«Локомотив» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (1:1)

«Локомотив» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (1:1)

Чемпионат СССР 1989 года. Высшая лига. Матч № 28.
14 октября 1989 года. 18-00. Москва. Стадион «Локомотив». Пасмурно, 9 градусов. 2500 зрителей.
Судьи: Ю.Миляускас (Алитус), А.Резепов (Вильнюс), В.Директоренко (Рига).
«Локомотив»: Юркус, Нестеров, Арифуллин, Милешкин, Калаичев (к), Горьков (Бодак, 87), Буланов, Галлагберов (Житков, 63), Рыбаков, Русяев, Федин.
«Динамо»: Хапов, Кеташвили, Г.Джишкариани, Чедия, Чиковани, Ревишвили, Сванадзе (к), Цвейба, Кецбая, Качарава, Гогичаишвили.
Голы:
0:1 Кецбая — 18
1:1 Буланов — 35
2:1 Рыбаков — 84
Предупреждения: Горьков, Нестеров, Чедия.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, опись 34, дело 4127)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Вечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 16 октября 1989 года:

«Локомотив» — «Динамо» (Тбилиси) — 2:1.
«Локомотив» (Москва) — «Динамо» (Тбилиси). 2:1 (1:1).
Москва. 14 октября. Стадион «Локомотив». Пасмурно. 9 градусов. 1500 зрителей.
Судьи Ю. Миляускас (Алитус), А. Розанов (Вильнюс), В. Директоренко (Рига).
«Локомотив»: Юркус, Нестеров, Арифуллин, Милешкин, Калайчев, Горьков (Бодак, 87), Буланов, Галлакберов (Житков, 63), Рыбаков, Русяев, Федин.
«Динамо»: Хапов, Кеташвили, Джишкариани, Чедия, Чиковани, Ревишвили, Сванадзе, Цвейба, Кецбая, Качарава, Гогичаишвили.
Голы: Кецбая (18), Буланов (35), Рыбаков (84).
Предупреждены Чедия, Нестеров, Горьков.
Дублеры — 0:1. Гол: Цхададзе.
Последней умирает надежда. А пока есть хотя бы призрачный шанс выжить — надо выходить и сражаться.
«Локомотив» сражался с «Динамо», как мог. Но разве тбилисцы имели право уступить москвичам в характере?! И потому игра складывалась из бесконечных дуэлей отчаянных и решительных в центре и на флангах, вблизи ворот и вдали от них. Дуэлей рискованных, жестких, беспощадных. Жажда борьбы, казалось, застилала соперникам глаза. Они теряли мяч, едва завладев им. А если это роковая ошибка? Я представлял, как бьется сердце у тренеров, и сочувствовал людям на скамейке. Так кто же был ближе к удаче. Гости? Ведь это они открыли счет, когда Кецбая с нескольких метров отправил мяч в ворота. А быть может, хозяева? Они же сумели сравнять счет, когда Буланов неотразимо пробил штрафной. Потом, во втором тайме, Житков и Русяев могли забить еще. А разве Качарава не попал в перекладину с линии вратарской?!
Но что гадать, если удача в конце концов улыбнулась «Локомотиву»: Рыбаков пробил головой и в следующее мгновение оказался в объятиях партнеров. Как герой матча. А чуть раньше Резепов сигнализировал о положении вне игры: однако Миляускас не усмотрел офсайда. А последнее слово — за судьей в поле.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 17 октября 1989 года:

უმაღლესი ლიგა.
სსრ კავშირის 1989 წლის ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. ჩასატარებელია სულ ორი ტურის შეხვედრები, სწორედ ახლა, გათამაშების ფინიშზე გამოვლინდებიან ჩემპიონიც, პრიზიორებიც და ის აუტსაიდერებიც, რომლებსაც საგაისოდ უმაღლესი ლიგის დატოვება მოუწევთ.
«ლოკომოტივი (მოსკოვი» – «დინამო» (თბილისი) 2:1 (1:1).
მოსკოვი, «ლოკომოტივის» სტადიონი, 14 ოქტომბერი.
«ლოკომოტივი», იურკუსი, ნესტეროვი, არიფულინი, მილეშკინი, კალაიჩევი, გორკოვი (ბყოდაკი, 87), ბულანოვა, გალაკბეროვი (ჟიდკოვი 68), ძაიბაკოვი, რუსიაევი, ფედინი.
«დინამო», ხაპოვი, კეტაშვილი, ჯიშკარიანი, ჭედია, ჩიქოვანი, რევიშვილი, სვანაძე, ცვეიბა, ქეცბაია, კაჭარავა, გოგიჩაიშვილი.
გააფრთხილეს ჭელია, ნესტეროვი, გორკოვი.
მსაჯი ი. მილიაუსკასი (ალიტუსი).
დუბლიორები – 0:1.
ბურთი გაიტანა ცხადაძემ.
ზედმეტად მიგვაჩნია იმის ლაპარაკი, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის, ორი აუტსაიდერი ერთმანეთს შეხვდა ამ მეტად მნიშვნელოვან, პრინციპულ მატჩში… 1500 მაყურებლის წინაშე, ის დრო, როცა თბილისის «დინამოსა» და მოსკოვის «ლოკომოტივის» თამაში გაცილებით მეტ მაყურებელს უყრიდა თავს ტრიბუნებზე, წარსულს ჩაბარდა და 1 ლიგაში ჩამოქვეითების კანდიდატთა ერთმანეთთან ანგარიშსწორება ახლა, ეტყობა, გულშემატკივართა ვიწრო, ძალიან ვიწრო წრეს თუ აინტერესებს.
მაგრამ მაყურებლისთვის თუ არა, უშუალოდ გუნდებისთვის კი მატჩის შედეგს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, და იმ სიტუაციაში, როცა უკან დასახევი ნაბიჯის გადადგმის უფლება მეტოქეთაგან არც ერთს არ ჰქონდა, ლოკომოტიველებმა გამარჯვებისადმი მეტი სწრაფვა და ნებისყოფა გამოიჩინეს, რაც შეეხება თბილისის «დინამოს», მან წლევანდელ სეზონში, და არა მარტო წლევანდელ სეზონში, კიდევ ერთხელ გააწბილა თავისი გულშემატკივრები, თანაც ეს მოხდა ისეთ სიტუაციაში, როცა გუნდს სრული შესაძლებლობა ჰქონდა თუნდაც ერთი ქულა აეღო. თბილისელები მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდნენ, შემდეგ თამაშის ფრედ დამთავრებაც შეიძლებოდა, მაგრამ პასიურმა დაცვითმა სისტემამ და ანგარიშის შენარჩუნებისადმი სწრაფვამ ის შედეგი გამოიღო, რომ წლეულს, უკვე მერამდენედ ვაგებთ თამაშს, გაიხსენეთ წინა შეხვედრები დუშანბეს «პამირთან», მოსკოვის «ტორპედოსთან», ხარკოვის «მეტალისტთან»…
ძნელია «ლოკომოტივთან» თამაშს ტაქტიკურად გამართული აწყობილი და ზუსტად დაგეგმილი უწოდო. ორივე გუნდის მოთამაშეები მეტწილად ინდივიდუალური, ხშირი შეტაკებებით გამოირჩეოდნენ. ინიშნებოდა ჯარიმები, წამდაუწუმ იკარგებოდა ბურთი, მეტისმეტი ნერვიულობა და დაძაბულობა ცხადად იგრძნობოდა მატჩის თითქმის ყველა ეპიზოდში. ეტყობა, ასე ხდება, როცა ორი ჩამორჩენილი გუნდი ებრძვის ერთმანეთს თავის გადასარჩენად და მატჩის ანგარიშსაც გაცილებით, განუზომლად მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე თვით უშუალოდ თამაშს, მის სპორტულ მზერას.
და მაინც, ვფიქრობთ, დინამოელთა რიგებში მეტი თვითდარწმუნება, მეტი დამაჯერებლობა უნდა შეეტანა იმ გოლს, რომელიც საკმაოდ ადრე, მე–18 წუთზე გაიტანა ქეცბაიამ: მეკარე იურკუსმა მოიგერია ძლიერი დარტყმა, ბურთს ყველაზე ადრე ქეცბაიამ მიუსწრო და ანგარიშიც გაიხსნა 1:0.
გოლი საკუთარ კარში «ლოკომოტივისათვის» კატასტროფას ნიშნავდა. ამიტომაც მასპინძლებმა სასწრაფოდ მოახდინეს მთელი თავიანთი ძალების მობილიზება, იბრძოლეს ანგარიშის გასათანაბრებლად და 35–ე წუთზე მიზანსაც მიაღწიეს: თბილისელთა კარში დაინიშნა საჯარიმო, ბულანოევმა ძალზე ზუსტად, ძლიერად დაარტყა მაღალ კუთხეში – 1:1.
სწორედ აქ იყო საჭირო ხასიათის სიმტკიცის გამოჩენა, თავდაუზოგავი ბრძოლა საიმისოდ, რომ მოსკოველები ამ ერთი საპასუხო გოლის დაკმაყოფილებულიყვნენ, მაგრამ დინამოელებმა ეს ვერ შეძლეს, ინიციატივა დათმეს, მათს ხშირ შეცდომებს საბოლოოდ ის მოყვა, რომ მოსკოველებმა თავიანთი მრავალი იერიშიდან ერთ–ერთი წარმატებით დაამთავრეს და ეს მოხდა თამაშის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე. თბილისელთა კარის სიახლოვეს თავით კარგად ითამაშა რიბაკოვმა, «ლოკომოტივმა» ყველაფერი გააკეთა თამაშის მოსაგებად და ის 2 ქულა ჩაიწერა, რომელიც მას ჰაერივით ესაჭიროებოდა.
იყო ერთი შემთხვევა, როცა «ლოკომოტივის» საჯარიმო მოედანზე მყოფმა კაჭარავამ სულ ახლო მანძილიდან ძელს მოახვედრა ბურთი.
თბილისის «დინამოს» ხელმძღვანელობამ და თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად უნდა შეიგნოს, რომ ახლა, განსაკუთრებით ახლა, საქმე ეხება ერის სპორტულ პრესტიჟს, ქართული სპორტის ავკარგს. კოლექტივი ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს წარსული დიდების აღსადგენად, ჯერჯერობით კი დინამოელთა მხრივ ვხედავთ მხოლოდ მდგომარეობის გამოსწორების უუნარო, მორიდებულ, უბადრუკ ცდებს, თბილისის «დინამოს» ჯერჯერობით მხოლოდ წყენა, გაწბილება და უსიამოვნება მოაქვს გულშემატკივრებისთვის.

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от 16 октября 1989 года:

До финиша рукой подать.
Тбилисские динамовцы в субботу в присутствии полутора тысяч зрителей проиграли свой одиннадцатый матч в сезоне — в Москве «Локомотиву» — 1:2 (Кецбая, Буланов, Рыбаков).
Гости играли в следующем составе: Хапов, Кеташвили, Джишкариани, Чедия, Чиковани, Ревишвили, Сванадзе, Цвейба, Кецбая, Качарава, Гогичаишвили.
Форвард «Локомотива» Рыбаков забил гол в тот момент, когда судья на линии А. Резепов (Вильнюс) сигнализировал о положение вне игры.