«Динамо» (Тбилиси) – «Авангард» (Харьков) 2:1 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) – «Авангард» (Харьков) 2:1 (0:0)

Кубок СССР 1961 года. 1/16 финала.
23 сентября 1961 года. 15-30 Тбилиси. Стадион «Буревестник». 30 000 зрителей.
Судья: Л.Саркисов (Сочи), Орих, Гуславский (оба – Краснодар).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Чохели, Хочолава, Зейнклишвили, Хеладзе, Датунашвили (Мелашвили, 42), Баркая, Калоев, Яманидзе (к), Месхи.
«Авангард»: Уграицкий, Онисько, Шишков, Соколов, Тодоров, Ожередов (к), Нестеров, Костюк, Панфилов, Королев, Хачатуров (Крощенко, 46).
Голы:
1:0 Мелашвили — 73
2:0 Месхи — 80
2:1 Королев — 89

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 24 сентября 1961 года:

Жар, растопивший стену.
Если говорят, что в кубковых матчах ничья объявлена «вне закона», то харьковчане, которых в чемпионате страны привыкли считать командой, склонной к «бетону», и на сей раз остались, как говорится, верны своему слову. На пути тбилисских форвардов к верстам «Авангарда» была воздвигнута живая стена, пробить которую казалось совершенно невозможно. Ситуации на поле складывались весьма любопытные: трое харьковчан против пяти тбилисских защитников, пятеро динамовских нападающих —
против семи авангардовцев. Хозяева поля прощупывают оборону гостей все решительнее и основательнее, но 45 минут истекают, а счет остается нулевым.
После перерыва во всей остроте встает вопрос, выдержат ли харьковчане новый и, по всей вероятности, более длительный и энергичный натиск. И второй вопрос. Каков смысл такой оборонительной игры, если матч-то на Кубок?
Может быть, авангардовцы надеются на то, что их противник в конце концов изверится в собственных силах, а там можно и атаковать его посерьезнее? Так или иначе, но только первые полчаса второго тайма стена у ворот «Авангарда» стоит нерушимо, И только по прошествии этого получаса становится ясным, что держаться харьковчанам все труднее и труднее, а хозяева поля преисполнены боевого пыла.
Мелашвили, заменивший Датунашвили, то и дело остро атакует с правого фланга. Его действия требуют самого пристального внимания. На левый фланг, поближе к Месхи, часто смещается Яманидзе. Наконец-то на самом опасном участке подступа к воротам — в центре — становится просторней. И тут обнаруживаются бреши в обороне «Авангарда».
Развязка наступает на 73-й минуте. Хеладзе, войдя в штрафную площадку, сделал прострельную передачу, и Мелашвили с близкого расстояния открыл счет.
Как-то поведут себя сейчас гости? Тут уж удивляются многие: даже пропустив гол, авангардовцы остаются верными упрочившимся в команде принципам и не решаются перегруппироваться.
За 10 минут до конца матча Калоев бьет в угол ворот, Уграицкий парирует этот удар, но упускает мяч из рук, так что набежавшему Месхи забить гол не стоило особого труда.
Судьба матча решена. Всем ясно, что динамовская команда Тбилиси, одна из лучших наших кубковых команд будет представлена в 1/8 финала.
Все это так, но матч еще не закончен, и в эти последние минуты Королев, умело воспользовавшись небрежностью одного из тбилисских защитников, сквитывает один мяч.
2:1. Финальный свисток.
Г. Артемьев.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 24 сентября 1961 года:

შედეგი მეორე ნახევარში.
თბილისი. 23 სექტემბერი. “ბურევესტნიკის” სტადიონი.
“დინამო” (თბილისი) — “ავანგარდი” (ხარკოვი) 2:1 (0:0).
“ავანგარდი”: უგრაიცკი, ონისკო, შიშკოვი, სოკოლოვი, ტოდოროვი, ოჟერედოვი, ნესტეროვი, კოსტიუკი, პანფილოვი, კოროლიოვი, ხაჩატუროვი (კროშჩენკო).
“დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ჩოხელი, ხოჭოლავა, ზეინკლიშვილი, ხელაძე, დათუნაშვილი (მელაშვილი), ბარქაია, კალოევი, იამანიძე, მესხი.
მატჩს სჯიდა კრასნოდარის მხარის მსაჯთა ბრიგადა ლ. სარქისოვის ხელმძღვანელობით. მატჩის დასაწყისშივე აშკარა გახდა სტუმრების ამოცანა: რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, უვნებელეყოთ თავიანთი კარის მისადგომები. ამ მიზნით უკან იყვნენ დაწეულნი შუამარბები კოსტიუკი და კოროლიოვი, ხოლო ცენტრალურ თავდამსხმელს დავალებული ჰქონდა პერსონალური მეთვალყურეობა გაეწია ბარქაიასათვის, არავითარ შემთხვევაში არ მიეცა მისთვის თავისუფალი მანევრირების საშუალება. ყოველივე ამან სტუმრები თავისთავად მიაჯაჭვა საკუთარ კარს და ცხადია, წინ დარჩენილ სამ თავდამსხმელს თბილისელთა კარზე უშუალო საფრთხის შექმნის ნაკლები შანსები რჩებოდათ.
სტუმრების ამგვარმა ტაქტიკამ და აგრეთვე სველმა გრუნტმა საგრძნობლად გაუძნელა თამაში თბილისელებს, მათ საკმაო ხანი მოანდომეს ხარკოველთა კარისაკენ მისასვლელი გზის ძიებას. სწორედ ამ ძიების დროს გაუშვეს სტუმრებმა ხელიდან ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, როცა მარჯვენა გარემარბმა ნესტეროვმა ვერ გამოიყენა კარიდან კოტრიკაძის დროული გამოუსვლელობა. ფაქტიურად ეს იყო ხარკოველთა ერთადერთი შანსი გოლის გატანისა.
მე-5 წუთიდან თბილისელი ფეხბურთელები დასახლდნენ ხარკოველთა ნახევარზე და მარცხენა ფრთამ მესხი-იამანიძე, რამდენიმე სახიფათო გარღვევა განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი გარღვევისას, ბარქაიას ძლიერი დარტყმა შემთხვევით მოხვდა ცენტრალურ მცველს შიშკოვს და ბურთი გავიდა თავისუფალზე. ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფრთიდან იერიში იერიშს მოსდევდა. მათი დამწყებნი უდაოდ აქტიურად მებრძოლი ნახევარმცველები იყვნენ, ხშირად იქმნებოდა კარის აღების რეალური შესაძლებლობანი, მაგრამ საკმაოდ შეთანხმებით თამაშობდნენ ხარკოველი მცველები და მეკარე ან თბილისელი თავდამსხმელები ვერ იჩენდნენ სათანადო სიზუსტეს კარში დარტყმის დროს. იყო ისეთი მომენტიც, როცა იამანიძის, ბარქაიას, დათუნაშვილის დარტყმები ზედიზედ მოიგერია უგრაიცკიმ.
მესხის მანევრებს თანდათან აუღო ალღო ორივე “დარაჯმა” და იგი ერთხანს გამოთიშეს კიდეც თამაშიდან, მაგრამ თბილისელთა მარცხენა გარემარბს ფარ-ხმალი როდი დაუყრია — მთელი ენერგიით იბრძოდა, ეძებდა და მოსვენებას არ აძლევდა მოწინააღმდეგეთ. ამ დღის თამაშით უდაოდ ქების ღირსია თბილისელთა კაპიტანი იამანიძე.
პირველი ტაიმის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტრავმირებული დათუნაშვილი შეცვალა მელაშვილმა, რომელმაც მეორე ნახევარში გაბედულად ითამაშა და საკმაო დაბნეულობა შეიტანა სტუმრების დაცვაში, მაგრამ ჩქარობდა, სათანადოდ ვერ ითვალისწინებდა სველ გრუნტს და შედეგს ვერ აღწევდა. ბოლოს ისევ მელაშვილმა შეძლო ხარკოველთა მისადგომების “აღება”, როცა ბარქაიას წამოწყებული კომბინაცია, სუსტი, მაგრამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა — 1:0.
ეს იყო მატჩის 72-ე წუთზე. ზუსტად 8 წუთის შემდეგ სტუმრებმა განმეორებით დაიწყეს თამაში ცენტრიდან, ამჯერად გოლის ავტორი იყო მესხი, მაგრამ ამაში სათანადო დამსახურება ისევ ბარქაიას მიუძღვის, რომელმაც გადაინაცვლა რა მელაშვილის ადგილზე, განახორციელა ღრმა რეიდი და ჩააწოდა საჯარიმო მოედანზე. კალოევის დარტყმული ბურთი ცუდად მიიღო უგრაიცკიმ, ბურთს მიუსწრო მესხმა და… 2:0.
მხოლოდ ამის შემდეგ შეცვალეს დაცვითი ტაქტიკა სტუმრებმა და მატჩის უკანასკნელ წუთზე კოროლიოვმა შეძლო ერთი გოლის გაქვითვა.
ამრიგად, თბილისის “დინამომ” მოიგო მეთექვსმეტედფინალური მატჩი საბჭოთა კავშირის თასზე. მორიგ მატჩს თასზე ისინი ითამაშებენ სტალინოში, “შახტიორთან”.
დ. ცომაია, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი; ო. გელაშვილი.