«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) 1:3 (1:2)

«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) 1:3 (1:2)

Чемпионат СССР 1986 года. Высшая лига. Матч № 25.
5 октября 1986 года. 19-00. Киев. Республиканский стадион. Облачно, 8 градусов. 13000 зрителей.
Судьи: Ю.Савченко, Н.Овсянников, Н.Панкин (все — Москва).
«Динамо» К.: Чанов, Бессонов, Беланов, Кузнецов, Демьяненко (к), Рац, Яковенко, Баль, Заваров, Евтушенко, Блохин (Михайличенко, 65).
«Динамо» Тб.: Баладзе, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия (Цвейба, 89), Гогричиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Цаава, Челебадзе, Ревишвили.
Голы:
1:0 Заваров — 16
1:1 Челебадзе — 22
1:2 Цаава — 39
1:3 Челебадзе — 69 (пен.)
Предупреждение: Кузнецов (63, опасная атака соперника с целью нанесения травмы).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 1904)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 7 октября 1986 года:

КИЕВ.
«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси). 1:3 (1:2).
Республиканский стадион. 5 октября. Облачно. 8 градусов. 13 000 зрителей.
Судьи Ю. Савченко, Н. Овсянников, Н. Панкин (все — Москва).
«Динамо» (Киев): Чанов, Бессонов, Беланов, Кузнецов, Демьяненко, Рац, Яковенко, Баль, Заваров, Евтушенко, Блохин (Михайличенко, 65).
«Динамо» (Тбилиси): Баладзе, Кеташвили, Чивадзе, Чедия (Цвейба, 89), Гогричиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Цаава, Челебадзе, Ревишвили.
Голы: Заваров (16), Челебадзе (22, 69, с пенальти), Цаава (39).
Предупрежден Кузнецов.
Дублеры — 3:2 Голы: у «Динамо» (Киев) — Щербаков, Гущин, Зуб; у «Динамо» (Тбилиси) — Микаберидзе, Бекоев.
Матч начался для динамовцев Киева самым благоприятным образом: уже на 16-й минуте четко разыгранная ими комбинация завершилась тем, что Заваров, использовав передачу Демьяненко, неотразимым ударом головой забил гол. Казалось, что игра и в дальнейшем пойдет по ставшему уже привычным на киевском стадионе в последние годы в матчах между этими командами сценарию. Вышло, однако, совсем по другому…
Гости, которые с первых минут дружно атаковали и не менее дружно оборонялись всей командой, до перерыва всего три раза прицельно пробили по воротам киевлян. И из этих трех ударов два — Челебадзе и Цаавы — достигли цели. Это были голы-близнецы. Удары наносились примерно с одной и той же позиции и с одного расстояния, а мяч влетал в один и тот же левый от Чанова угол ворот.
До конца матча оставалось еще немало времени, но хозяева поля так и не сумели вернуть утраченное преимущество или, на худой конец, спасти очко. Обороняясь, они часто прибегали к отбойной игре, в простейших ситуациях уступали мяч соперникам, медлили с развитием атаки и вообще выглядели непривычно вяло. На 68-й минуте, после того как арбитр Ю. Савченко назначил пенальти в ворота киевлян и его четко реализовал несомненно лучший среди гостей в этом матче Челебадзе, хозяева поля окончательно расклеились, потеряв всякий вкус к игре, что было видно даже невооруженным глазом.
Г. БОРИСОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 7 октября 1986 года:

საკავშირო ჩემპიონატი ფეხბურთში დასასრულს უახლოვდება. უკვე ის პერიოდი დადგა, როცა გამოიკვეთა გათამაშების უმთავრესი ასპექტები. ცნობილი გახდა გუნდები, რომლებსაც კონკრეტული ამოცანებისთვის უწევთ ბრძოლა.
განვლილ კვირას, 5 ოქტომბერს, უმაღლეს ლიგაში გაიმართა რამდენიმე მატჩი სწორედ იმ გუნდების მონაწილეობით, რომლებსაც ეს ამოცანები აქვთ დასახული. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი შედგა კიევში ადგილობრივი და თბილისის „დინამოს გუნდებს შორის.
ერთ პერიოდში მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, კიეველთა პოტენციური მარაგი იმდენად მყარი იყო, რომ ამ გუნდის ჩემპიონობა ეჭვს არ იწვევდა, მით უმეტეს მას მერე, რაც კიეველებმა მეტად დიდმნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირები მოიგეს უცხოეთში. კიეველთა მეტად ძლიერი, სტაბილური შემადგენლობა, ტოლფასოვანი, შემცვლელი ფეხბურთელების სიუხვე საფუძველს გვაძლევდა გვეფიქრა ოქროს მედლების მომავალ მფლობელთა თითქმის უეჭველ ადრესატზე, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, კიეველებმა მარხიანად ჩაატარეს საკავშირო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი. მათი ფეხბურთელები, თითქოს გადაღლილნი ჩანდნენ.
გუნდს ხელახლა მოუხდა მთელი ძალების მობილიზება, რათა გათამაშების ფინიშზე კვლავ გაეძლიერებინა თამაში და ებრძოლა ჩემპიონის წოდებისთვის.
თბილისის დინამოელები, პირიქით, ჩემპიონატის დასაწყისსა და შუაგულში მეტად არასტაბილურად და, მთელ რიგ შემთხვევებში, ერთობ სუსტად თამაშობდნენ.
გარკვეულ პერიოდში ჩვენს გუნდს მძიმე კრიზისის ნიშნები ეტყობოდა, მაგრამ, ჩვენდა სასიხარულოდ, იმ უმძიმესი ჩავარდნების პერიოდმა განვლო და თბილისელებმა თანდათან შესამჩნევად, საგრძნობლად მოუმატეს თამაშს, ოპტიმალური ძირითადი შემადგენლობაც დადგინდა, თამაშსაც სტაბილური ფორმები მიეცა და 5 ოქტომბრის მატჩისთვის თბილისისა და კიევის დინამოელები უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილის უახლოესი მეზობლები აღმოჩნდნენ. ასეთ ვითარებაში კიეველებთან შეხვედრას მეტად პრინციპული მნიშვნელობა მიეცა. ჯერ ერთი, ამ მატჩის წარმატებით ჩატარება დიდ პერსპექტივებს უსახავდა ჩვენს გუნდს. საკუთარ ძალებში რწმენას მატებდა თვით ფეხბურთელებს, მათს გულშემატკივრებსაც. კიევიდან წამოღებული ქულები ის სტიმული იყო, რომელიც ესოდენ გვჭირდება ჩვენი გუნდის ოპტიმისტური მხარდაჭერისთვის.
არის კიდევ ერთი „მცირე“ ფაქტორი, რომელიც თბილისის „დინამოს“ ყველა გულშემატკივარმა კარგად იცის და რომელიც ეს უკვე სამ ათეულ წელიწადზე მეტია, მოსვენებას არ გვაძლევს. თბილისის „დინამომ“ თავის თანაკლუბელებს კიევშიუკანასკნელად მოუგო… 1953 წელს — 1:0 (ეს ბურთი მაშინ ა. ღოღობერიძემ გაიტანა კიეველთა კარში). მას შემდეგ კიევის „დინამო“ საბჭოთა ფეხბურთის აღიარებული და უპირველესი ფავორიტიც ყოფილა, უმძიმესი ჩავარდნების წლებიც ჰქონია, მაგრამ არ იქნა და არა, თბილისელებმა კიევში ჩემპიონატის ვერც ერთი მატჩი ვეღარ მოუგეს მასპინძლებს.
და აი, 1986 წლის 5 ოქტომბერი, კიევი, თბილისის „დინამომ“, ბოლოს და ბოლოს, კიევში მოუგო ადგილობრივ დინამოელებს. ნავსი — ნავსად, ამ გამარჯვებამ კი, ჩვენი აზრით, დიდი ფსიქოლოგიური როლი უნდა ითამაშოს თბილისის „დინამოს“ წლევანდელ წარმატებაში, მით უფრო, რომ სადღეისოდ ჩვენმა გუნდმა მესამე ადგილზე ამოიწია გათამაშების ცხრილში.
ეს მატჩი მეტად პრესტიჟული იყო არა მარტო თბილისელების, არამედ კიეველთათვისაც. ისინი ამ დღეს ძირითადი შემადგენლობით თამაშობდნენ, ყველა წამყვანი მოთამაშე მწყობრში ჰყავდათ. თამაშის მსვლელობის დროსაც ძალები არ დაუზოგავთ გამარჯვების მისაღწევად. კიეველთა პოზიციები ამ თამაშში კიდევ უფრო განმტკიცდა მაშინ, როცა ზავაროვმა თამაშის დასაწყისში თავით გაიტანა ბურთი სტუმრების კარში — 1:0.
თითქოს, ყველაფერი ბოლო წლების დაუწერელი კანონის შესატყვისად უნდა წარმართულიყო, მაგრამ თბილისელებმა უკიდურესად დაძაბულ, მძაფრ ბრძოლაში არაფერი დაუთმეს მეტოქეს არც ერთ რგოლში, სათამაშო მინდვრის არც ერთ ნაწილში და ერთ-ერთ მომენტში, როცა ჩელებაძემ შორი მანძილიდან მოულოდნელად ძლიერად დაარტყა კარში, ვერც მცველებმა შეძლეს მისთვის ხელი შეეშალათ და ვერც მეკარე ჩანოვი მისწვდა ბურთს. ანგარიში გათანაბრდა — 1:1.
გავიდა მცირე დრო. თბილისელთა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ცაავამ მინდვრის სიღრმიდან მიიღო ზუსტი გადაცემა და ასევე მოულოდნელად, ასევე ძლიერად დაარტყა შორი მანძილიდან. ცაავას ეს გოლი ტყუპის ცალივით ჰგავდა ჩელებაძისას. თბილისელები დაწინაურდნენ — 2:1.
კიეველებმა მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე სცადეს ინიციატივის ხელში აღება, ფართო ფრონტით შეუტიეს, მაგრამ სტუმრებს უკან არ დაუხევიათ. თბილისელთა მცველები მოქმედებდნენ შეთანხმებულად, ზუსტად, ორგანიზებულად. მეკარე ბალაძემ დარწმუნებით, საიმედოდ ითამაშა, ნახევარმცველები ბევრს მოძრაობდნენ და წარმატებით ასრულებდნენ მთავარ ამოცანას — არ მიეცათ კიეველთათვის უპირატესობის ხელში ჩაგდების საშუალება. მასპინძელთა ყოველ შეტევას წამსვე მოსდევდა საპასუხო კონტრშეტევა. თავდასხმის ხაზზე თავიანთ პოზიციებს არ ტოვებდნენ ცაავა, ჩელებაძე, რევიშვილი.
ერთ-ერთი ასეთი იერიშის დროს კიეველმა ბესონოვმა თვის საჯარიმო მოედანზე უხეშად წააქცია ცაავა. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა 11-მეტრიანი. თბილისელებმა დარტყმა ჩელებაძეს მიანდეს. მანაც უშეცდომოდ გაგზავნა ბურთი მიზანში — 3:1.
ეს უკვე გამარჯვების განაცხადი იყო. რამდენსაც არ ეცადნენ მასპინძლები თბილისელთ დაცვის რიგების დაძლევას, ეს ვერ შეძლეს. სტუმრებმა დამსახურებული, უდავო გამარჯვება მოიპოვეს კიევის რესპუბლიკური სტადიონის მინდორზე.
გამარჯვება მუდამ სასიხარულოა! მაგრამ, ვიმეორებთ, თბილისის „დინამოს“ გამარჯვებას კიევში ახლა გარკვეული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ენიჭება. იმედია, ჩვენი გუნდი დარჩენილ მატჩებშიც ისეთივე სიძლიერით, ისეთივე მონდომებით ითამაშებს, როგორც 5 ოქტომბერს.
ამ მატჩში მეტოქეებმა ასეთი შემადგენლობით იბრძოლეს:
კიევი — ჩანოვი, ბესონოვი, ბელანოვი, კუზნეცოვი, დემიანენკო, რაცი, იაკოვენკო, ბალი, ზავაროვი, ევტუშენკო, ბლოხინი (მიხაილიჩენკო);
თბილისი -ბალაძე, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია (ცვეიბა), გოგრიჭიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, ცაავა, ჩელებაძე, რევიშვილი.
მსაჯი ი. სავჩენკო (მოსკოვი). გააფრთხილეს სულაქველიძე.
დუბლიორთა მატჩი მოიგეს კიეველებმა — 3:2.