«Кайрат» (Алма-ата) — «Динамо» (Тбилиси) 0:0

«Кайрат» (Алма-ата) — «Динамо» (Тбилиси) 0:0

Чемпионат СССР 1985 года. Высшая лига. Матч № 30.
3 ноября 1985 года. 18-00. Алма-Ата. Центральный стадион. Пасмурно, 13 градусов. 18000 зрителей.
Судьи: С.Хусаинов, В.Гуськов, В.Глебов (все — Москва).
«Кайрат»: Убыкин, Шадиев, Джуманов, Яровенко, Волгин, Никитенко, Шох, Ледовских, Салимов, Зайцев (Масудов, 76), Пехлеваниди.
«Динамо»: Габелия, Кеташвили (Махарадзе, 47), Чивадзе (к), Чедия, Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Зедания, Шенгелия, Челебадзе (Месхи, 80).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 5 ноября 1985 года:

АЛМА-АТА.
«Кайрат» (Алма-Ата) — «Динамо» (Тбилиси). 0:0.
Центральный стадион. 3 ноября. Пасмурно. 13 градусов. 18 000 зрителей.
Судьи С. Хусаинов, В. Гуськов, В. Глебов (все — Москва).
«Кайрат»: Убыкин, Шадиев, Джуманов, Яровенко, Волгин, Никитенко, Шох, Ледовских, Салимов, Зайцев (Масудов, 76), Пехлеваниди.
«Динамо»: Габелия, Кеташвили (Махарадзе, 47), Чивадзе, Чедия, Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Зедания, Шенгелия, Челебадзе (Месхи, 80).
Гости шли вперед используя дальние передачи на выдвинутых вперед Челебадзе и Шенгелия, в то время как хозяева предпочитали вести наступление с помощью средних и коротких пасов. По сути, тактический спор велся лишь в первой половине встречи, протекавшей с преимуществом алмаатинцев. Последним, правда, либо не хватало точности в ударах, либо мешала нерасторопность в действиях.
После перерыва гости практически отказались и от контратакующих действий. Стянув псе силы в оборону, они только и занимались тем, что отражали наступление хозяев. В итоге нулевая ничья.
Б. Цыбин.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 ноября 1985 года:

შეუპოვარ ბრძოლაში მოპოვებული ქულა.
ალმა–ათა. რესპუბლიკური სტადიონი. 3 ნოემბერი. 15 000 მაყურებელი.
“ქაირათი” (ალმა–ათა) – “დინამო” (თბილისი) 0:0.
“ქაირათი”: უბიკინი, შალიევი, ჯუმანოვი, იაროვენკო, ვოლგინი, ნიკიტენკო, შოხი, ლედოვსკიხი, სალიმოვი, ზაიცევი (მასუდოვი), ფეხლევანიდი.
“დინამო”: გაბელია, კეტაშვილი (მახარაძე), ჩივაძე, ჭედია, არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, ზედანია, ჩელებაძე (მესხი), შენგელია.
მსაჯი: სერგეი ხუსაინოვი (მოსკოვი).
სულ ცოტა ხნის წინათ ალმა–ათის “ქაირათს” სატურნირო ცხრილის მეექვსე საფეხური ეკავა და სახიფათო ზონას თითქოს კარგა დიდი მანძილით იყო დაშორებული. მაგრამ აი, გავიდა რამდენიმე ტური და ალმა-ათელებმა თანდათან დათმეს მთელი სეზონის განმავლობაში მოპოვებული პოზიციები. ახლა მათ სერიოზულად აფიქრებთ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების საკითხი. საქმე ის არის, რომ ჩემპიონატის ბოლო ორი ტურის მატჩები “ქაირათმა” სტუმრად უნდა ჩაატაროს დნეპროპეტროვსკის “დნეპრთან” (რომელიც საპრიზო ადგილისთვის იბრძვის) და ოდესის “ჩერნომორეცთან” (რომელსაც ასევე ემუქრება უმაღლესი ლიგის დატოვების საფრთხე). თუ გავითვალისწინებთ, რომ ალმა-ათელ ფეხბურთელებს ფრეთა ლიმიტიც კარგა ხანია ამოწურული აქვთ, ჩვენთვის კიდევ უფრო ნათელი გახდება მათი მძიმე მდგომარეობა.
მაგრამ არც თბილისის “დინამოს” აქვს ისე საქმე, რომ მშვიდად შეძლოს სეზონის ბოლო მატჩების ჩატარება – საკმარისია ერთი–ორი წაფორხილება და დინამოელებიც შეიძლება პირველ ლიგაში გადასვლის კანდიდატებად იქცნენ. ერთი სიტყვით, ალმა–ათაში შეხვედრა ორივე გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლდათ.
მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში შესამჩნევი უპირატესობა ჰქონდათ. თბილისელებმა მხოლოდ თამაშის პირველ 15–20 წუთში შეძლეს რამდენიმე სახიფათო იერიშის განხორციელება, მაგრამ შენგელიასა და კაკილაშვილის გარღვევები “ქაირათის” მცველებმა უვნებელყვეს. ამის შემდეგ საგოლე სიტუაციები ძირითადად სტუმართა კართან იქმნებოდა და რამდენიმეჯერ გაბელიას ოსტატობა რომ არა, ანგარიშიც უთუოდ გაიხსნებოდა.
მე–15 წუთზე პარტნიორებმა მეკარის პირისპირ გაიყვანეს შოხი, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ერთი წუთის შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა ვოლგინი, რომელმაც ასევე ააცდინა მიზანს. 26–ე წუთზე თავგანწირულად ითამაშა სულაქველიძემ – ფეხებში ჩაუხტა ნიკიტენკოს და ხიფათისგან იხსნა თავისი კარი. კიდევ ორი წუთის შემდეგ იმარჯვა გაბელიამ, რომელმაც ლედოვსკიხის დარტყმა მოიგერია.
მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისელთა კარის დარაჯს ზედიზედ რამდენიმეჯერ მოუხდა თავისი ოსტატობის ჩვენება. იგი ჯერ ვოლგინისა და ზაიცევის დარტყმებს გადაეღობა, შემდეგ კი ნახტომით აართვა ბურთი სალიმოვს.
დინამოელებს საქმეს უადვილებდა ის, რომ მასპინძლები საკმაოდ ერთფეროვნად უტევდნენ მათს კარს – ფლანგურ გარღვევებს, როგორც წესი, საჯარიმო მოედანზე ბურთის ჩაწოდება მოსდევდა. ერთ–ერთი მორიგი შეტევის დროს, 69–ე წუთზე, გადაცემა მიიღო ფეხლევანიდიმ, რომელმაც ზუსტად დაარტყა მიზანში – ჩივაძემ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. 77–ე წუთზე ალმა-ათელებს კიდევ ერთხელ შეეძლოთ წარმატების მოპოვება, მაგრამ ამჯერად შოხმა ითამაშა არაზუსტად.
დინამოელთა კონტრშეტევები არ გამოირჩეოდა სისწრაფით და მახვილგონივრულობით. ეს იერიშები ჩვეულებრივ უბიკინის კარის შორეულ მისადგომებთან იშლებოდა. თუმცა, ალმა–ათაში აღებული ქულა თბილისელთათვის უდავოდ მნიშვნელოვანია, მასპინძელთათვის კი მეცამეტე ფრე დამარცხების ტოლფასი გახლდათ.