«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 1:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 1:0 (1:0)

Чемпионат СССР 1986 года. Высшая лига. Матч № 10.
18 мая 1986 года. 20-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 19 градусов. 74300 зрителей.
Судьи: А.Спирин, А.Картавцев, А.Родин (все — Москва).
«Динамо»: Габелия (к), Кеташвили, Цаава (Жордания, 86), Чедия, Кудинов, Махарадзе, Сванадзе, Арзиани, Гурули (Микаберидзе, 60), Газзаев, Челебадзе.
«Арарат»: Сукиасян, Киракосян, Саркисян, А.Хачатрян (к), Раф.Галустян, П.Галустян, Маркарян (В.Хачатрян, 69), Роб.Галустян, Мирзоян, Карапетян (Погосян, 46), Мхитарян.
Гол:
1:0 Газзаев — 07
Предупреждение: Гурули.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 1903)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 20 мая 1986 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван). 1:0. (1:0).
Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 18 мая. 19 градусов. 74 700 зрителей.
Судьи А. Спирин, А. Картавцев, А. Родин (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили. Цаава (Жордания, 86), Чедия, Кудинов, Махарадзе. Сванадзе, Арзиани, Гурули (Микаберидзе, 60), Газзаев, Челебадзе.
«Арарат»: Сукиасян, Киракосян, Саркисян, Аш. Хачатрян, Раф. Галустян, П. Галустян, Маркарян (В. Хачатрян, 69), Роб. Галустян, Мирзоян, Г. Карапетян (Погосян, 46), Мхитарян.
Гол: Газзаев (7).
Предупрежден Гурули.
Дублеры — 0:1. Гол: Санамян.
Динамовцы по праву хозяев сразу же повели наступательную игру и вскоре добились успеха. Цаава подал угловой, Гурули чуть-чуть подправил высоко летящий мяч, изменив траекторию полета, мяч достался Газзаеву, и он точно пробил по воротам.
Казалось, этот гол должен был бы придать уверенности хозяевам и активизировать действия гостей. Но ожидаемого обострения игры в первом тайме не получилось., Все еще сохраняя инициативу, динамовцы почти не угрожали воротам, а гости, опасаясь, видимо, новых осложнений, никак не решались перегруппировать силы и перестроиться на атаку. Отважились они на это лишь после перерыва. Будь, кстати, чуточку удачливее, ереванцы могли уйти от поражения. Гости, завладев, серединой поля и усилив атаку все чаще стали угрожать воротам динамовцев, и надо заметить, что защитникам динамовцев среди которых отсутствовали Чивадзе и Сулаквелидэе, пришлось нелегко.
3. КАЛОЕВ, заслуженный мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 мая 1986 года:

თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 18 მაისი. 8000 მაყურებელი.
„დინამო“ (თბილისი) – „არარატი“ (ერევანი) 1:0 (1:0).
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი, ცაავა, (ჟორდანია, 86), ჭედია, კუდინოვი, მახარაძე, სვანაძე, არზიანი, გურული (მიქაბერიძე, 60), გაზაევი, მოდებაძე.
„არარატი“: სუკიასიანი, კირაკოსიანი, სარქისიანი, ა. ხაჩატრიანი, ფ. გალუსტიანი, პ. გალუსტიანი, მარქარიანი (ვ. ხაჩატრიანი, 69), რობ. გალუსტიანი , მირზოიანი, კარაპეტიანი (პოღოსიანი, 46), მხითარიანი.
მსაჯი ა. სპირინი (მოკსოვი).
გოლი: გაზაევი (7).
გააფრთხილეს გურული.
დუბლიორები – 0:1.
„არარატის“ კარში პირველივე დარტყმა გოლით დამთავრდა: მე–7 წუთზე ცაავამ კარგად მიაწოდა კუთხური, გურულმა თავით მიმართულება შეუცვალა ბურთს და გაზაევმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა – 1:0. მატჩის დარჩენილი 83 წუთის განმავლობაში ტაბლოზე სწორედ ეს ციფრები ენთო. თბილისელთა გამარჯვების მიუხედავად, მაყურებელი უკმაყოფილო ტოვებდა სტადიონის ტრიბუნებს.
გულშემატკივრებს იმედი გაუცრუვდათ. მათ ვერ იხილეს ის ფეხბურთი, რომელსაც თბილისის „დინამოსა” და „არარატის“ ყოველი შეხვედრისას ელიან.
შესვენებამდე თამაში ძირითადად შუა მინდორში მიმდინარეობდა. ”დინამოს” მისადგომებთან მკვეთრად მატულობდა შეცდომების რიცხვი და ბურთს იოლად ეუფლებოდნენ მცველები. ეს მით უფრო გასაკვირია, რომ თამაში საშუალო ტემპში მიმდინარეობდა, რასაც მინიმუმამდე უნდა შეემცირებინა ელემენტარული შეცდომების რაოდენობა. პირველი 20-25 წუთის მანძილზე სხვებზე მეტად აქტიურობდა ჩვენი მარცხენა მცველი არზიანი, რომელმაც რამდენიმე ეფექტური გარღვევა განახორციელა (ამ გარღვევებს შედეგი არ მოჰყოლია და არზიანის ენთუზიაზმიც თანდათან ჩაქრა). ამ პერიოდში მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობა აშკარა იყო. ამაზე მეტყველებს თუნდაც ერევნელთა კართან მოწოდებული ხუთი კუთხური (სტუმრებს პირველ ტაიმში არც ერთხელ არ შეუსრულებიათ კუთხური დარტყმა).
მაგრამ უპირატესობა უპირატესობად დარჩა, სუკიასიანის კარისთვის დინამოელებს პირველ 45 წუთში ხიფათი აღარ შეუქმნიათ. თუმცა, აქ შეიძლება გავიხსენოთ ეპიზოდი,
როცა გაზაევი შეიჭრა საჯარიმოში, გვერდი აუარა რამდენიმე მეტოქეს, დარტყმა კი ვეღარ შეძლო ( 35-ე წთ.) არც გაბელიას დასდგომია დიდი ჯაფა — 29-ე წუთზე
სარქისიანის თავური დარტყმის მოგერიება ფაქტიურად ერთადერთი მომენტი იყო, როცა თბილისელთა კაპიტანი თამაშში ჩაერია.
შესვენების შემდეგ უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა, მაგრამ ამით მატჩის სანახაობრივ მხარეს არაფერი მოუგია. თბილისელებმა მოედნის ცენტრი უბრძოლველად დაუთმეს მეტოქეს, რის გამოც მასპინძელთა მცველებს ორმაგი ჯაფა დააწვათ. შესაბამისად, იმატა შეცდომების რიცხვმაც და საკმარისი იყო, „ არარატს“ ერთი–ორი კვალიფიციური თავდამსხმელი ჰყოლოდა, ანგარიში უთუოდ გათანაბრდებოდა. ორჯერ (51–ე და 67–ე წუთებზე) უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა პ. გალუსტიანი, მაგრამ პირველ შემთხვევაში უხეიროდ დაარტყა, შემდეგ კი მას ბოლო მომენტში ხელი შეუშალა კეტაშვილმა. 77 –ე წუთზე გაბელიას კართან შეიქმნა საგოლე სიტუაცია, რომელსაც ასპროცენტიანს ვუწოდებთ ხოლმე. „დინამოს“ მცველებმა უყურადღებოდ დატოვეს მხითარიანი და იგი მოულოდნელად გაბელიას პირისპირ დარჩა. თავდამსხმელმა ვერ გამოიყენა ეს შანსი – 10 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა.
ერთხელ აშკარა ხიფათს გადაურჩა სტუმართა კარიც: მე-60 წუთზე გოლის გატანა შეეძლო ჩელებაძეს, მაგრამ მანაც ააცდინა მიზანს. ეს იყო და ეს. თამაშის მიწურულს, 88-ე წუთზე, მინდორზე ახლად გამოსულმა ჟორდანიამ დაახლოებით 30 მეტრიდან სცადა ბედი და თითქოს შეგვახსენა, რომ შორი მანძილიდან დარტყმაც ფეხბურთის ერთ–ერთი კომპონენტია.
ბოლო შეხვედრებს თბილისელები ალექსანდრე ჩივაძისა და რამაზ შენგელიას გარეშე ატარებენ. ახლა მათ თენგიზ სულაქველიძეც დაემატა, რამაც კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვანახა დინამოელთა სუსტი მხარეები. ასეა თუ ისე, ამ მძიმე მატჩში მათ მაინც შეინარჩუნეს გამარჯვება და სატურნირო ცხრილში რამდენიმე საფეხურით დაწინაურდნენ.
ბოლოს, გამოვყოფ ერთ დეტალს, რომელიც უშუალოდ ფეხბურთელთა მოქმედებას არ ეხება, მაგრამ უდავოდ დიდ გავლენას ახდენს მათ თამაშზე. მეორე ტაიმის დასაწყისში მოსკოველმა არბიტრმა ალექსი სპირინმა გააფრთხილა თბილისელთა გუნდის წევრი გურული, რომელმაც უხეშად წააქცია ერთ–ერთი მეტოქე. ამ ეპიზოდში სპირინი სავსებით სამართლიანად მოიქცა – გურული მართლაც იყო ყვითელი ბარათის ღირსი, მაგრამ ერევნელი ფეხბურთელები უხეშობდნენ (ეს კი საკმაოდ ხშირად ხდებოდა), სპირინი რატომღაც ჯარიმითა და სიტყვიერი შენიშვნით იფარგლებოდა. ვფიქრობ, მატჩის არბიტრს მეტი თანმიმდევრულობა რომ გამოეჩინა, შეხვედრაც უფრო კორექტულად ჩატარდებოდა.
დავით კაკაბაძე.