Товарищеские матчи в 1974 году

Товарищеские матчи «Динамо» (Тбилиси) в 1974 году

01. 28.02. Леселидзе. «Шинник» (Ярославль) • 3:1 (2:1)
02. 07.03. Леселидзе. «Динамо» (Киев) • 0:1 (0:0)
03. 25.03. Леселидзе. «Кайрат» (Алма-Ата) • 0:1
04. 29.03. Гагры. «Динамо» (Москва) • 0:1 (0:1)

Статистика и подробности матчей:

01. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ШИННИК» (ЯРОСЛАВЛЬ) • 3:1 (2:1)
28 февраля 1974 года. Леселидзе.
Судья: ?
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Хурцилава, Челидзе, Хинчагашвили, Мчедлишвили, М. Мачаидзе, Асатиани, Кипиани, Г. Нодия, Церетели.
«Шинник»: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***.
Голы:
1:0 Г.Нодия — 20
1:1 *** — 28
2:1 *** — 40 (автогол)
3:1 Мчедлишвили

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело''), ''კომუნისტი'' (''Коммунист'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 2 марта 1974 года:

ორი მატჩი ლესელიძეში.
ლესელიძის საფეხბურთო მინდორზე 28 თებერვალს გაიმართა ორი საკონტროლო მატჩი.

შემდეგ შედგა საკონტროლო მატჩი თბილისის ”დინამოსა” და იაროსლავის ”შინიკს” შორის. დინამოელები მე-20 წუთზე დაწინაურდნენ გ. ნოდიას მიერ გატანილი გოლით, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ”შინიკმა” შეძლო საპასუხო ბურთის გატანა — 1:1.
ტაიმის დასასრულს იაროსლაველთა საჯარიმო მოედანზე შექმნილ კრიტიკულ მომენტში არაზუსტად ითამაშა ერთერთმა მცველმა და საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი — 2:1.
მეორე ტაიმში ინიციატივას თბილისელები ფლობდნენ. ერთერთ კომბინაციას გ. ნოდიას, ყიფიანსა და მჭედლიშვილს შორის მოჰყვა ამ უკანასკნელის მიერ გატანილი გოლი. ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა თბილისის ”დინამომ”. გუნდი ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გოგია, ძოძუაშვილი, ხურცილავა, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, მჭედლიშვილი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, ყიფიანი, გ. ნოდია, წერეთელი.

Газета «კომუნისტი» («Коммунист», Тбилиси) от 1 марта 1974 года:

ორი მატჩი ლესელიძეში.
გუშინ ლესელიძეში გაიმართა ორი ამხანაგური საკონტროლო შეხვედრა. კარგმა საფეხბურთო ამინდმა ერთიორად გაზარდა მაყურებელთა რიცხვი ადგილობრივ პანსიონატ „სპორტის“ სტადიონზე.

ამ დღეს თავის პირველ საკონტროლო მატჩზე გამოვიდა თბილისის „დინამო“, რომელიც შეხვდა იაროსლავის „შინიკს“. თამაში ქართველ ფეხბურთელთა შეტევებით დაიწყო და მე-20 წუთზე გივი ნოდია გახსნა ანგარიში — 1:0.
რვა წუთის შემდეგ იაროსლაველებმა კარგად გაითამაშეს საჯარიმო დარტყმა და გაათანაბრეს ანგარიში. მაგრამ ტაიმის დამოვრებამდე ხუთიოდე წუთით ადრე ყიფიანისა და „შინიკის“ მცველის ბრძოლა დამთავრდა ამ უკანასკნელის მოულოდნელი დარტყმით საკუთარ კარში. 2:1 „დინამოს“ სასარგებლოდ — ასეთი ანგარიშით წავიდნენ გუნდები შესვენებაზე.
მეორე ტაიმში თბილისელთა უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა იყო და გ. ნოდია-ყიფიანის კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა მჭედლიშვილმა — 3:1.
დინამოელები თამაშობდნენ ასეთი შემადგენლობით: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ხურცილავა, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, მჭედლიშვილი, მ. მაჩაიძე, გავაშელი, ყიფიანი, გ. ნოდია, წერეთელი.
ტელეფონთ „კომუნისტის“ კორ.

02. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ДИНАМО» (КИЕВ) • 0:1 (0:0)
7 марта 1974 года. Леселидзе.
Судья: ?
«Динамо» Тб.: Гагошидзе, Дзодзуашвили, Хурцилава, Челидзе, Хинчагашвили, Мчедлишвили, М.Мачаидзе, Гавашели, Гуцаев, Г.Нодия, Кипиани.
«Динамо» К.: Рудаков, Дамин, Решко, Фоменко, Матвиенко, Трошкин, Мунтян, Онищенко, Колотов, Веремеев, Блохин.
Гол:
0:1 Блохин — 78

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело''), ''კომუნისტი'' (''Коммунист''), ''Советская Абхазия''

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 10 марта 1974 года:

ფეხბურთის ამბები.
ლესელიძეში გაიმართა საკონტროლო შეხვედრა თბილისისა და კიევის დინამოელთა შორის. გაიმარჯვეს კიეველებმა — 1:0. გოლი 78-ე წუთზე გაიტანა ბლოხინმა. თბილისელები ასეთი შემადგენლობით თამაშობდნენ: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ხურცილავა, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, მჭედლიშვილი, მ. მაჩაიძე, გავაშელი, გუცაევი, გ. ნოდია, ყიფიანი.
ამავე გუნდების სათადარიგო შემადგენლობათა მატჩი მოიგეს თბილისელებმა — 1:0. გოლი გაიტანა ასათიანმა.

Газета «კომუნისტი» («Коммунист», Тбилиси) от 8 марта 1974 года:

მატჩი ლესელიძეში.
გუშინ ლესელიძეში გაიმართა ამხანაგური საკონტროლო შეხვედრა თბილისისა და კიევის „დინამოს“ გუნდებს შორის.
თამაშის 78-ე წუთზე ბლოხინმა თბილისელთა კარში გაიტანა გოლი, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა ამ მატჩში.
თბილისელები თამაშობდნენ ასეთი შემადგენლობით: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ხურცილავა, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, მჭედლიშვილი, მ. მაჩაიძე, გავაშელი, გუცაევი, გ. ნოდია, ყიფიანი.
ამავე დღეს ლესელიძეში შეხვდენენ ამ გუნდების სათადარიგო შემადგენლობანი. თამაშის 71-ე წუთზე ასათიანის ძლიერმა დარტყმამ გამარჯვება მოუტანა თბილისელებს — 1:0.

Газета «Советская Абхазия» (Сухуми) от 8 марта 1974 года:

ФУТБОЛЬНЫЕ МАТЧИ.
…Вчера в Леселидзе состоялся товарищеский матч дублирующих составов динамовских команд Тбилиси и Киева. Победили наши земляки (1:0). Встреча основных составов прошла в равной борьбе и закончилась с минимальным счетом (1:0) в пользу киевлян. Команды выступали в следующих составах: «Динамо» Тбилиси — Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Хинчагашвили, Мчедлишвили, Мачаидзе, Гавашели, Гуцаев, Г.Нодия, Кипиани; «Динамо» Киев — Рудаков, Дамин, Решко, Фоменко, Матвиенко, Трошкин, Мунтян, Онищенко, Колотов, Веремеев, Блохин.

03. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «КАЙРАТ» (АЛМА-АТА) • 0:1
25 марта 1974 года. Леселидзе.
Судья: ?
«Динамо»: Гагошидзе, Эбралидзе, Кантеладзе, Челидзе, Хинчагашвили, Гавашели, Асатиани, Мчедлишвили, Гуцаев, Г.Нодия, Церетели.
«Кайрат»: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***.
Гол:
0:1 ***

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело''), ''კომუნისტი'' (''Коммунист'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 27 марта 1974 года:

ოსტატები ემზადებიან.
შავიზღვისპირა ქალაქების საფეხბურთო მინდერებზე გრძელდება უმაღლესი ლიგის გუნდების წინასასეზონო საწვრთნელი შეხვედრები.
თბილისის დინამოელებმა გუშინწინ ლესელიძეში ითამაშეს ალმა-ათის „ქაირათთან“. მატჩი მოიგეს ალმაათელებმა — 1:0. „დინამო“ ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაგოშიძე, ებრალიძე, კანთელაძე, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, გავაშელი, ასათიანი, მჭედლიშვილი, გუცაევი, გ. ნოდია, წერეთელი…

Газета «კომუნისტი» («Коммунист», Тбилиси) от 26 марта 1974 года:

შავი ზოვის სანაპიროზე.
კვირას შავი ზღვის სანაპიროს სტადიონებზე გაიმართა უმაღლესი ლიგის გუნდების რამდენიმე ამხანაგური საკონტროლო მატჩი.
ლესელიძეში თბილისის „დინამო“ შეხვდა ალმა-ათის „კაირათს“ და დამარცხდა ანგარიშით 0:1.
დინამოელები თამაშობდნენ ასეთი შემადგენლობით: გაგოშიძე, ებრალიძე, კანთელაძე, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, გავაშელი, ასათიანი, მჭედლიშვილი, გუცაევი, გ. ნოდია, წერეთელი.
29 მარტს თბილისელები ლესელიძეში შეხვდებიან მოსკოველ თანაკლუბელებს…

04. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ДИНАМО» (МОСКВА) • 0:1 (0:1)
29 марта 1974 года. Гагры.
Судья: ?
«Динамо» Тб.: Гагошидзе, Эбралидзе, Кантеладзе, Челидзе, Хинчагашвили, Гавашели, Асатиани, Г.Мачаидзе, Гуцаев, Г.Нодия, Церетели.
«Динамо» М.: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, Еврюжихин, ***.
Гол:
0:1 Еврюжихин — 15

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело''), ''კომუნისტი'' (''Коммунист'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 31 марта 1974 года:

თასზე მატჩის წინ.
29 მარტს გაგრაში გაიმართა საკონტროლო მატჩი თბილისისა და მოსკოვის დინამოელთა შორის. გაიმარჯვეს მოსკოველებმა — 1:0. გოლი მე-15 წუთზე გაიტანა ევრიუჟიხინმა.
თბილისის „დინამო“ თამაშობდა ასეთი შემადგენლობით: გაგოშიძე, ებრალიძე, კანთელაძე, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, გავაშელი, ასათიანი, გ. მაჩაიძე, გუცაევი, გ. ნოდია, წერეთელი.
თბილისელებს ახლა სსრ კავშირის თასის პირველი მერვედფინალური მატჩი აქვთ ოდესაში 6 აპრილს „ჩერნომორეცთან“.

Газета «კომუნისტი» («Коммунист», Тбилиси) от 30 марта 1974 года:

მინიმალური ანგარიშით.
გუშინ გაგრაში თბილისის „დინამომ“ გამართა ამხანაგური საკონტროლო მატჩი. ქართველ ფეხბურთელთა მეტოქეები ამჯერად მოსკოვის თანაკლუბელები იყვნენ.
თამაშის პირველი ნახევარი მიმდინარეობდა მოსკოველთა უპირატესობით, მეორე კი თბილისელთა აქტიური შეტევით წარიმართა.
მატჩის ბედი გადაწყდა თამაშის მე-15 წუთზე. როცა ევრიუჟიხინმა ზუსტი დარტყმით გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს — 1:0.
თბილისელები თამაშობდნენ ასეთი შემადგენლობით: გაგოშიძე, ებრალიძე, კანთელაძე, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, გავაშელი, ასათიანი, გ. მაჩაიძე, გუცაევი, გ. ნოდია, წერეთელი.
ჩვენი ფეხბურთელები ამთავრებენ სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებას შავი ზღვის სანაპიროზე. 4 აპრილს დინამოელები ლესელიძედან მიემგზავრებიან ოდესაში საკავშირო თასზე მერვედფინალის პირველი მატჩის (6 აპრილს) ჩასატარებლად ადგილობრივ „ჩერნომორეცთან“.
გუნდს შეუერთდებიან ხურცილავა, ძოძუაშვილი, მ. მაჩაიძე და ყიფიანი, რომლებსაც დღეს სოჭში საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობა აქვთ მოსკოვის „ტორპედოსთან“.
ტელეფონით „კომუნისტის“ კორ.