ვნებს საქმეს.
ეტყობა, კოლექტივი ღრმად უნდა ჩაუფიქრდეს მინდორზე თავის საქციელს.
გუშინ რედაქციაში ბევრმა ტელემაყურებელმა დარეკა — გვთხოვეს, მადლობა გადავცეთ საქართველოს ტელევიზიის მუშაკებს, რომლებმაც გუშინწინდელი მატჩის დროს შექმნილი სიტუაციის მიმდინარეობა აჩვენეს ტელემაყურებლებს, რითაც ფეხბურთის გულშემატკივრებს და არა მარტო მათ, შესაძლებლობა მისცეს, საღად შეაფასონ მომხდარი ამბები.
გამომეხმაურეთ!
დაახლოებით 1400 წამი გრძელდებოდა კონფლიქტით გამოწვეული პაუზა მინდორზე და ტელეეკრანებზე „დნეპრთან“ თამაშის დროს.
ცხადია, რაც მოხდა, რამდენიმე გულშემატკივრის ემოციების შედეგი იყო და არა სტადიონზე მოსული მაყურებლის საერთო განწყობილებისა. მე სხვა რამეზე მინდა შევაჩერო ყურადღება. ხომ იცით, რა უხერხულ მდგომარეობაში გვყავს ჩაყენებული დღეს ჩვენი მილიცია, ვინ იყვნენ ისინი, ვინც მაყურებლებიდან წესრიგი დაარღვიეს, რა სურდათ?
ვფიქრობ, წესრიგის დამრღვევები ყველას უნდა გავაცნოთ, როგორც სასჯელის მინიმუმი. მათი გვარები (ჩვენება თუ არ მოხერხდება) ტელევიზიით მაინც ვაუწყოთ საზოგადოებრიობას.
„ლელოს“ მკითხველებო, თუ მხარს მიჭერთ, გამომეხმაურეთ!
ბორის მენაბდე, ინჟინერი, თბილისი.