«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 0:0

Чемпионат СССР 1986 года. Высшая лига. Матч № 27.
1 ноября 1986 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Пасмурно, 15 градусов. 23700 зрителей.
Судьи: В.Кузнецов (Омск), В.Раздаев (Кемерово), Н.Захаров (Владимир).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Микаберидзе, Чедия (Махарадзе, 63), Гурули (Месхи, 65), Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе (к), Цаава, Челебадзе, Ревишвили.
«Спартак»: Дасаев (к), Каюмов, Б.Кузнецов (Новиков, 86), Хидиятуллин, Бубнов, Шибаев, Капустин, Суслопаров, Еременко, Шалимов (Рудаков, 69), Родионов.
Предупреждение: Еременко.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 1904)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от ноября 1986 года:

«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва). 0:0.
Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 1 ноября. 19 градусов. 23 800 зрителей. Перед игрой дождь.
Судьи О. Кузнецов (Омск), В. Раздаев (Кемерово), И, Захаров (Владимир),
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Микаберидзе, Чедия (Махарадзе, 63), Гурули (Месхи, 65), Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Цаава, Челебадзе, Ревишвили.
«Спартак»: Дасаев, Каюмов, В. Кузнецов (Новиков, 86), Хидиятуллин, Бубнов, Шибаев, Капустин, Суслопаров, Еременко, Шалимов (Рудаков, 69), Родионов,
Предупрежден Еременко.
Дублеры — 0:1. Гол — Рудаков.
Турнирное положение обеих команд обещало стать гарантией интересной, увлекательной игры: каждый из участников в случае успеха значительно повышал свои акции в борьбе за призовое место.
Мокрое, скользкое поле то и дело вносило свои коррективы в действия игроков.
Излишне говорить о том, какую опасность таят в себе при такой погоде дальние удары. Первыми потревожили вратаря хозяева поля: на 20-й минуте после розыгрыша штрафного из трудного положения пробил Гурули. Дасаев оказался на месте. До перерыва тбилисцы еще не раз (Цаава, Кеташвили, Гурули) заставляли стража ворот гостей вступать в игру.
После перерыва гости заметно активизировали свои действия, В первые четверть часа второго тайма они создали у ворот соперника столько опасных моментов, сколько не смогли создать обе команды за всю первую половину. Особо запомнилась ситуация, в которой Шалимов из выгоднейшего положения пробил мимо цели. Такое стечение обстоятельств, очевидно, не устраивало наставников «Динамо». Произведя два замены, они обострили игру, но увы.,,
Д. КАКАБАДЗЕ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 ноября 1986 года:

თბილისი. ვ.ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 11 სექტემბერი.
„დინამო“ (თბილისი) – „სპარტაკი“ (მოსკოვი) 0:0.
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი, მიქაბერიძე, ჭედია (მახარაძე, 63), გურული (მესხი, 65), კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, ცაავა, ჩელებაძე, რევიშვილი.
„სპარტაკი“: დასაევი, კაიუმოვი, ბ. კუზნეცოვი (ნოვიკოვი, 86), ხუდიატულინი, ბუბნოვი, შიბაევი, კაპუსტინი, სუსლოპაროვი, ერიომენკო, შალიმოვი (რუდაკოვი, 69), როდიონოვი.
მსაჯი ვ. კუზნეცოვი (ომსკი).
გააფრთხილეს ერიომენკო.
დუბლიორები — 0:1.
მას შემდეგ, რაც თბილისის „დინამომ“ მინსკში გამგზავრებამდე ზედიზედ მოიგო საკავშირო ჩემპიონატის ოთხი მატჩი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა, ქომაგებს იმედი გაგვიჩნდა, რომ დინამოელები შეძლებდნენ პირველ ხუთეულში დამკვიდრებას და უფლებას მოიპოვებდნენ მომავალ სეზონში (ხუთი წლის „შესვენების“ შემდეგ) კვლავ მივიღოთ მონაწილეობა ევროპის საკლუბო ტურნირებში. ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი იყო კიევში მიღწეული გამარჯვება. იმ შეხვედრაში თბილისელები, თავიანთ მრისხანე მეტოქის გვერდითაც კი კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ შემდეგმა ტურმა თითქოს ცივი წყალი გადაგვასხა — 0:4 მინსკში! თუმცა ხუთეულში მოხვედრის იმედი არ გადაგვიწურავს, გვჯერა, რომ დინამოელები ფარ-ხმალს არ დაყრიან, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ გუნდმა, რომელსაც სურს პირველ ხუთეულში მოხვდეს და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ღირსება დაიცვას, ვფიქრობთ, ისე არ უნდა ითამაშოს, როგორც „დინამომ“ შაბათ საღამოს ითამაშა.
თბილისელები მხოლოდ პირველ ტაიმში ფლობდნენ ინიციატივას. მასპინძლებმა ალბათ გაითვალისწინეს ის, რომ სველ მინდორზე შორიდან დარტყმული ბურთი განსაკუთრებით სახიფათოა და ცდილობდნენ, რაც შეიძლება ხშირად გაეგზავნათ ბურთი დასაევის კარისკენ. სამწუხაროდ, მხოლოდ ეს მანევრი ვერაფერს მატებდა დინამოელთა საბრძოლო არსენალს. მათი იერიშები ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოზე მაღალი ბურთის ჩაწოდებით ან მინდვრის სიღრმიდან წინ, ჩელებაძის მისამართით ბურთის გადაცემით მთავრდებოდა. გარდა ამისა, თბილისელთა მიერ საშუალო და შორი მანძილიდან შესრულებული დარტყმები სპარტაკელთა კართან რეალურ საფრთხეს ვერ ქმნიდნენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბურთი მიზანს სცდებოდა. ორჯერ თუ სამჯერ კი, როცა დარტყმა ზუსტი გამოდგა, დასაევი ადვილად დაეუფლა ბურთს.
მოსკოველებმა, რომლებმაც პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს დინამოელთ კარში (ისიც არაზუსტად), შესვენების შემდეგ საბოლოოდ აუღეს ალღო თბილისელთა თამაშს და თავად გადავიდნენ შეტევაზე. 55-ე წუთზე ბორის კუზნეცოვის მიერ კარის გასწვრივ ჩაწოდებულ ბურთს ხიდიატულინი ვერ მისწვდა და თბილისელები აშკარა გოლს გადაურჩნენ, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოეწვია მათ რიგებში დაბნეულობა, რომლითაც ისარგებლა „სპარტაკმა“ და სულ რაღაც ათი წუთის განმავლობაში ოთხჯერ შეძლო აეღო დინამოელთა კარი.
შუა ტაიმში თამაში კვლავ გათანაბრდა. თბილისელებმა რამდენჯერმე სცადეს მეტოქის კარის დალაშქვრა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ დინამოელებმა მეტად საჭირო ქულა დაკარგეს კონკურენტთან შეხვედრაში.
ბუნებრივია, არ გვავიწყდება, რომ ამ შეხვედრაში თბილისის „დინამოს“ მეტოქე იყო საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი — მოსკოვის „სპარტაკი“. თავი დავანებოთ იმას, რომ სტუმრებს აკლდათ ორი წამყვანი ნახევარმცველი — ჩერენკოვი და ე. კუზნეცოვი (თბილისელებსაც აკლდათ ჩივაძე და კუდინოვი), მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ მასპინძელთათვის ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი, პრინციპული მატჩი. გარდა ამისა, სპარტაკელებს კარგად ახსოვდათ: სულ მალე მათ ელით უეფა-ს თასის გათამაშების საპასუხო შეხვედრა საფრანგეთის „ტულუზასთან“, ეს კი მოსკოველთა თამაშზე დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედებდა. და რაც მთავარია: „სპარტაკი“ დღესდღეობით შორს არის თავისი საუკეთესო ფორმისგან. იმ თამაშისგან, რომელმაც მას განუზომელი პოპულარობა და ავტორიტეტი მოუტანა. თბილისის „დინამოს“ მდგომარეობაში მყოფ გუნდს ყოველივე ამის გათვალისწინებით უკეთ უნდა ეთამაშა.
ზურაბ ფოცხვერია.