«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск) 1:1 (0:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск) 1:1 (0:1)

Чемпионат СССР 1985 года. Высшая лига. Матч № 29.
19 октября 1985 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Пасмурно, перед матчем и во 2-м тайме — дождь, 14 градусов. 26800 зрителей.
Судьи: В.Кузнецов (Омск), Н.Захаров (Владимир), В.Жабин (Тамбов).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Гогричиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Гурули, Микаберидзе (Гуцаев, 72), Месхи (Махарадзе, 56).
«Днепр»: Краковский, Башкиров, Вишневский, Пучков, Лысенко (Дилай, 74), Шуршин, Кузнецов, Литовченко, Сорокалет, Лютый (Кудрицкий, 66), Таран.
Голы:
0:1 Таран — 22
1:1 Чивадзе — 75
Предупреждение: Махарадзе.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря Востока

Газета «Советский спорт» (Москва) от 20 октября 1985 года:

«ДИНАМО» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск). 1:1.
«ДИНАМО» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск). 1:1 (0:1).
Стадион «Динамо» имени В. И.Ленина. 19 октября. Пасмурно. Перед матчем и во втором тайме дождь. 14 градусов. 27 600 зрителей.
Судьи В. Кузнецов, (Омск), Н. Захаров (Владимир), В. Жабин (Тамбов).
«Динамо»: Габелия. Кеташвили, Чивадзе, Чедия. Гогричиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Гурули, Микаберидзе (Гуцаев, 72), Месхи (Махарадзе, 56).
«Днепр»: Краковский, Башкиров, Вишневский, Пучков. Лысенко (Дилай, 74), Шуршин, Кузнецов, Литовченко, Сорокалет, Лютый (Кудрицкий, 66), Таран.
Голы: Таран (22), Чивадзе (75).
Предупрежден Махарадзе.
Днепропетровцы вышли на поле без своего лучшего бомбардира Протасова, получившего травму в недавнем отборочном матче чемпионата мира. В его отсутствие гости выдвинули вперед двух форвардов — Лютого и Тарана. У динамовцев на переднем крае атаки действовала также первая пара нападающих — Гурули и Месхи. Когда Литовченко и Лютый разыграли комбинацию на правом фланге, завершившуюся прострельной передачей, никто не помешал Тарану ее замкнуть.
После перерыва «Днепр» укрепил оборону численно, пытаясь, надо полагать, удержать достигнутое, Динамовцы же, наоборот, резко прибавили в активности, и усилили линию атаки, где после долгого перерыва появился Гуцаев. Игра все чаще смещается к воротам гостей. Очередную атаку хозяев днепропетровцы прерывают, нарушив правила, и Чивадзе со штрафного сравнивает счет.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 22 октября 1985 года:

ვეტერანი კვლავ მწყობრშია.
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 19 ოქტომბერი. 27.600 მაყურებელი.
“დინამო” (თბილისი) – “დნეპრი” (დნეპროპეტროვსკი) 1:1.
“დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, გოგრიჭიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, გურული, მიქაბერიძე, მესხი.
“დნეპრი”: კრაკოვსკი, ბაშკიროვი, ვიშნევსკი, პუჩკოვი, ლისენკო, შურშინი, კუზნეცოვი, ლიტოვჩენკო, სოროკალეტი, ლიუტი, ტარანი.
22–ე წთ. ტარანი, 75–ე წთ. ჩივაძე.
56–ე წთ. მესხის ნაცვლად – მახარაძე, 66– წთ. ლიუტის ნაცვლად – კუდრიცკი, 72–ე წთ. მიქაბერიძის ნაცვლად – გუცაევი, 74–ე წთ. ლისენკოს ნაცვლად – დილაი.
მსაჯი: ვლადიმერ კუზნეცოვი (ომსკი).
კარში დარტყმა – 11:10 (3:6), საჯარიმო მოედნიდან – 5:3 (1:2), ზუსტი დარტყმა – 6:6 (2:4).
კუთხური – 6:1 (4:1).
დაჯარიმდნენ: თბილისელები – 12–ჯერ (8–ჯერ), დნეპროპეტროვსკელები – 13–ჯერ (8–ჯერ).
გააფრთხილეს მახარაძე.
დნეპროპეტროვსკის “დნეპრი”, თუ ბოლო სამ–ოთხ წელიწადს არ მივიღებთ მხედველობაში, არასოდეს ყოფილა თბილისის “დინამოს” ეგრეთ წოდებულ უხერხულ მეტოქეთა რიცხვში. მისი ასეთ გუნდად გამოცხადება, რა თქმა უნდა, ახლაც ნაადრევია, მაგრამ საკავშირო ჩემპიონატის ფარგლებში გამართული ბოლო ხუთი შეხვედრიდან უკრაინელმა ფეხბურთელებმა სამი მოიგეს და ერთი წააგეს. თუმცა, ზემოხსენებული სამი–ოთხი წელიწადი სწორედ ის პერიოდია, როცა “დნეპრმა” თავისი არსებობის ისტორიაში არნახული აღმავლობა განიცადა და ეს აღმასვლა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტულით დააგვირგვინა, ხოლო თბილისის “დინამომ” ასევე არნახული მარცხი იწვნია, რაც ყველაზე მკაფიოდ ამ ორიოდე წლის წინათ საკავშირო პირველობაში დაკავებული მე–16 ადგილით გამოიხატა.
“დნეპრი” და “დინამო” წლევანდელ გათამაშებაშიც სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად იბრძვიან. უკრაინელები ერთ–ერთი საპრიზო ადგილის რეალური პრეტენდენტები არიან, თბილისელთათვის კი შექმნილ ვითარებაში მიზნის მისაღწევად ალბათ ათეულში მოხვედრა ჩაითვლება.
საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებაში ლენინგრადის “ზენიტთან” წაგებული მატჩის გათვალისწინებით თბილისის დინამოელებმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა დათმეს და სავსებით ბუნებრივი იყო მათი სურვილი, როგორმე დაეძლიათ წარუმატებლობათა ეს სერია. ყოველ შემთხვევაში თამაშის დასაწყისში მათი ეს სურვილი აშკარად იგრძნობოდა.
მასპინძლებმა საკმაოდ სწრაფი ტემპით დაიწყეს შეხვედრა და, რაც ყველაზე სასიამოვნო იყო დიდხანს არ ყოვნდებოდნენ მინდვრის შუაგულში, ცდილობდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გადაელახათ ცენტრალური ზონა და მეტოქის კარისთვის შეეტიათ. სამწუხაროდ, ასეთი სურათის მოწმენი მხოლოდ მატჩის პირველ წუთებში (ან, შეიძლება ითქვას, კიდევ რამდენიმე მონაკვეთში) გავხდით. ეს დროის ის მონაკვეთები გახლდათ, როცა თავდამსხმელები ბევრს მოძრაობდნენ, ეძებდნენ თავისუფალ ადგილებს და ამით ამოცანას უადვილებდნენ ნახევარმცველებს, თავიანთ დანარჩენ პარტნიორებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, “დნეპრს” ყრუ დაცვის ტაქტიკა არ აურჩევია მთავარ იარაღად. სტუმრებმა პირველივე წუთებიდან აგრძნობინეს მეტოქესაც და მაყურებელსაც, რომ თბილისში საკმაოდ სერიოზული განზრახვით ჩამოვიდნენ. ამის დამადასტურებელი იყო შურშინის შორეული დარტყმაც და ის სახიფათო იერიშიც, რომელიც გოგრიჭიანმა თავგანწირული ნახტომით უვნებელყო.
მაგრამ ეს არ გახლდათ ისეთი მომენტები, რომელთაც ფეხბურთის სამყაროში ასპროცენტიანებს უწოდებენ ხოლმე. ასეთი ასპროცენტიანი საგოლე სიტუაცია პირველად სწორედ “დნეპრის” კართან შეიქმნა. მე–13 წუთზე მიქაბერიძემ კარგად ითამაშა, დროულად შენიშნა მესხის მოძრაობა და ზუსტი პასით კრაკოვსკის პირისპირ გაიყვანა თბილისელთა მეთერთმეტე ნომერი. მესხის დარტყმა დაახლოებით 7–8 მეტრიდან არაზუსტი გამოდგა. ცხრა წუთის შემდეგ კი ანგარიშიც გაიხსნა: მასპინძელთა მცველებმა საშუალება მისცეს ლიტოვჩენკოსა და ლიუტის, მარჯვენა ფლანგზე მშვიდად გაეთამაშებინათ კომბინაცია და ხელი ვერც ტარანს შეუშალეს, რომელმაც ეს კომბინაცია გოლით დააგვირგვინა. მართალია, ზოგიერთმა დინამოელმა ჩათვალა, რომ სტუმართა თავდამსხმელი თამაშგარე იყო, მაგრამ სრულიად უნაყოფო გამოდგა კეტაშვილის 30–მეტრიანი რეიდი გვერდითი მსაჯისკენ – გოლი ჩაითვალა.
პირველ ტაიმში მაინცდამაინც ღირსშესანიშნავი აღარაფერი მომხდარა, შესვენების შემდეგ კი მასპინძლები შესამჩნევად გააქტიურდნენ. 50–ე და 57–ე წუთებზე მეტოქის კარს ორჯერ შეუტია გურულმა, მაგრამ პირველად მან მიზანს ააცდინა, მეორედ კი მისი უძლიერესი დარტყმა კრაკოვსკიმ მოიგერია. “დნეპრი” კარგად იცავდა თავს და საკმაოდ ხშირად იერიშზეც გადადიოდა. 72–ე წუთზე ტრიბუნები საგრძნობლად გამოცოცხლდნენ: სარბენ ბილიკზე გამოჩნდა თბილისელთა გუნდის ვეტერანი, 33 წლის ვლადიმერ გუცაევი, რომელმაც მენისკის ოპერაცია გადაიტანა და ფაქტიურად მთელი სეზონი გააცდინა. გუცაევის გამოსვლამ, ვფიქრობ, არა მარტო ტრიბუნები გამოაცოცხლა, არამედ პარტნიორებზეც დადებითად იმოქმედა. ეს აჟიოტაჟი ჯერ დამცხრალიც არ იყო, რომ მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს: ჩივაძემ ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და 17 მეტრიდან ბურთი მარცხენა ცხრიანში შეაგდო – 1:1. მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს.
მკითხველის ყურადღება ერთ გარემოებაზე მინდა გავამახვილო: თუ მატჩის ტექნიკურ მონაცემებს გადახედეთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ თბილისელებმა საჯარიმო მოედნის ფარგლებს გარედან ექვსჯერ დაარტყეს მეტოქის კარში. შესაძლოა, ეს ციფრი არც მოგეჩვენოთ ყურადღების ღირსად, მაგრამ არის ერთი დეტალი, რომლის გამოც ღირს მასზე შეჩერება: ექვსიდან ორი გახლდათ საჯარიმო დარტყმა, რომლებიც ჩივაძემ შეასრულა (ერთი კი გოლითაც დააგვირგვინა). ესე იგი, უშუალოდ თამაშიდან დინამოელებმა სულ ოთხჯერ შეამოწმეს კრაკოვსკის საიმედოობა და ოთხივეჯერ ერთმა და იმავე ფეხბურთელმა – სულაქველიძემ. კარგი იქნებოდა, პარტნიორებს გაეთვალისწინებინათ სულაქველიძის მაგალითი. მით უმეტეს, რომ წვიმიან ამინდში შორეული დარტყმები მრისხანე იარაღია. “დნეპრთან” თამაშის დაწყებამდე და მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში კი თითქმის გადაუღებლად წვიმდა.
დავით კაკაბაძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 21 октября 1985 года:

ВОСЬМАЯ НИЧЬЯ.
В этом матче первенства страны по футболу, состояв­шемся в Тбилиси, встретились команды, каждая из которых сейчас решает свою задачу: «Днепр» — войти в число призёров, а динамовцы — уйти по­дальше от опасной зоны.
Однако в игре решали они их по-разному. Хозяева поля сразу же пошли в атаку, а го­сти, укрепив оборонитель­ные  порядки, проводили рез­кие и опасные контратаки. Больше возможностей открыть счёт имели тбилисцы. Вспом­ним хотя бы красивую комби­нацию Гурули-Микаберидзе-Месхи, когда левый крайний динамовцев вышел один на один с Краковским, но послал мяч выше ворот, или сильный и точный дальний удар Сулаквелидэе. Словом, моменты у тбилисцев были, а в счёте по­вели днепропетровцы. Произо­шло это на 22-й минуте, когда комбинацию, начатую Литовченко и Лютым, удачно завер­шил Таран — 1:0.
Во второй половине игры хо­зяева поля перешли в реши­тельную атаку. На поле после долгого перерыва вышел Гуцаев, появление которого уси­лило их игру. И вот на 75-й минуте Чивадзе со штрафного буквально вколотил мяч в во­рота «Днепра» — 1:1. Ничья, которая является для динамов­цев восьмой.