«Днепр» (Днепропетровск) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (2:1)
Чемпионат СССР 1985 года. Высшая лига. Матч № 13.
8 июня 1985 года. 19-00. Днепропетровск. Стадион «Метеор». Ясно, 29 градусов. 30000 зрителей.
Судьи: В.Жук, С.Строев (оба — Минск), Н.Захаров (Владимир).
«Днепр»: Краковский, Чередник, Багмут, Пучков, Лысенко, Лютый, Кузнецов, Литовченко, Дилай, Протасов, Таран.
«Динамо»: Габелия, Микаберидзе, Чивадзе (к), Махарадзе, Арзиани (Бараташвили, 60), Какилашвили (Цаава, 12), Сванадзе, Сулаквелидзе, Гурули, Придонишвили, Месхи.
Голы:
1:0 Литовченко — 17
2:0 Протасов — 31
2:1 Цаава — 36
Нереализованный пенальти: Лысенко (70, вратарь).
Предупреждение: Сулаквелидзе.
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 11 июня 1985 года:
Успех в родных стенах…
ДНЕПРОПЕТРОВСК.
«Днепр» (Днепропетровск) — «Динамо» (Тбилиси). 2:1 (2:1).
Стадион «Метеор». 8 июня. Ясно. 29 градусов. 30 000 зрителей.
Судьи В. Жук, С. Строев (оба — Минск), Н. Захаров (Владимир).
«Днепр»: Краковский, Чередник, Багмут, Пучков, Лысенко, Лютый, Кузнецов, Литовченко, Дилай, Протасов, Таран.
«Динамо»: Габелия, Микаберидзе, Чивадзе, Махарадзе, Арзиани (Бараташвили, 60), Какилашвили (Цаава, 12), Сванадзе, Сулаквелидзе, Гурули, Придонишвили, Месхи.
Голы: Литовченко (17), Протасов (31), Цаава (36).
На 70-й минуте Лысенко не реализовал 11-метровый.
Предупрежден Сулаквелидзе.
Дублеры — 2:4. Голы: у «Днепра» — Баранник, Федоренко; у «Динамо» — Бараташвили, Ханиашвили, Гогричиани (2).
Все мячи были забиты в первом тайме. Сперва Литовчеико отличным дальним ударом метров с 30 завершил быструю комбинацию, начатую Багму-том в глубине поля и продолженную Протасовым. Позже уже сам Протасов протаранил оборону динамовцев, неотразимо послав мяч в сетку.
Гости не пали, духом и вскоре сократили разрыв в счете. Цаава легко обыграл защитников «Днепра» в центральной зоне обороны и спокойно направил мяч, в сетку.
В острых атаках прошел и второй тайм. Футболисты обеих команд упустили немало реальных возможностей изменить счет. На 70-й минуте, скажем, хозяева получили право на пенальти после того, как защитник «Динамо» выбил мяч рукой из пустых ворот. Лысенко, однако, выполнил 11-метровый не совсем четко, и Габелия в итоге сумел парировать мяч.
Я. Новак.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 июня 1985 года:
თავდამსხმელის მოვალეობა გოლის გატანაა.
დნეპროპეტროვსკი. “მეტეორის” სტადიონი. 8 ივნისი. 30.000 მაყურებელი.
“დნეპრი” (დნეპროპეტროვსკი) – “დინამო” (თბილისი) 2:1.
“დნეპრი”: კრაკოვსკი, ჩერედნიაკი, გაგმუტი, პუჩკოვი, ლისენკო, ლიუტი, კუზნეცოვი, ლიტოვჩენკო, დილაი, პროტასოვი, ტარანი.
“დინამო”: გაბელია, მიქაბერიძე, ჩივაძე, მახარაძე, არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, გურული, ფრიდონაშვილი, მესხი.
მე–17 წთ. ლიტოვჩენკო, 31–ე წთ. პროტასოვი, 36–ე წთ. ცაავა.
მე–12 წთ. კაკილაშვილის ნაცვლად – ცაავა, 61–ე წთ. არზიანის ნაცვლად ბარათაშვილი.
გააფრთხილეს სულაქველიძე.
მსაჯი: ვადიმ ჟუკი (მინსკი).
კარში დარტყმა: 9:14 (3:8), ზუსტი დარტყმა: 4:8 (2:6), საჯარიმო მოედნიდან 6:7 (2:3).
კუთხური: 6:5 (4:3).
დაჯარიმდნენ: დნეპროპეტეროვსკელები – 24 (9), თბილისელები – 21 (8).
დუბლიორები – 2:4. თბილისელთაგან გოლები გაიტანეს გოგრიჭიანმა (2), ბარათაშვილმა და ხატიაშვილმა.
შესაძლოა პარადოქსულადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია: მიუხედავად იმისა, რომ თბილისის “დინამომ” საკავშირო ჩემპიონატის სტარტიდანვე დაიმკვიდრა ადგილი სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში, მისი მისამართით ქების სიტყვებს უფრო იშვიათად გაიგონებთ, ვიდრე საყვედურს. სპეციალისტები, ჟურნალისტები, გულშემატკივრები და, რაც მთავარია, თვით გუნდის ხელმძღვანელები ერთსულოვნად აღიარებენ, რომ “დინამოს” თამაშის ხარისხი ჯერჯერობით არ შეესაბამება გათამაშების ცხრილში მის მიერ დაკავებულ პოზიციას, მინსკში დიდი ანგარიშით (0:3) წაგებული მატჩის შემდეგ კი კრიტიკული განწყობილება კიდევ უფრო გამძაფრდა.
ყოველივე ამან ერთიორად გაზარდა “დნეპრთან” შეხვედრის მნიშვნელობა – არა მარტო (და იქნებ არა იმდენად) სატურნირო არითმეტიკის მხრივ, რამდენადაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. დნეპროპეტროვსკელებმა კი, პირიქით, წლეულს საკმაოდ ბევრი კომპლიმენტი მოისმინეს როგორც ევროპული მასშტაბის, ისე საკავშირო პირველობის მატჩებში. თუნდაც ის რად ღირს, რომ წლეულს “დნეპრი” უმაღლესი ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.
…როცა “მეტეორის” სტადიონის ელექტროტაბლოზე დინამოელთა გუნდის შემადგენლობა დაიწერა, პრესის ლოჟას გამოცოცხლება დაეტყო. არც არის გასაკვირი: წინა მატჩის შემდეგ სტუმართა რიგებში სამი ცვლილება მოხდა, მინდორზე ახალგაზრდა, ნაკლებად გამოცდილი ფეხბურთელების გამოჩენამ კი “დნეპრის” ქომაგებს იოლი გამარჯვების იმედი ჩაუსახა. ამ იმედს ისიც აღვივებდა, რომ მატჩში არც ამჯერად მონაწილეობდა “დინამოს” მთავარი ბომბარდირი შენგელია. ბარემ აქვე ვიტყვით, რომ შეხვედრის მე–12 წუთზე დაშავდა კაკილაშვილიც, რამაც კიდევ ერთი იძულებითი ცვლილება გამოიწვია.
თუმცა, მე–12 წუთამდე ბევრი რამ მოხდა. უფრო სწორად, მოხდა ის, რომ სტუმრებმა თავიდანვე ხელთ იგდეს თამაშის სადავეები და საფუძვლიანად დამკვიდრდნენ მეტოქის ნახევარზე. დინამოელთა პირველი შეტევა მატჩის პირველსავე წუთზე შეიძლებოდა გოლით დამთავრებულიყო. ჩივაძემ გრძელი გადაცემით გარღვევაზე გაიყვანა მესხი, რომელმაც კარგად აუარა გვერდი ორ მცველს, მაგრამ მეკარის პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დარტყმა ვერ შეძლო. მეტად სახიფათო იყო არზიანი–მესხი–მიქაბერიძის კომბინაცია (მე–15 წთ.), თუმცა გოლი არც მას მოჰყოლია.
მთელი ამ ხნის მანძილზე მასპინძლებს ერთხელაც არ დაურტყამთ გაბელიას კარისკენ, დინამოელებმა კი რამდენიმეჯერ სცადეს ბედი.
მე–17 წუთი. “დნეპრის” შეტევა. პროტასოვმა კარგად გაუგორა ბურთი ლიტოვჩენკოს, რომელმაც 20 მეტრიდან ძლიერად, მოუმზადებლად დაარტყა – 1:0. მასპინძელთა პირველივე დარტყმა გოლით დაგვირგვინდა. დინამოელები განაგრძობენ იერიშებს. მე–19 წუთზე ბრწყინვალედ ითამაშა ჩივაძემ, რომელმაც შენიშნა კარიდან ოდნავ წინ გამოსული კრაკოვსკი და სცადა ბურთი მეკარის თავს ზემოთ გადაეგდო – კრაკოვსკიმ ძლივს გადაარჩინა თავისი კარი.
31–ე წუთი. კვლავ ჩინებულად ითამაშა ლოტოვჩენკო–პროტასოვის წყვილმა. ამ უკანასკნელს ხელი არავინ შეუშალა და ანგარიში გაიზარდა – 2:0. უტევს ერთი გუნდი, გოლები კი მეორეს გააქვს.
სასიამოვნო იყო (და, შეიძლება ითქვას, მოულოდნელიც), რომ დინამოელები ვერც ამ ბურთმა გატეხა. ჩანდა, რომ ისინი დანებებას არ აპირებდნენ. ჩვენი გუნდის ამგვარმა სიმტკიცემ, ცხადია, დიდად გაახარა მისი გულშემატკივრები. ეს სიხარული კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ცაავამ ერთი საპასუხო ბურთი შეაგდო და, ამგვარად, გამარჯვების ბედის გადაწყვეტა მეორე ტაიმს მიანდო.
შესვენების შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა მესხსა და ცაავას ბევრჯერ მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა. მესამე გოლის გატანა შეეძლო “დნეპრსაც”, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე გაბელიამ ლისენკოს დარტყმული პენალტი მოიგერია. საერთოდ, მეორე ტაიმი სანახაობრივი თვალსაზრისით ბევრად ჩამოუვარდებოდა პირველს. სწორედ ეს გარემოება აღნიშნა საკავშირო ტელევიზიის კომენტატორმა ნიკოლაი ოზეროვმა, რომელმაც მატჩის შემდეგ მითხრა, საწყენია, რომ თბილისელმა ტელემაყურებელმა პირველი ტაიმი ვერ ნახაო. ასეა თუ ისე, “დინამო” კვლავ დამარცხდა. მაგრამ ეს მარცხი არაფრით ჰგავდა “ზენიტთან” და მინსკის “დინამოსთან” წაგებულ თამაშებს. დარწმუნებული ვარ, დინამოელებს იმ
მატჩებშიც ასეთი მონდომებით რომ ეთამაშათ, გულშემატკივრები მარცხსაც უფრო ადვილად აპატიებდნენ მათ. დნეპროპეტროვსკის მატჩში “დინამო” გამარჯვებულზე ნაკლებად ქებას არ იმსახურებდა (განსაკუთრებით – პირველ ტაიმში).
თუმცა ცალკეულ მოთამაშეებს მაინც უნდა ვუსაყვედუროთ. თუ წინა შეხვედრებში ნახევარმცველები თამაშობდნენ უფერულად, ახლა თავდამსხმელებმა დაგვწყვიტეს გული. ცალკეულმა ეფექტურმა ეპიზოდებმა ბევრით ვერაფრით გამოასწორა საერთო შთაბეჭდილება. ბოლოს და ბოლოს არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავდამსხმელის უპირველესი მოვალეობა გოლის გატანაა, რასაც მესხი და გურული ჯერჯერობით ვერ ართმევენ თავს. დასაშვებზე მეტი წუნი იყო არზიანისა და მახარაძის თამაშშიც, თუმცა…
პრესკონფერენციაზე “დნეპრის” უფროსმა მწვრთნელმა ვლადიმერ ემეცმა თქვა: “დინამომ” წააგო, მაგრამ გვაჯობაო. მწვრთნელის გულწრფელობაში ეჭვი არავის შეუტანია.
დავით კაკაბაძე (“ლელოს” სპეც. კორ.). დნეპროპეტროვსკი.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 9 июня 1985 года:
В УПОРНОЙ БОРЬБЕ.
Вчера возобновились игры первенства СССР по футболу среди команд высшей лиги. Днепропетровский «Днепр» на своём поле принимал тбилисское «Динамо». Матч проходил в упорной борьбе. В начале встречи преимущество было на стороне гостей. Имел возможность открыть счёт Месхи, но не смог поразить ворота Краковского. Затем активизировались хозяева поля. На 17-й минуте Литовченко после точной передачи Протасова открыл счёт — 1:0. Через 14 минут уже сам Протасов увеличил результат — 2:0. Затем Цаава сумел сократить разницу — 3:1.
Во второй половине игра проходила также интересно. На 72-й минуте в ворота динамовцев был назначен 11-метровый удар, но Габелия отразил удар Лысенко. До конца матча счёт так и не изменился. Победили хозяева.
…
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от 10 июня 1985 года:
ВСЕ РЕШИЛОСЬ В ПЕРВОМ ТАЙМЕ.
В воскресенье состоялись матчи очередного тура первенства СССР по футболу. Динамовцы Тбилиси в гостях встречались с одним из лидеров — командой днепропетровского «Днепра».
Основные события развернулись в первой половине матча. Хорошую возможность поразить ворота Краковского имел Месхи, но не воспользовался выгодной ситуацией. Затем инициатива перешла к хозяевам поля, и уже на 14-й минуте Литовченко после точной передачи Протасова открыл счёт — 1:0. А спустя ещё 14 минут сам Протасов увеличил счёт — 2:0.
Несколько минут спустя Цаава удалось отквитать один мяч.
Вторая половина матча проходила с переменным успехом. Динамовцы больше владели мячом, но атаковали не столь остро, как хотелось бы. Много было технического брака при передачах, особенно на подступах к штрафной площадке соперника. Атаки «Днепра» были более острыми. Во время одной из них защитник тбилисцев был вынужден сыграть рукой, чтобы спасти ворота от неминуемого гола. Одиннадцатиметровый, выполненный Лысенко, в прыжке парировал Габелия.
До конца матча счёт так и не изменился.
…
В. БАРАТЕЛИ.