«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (0:0)

«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (0:0)

Чемпионат СССР 1985 года. Высшая лига. Матч № 18.
5 июля 1985 года. 19-00. Москва. Стадион «Динамо». Пасмурно, 17 градусов. 12000 зрителей.
Судьи: М.Кусень (Львов), П.Кобичик (Черновцы), М.Ступар (Ивано-Франковск).
«Динамо» М.: Уваров (к), Силкин, Поздняков, Фомичев, Головня, Буланов, Атаулин (Ментюков, 48), Пудышев, Бородюк, Кобелев (Хапсалис, 75), Васильев.
«Динамо» Тб.: Габелия, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Микаберидзе, Какилашвили, Жордания (Чкареули, 46), Сулаквелидзе, Гогричиани (Махарадзе, 75), Цаава, Шенгелия.
Гол:
1:0 Пудышев — 82

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 7 июля 1985 года:

Хозяева выигрывают…
МОСКВА.
«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси). 1:0 (0:0).
Стадион «Динамо». 5 июля. Облачно. 17 градусов. 12 000 зрителей.
Судьи М. Кусень (Львов), И. Кобичик (Черновцы), М. Ступар (Ивано-Франковск).
«Динамо» (Москва): Уваров, Силкин, Поздняков, Фомичев, Головня, Буланов, Атаулин (Ментюков, 48), Пудышев, Бородюк, Кобелев (Хапсалис, 75), Васильев.
«Динамо» (Тбилиси): Габелия, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Микаберидзе, Какилашвили, Жордания (Чкареули, 40), Сулаквелидзе, Гогричиани (Махарадзе, 79), Цаава, Шенгелия.
Гол: Пудышев (82)
Дублеры — 3:1, Голы: у москвичей — Шалин, Молодцов, Стукашов; у тбилисцев — Панцулая.
И той, и другой команде не откажешь в стремлении вести спор в комбинационном ключе, И той, и другой по душе была многоходовая игра, придерживаясь которой и москвичи, и тбилисцы старались у штрафной площади соперников освободить от опеки того или иного своего нападающего. Не раз удавалось командам разыграть комбинации до верного удара, да вот незадача — Цаава, выйдя один на один с вратарем москвичей, переиграть его не смог, а Бородюк, атакуя с близкого расстояния ворота Габелия, мяч послал много выше перекладины. Удачные моменты не использовали Жордания, Какилашвили, Васильев, тот же Бородюк часто, слишком часто ошибались в концовках атак и тбилисцы, и москвичи.
Хозяева, следует признать, после перерыва действовали энергичнее, чему немало способствовала не но годам зрелая игра юного Кобелева. Габелия не однажды призывал на помощь все свое мастерство, парируя удары 16-летнего футболиста, и, кажется, он помог бы своей команде удержать равновесие. Но… исход встречи решил грубый промах Сулаквелидзе. Потерял контроль над мячом защитник против своих ворот, и Пудышеву не составило труда забить решающий гол.
Ю. Сегеневич.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 6 июля 1985 года:

უცხო მინდვრის ნაცნობი სენი.
მოსკოვი. “დინამოს” სტადიონი. 5 ივლისი, 12.000 მაყურებელი.
“დინამო” (მოსკოვი) – “დინამო” (თბილისი) 1:0.
მოსკოვი: უვაროვი, სილკინი, პოზდნიაკოვი, ფომიჩოვი, გოლოვნია, ბულანოვი, ატაულინი, პუდიშევი, ბოროდიუკი, კობელევი, ვასილიევი.
თბილისი: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, მიქაბერიძე, კაკილაშვილი, ჟორდანია, სულაქველიძე, გოგრიჭიანი, ცაავა, შენგელია.
82–ე წთ. პუდიშევი.
46–ე წთ. ჟორდანიას ნაცვლად – ჩქარეული, 49–ე წთ. ატაულინის ნაცვლად – მენტიუკოვი, 75–ე წთ. კობელევის ნაცვლად – ხაპსალისი, 79–ე წთ. გოგრიჭიანის ნაცვლად – მახარაძე.
კარში დარტყმა – 11:10 (3:4), ზუსტი დარტყმა 4:5 (0:3), საჯარიმო მოედნიდან – 7:4 (2:2).
კუთხური – 5:3 (2:2).
დაჯარიმდნენ: მოსკოველები 14 (8), თბილისელები 11 (6).
მსაჯი მიხაილ კუსენი (ლვოვი).
დუბლიორები 3:1. თბილისელთაგან გოლი გაიტანა ფანცულაიამ.
თანდათან სულ უფრო ძნელი დასაჯერებელი ხდება, რომ მიმდინარე ჩემპიონატის დასაწყისში თბილისის “დინამო” არა მარტო სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფებოდა, არამედ ერთხანს გათამაშებასაც ლიდერობდა. მოსკოვის დინამოელებთან განცდილი მარცხი ჩვენი ფეხბურთელების ზედიზედ მესამე წაგება გახლდათ. ბოლო რვა შეხვედრაში კი მათ ასეთ მაჩვენებელი აქვთ: ერთი მოგება, ორი ფრე, ხუთი წაგება. როცა ამ ციფრებს უყურებ, ისიც კი გიკვირს, როგორ ინარჩუნებს ჩვენი გუნდი ადგილს პირველ ექვსეულში. თუმცა, ერთიც ნათელია: თუ ასე გაგრძელდა, მალე შეიძლება უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე მოგვიხდეს ფიქრი.
დღევანდელი მოსკოვის “დინამო”, რბილად რომ ვთქვათ, არ მიეკუთვნება საბჭოთა ფეხბურთის გრანდებს. ამჟამად ეს არის ის გუნდი, რომელსაც წამდაუწუმ ემუქრება უძლიერესთა ეშელონის დატოვება, ამ მხრივ მისთვის არც წლევანდელი ჩემპიონატია გამონაკლისი. ერთ დროს სახელოვანი კოლექტივის კრიზისის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი მწვრთნელთა გაუთავებელი ცვლაა. უკანასკნელი ცვლილება, როგორც ცნობილია, სულ ახლახან მოხდა – გუნდს სათავეში ჩაუდგა საბჭოთა კავშირის ნაკრების უფროსი მწვრთნელი ედუარდ მალოფეევი. ამბობენ, ახალი ცოცხი კარგად გვისო. იქნებ მეტისმეტად კატეგორიულ განცხადებად მოგეჩვენოთ, მაგრამ მალოფეევის მოსვლით მოსკოვის “დინამოს” მაინცდამაინც მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები არ დასტყობია. გუშინდელ მატჩამდე მოსკოველებმა საკუთარ მოედანზე ჩატარებულ შეხვედრებშიც კი ვერ მიაღწიეს დადებით ბალანსს. მით უფრო სამწუხაროა, რომ ეს ბალანსი სწორედ თბილისის “დინამოსთან” შეხვედრამ გააწონასწორა.
რა თქმა უნდა, მორიგი მარცხის მიზეზები შეიძლება იმაშიც ვეძიოთ, რომ სვანაძისა და არზიანის ტრავმებმა მწვრთნელები აიძულა გადაეხალისებინათ შემადგენლობა. კეტაშვილმა მარცხენა მცველის ადგილი დაიკავა, მიქაბერიძეს კი მარჯვენა ფლანგზე დაეკისრა იგივე ფუნქცია. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ნახევარდაცვაში კვლავ ვიხილეთ ჟორდანია, რომელმაც ვერ გაამართლა გუნდის ხელმძღვანელთა მოლოდინი. პირველი ტაიმის შემდეგ იგი ისევ სათადაროგოთა სკამზე აღმოჩნდა. ეს ცვლილებები გარკვეული სიძნელეების წინაშე აყენებდა სტუმრებს, მაგრამ ახლა მასპინძლებისკენაც გავიხედოთ. ვფიქრობ, ორი ძირითადი თავდამსხმელის (გაზაევი, სტუკაშოვი) არყოფნა, მეტი თუ არა, არზიანისა და სვანაძის არყოფნის ტოლფასი მაინც არის.
ასე რომ, ალბათ ზედმეტია დანაკარგებზე საუბარი, რადგან ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია და არც ერთი გუნდი არ არის დაზღვეული ამგვარი შემთხვევებისაგან. თბილისელებს რამდენჯერმე ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა. მე–11 წუთზე ჭედია–შენგელია–ცაავას, ოცი წუთის შემდეგ კი კაკილაშვილ–ცაავას კომბინაციები უშედეგოდ დასრულდა.
სახიფათო სიტუაციები თბილისელთა კართანაც იყო. რამდენჯერმე კარგად ითამაშა გაბელიამ, ერთხელ კი, 65–ე წუთზე, როცა კობელევმა თავზე გადაუგდო ბურთი სტუმართა მეკარეს, თანაგუნდელები კეტაშვილმა იხსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში შედარებით აქტიურობდა სულაქველიძე, იგი ერთადერთი იყო თბილისელთაგან, ვინც შორიდან ცდილობდა კარში დარტყმას. თუმცაღა 82–ე წუთზე მისივე უხეში შეცდომით ისარგებლა პუდიშევმა და ამ მატჩის ერთადერთი გოლიც გაიტანა. საერთოდ კი შეხვედრამ ძალზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. საჭიდაო ხალიჩაზე ასეთ მეტოქეებს, როგორც წესი, შეჯიბრებიდან ხსნიან. სამწუხაროდ, ფეხბურთის არბიტრს ამგვარი უფლება არა აქვს. ისე კი, არც მოსკოველი, არც თბილისელი დინამოელები გამარჯვების ღირსნი არ იყვნენ. ეს არის, ბედმა უფრო მასპინძლებს გაუღიმათ.
დავით კაკაბაძე (ტელეფონით, “ლელოს”, სპეც. კორ.). მოსკოვი.