«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Кутаиси) 2:0 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Кутаиси) 2:0 (0:0)

Чемпионат СССР 1985 года. Высшая лига. Матч № 10.
14 мая 1985 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 30 градусов. 74350 зрителей.
Судьи: С.Хусаинов, В.Гуськов, Н.Овсянников (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Махарадзе (Месхи, 32), Р.Шенгелия, Чкареули (Цаава, 70).
«Торпедо»: Кантария, Пруидзе, Кудинов, Чилая, Швецов, Джохадзе, Коргалидзе, Кереселидзе, Мегреладзе, В.Шенгелия (Тварадзе, 73), Квернадзе (Манагадзе, 46).
Голы:
1:0 Р.Шенгелия — 83
2:0 Арзиани — 85

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Молодежь Грузии

Газета «Советский спорт» (Москва) от 17 мая 1985 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Кутаиси). 2:0 (0:0).
Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 14 мая. 30 градусов. 74 350 зрителей.
Судьи С. Хусаинов, В. Гуськов, Н. Овсянников (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Махарадзе (Месхи, 32), Р. Шенгелия, Чкареули (Цаава, 70).
«Торпедо»: Кантария, Пруидзе, Кудинов, Чилая, Швецов, Джохадзе, Коргалидзе, Кереселидзе, Мегреладзе, В. Шенгелия (Тварадзе, 73), Квернадзе (Манагадзе, 46).
Голы: Р. Шенгелия (83), Арзиани (85).
Дублеры — 2:4. Голы: у «Динамо» — Микаберидзе, Гурули; у «Торпедо» — Паикидзе (2). Манагадзе, Хундадзе.
Торпедовцы оставили приятное впечатление. Всякий раз, когда в первом тайме события перемещались к воротам гостей, дружно и самоотверженно действовали их защитники, которыми хорошо руководил Швецов. И первый по-настоящему острый момент возник у ворот «Динамо». Коргалидзе неожиданно сильно пробил метров с 17-18: мяч попал в перекладину.
После перерыва долгое время ни одной из сторон не удавалось получить преимущество. Но в конце матча безошибочно действовавшие до того защитники кутаисской команды (сказалась, вероятно, усталость) не уследили за Р. Шенгелия. Тот продвинулся с мячом вплотную к воротам и точно пробил. А вскоре после удара прорвавшегося по левому флангу защитника Арзиани счет стал 2:0. Одержав шестую победу, динамовцы Тбилиси с 15 очками возглавили турнирную таблицу.
О. Жордания, судья всесоюзной категории.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 15 мая 1985 года:

სურვილი, რომელიც უნდა ასრულდეს.
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 14 მაისი.
“დინამო” (თბილისი) – “ტორპედო” (ქუთაისი) 2:0.
“დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, მახარაძე, შენგელია, ჩქარეული.
“ტორპედო”: ქანთარია, ფრუიძე, კუდინოვი, ჭილაია, შვეცოვი, ჯოხაძე, კორღალიძე, კერესელიძე, მეგრელაძე, ვ. შენგელია, კვერნაძე.
83–ე წთ. შენგელია, 85–ე წთ. არზიანი.
32–ე წთ. მახარაძის ნაცვლად მესხი, 46–ე წთ. კვერნაძის ნაცვლად – მანაგაძე, 70–ე წთ. ჩქარეულის ნაცვლად – ცაავა, 73–ე წთ. ვ. შენგელიას ნაცვლად – თვარაძე.
მსაჯი: სერგეი ხუსაინოვი (მოსკოვი).
კარში დარტყმა – 26:25 (9:8), ზუსტი დარტყმა 14:9 (5:4), საჯარიმო მოედნიდან – 13:6 (2:2).
კუთხური – 10:7 (3:5).
დაჯარიმდნენ: თბილისელები 7 (1), ქუთაისელები 4 (2).
გუშინ “დინამოს” სტადიონის ტრიბუნაზე საკმაოდ იყვნენ როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის გამარჯვების მოსურნენი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც ეს მატჩი, უწინარეს ყოვლისა, ქართული ფეხბურთის ავანგარდის დათვალიერება იყო.
“დინამოს” თამაშზე თბილისელ მაყურებელს ასე თუ ისე ჩამოყალიბებული აქვს აზრი, “ტორპედოზე” კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდი მის განკარგულებაში არსებული რესურსების გათვალისწინებით, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ტაქტიკურად გამართულად თამაშობსო – სხვანაირად ასეც იტყვიან ხოლმე. ქუთაისელთა გუნდს გამოკვეთილად სუსტ რგოლს კაცი იოლად ვერ მოუძებნი, რაც რა თქმა უნდა, მწვრთნელებისა და თითოეული ფეხბურთელის პასუხისმგებლობაზე, ფეხბურთისადმი კეთილსინდისიერ და მართლაც საქმიან დამოკიდებულებაზე მეტყველებს. თუ ასე გაგრძელდა, ქუთაისის “ტორპედოს” არ უნდა გაუძნელდეს ფეხბურთის ქართველ მოყვარულთა ერთი, შესაძლოა ყველაზე დიდი სურვილის შესრულება – უმაღლეს ლიგაში ფეხის მოკიდება.
მატჩი ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ტაიმებად დაიწყო. პირველი – შედარებით ნელი, იშვიათი კომბინაციებით და ასევე იშვიათი დარტყმებით და, მეორე, რომელშიც ტემპმაც იმატა, კომბინაციებმაც და საგოლე სიტუაციებმაც.
პირველ ორმოცდახუთ წუთში მაყურებელს უთუოდ დაამახსოვრდა ჯოხაძის ძალზე კარგი დარტყმა (30–ე წთ.) და გაბელიას ასეთივე კარგი თამაში; კორღალიძისა (37) და ჩქარეულის (43) სახიფათო იერიშები.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო. საინტერესო კომბინაცია გაითამაშეს ჩქარეულმა და კაკილაშვილმა. ახლა ქანთარიას დასჭირდა ოსტატობის ჩვენება. აქედან მოყოლებული მატჩის ბოლომდე ხან ერთ, ხან მეორე კართან ზედიზედ იქმნება საგოლე მომენტები. მეცამეტე წუთზე ჩქარეულს, მეთოთხმეტეზე კი კუდინოვს ბევრი აღარაფერი უკლდათ გოლის გატანამდე. 65–ე წუთზე კორღალიძის დარტყმული ბურთი თბილისელთა კარის ძელს მოხვდა, წუთის შემდეგ ხელსაყრელ ვითარებაში იჩქარა ჯოხაძემ. “დინამოს” დაცვაში გაჩენილ “დერეფანში” შეჭრის ნაცვლად შორეული დარტყმა არჩია.
საბოლოოდ ყველაფერი მასპინძელთა ორმა იერიშმა გადაწყვიტა. მარცხენა ფლანგიდან ჯერ შენგელია გაექცა მცველებს, ორი წუთის შემდეგ კი არზიანმა გაიტანა მეორე გოლი – 2:0.
ზევითაც ვთქვით და კიდევ უნდა გავიმეოროთ: დამარცხების მიუხედავად ქუთაისის “ტორპედომ” კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საქართველოს მეორე გუნდის მხოლოდ გასამხნევებლად მოხმობილი ფრაზა – ყასიდად, გულისგარეთა ნათქვამი ხომ იშვიათად აღწევს მიზანს. “ტორპედომ” მართლა მიაგნო საკუთარ ხელწერას, მართლა იპოვა საკუთარი სახე, ოღონდ ეს არის, მას კიდევ სჭირდება გამოკვეთა და დახვეწა. სჭირდება იმიტომ, რომ ამ გუნდის პრობლემები მარტო ქუთაისელთა პრობლემები არ არის. ჩვენი ფეხბურთისთვის აუცილებელია ორი გუნდი უმაღლეს ლიგაში და საამისოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს. და აკი კეთდება კიდეც. რას ემყარება ეს სურვილი და, თუ გნებავთ, ოპტიმიზმი? ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების კორღალიძისა და შევცოვის ოსტატობას, კვერნაძისა და მეგრელაძის გამოცდილებას, ქანთარიას, ჯოხაძის, სხვათა და სხვათა შემართებას, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების, პირველ ყოვლისა ადამიანურ პრინციპებზე აგებულ ურთიერთობას, ერთგულ ქომაგთა მრავალათასიან არმიას…
ამგვარი წანამძღვრებით შეუძლებელი არაფერია.
ირაკლი ბერიაშვილი.
ინტერვიუ მატჩის შემდეგ.
დავით ყიფიანი, თბილისის “დინამოს” უფროსი მწვრთნელი: “ძველ მეგობართა შეხვედრაში საკმაოდ ბევრი იყო საგოლე მომენტი, რომელთა გამოყენება თავდამსხმელებმა მეკარეთა ჩინებული თამაშის გამო ვერ მოახერხეს. აღნიშვნის ღირსად ყველაზე მეტად სწორედ ავთანდილ ქანთარია და ოთარ გაბელია მიმაჩნია. ისე კი, თუმცა გავიმარჯვეთ, გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. თუ ასე გავაგრძელეთ, მოწინავე პოზიციის შენარჩუნება გაგვიჭირდება. მით უმეტეს, რომ საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა – ლიდერის წინააღმდეგ ყველა გაათკეცებული ძალით იბრძვის. ზოგიერთმა ფეხბურთელმა აშკარად უკლო თამაშს და თუ ეს მოთამაშეები ვარჯიშისადმი, სასწავლო–საწვრთნელი პროცესისადმი დამოკიდებულებას არ შეიცვლიან, იძულებული გავხდებით, მკაცრ ზომებს მივმართოთ. ჩემი აზრით, წინსვლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა შეგწევს უნარი, გააანალიზო და კრიტიკულად შეაფასო საკუთარი მოქმედებები, ეს თვისება კი ზოგიერთ ჩვენგანს, სამწუხაროდ, არ გააჩნია. ახლა მეტად მძიმე მატჩები გველის: ჯერ შინ ვხვდებით ერევნის “არარატს”, შემდეგ კი, მინსკსა და დნეპროპეტროვსკში მივემგზავრებით. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ქუთაისის “ტორპედოს”, მას ურიგოდ არ უთამაშია და რამდენიმეჯერ ახლოსაც იყო მიზანთან. მატჩმა დაგვარწმუნა, რომ ქუთაისელებს ძალუძთ იმ მიზნის განხორციელება, რაც მათ წლევანდელ სეზონში აქვთ დასახული”.
გივი ნოდია, ქუთაისის “ტორპედოს” უფროსი მწვრთნელი: “შედეგით, ცხადია, უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მსიამოვნებს აღნიშვნა იმისა, რომ მატჩი უაღრესად კორექტულად წარიმართა. თუმცა, სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. თამაშის მიწურულს თავი იჩინა ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის არასაკმარისმა ფიზიკურმა გამძლეობამ, რაც ბოლო წუთებზე გაშვებული ორი გოლითაც დადასტურდა. მართალია, დინამოელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს, მაგრამ რამდენიმეჯერ მათ ბედმაც გაუღიმა. გავიხსენოთ თუნდაც კორღალიძის დარტყმა, რომლის შემდეგაც ბურთი ზედა ძელს მოხვდა. საერთოდ, საგოლე მომენტების გამოუყენებლობა ჩვენი ერთ–ერთი მთავარი სისუსტეა და ამაზე სერიოზული მუშაობა გვმართებს. თანაც წლეულს მეტად მძიმე სეზონი მოგველის და ყოველ გატანილ თუ გაშვებულ ბურთს ჩემპიონატის ბოლოს შეიძლება ოქროს ფასი დაედოს. “ტორპედოს” მთავარი ამოცანა კი მიმდინარე სეზონში ასეთია: არ აღმოვჩნდეთ იმ ოთხ გუნდს შორის, რომელთაც უმაღლესი ლიგის დატოვება დაემუქრება”.

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от 16 мая 1985 года:

Голы под занавес.
Матчем неиспользованных возможностей останется для торпедовцев Кутаиси их поединок с футболистами тбилисского «Динамо». Впро­чем, до определённого момента на «невезение» могли пожаловаться и победители этой встречи, но следует признать, что торпедовцы в этом  подчёркнуто корректном, а вместе с тем по-спортивному честном единоборстве могли добиться более приятного для себя результата, чем поражения со счётом 0:2.
Матч получился острым, щедрым на голевые момен­ты. Превосходно играли оба вратаря — Габелия и Кан­тария. Первый отразил труднейшие мячи от Джохадзе, Коргалидзе, Квернадзе, вто­рой — от Какилашвили, Шенгелия, Чкареули, но во вто­ром тайме и Габелия не шелохнулся, когда удар очень техничного Коргалидзе приняла перекладина.
После этой, шестой  по счёту, победы тбилисское «Динамо» стало единоличным лидером первенства – 15 очков.
Н. ЛЕОНИДЗЕ.