«Динамо» (Сухуми) — «Динамо» (Тбилиси) 0:1 (0:1)
Кубок СССР 1965 года. 1/16 финала.
22 мая 1965 года. 17-45. Сухуми. Стадион «Динамо». 9000 зрителей.
Судьи: Е.Хярмс (Таллин), В.Мочалин, В.Иванов (оба – Ростов-на-Дону).
«Динамо» Сх.: Панастири, Дарахвелидзе, Устабашиди, Зария, Кикалия, И.Сичинава (к), Дзодзуашвили, Пипия, Еник, Минджия, Читанава (Свиридов, 70).
«Динамо» Тб.: Урушадзе, Б.Сичинава, Челидзе, Рехвиашвили, Петриашвили, Илиади, Яманидзе (к), Дзидзигури, Хуцишвили, Майсурадзе, Датунашвили (Хартишвили, 65).
Гол:
0:1 Дзидзигури — 17
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 23 мая 1965 года:
Кубок СССР. «Динамо» (Сухуми) — «Динамо» (Тбилиси).
В Сухуми состоялся предпоследний матч 1/16 финала. Местные динамовцы принимали своих одноклубников из Тбилиси. Чемпионы страны эту встречу проводили без нескольких своих ведущих игроков, включенных в сборную страны. Единственный гол в матче забил на 17-й минуте тбилисец Дзидзигури.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 23 мая 1965 года:
50-პროცენტიანი ჩემპიონი.
სოხუმი. “დინამოს” სტადიონი. 22 მაისი.
“დინამო” (სოხუმი) — “დინამო” (თბილისი) 0:1 (0:1).
სოხუმი: პაპასკირი, დარახველიძე, უსტაბაშიდი, ზარია, კიკორია, ძოძუაშვილი, შ. სიჭინავა, ფიფია, ენიკი, მინჯია, ჭითანავა (სვირიდოვი).
თბილისი: ურუშაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ჭელიძე, პეტრიაშვილი, ილიადი, იამანიძე, ძიძიგური, მაისურაძე, ხუციშვილი, დათუნაშვილი (ხარტიშვილი).
მსაჯი ე. ჰიარმსი (ტალინი).
საბჭოთა კავშირის ჩემპიონის სანახავად, რომელიც აფხაზეთის დედაქალაქში ეთამაშებოდა ადგილობრივ თანაკლუბელებს, მივიდა მაყურებელთა რაოდენობა, როგორიც ჯერ არ უნახავს აქაურ სტადიონს. ფეხბურთის მოყვარულთა შორის მრავლად იყვნენ ჩამოსულნი ფოთიდან, ზუგდიდიდან, გაგრიდან და სხვა ადგილებიდან. ეს ინტერესი გასაგებია, მაგრამ თბილისის “დინამოს” მთელი რიგი გამოჩენილი ოსტატები არ გამოსულან მინდორზე და მაყურებლებმა ფაქტიურად იხილეს თავისებური “50-პროცენტიანი ჩემპიონი”, რომლის ასე ვთქვათ, მეორე ნახევარს დუბლიორები წარმოადგენდნენ.
მიუხედავად ამისა, მატჩმა ძირითადად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მოწინააღმდეგის მაღალ ტექნიკურ ოსტატობას სოხუმელებმა დაუპირისპირეს კოლექტიური, მონდომებული და თავგანწირული თამაში.
თბილისელებმა მე-11 წუთზე გაითამაშეს კომბინაცია, რომელიც გოლით დაამთავრა ძიძიგურმა — 1:0. შემდგომში ჩემპიონებს ბურთის გატანის რამდენიმე რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ (იამანიძე, მაისურაძე), რომლებიც არ იქნა გამოყენებული.
ეს ანგარიში ბოლომდე შემორჩა მატჩს და ჩემპიონმა გამარჯვებულმა დატოვა მინდორი.
ზ. გვილავა.
(ტელეფონით, ჩვენი კორ.).
***
თბილისის “დინამო” სსრ კავშირის თასის გათამაშების მერვედფინალში გავიდა. 2 ივნისს იგი მოსკოვში შეხვდება ადგილობრივ ცსკა-ს.