«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк) 2:0 (1:0)
Чемпионат СССР 1988 года. Высшая лига. Матч № 08.
30 апреля 1988 года. 19-00. Тбилиси. Стадион: «Динамо» им. В.И.Ленина. 25340 зрителей.
Судьи: А.Кириллов, В.Филиппов, А.Картавцев (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Э.Тевзадзе, Чедия, Арзиани, Ткебучава, Цвейба (Коргалидзе, 65), Сулаквелидзе, М.Джишкариани (Шенгелия, 60), Гурули, Г.Джишкариани.
«Шахтер»: Шиповский, Драгунов, Сопко, Леонов (Гошкодеря, 71), Евсеев, Свистун (Герасимец, 46), Ященко, Юрченко, Петров, Смолянинов, Кобозев.
Голы:
1:0 Гурули — 24 (пен.)
2:0 Шенгелия — 66
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 3 мая 1988 года:
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк) 2:0 (1:0). Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 30 апреля. Пасмурно, 15 градусов. Мелкий дождь. 25 340 зрителей.
Судьи А. Кириллов, В. Филиппов, А. Картавцев (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Тевзадзе, Чедия, Арзиани, Ткебучава, Цвейба (Коргалидзе, 65), Сулаквелидзе, М. Джишкариани (Шенгелия, 60), Гурули, Г. Джишкариани.
«Шахтер»: Шиповский, Драгунов, Сопко, Леонов (Гошкодеря, 71), Евсеев, Свистун (Герасимец, 46), Ященко, Юрченко, Петров, Смолянинов, Кобозев.
Голы: Гурули (24, с 11-метрового), Шенгелия (66).
Дублеры — 2:1. Голы: у «Динамо» — Минашвили. Тедеев; у «Шахтера» — Онопко.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 мая 1988 года:
„დინამო“ (თბილისი) – „შახტიორი“ (დონეცკი) 2:0 (1:0).
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 30 აპრილი.
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი, თევზაძე, ჭედია, არზიანი, ტყებუჩავა, ცვეიბა (კორღალიძე, 65), სულაქველიძე, მ. ჯიშკარიანი (შენგელია, 60), გურული, გ. ჯიშკარიანი.
„შახტიორი“: შიპოვსკი, დრაგუნოვი, სოპკო, ლეონოვი (გოშკოდერია, 71), ევსეევი, სვისტუნი (გერასიმეცი, 46), იაშჩენკო, იურჩენკო, პეტროსოვი, სმოლიანინოვი, კობოზევი.
მსაჯი ა. კირილოვი (მოსკოვი).
ახლა, როცა განვლილია საკავშირო ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრები, ზოგიერთი გულშემატკივარი დაუფარავად გვსაყვედურობს მიმომხილველებსაც და სპეციალისტებსაც, რომ წლევანდელ ჩემპიონატში ნაადრევად და უსაფუძვლოდ შევუდექით თბილისის დინამოელთა ქებას, ავანსად გავეცით კომპლიმენტები მაშინ, როცა ჩვენი გუნდი ადრინდებულად კვლავ სუსტად თამაშობს. მის ოფიციალურ მატჩებში არავითარი პროგრესი არ იგრძნობა, ხოლო რაც შეეხება დინამოელთა გამოსვლებს მეტოქეთა მინდვრებზე, აქ, საერთოდ, ძალზე ცუდადაა საქმე. საკმარისია ჩვენმა გუნდმა დატოვოს თავისი სტადიონი და გულშემატკივარი, რომ დამარცხება მას გარანტირებული აქვს.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მთლად ასე არაა. პროგრესი შარშანდელთან შედარებით აშკარად იგრძნობა. თბილისის „დინამოს“ კოლექტივი 1987 წლის სეზონის დასაწყისთან შედარებით გაცილებით უფრო მობილიზებულად, ენერგიულად და სტაბილურად თამაშობს. საქმე მარტო ის არაა, რომ შინ ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ თბილისის „დინამო“ სათავეში ედგა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს და შინ, ელემენტარულად, უფლება არ გვქონდა გვეთქვა გუნდი კვლავინდებურად ფსკერზე იმყოფებაო. უბრალოდ, საფეხბურთო ლოგიკა გვკარნახობდა ჩვენს გუნდში მომხდარ სასიკეთო ძვრებზე, რომელთა დაუნახაობა და მიმალვა არ შეიძლებოდა. დინამოელები შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების თვალსაზრისით, ეს უკვე აღარ იყო უნებისყოფო გუნდი, რომელიც პირველივე წუთებიდან უბრძოლველად უთმობდა სარბიელს მეტოქეს. აშკარად განწირული იყო წაგებისთვის, მთელი შემართებით, თავგამოდებით იბრძოდნენ ვეტერანები და ის ახალგაზრდებიც, რომლებსაც ახლოდან რომ დააკვირდეთ, მხოლოდ სიჭაბუკის პირველ კვალს თუ შეამჩნევთ სახეზე. მაგრამ ამ ორი ტურის შემდეგაც ცხადი იყო, რომ ტაქტიკური და ტექნიკური მომზადების თვალსაზრისით, დინამოელები მაინც შორს იყვნენ მათთვის შესაფერისი ტრადიციული კონდიციებისგან და ჯერ კიდევ ბევრი, ძალზე ბევრი მუშაობა მართებდათ საერთო სპორტული ოსტატობის ასამაღლებლად. გუშინ ლიდერი იყო, სალიდერო თამაშისთვის კი ვერ მიეღწია. ამაში თბილისის „დინამოს“ კრიტიკოსები ნამდვილად მართალნი არიან.
ის, რაც შემდგომ ტურებში მოხდა, ყველამ კარგად იცის. ნაკლოვანებებმა ცხადად იჩინა თავი. სტუმრად ჩატარებული მატჩები წავაგეთ. მერე ამას შინ დამარცხებაც დაემატა. როგორც ჩანს, მრავალწლიანი, ღრმა კრიზისიდან თავის დაღწევა ასე იოლად, ხელის ერთი მოქნევით არ ხდება. მდგომარეობის გამოსწორებას დიდი დრო სჭირდება და თბილისის „დინამოს“ მომხრეებმა თავიანთი პრეტენზიები და სურვილები რეალურად უნდა შეუფარდონ გუნდის პრაქტიკულ შესაძლებლობებს.
აი, მაგალითად, 30 აპრილს საკმაოდ სოლიდური ანგარიშით დავამარცხეთ დონეცკის „შახტიორი“, დინამოელთა უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ ვინ იტყვის, რომ ეს გამარჯვება თბილისის „დინამოს“ სრულ აღორძინებას ნიშნავს გავიმარჯვეთ, რასაც დიდი შრომა და ენერგია დასჭირდა. ტექნიკური და ტაქტიკური პრობლემები ჩვენი გუნდის წინაშე კვლავ და კვლავ მთელი სიცხადით დგას. ისევ უფერულად და უუნაროდ მოქმედებდა ნახევარდაცვა. კვლავ შეცდომები ჰქონდათ მცველებს. მეტოქის კარის იერიშის დროს კი წინა ხაზზე თითო-ოროლა თავდამსხმელი თუ მონაწილეობდა. შეტევას აკლდა სწრაფი, მოულოდნელი ხასიათი. როცა გოლის გატანის რთულ და შრომატევად საქმეში მრავალი მოიერიშე ფეხბურთელი უნდა მონაწილეობდეს.
დონეცკის „შახტიორი“ უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი უძველესი ბინადარია. მის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს ძლიერ ფეხბურთელებს უთამაშიათ, მაგრამ ეს გუნდი უმეტესად გამოირჩეოდა შესაშური ნებისყოფით, კოლექტიური მონოლითურობით, უდიდესი ბრძოლისუნარიანობით: „შახტიორთნ“ გამარჯვება მუდამ უაღრესად ძნელი იყო ყველასთვის. ამჯერად კი დონეცკელთა გუნდი ძალზე უფერულად, შეუთამაშებლად და ზოგ შემთხვევაში, უსუსურადაც კი გამოიყურებოდა. ასეთი სუსტი „შახტიორი“, გვგონია, არც გვინახავს, აშკარად სუსტად ითამაშეს
ლეონოვმა, სვისტუნმა, პეროვმა, სმოლიანინოვმა, ევსეევმა და სხვებმა. ასე რომ, უკეთესი ანგარიშითაც შეგვეძლო გაგვემარჯვა.
სწორედ მეტოქის სისუსტის ფონზე კარგად ჩანდა, რომ თბილისის „დინამოში“ აშკარად დაბალ დონეზე დგას პასის კულტურა იქ, სადაც გადაცემა უკიდურესად ზუსტი და გამოზომილი უნდა იყოს. ჩვენი ფეხბურთელები უყურადღებობას და უზუსტობას იჩენენ, ბურთი უმეტესად მეტოქის მისამართით იგზავნება. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გადაცემას ინდივიდუალურ გარღვევებსა და დრიბლინგს არჩევენ და როცა გუნდი მთელ თამაშს უმთავრესად დრიბლინგზე და გარღვევებზე წარმართავს, ეს მოთამაშეთა არასათანადო კვალიფიკაციაზე მეტყველებს.
დინამოელებს კარში დარტყმის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცათ. ეს იყო საუკეთესო საგოლე მომენტები. მაგრამ გადამწყვეტი დარტყმები ძალზე არაზუსტი, ნაჩქარევი იყო. ესეც ჩვენი გუნდის პასივად უნდა მივიჩნიოთ.
თბილისის „დინამოს“ ამ მატჩში საკმარისი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ დროდადრო დონეცკელებიც ახორციელებდნენ კონტრიერიშებს. ასეთ სიტუაციებში, ვიმეორებთ, „დინამოელთა“ მცველებისა და ნახევარმცველების დაცვითი მანევრები მთლად უნაკლო არ იყო.
ასეა თუ ისე, თამაში მოვიგეთ (ბურთები გაიტანეს გურულმა — პენალტით და შენგელიამ). ჩემპიონატის ამ ეტაპზე დიდად საჭიროა პოზიციების გამაგრება გათამაშების ცხრილში და ამ ამოცანის შესასრულებლად თბილისის „დინამომ“ არაფერი არ დაიშურა დონეცკის „შახტიორთან’. ვფიქრობთ, იგი მაქსიმალური მონდომებით იბრძოლებს დღესაც „შახტიორზე“ გაცილებით უფრო ძნელ და ძლიერ მეტოქესთან დნეპროპეტროვსკის „დნეპრთან“. „დნეპრი“ ჩვენი უახლოესი მეზობელია სატურნირო ცხრილში. მასთან გამარჯვება ჩვენს გუნდს კარგ სატურნირო პერსპექტივას შეუქმნის.
«ლელოს“ ფეხბურთის განყოფილება.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 1 мая 1988 года:
«ДИНАМО» АТАКУЕТ И ПОБЕЖДАЕТ.
Вчера на тбилисском стадионе «Динамо» им. В. И. Ленина состоялся очередной матч чемпионата СССР по футболу. Хозяева поля — динамовцы столицы Грузии принимали донецкий «Шахтёр».
До этой встречи обе команды находились рядом в турнирной таблице, занимая девятое и десятое места. Причём наши гости имели на одно очко больше хозяев — семь. Это обстоятельство, а также то, что тбилисцы в двух последних играх чемпионата не записали в свой актив ни одного очка, позволяло надеяться, что уж на этот раз они сделают всё возможное, одержат победу и улучшат своё турнирное положение.
Так и произошло. Тбилисцы, присмотревшись к сопернику, перешли в решительную атаку. Мимо ворот били Ткебучава, Чедия. Счёт был открыт на 24-й минуте, когда после удара Чедия рукой в своей штрафной площадке сыграл защитник гостей. Пенальти. Его чётко реализовал Гурули — 1:0. Так завершился первый тайм.
Во второй половине игры превосходство хозяев поля стало более ощутимым. Могли увеличить результат Г. Джишкариани, Арзиани, Гурули. А на 66-й минуте вышедший вместо М. Джишкариани Шенгелия после передачи Гурули вторично заставил донецких футболистов начать игру с центра. В дальнейшем счёт не изменился.